![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
georgios |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 ![]() |
დანიელის წიგნის კითხვისას, როდესაც დავაკვირდი იმ თავებს, სადაც მეფე ნაბუქოდონოსორზეა საუბარი, შემექმნა ასეთი შთაბეჭდილება: ეს მეფე სულაც არ არის ისეთ "საშინელ" პიროვნებად გადმოცემული ბიბლიის მიერ, როგორადაც მას ზოგიერთი წარმოაჩენს...
ხომ არ ფიქრობთ, რომ ნაბუქოდონოსორი, გარდა იმისა, რომ იყო ძლიერი მმართველი და დიდი მეფე, იყო ასევე განდობილი საღვთო საიდუმლოებებში, ინიცირებული? თავისი სიქველით გამორჩეული პიროვნება... -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
![]() ![]() |
georgios |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 ![]() |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა რაღა არ იყო, უდიდესი წინასწარმეტყველისა და მისი მეგობრების დახოცვა ქონდა ოცნებად. დანიელი ვინ ჩააგდო ლომებთან? ანანია, აზარია, მისაელ... წავიდეს რა, ერთი მაგის კაცობასbiggrin.gif დასკვნებზე ნუ ჩქარობ. ![]() სანამ სარწმუნოებას ჩაწვდებოდა, მაგალითად, თრდატ მესამეც დევნიდა თავიდან სომხეთში ქრისტიანებს, მაგრამ შემდეგ მიიღო ქრისტიანობა. თავდაპირველად ნაბუქოდონოსორი არ აქცევს დიდ ყურადღებას დანიელის და მისი მეგობრების ღმერთს. მაგრამ როდესაც სამი ებრაელი გადარჩება და უვნებელი გამოვლენ ცეცხლიდან, მეფე ასეთ რამეს ამბობს: "მიუგო ნაბუქოდონოსორმა და თქვა: კურთხეულია ღმერთი შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოსი, რომელმაც თავისი ანგელოზი გამომიგზავნა და იხსნა თავისი მორჩილნი, რადგან მისი მოესავნი იყვნენ ისინი, არ დაემორჩილნენ მეფის განკარგულებას და საკუთარი ტანიც კი გასწირეს, რომ თავიანთი ღმერთის გარდა, სხვა ღმერთისთვის არ ემსახურათ და თაყვანი არ ეცათ. ამიტომ ვიძლევი ბრძანებას: თუ ვინმე რომელიმე ხალხიდან, ტომიდან ან ენიდან შადრაქის, მეშაქის და ყაბედ-ნეგოს ღმერთზე აუგს იტყვის, ასო-ასო აიკუწება, მისი სახლი კი ნანგრევებად იქცევა. რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი, მის მსგავსად რომ შეეძლოს ხსნა. მაშინ მეფემ კვლავ აღამაღლა ბაბილონის ქვეყანაში შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო. მეფე ნაბუქოდონოსორი ყველა ხალხს, ტომს, ენასა და მთელი დედამიწის ზურგზე მცხოვრებთ ასე უცხადებს: მშვიდობა გაგიმრავლდეთ! ნიშნები და სასწაულები, რომელნიც მაღალმა ღმერთმა ჩემზე მოახდინა, მსურს გაცხადებულ იქნას. რაოდენ დიდია მისი ნიშები, რაოდენ ძლევამოსილია მისი სასწაულები! მისი სამეფო სამარადისო სამეფოა, მისი ხელმწიფება კი უკუნითი უკუნისამდეა!" ამის მერე დანიელი კიდევ ერთ სიზმარს აუხსნის მეფეს და წერილი გადადის იმის მოყოლაზე, რა ემართება ნაბუქოს. "მალედვე აღსრულდა ნაბუქოდრნოსორზე ეს განაჩენი. მოკვეთეს იგი კაცთაგან; ხარების მსგავსად ბალახის ჭამა დაიწყო; მისი სხეული ზეცის ცვარ-ნამით სველდებოდა, ისე რომ თმები არწივის ბუმბულივიი გაუხდა, ფრჩხილები კი - ფრინვგლის კლანჭებივით. " რას ნიშნავს რომ ის მოკვეთილი იყო? ნაბუქოდონოსორი ვითომ ჩამოაშორეს მმართველობას დროებით, ანუ შვიდი წლით და მერე ისევ აღადგინეს? ისტორიულად ასეთი რამე როგორც ვიცი არ დასტურდება. არც ის ვიცით, რაიმე ფსიქიური დაავადება თუ აწუხებდა მას ამდენ ხანს. შემდეგ კი მოყოლა გადადის შემდეგზე: "ის დღეები რომ ჩამოთავდა, თვალები ზეცას მივაპყარ მე, ნაბუქოდონოსორმა, და გონება დამიბრუნდა. ვაკურთხე უზენაესი, ვაქე და ვადიდე მარადცოცხალი, რომლის ხელმწიფებაც სამარადისო ხელმწიფებაა და ვისი სამეფოც უკუნითი უკუნისამდეა. " ამის მერე ნაბუქო ადიდებს ღმერთს. რასთან გვაქვს საქმე? ტახტიდან რეალურად არ გადადგებოდა. ამავე დროს მან გაიარა გარკვეული გზა, რომლის მეშვეობითაც მან მოიპოვა მეტი სიბრძნე. მეფე ამბობს: "ეს ის დიდებული ბაბილონი არ არის, რომელიც მეფის სადიდებლად ავაშენე ჩემი ხელმწიფების ძალით ჩემი სიდიადის საქებრად? " ანუ მან ხომ განასრულა თავის წარმოდგენაში სამეფოსთვის ზრუნვა და შექმნა ძლიერი სახელმწიფო. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ის მომავალში გადის აშკარად ინიციაციას. მისი ცნობიერება იცვლება, ის საკუთარ თავს ვერ ცნობს, უნდა უღრმავდებოდეს საკუთარ თავს. შემდეგ კი განწმენდილი და გონებაგახსნილი უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას. ის მოწყდა წინა ცხოვრებას არა პირდაპირი გაგებით, რომ გადაეყენებინათ ტახტიდან, არამედ ის შეიცვალა ცნობიერად. ბიბლია მერე კი გადმოგვცემს მის რწმენას ერთი ღმერთის მიმართ... ვითომ არ უნდა იყოს ჭკუასთან ახლოს? -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 07:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი