წმინდა წერილი, ტექსტი + სურათი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა წერილი, ტექსტი + სურათი |
აკაკი |
Feb 20 2010, 12:25 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
წიგნი დაბადებისა
წიგნი დაბადებისა 4:3-4-5-8 3. და იყო შემდგომად დღეთა მოართუა კაინ ნაყოფთაგან ქუეყანისათა მსხუერპლი უფალსა. 4. და აბელ მოართუა მან-ცა პირმშოთაგან ცხოვართა მისთასა და ცმელთაგან. და მოიხილა ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა. 5. ხოლო კაინს ზედა და მსხუერპლთა მისთა ზედა არა მიიხილა. და შეწუხნა კაინ ფრიად. და შეიჭუვნა პირი მისი. 8. და თქუა კაინ აბელის მიმართ, ძმისა თჳსისა: განვიდეთ ზოგად ველად. და იყო, ყოფასა მათსა ველს, აღდგა კაინ აბელის ზედა, ძმისა თჳსისა, და მოკლა იგი. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - წიგნი დაბადებისა - 6:12-22 12. და იხილა უფალმან ღმერთმან ქუეყანა და იყო განხრწნილ, რამეთუ განხრწნა ყოველმან ჴორციელმან გზაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა. . . . . . . . . 22. და ქმნნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო მას უფალმან ღმერთმან, ეგრეთ ქმნნა. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - წიგნი დაბადებისა - 8:11 11. და მოაქცია მისა მიმართ ტრედმან მიმწუხრი და აქუნდა ზეთისხილისა ფურცელი რტოჲთა პირსა შინა მისსა და ცნა ნოე, რამეთუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - წიგნი დაბადებისა - 8:15-20 15. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს. 16. გამოვედ კიდობნისაგან შენ და ცოლი შენი, და ძენი შენნი და ცოლნი ძეთა შენთანი. 17. და ყოველნი მჴეცნი, რაოდენნი არიან შენ თანა, და ყოველი ჴორცი მფრინველთაგან საცხოვართამდე, და ყოველი ქუეწარმავალი მოძრავი ქუეყანასა ზედა, გამოიყუანე თავისა შენისა თანა და აღორძნდით და განმრავლდით ქუეყანასა ზედა. 18. და გამოვიდა ნოე და ცოლი მისი, ძენი მისნი და ცოლნი ძეთა მისთანი. 19. და ყოველნი მჴეცნი და ყოველნი საცხოვარნი, და ყოველი მფრინველი და ყოველი ქუეწარმავალი მოძრავი ქუეყანასა ზედა ნათესაობისაებრ მათისა გამოვიდეს კიდობნისაგან. 20. და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა და მოიღო ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა და ყოველთაგან მფრინველთა წმიდათა და შეწირნა იგინი ყოვლად ნაყოფებად საკურთხეველსა ზედა. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - წიგნი დაბადებისა - 11:8 8. და განთესნა იგინი უფალმან მუნით პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა. და დასცხრეს მაშენებელნი ქალაქისა და გოდლისანი. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - წიგნი დაბადებისა - 12:14 14. და იყო, რაჟამს შევიდა აბრაამ ეგჳპტედ, იხილეს მეგჳპტელთა დედაკაცი იგი, რამეთუ შუენიერ იყო ფრიად. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - წიგნი დაბადებისა - 13:8 8. და თქუა აბრაამ ლოთს: ნუ არს ბრძოლაჲ შორის ჩემსა და შენსა და შორის მწყემსთა ჩუენთა, რამეთუ კაცნი ძმანი ვართ ჩუენ. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - წიგნი დაბადებისა - 14:18-20 18. და მელქიზედეკ-ცა, მეფემან სალომისმან, გამოართუნა პურნი და ღჳნოჲ. ხოლო იყო მღდელი ღმრთისა მაღლისა. 19. და აკურთხა აბრაამ და თქუა: 20. კურთხეულ არს აბრაამ ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ქუეშე ჴელთა შენთა. და მისცა მას აბრაამ ათეული ყოველთაგან. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - |
georgios |
Aug 14 2011, 12:34 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
იოანეს სახარება, თავი მეოცე
16. უთხრა მას იესომ: მარიამ! შებრუნდა და ებრაულად უთხრა: რაბუნი! (რაც ნიშნავს მოძღვარს). 17. უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან: წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მამაჩემსა და მამათქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან. ალექსანდრე ივანოვი კორეჯო ჯოტო დი ბონდონე -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 11:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი