![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ქევანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ან მოვუწყოთ მათ სასამართლო
![]() არა, ვხუმრობ კაცო, რაის სასამართლო, ![]() მოდით და განვიხილოთ ლიტერატურული გმირების საქციელი, ანალიზი გავუკეთოთ მათ ყოფას, მსოფლმხედველობას, მისწრაფებებს.. დავინახოთ, ვიპოვოთ მათში ჩვენი თავიც. მე არ მინდა აქ ლიტ კრიტიკოსების დაკოპირებული აზრები, ციტატების გამოყენებას არ გიკრძალავთ, უბრალოდ მე მინდა თქვენი შეხედულებები, დასაბუთებული და ლოგიკურად გამართული, მოდით ვიაზროვნოთ ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე. ამ თემის შექმნა გადამაწყვეტინა მამაჩემთან "ვენეციელი ვაჭრის" მოქმედ პირთა განხილვამ. მე ვიცავდი შეილოკს, მამაჩემი - ანტონიოს... მერე გამახსენდა, როგორ ასამართლებდნენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, "ჯაყოს ხიზნების" პერსონაჟებს... თემაში გაირჩევა რომელიმე ერთი კონკრეტული ნაწარმოები და მისი პერსონაჟები. როცა მასზე დისკუსია ამოიწურება, გადავიდეთ ახალზე : ) ვფიქრობ ამ თემამ უნდა გაამართლოს; ეს ხომ არაა, მწერლის კრიტიკა, თუმცა სასარგებლოა, ეს ხომ არაა ეპოქის კრიტიკა, თუმცა აუცილებელია, ეს ხომ არაა ისტორიულ პირთა განხილვა, თუმცა ესეც აუცილებელია. აქ ჩვენ ვისაუბრებთ ლიტერატურაზე, წიგნზე, მასში ჩადებულ აზრზე, ლიტ პერსონაჟებზე და ვისწავლით დისკუსიის უნარ-ჩვევებს (მიყვარს ეს სიტყვა ![]() პირველი თემა იყოს შექსპირის "ვენეციელი ვაჭარი". შინაარსი იცით ხომ? მაინც მოგიყვებით, მოკლედ. მოქმედება ხდება ვენეციაში, ახალგაზრდა ვენეციელს ბასანიოს უყვარს მდიდარი მამის შვილი, პორცია. მაგრამ საჩუქრების ფული არ აქვს და დახმარებას სთხოვს მეგობარს - ვენეციელ ქრისტიან ვაჭარს, ანტონიოს, რომელიც გემების შემოსვლას ელოდება. მაგრამ არც მას აქვს საკმარისი თანხა, ამიტომ მიდიან და ებრაელ მევახშე შეილოკთან ფულის სასესხებლად. შეილოკი ასესხებს ანტონიოს თანხას, მაგრამ უცნაური პირობით: თუ დადგენილ ვადებში იგი ვერ მიიღებს თავის თანხას უკან, მაშინ შეილოკს უფლება აქვს ანტონიოს სხეულის ნებისმიერი ადგილიდან მოაჭრას 1 ფუნტი ხორცის მასა. ნუ, ცხადია ანტონიოს გემები ვერ შემოდიან პორტში (კატასტროფა განიცადეს შუა ზღვაში), ამიტომ ვერ გადაუხდის თანხას და შეილოკი ითხოვს პირობის შესრულებას. იმართება სასამართლო. კანონით, ებრაელის უფლებებს ცნობს მოსამართლე, მაგრამ თხოვს იყოს შემწყნარებელი, მაგრამ შეილოკი უარზეა, რადგან როგორც თავს იმართლებს (და მე მჯერა მისი): მას ქრისტიანები ცუდად ექცევიან, რატომ უნდა იყოს მათ მიმართ შემწყნარებელი? ამ გამოუვალ სიტუაციაში, საიდანღაც ჩნდება ახალი ვექილი (ვაჟად გადაცმული პორცია), რომელიც მოხერხებულად მოიგებს პროცესს. და ეხლა როგორ. კი, სასამართლო ცნობს ებრაელის უფლებებს, მაგრამ ვენეციაში კანონია ასეთი, მისი მოქალაქის მოკვლაზე სასჯელია (შეილოკი არ ითვლებოდა მოქალაქედ). მაშ მიდი და ჩამოაჭერი ხორცი ისე, რომ არ წვეთი სისხლი არ დაიღვაროს და არ მოკვდეს. თუ მოკვდება, პასუხს აგებ მკვლელობაზეო. სასოწარკვეთილი შეილოკი აგებს საქმეს. მას შეიწყალებენ და მისი ქონების ნახევარს აძლევენ ანტონიოს. მაგრამ მარტო ეს არ არის ბედის უცნაურობა. შეილოკის გოგო ჯესიკა ქრისტიანს გაჰყვა ცოლად, პლუს მამაც გაქურდა ( ![]() ასე და ამრიგად, შეილოკმა დაკარგა ქონება, დაკარგა გოგო, დაკარგა ღირსება და დაკარგა სარწმუნოებაც (იმიტომ რომ აიძულეს გამხდარიყო ქრისტიანი). ![]() რა უსამართლობაა... ნაწარმოებს ჰქვია "ვენეციელი ვაჭარი", ეს ვაჭარი არის ჩვენი ანტონიო. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი აქცენტი დასმულია შეილოკზე. მამაჩემი ფიქრობს რომ ავტორი ებრაელებს დასცინის. ანუ ანტისემიტური განწყობაა ჩადებული. შეილოკმა მიიღო ის რაც დაიმსახურა: ვერ იძია შური ქრისტიანზე და მიიღო ქრისტიანი სიძე. (შესაბამისად თვითონაც ეთანხმება შექსპირის პათოსს). მე კი ვფიქრობ, რომ ეს უსამართლობაა. შეიძლება შეილოკი არ იყო ფრთიანი ანგელოზი, მაგრამ არც ქრიტიანი არ უნდა ისწრაფვოდეს სხვების დამცირებაზე. მე დარწმუნებული ვარ ანტონიოც ვერ იტანდა ზოგადად ებრალებს, თუმცა ეს უფრო მის მეგობარ ბასანიოს ეტყობა, და სხვებს კიდე. გასაებია რომ უნდა გავითვალისწინოთ ეპოქის მსოფლმხედველობა (ანუ როგორ უყურებდნენ მაშინ ებრაელებს) მაგრამ ქრისტინობა მარტო დაწერილი სიტყვა არაა, იგი ქმედებაშიც უნდა გამოიხატებოდეს. კი, შეიძლება მითხრათ, რომ შეილოკი არ იყო მოწყალე თავის შეურაცხმყოფელთა მიმართ, რომ გაბოროტებამ ასე იცის, და რომ ახია. მაგრამ რამდენად სამართლიანია ანტონიოს ქმედება? როცა უჭირს, ებრაელ მევახშეს მიმართავს დახმარებისთვის, და როცა მყარად დგას, ზედაც არ უყურებს, დასცინის. და რაც მთავარია თავის თანამოძმეებში იგი ითვლება შესანიშნავ ადამიანად, გულმოწყალეთ და კეთილად (!) ხოდა, რაც არ უნდა იყოს, ჩემთვის ძნელია გამოკვეთო, რომელი პესონაჟი ესიმპატიურება თავად შექსპირს. უხ, მე ვიცავდე შეილოკს, მერე ვნახავდი პორციას, ანტონიოსა და ბასანიოს ხახამშრალს... ![]() ![]() პ.ს. მოდერ მაპატიე ![]() ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
![]() ![]() |
georgios |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 ![]() |
როდესაც ლიტერატურულ პერსონაჟებზე მიდის საუბარი, ხშირად ვფიქრობ დოსტოევსკის მიშკინისა და ნასტასიას ურთიერთობაზე.
რამდენად გონივრული, პრაქტიკული საქციელია გამოექომაგო სხვას, მიუძღვნა შენი თავი სხვას, თუ საჭიროა დაიღუპო მისთვის, საშიშროებაში ჩააყენო შენი თავი? მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ ახლო წრე ნაცნობების. როდესაც ადამიანი არ არის შენი ახლო ადამიანი ცხოვრებაში, შორიდან იცნობ და განიცდი მის მდგომარეობას, ენაცვალები მას. არ შეიძლება ამ საკითხზე არ გავიხსენოთ დოსტოევსკის "იდიოტი" და ის თემები, რაც ამ წიგნში მძაფრად დაისვა. რას აკეთებს თავადი მიშკინი? ის მოევლინა პეტერბურგის საზოგადოებას და იწყებს მათ სულიერებაზე, ზნეობრივ თვალის ახელაზე ზრუნვას. მთავარი პერსონაჟი დოსტოევსკის შავ მონახაზებში ხომ თავად ქრისტესთან არის შედარებული. ის თავისთავად ხარობს, რომ გასცემს სითბოს, მაგრამ სხვებისგან რას იღებს? როგორც ამბობენ, ის იდიოტია! რა არის მიშკინის მისია ნასტასია ფილიპოვნას მიმართ? ფეხზე დააყენოს იგი, გამოიხსნას, გაამხნევოს და გაათავისუფლოს სულიერად. როგორი სხვანაირი ხდება ეს ქალი მასთან საუბრისას... როგორი მოლოდინით არის სავსე ნასტასიას სიტყვები: думаешь-думаешь, бывало-то, мечтаешь-мечтаешь, -- и вот всё такого, как ты, воображала, доброго, честного, хорошего и такого же глупенького, что вдруг придет да и скажет: "Вы не виноваты, Настасья Филипповна, а я вас обожаю!". Да так, бывало, размечтаешься, что с ума сойдёшь... А тут приедет вот этот: месяца по два гостил в году, опозорит, разобидит, распалит, развратит, уедет, -- так тысячу раз в пруд хотела кинуться, да подла была, души не хватало... ნასტასია ელოდება ადამიანს, რომელიც დაუბრუნებს ადამიანებისადმი რწმენას. ის უდანაშაულო მსხვერპლია ბავშვობიდან, დამცირებული სილამაზე, რომელიც თავის თავს ანადგურებს. მას ხმარობენ და მისით ვაჭრობენ. იგი სრულ ჭკუაზეც არ არის. და ამ დროს გამოჩნდება თავადი მიშკინი, რომელიც მას პატიოსანს, უმწიკვლოს უწოდებს, მის სულიერ სილამაზეს დაინახავს და დააფასებს. თვალთმაქცია იგი? მისი ღრმა საუბარი მხოლოდ მოჩვენებითია, ყალბია? არა. ის გულწრფელად უძღვნის თავს ადამიანებს და ასწავლის მათ სიყვარულს. თავადის სიყვარული ნასტასიადმი არ არის ვნებააშლილობა, არამედ სუფთა, ჭეშმარიტი კაცობრივი სიყვარულის გამოვლინება, რომელსაც ძველი ბერძნები უწოდებდნენ სიტყვას "აღაპე", ანუ სიყვარული, რომელიც თავს მსხვერპლად სწირავს, გასცემს, ემსახურება უანგაროდ. მოკლედ და გარკვევით ახასიათებს თავადს აგლაია: Я ни одного человека не встречала в жизни подобного ему по благородному простодушию и безграничной доверчивости. Я догадалась после его слов, что всякий, кто захочет, тот и может его обмануть, и кто бы ни обманул его, он потом всякому простит, и вот за это-то я его и полюбила... მიშკინს შეუძლია მოიწყოს უშფოთველი ცხოვრება, მაგრამ კარგავს აგლაიასაც და ნასტასიაც იღუპება თავისი სასოწარკვეთილების გამო. მისი იდიოტად ქცევა გამოიწვია მისსავე სურვილმა გაამხნევოს, გამოასწოროს ადამიანები. თუმცა მას ვერ უგებენ და უკან აბრუნებენ, შვეიცარიაში, სამკურნალოდ. ის არავის სჭირდება, ზედმეტია. და ვინ გამოდის იგი? ზეკაცი, რომელიც თავის ძალებს მიმართავს ადამიანის ასამაღლებლად, თუ უბრალოდ ლენჩი და მეტი არაფერი? რა უნდოდა მიშკინს? ეცხოვრა მშვიდად, რატომ გამოესარჩლა ნასტასიას, რომელსაც არავინ აღიქვამს ადამიანად? რომანში ის მარცხდება, მარცხდება მწერლის ქრისტიანული ზნეობა, აგებული მოწყალებაზე. მაგრამ ამავე დროს საოცარია, რომ ამ წიგნს შეუძლია შეცვალოს ადამიანი, შეაცნობინოს თავისი თავი და ზნეობრივად გამოაფხიზლოს იდიოტის ტრაგედიით... იქნებ ჭეშმარიტად კაცთმოყვარეს ხვედრი სწორედ ეს უნდა იყოს, რომ იტანჯოს, მთელი სისავსით განიცადოს ადამიანის ტკივილი, მისი თანაზიარი გახდეს? თუ ის დოსტოევსკის კეთილ იდიოტს ემსგავსება და მოყვასის სიყვარული სანაგვეზე მოსასროლია, უნაყოფოა, ამაოა? -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 01:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი