![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#21
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
418 წელს, ნეტარი ავგუსტინეს მეთაურობით, დაიგმო პელაგიანიზმი, ხოლო თუ სწორს ამბობდა პელაგიუსი და იყო თუ არა ფაშისტური კანონები მიღებული ამ კრებაზე, თქვენ გადაწყვიტეთ:
კანონი 1: ვინც ამბობს, რომ ადამი შეიქმნა მოკვდავი და მოკვდებოდა იმის მიუხედავად, შეჭამდა თუ არა აკრძალულ ნაყოფს - წყეულიმც იყოს! კანონი 2: ვინც ამბობს, რომ ბავშვების ნათლობა აუცილებელი არაა, ან რომ მათი ნათლობისას წარმოთქმული სიტყვა "ცოდვათა მისატევებლად" გადატანითი მნიშვნელობითაა ნათქვამი და არა ადამის ცოდვის გამო - წყეულიმც იყოს! კანონი 3-1: ვინც ამბობს, რომ მოუნათლავი ჩვილებისთვის რაიმე შუა ადგილია სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის, ან რომ ისინი არ წარწყმდებიან, იმის მიუხედავად რომ შეუძლებელია ცხონდეს ადამიანი ნათლობის გარეშე - წყეულიმც იყოს! --- [ზოგიერთ ხელნაწერში ეს კანონი არ წერია, თუმცა ბევრი ფიქრობს რომ ეს კანონიც იქნა მიღებული, თანაც ნეტარი ავგუსტინე ამ აზრს იზიარებდა] კანონი 6: თუ ვინმე ამბობს, რომ სიტყვები "თუ ვამბობთ რომ უცოდველები ვართ, ვტყუით" უნდა გავიგოთ გადატანითი მნიშვნელობით და არა იმიტომ რომ მართლა ცოდვილები ვართ - წყეულიმც იყოს! კანონი 7: თუ ვინმე ამბობს, რომ წმინდანები როცა წარმოთქვამენ სიტყვებს "შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი" არ ეხებათ პირადად მათ, არამედ სხვებს - წყეულიმც იყოს! კანონი 8: თუ ვინმე ამბობს, რომ წმინდანები საკუთარ ცოდვილობაზე აქცენტს მხოლოდ თავმდაბლობის გამო აკეთებენ - წყეულიმც იყოს! აქ მთავდება პელაგიანიზმის წინააღმდეგ მიმართული კანონები, არადა არათუ წმინდანს, ბიბლიაში ცოდვილი ქრისტიანს აღარ ეწოდება: 8. მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი იმით გვიმჟღავნებს, რომ ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით. (რომაელთა 5:8) ანუ ქრისტიანს ცოდვილი აღარ ეწოდება უკვე... იესოც ამბობს: 17. ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ: მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად. (მარკოზი 2:17) --- ანუ ამ დროსაც იყვნენ მართლები... ბიბლიაში ყოველთვის ხდება კონტრასტი ცოდვილსა და მართალს შორის... აგერ: 19. მოვიდა ძე კაცისა; კიდეც ჭამს და კიდეც სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო. (მათე 11:19) ანუ არსებობენ მართლებიც ხომ? რომელთაც ცოდვილები არ ეწოდებათ... რატომ უნდა ეწოდოთ ქრისტიანებს ცოდვილები და რატომ ამბობენ რომ "მარადის უნდა ვინანიებდეთ"? ანუ მარადის უნდა ვცოდავდეთ? წერია იოანეს პირველი ეპისტოლეს მესამე თავში: 6. არცერთ მათგანს, ვინც მკვიდრობს მასში, არ შეუცოდავს: არცერთ შემცოდეს არ უხილავს და არ შეუცვნია იგი. პ.ს. ანეკდოტია - ბიჭი მიდის მღვდელთან და ეკითხება: "მამაო რა ვქნა რომ ცოდვები მომეტევოს?" და პასუხად იღებს: "ჯერ უნდა ჩაიდინო შვილო ჩემო"-ო... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#22
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
lasha_k
ციტატა ასევე მინდა გითხრათ რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება არ ცნობს შუალედურ ყოფნას ან ჯოჯოხეთში ან სამოთხეში ამისი შეხსენება არ მჭირდებოდა, რადგან თვითონ მივუთითე ამის შესახებ და იმიტომაც, რომ ჩემს მიერ მოტანილი განმარტება ამ მიმართებით არ გამოეყენებინათ. როგორც ჩანს, მაინც ვერ ძლიეთ "ცთუნებას". ![]() მე ვწერდი: "მართლმადიდებლობაში არ არსებობს ე. წ. "სალხინებელი" (ანუშუალედური მდგომარეობა ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის), ადამიანი ან სამოთხეში უნდა იყოს ან ჯოჯოხეთში. რაკიღა, როგორც მაცხოვარი ბრძანებს, "ვინც არ იშვება წყლისაგან და სულისა, ვერ შევალს ცათა სასუფეველში", ცხადია, ყველა მოუნათლავი ჯოჯოხეთში ჩადის, მათ შორის მოუნათლავად გარდაცვლილი ყრმებიც". რატომ არ გახდა საკმარისი ეს განმარტება არ ვიცი. ![]() ციტატა თუმცა თქვენ მაინც ჯოჯოხეთში გაუშვით ჩვილი ბავშვები და უფრო მეტიც თქვენ ყველაზე დიდ სასჯელში გაუშვით ყრმები რასაც წმინდა იოანე ოქროპირი ამ ხვედრზე აღწერს: სიკვდილის შემდეგ ცოდვილთა ტანჯვა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მოაკლდებიან ზეციურ სასუფეველში მართალთათვის მომზადებულ ყველანაირ ზეციურ მადლს და „განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა“ (მათე 8,12). „მადლის ეს მოკლება, - ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი, - ისეთ ტანჯვასა და მწუხარებას მიაყენებს, რომ თუნდაც ცოდვილებს იმქვეყნად არანაირი სასჯელი არ ელოდეთ, იგი თავისთავად გეენის ცეცხლზე მეტად დაფლეთდა და შეაშფოთებდა ჩვენს სულებს“. შემდეგ იგი განაგრძობს: „მრავალ განუსჯელს მხოლოდ გეენისაგან თავის დაღწევა სურს, მაგრამ მე ღვთის დიდებისაგან მოკლება გეენაზე უფრო მტანჯველ სასჯელად მიმაჩნია; მან კი, ვინც ამას მოაკლდება, ვფიქრობ, იმდენად გეენის ცეცხლზე კი არ უნდა იტიროს, რამდენადაც ზეციური მადლის მოკლებაზე, რამეთუ ეს ყველაზე უსასტიკესი სასჯელია“ უფალმა ბრძანა: "ვინც არ მოინათლება წყლისაგან და სულისა, ვერ შევალს ცათა სასუფეველში". ვფიქრობ აქ ყველაფერი ნათლად არის ნათქვამი. მოუნათლავად გარდაცვლილი ყრმების იმქვეყნიური ბედი ეკლესიას გადაწყვეტილი რომ ჰქონდეს, მაშინ მოუნათლავად გარდაცვლილებს წესსაც აუგებდნენ და ლიტურგიაზეც მოიხსენიებდნენ (და არა მარტო ქრისტეან ყრმებს, არაქრისტეანებსაც, რადგან ყრმები თავიანთი უბიწოებით, ერთმანეთისგან როდი განსხვავდებიან), მაგრამ მართლმადიდებლური ეკლესიის (ყოველ შემთხვევაში ჩვენთან ასეა) პრაქტიკაში ამგვარი რამ არ არსებობს. ყოველი მსჯელობა, მოუნათლავ ყრმათა ბედზე, მხოლოდ და მხოლოდ კერძო აზრს ეფუძნება და სავალდებულოდ მისაღები არ არის. ამიტომაც, როდესაც მოუნათლავ ყრმებზე ვმსჯელობთ, მართლმადიდებლობის პრაქტიკიდან უნდა გამოვდიოდეთ. როგორი იქნება მოუნათლავად გარდაცვლილ ყრმათა ბედი (იქნება ეს აფრიკისა თუ სამხრეთ ამერიკის ჯუნგლებში ბინადარი რომელიღაც კანიბალური ტომის თუ განათლებული ევროპის შუაგულში მცხოვრები მოქალაქის შვილი) ერთმა ღმერთმა უწყის. რაც შეეხება ანგელოზისმიერ მფარველობას, მე ეს დაბეჯითებით არ მითქვამს, სადღაც წავიკითხე-მეთქი... არ ვარ დარწმუნებული ამ მომენტის უეჭველობაში... არც არავის შევედავები... უნათლავად გარდაცვლილ ყრმებზე დიდი დავა იყო თქვენს ეკლესიაში და აზრი იქაც ორად გაიყო. მკაცრი მიდგომით (თუ გამოვრიცხავთ მსჯელობას იმის შესახებ რა შეიძლება იყოს ჯოჯოხეთი და რა სამოთხე; და როგორ შეიძლება აღიქვან ის ზრდასრულმა, მოაზროვნე ადამიანებმა და როგორ ყრმებმა) ვერც ერთი მოუნათლავი ვერ შევა ცათა სასუფეველში და, როგორც უკვე ზემოთ ვთქვი, მართლმადიდებლური საეკლესიო პრაქტიკაც ასე უდგება ამ საკითხს. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th June 2024 - 06:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი