პელაგიანიზმი, და კართაგენის კრების ანათემები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პელაგიანიზმი, და კართაგენის კრების ანათემები |
Otherguy |
Aug 8 2011, 11:26 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
418 წელს, ნეტარი ავგუსტინეს მეთაურობით, დაიგმო პელაგიანიზმი, ხოლო თუ სწორს ამბობდა პელაგიუსი და იყო თუ არა ფაშისტური კანონები მიღებული ამ კრებაზე, თქვენ გადაწყვიტეთ:
კანონი 1: ვინც ამბობს, რომ ადამი შეიქმნა მოკვდავი და მოკვდებოდა იმის მიუხედავად, შეჭამდა თუ არა აკრძალულ ნაყოფს - წყეულიმც იყოს! კანონი 2: ვინც ამბობს, რომ ბავშვების ნათლობა აუცილებელი არაა, ან რომ მათი ნათლობისას წარმოთქმული სიტყვა "ცოდვათა მისატევებლად" გადატანითი მნიშვნელობითაა ნათქვამი და არა ადამის ცოდვის გამო - წყეულიმც იყოს! კანონი 3-1: ვინც ამბობს, რომ მოუნათლავი ჩვილებისთვის რაიმე შუა ადგილია სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის, ან რომ ისინი არ წარწყმდებიან, იმის მიუხედავად რომ შეუძლებელია ცხონდეს ადამიანი ნათლობის გარეშე - წყეულიმც იყოს! --- [ზოგიერთ ხელნაწერში ეს კანონი არ წერია, თუმცა ბევრი ფიქრობს რომ ეს კანონიც იქნა მიღებული, თანაც ნეტარი ავგუსტინე ამ აზრს იზიარებდა] კანონი 6: თუ ვინმე ამბობს, რომ სიტყვები "თუ ვამბობთ რომ უცოდველები ვართ, ვტყუით" უნდა გავიგოთ გადატანითი მნიშვნელობით და არა იმიტომ რომ მართლა ცოდვილები ვართ - წყეულიმც იყოს! კანონი 7: თუ ვინმე ამბობს, რომ წმინდანები როცა წარმოთქვამენ სიტყვებს "შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი" არ ეხებათ პირადად მათ, არამედ სხვებს - წყეულიმც იყოს! კანონი 8: თუ ვინმე ამბობს, რომ წმინდანები საკუთარ ცოდვილობაზე აქცენტს მხოლოდ თავმდაბლობის გამო აკეთებენ - წყეულიმც იყოს! აქ მთავდება პელაგიანიზმის წინააღმდეგ მიმართული კანონები, არადა არათუ წმინდანს, ბიბლიაში ცოდვილი ქრისტიანს აღარ ეწოდება: 8. მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი იმით გვიმჟღავნებს, რომ ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით. (რომაელთა 5:8) ანუ ქრისტიანს ცოდვილი აღარ ეწოდება უკვე... იესოც ამბობს: 17. ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ: მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად. (მარკოზი 2:17) --- ანუ ამ დროსაც იყვნენ მართლები... ბიბლიაში ყოველთვის ხდება კონტრასტი ცოდვილსა და მართალს შორის... აგერ: 19. მოვიდა ძე კაცისა; კიდეც ჭამს და კიდეც სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო. (მათე 11:19) ანუ არსებობენ მართლებიც ხომ? რომელთაც ცოდვილები არ ეწოდებათ... რატომ უნდა ეწოდოთ ქრისტიანებს ცოდვილები და რატომ ამბობენ რომ "მარადის უნდა ვინანიებდეთ"? ანუ მარადის უნდა ვცოდავდეთ? წერია იოანეს პირველი ეპისტოლეს მესამე თავში: 6. არცერთ მათგანს, ვინც მკვიდრობს მასში, არ შეუცოდავს: არცერთ შემცოდეს არ უხილავს და არ შეუცვნია იგი. პ.ს. ანეკდოტია - ბიჭი მიდის მღვდელთან და ეკითხება: "მამაო რა ვქნა რომ ცოდვები მომეტევოს?" და პასუხად იღებს: "ჯერ უნდა ჩაიდინო შვილო ჩემო"-ო... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
George Leluashvili |
Aug 8 2011, 05:26 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
Otherguy
ციტატა არაწმინდა აზრების მოსვლა სულ სხვა ფენომენია, რომელიც შიგადაშიგ მაინც ეწვევა ადამიანს... ხო, მარა ცოდვად ხომ ეთვლება? სანამ გონებას არ განიწმენდს, იქამდე ამ ცოდვით სცოდავს. ციტატა ქრისტიანს კი ცოდვილი ნამდვილად აღარ ეწოდება, ამას წყალი არ გაუვა: გასაგებია რომ პავლე ნათლობამდე იყო ქრისტიანობის მდევნელი, მაგრამ ხომ ნათლობის შემდეგ ამბობს"მე ვარ პირველი ცოდვილთა შორის"ო? ციტატა პ.ს. ავგუსტინეზე წავიკითხე ძველად რომ ძილად დაცემას არ თვლიდა ცოდვას, მოვძებნი და განახებ... კაი, მაინტერესებს. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი