უცხოპლანეტელები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უცხოპლანეტელები |
George Leluashvili |
Aug 16 2011, 05:17 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
მოგესალმებით ახალ, ძალზე საინტერესო, მრავალფეროვან და აქტუალურ თემაში.
უკვე ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა დადის ე.წ. "უცხოპლანეტელთა" შესახებ, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში. ძალიან გახშირდა "მფრინავი თეფშებისა" და სხვა მსგავსი მფრინავი ობიექტების აღმოჩენები. ხალხი ძალაუნებურად დიდ ყურადღებას აქცევს ამ ფაქტებს. ზოგი დაშინებულია, ზოგი-გახარებული (ვინაიდან ხსნასა და გადაჩენას კოსმოსიდან მოელიან), ზოგიც მეცნიერული ჟინით ავსებული, უფრო გულმოდგინედ განაგრძობს კვლევას მათ შესახებ. მე მაინც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხალხს არ აინტერესებს რას ამბობს ამის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესია, როცა პირველ რიგში მისი აზრი უნდა იყოს მისაღები და გასათვალისწინებელი;მაგრამ ადამიანის ბუნება ისეთია, რომ იგი სულ რაღაც უცხოსა და მისტიკურს ეძიებს, საამისოდ კი უცხოპლანეტელთა შესახებ მოსმენა და ახალ-ახალი ამბების გაგება დიდად გამოსადეგია დამაინც, საზოგადოებაში არ არესბობს ერთი, კონკრეტული და მტკიცე პასუხი, თუ ვინ არიან უცხოპლანეტელები და საერთოდ, თუ არიან ისინი. ამ თემაში მე მინდა ჯერ მართლმადიდებელი ეკლესიის აზრი დავაფიქსირო და შემდეგ, ალბათ ძალიან ბევრი გამოთქვამს პირად აზრს ამ თემის ირგვლივ. მეგრამ ისეც არ მინდა გამომივიდეს, რომ რახან მართლმადიდებელი ეკლესია ამბობს-ვსო, უნდა ვირწმუნოთ ( ეს სინამდვილეში ასეც უნდა იყოს, მაგრამ არამართლმადიდებლებს რით დავუმტკიცოთ მათი არარსებობს?), არამედ მეცნიერულადაც შევხედოთ ამ ამბავს. მაშ ასე, ჯერ ეკლესიას მოვუსმინოთ და შემდეგ თქვენია ბურთი და მოედანი მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ინფორმაცია არსებობს უცხოპლანეტელების ხილვის, მათი სტუმრობის, მათ მიერ ადამიანების მოტაცების და ა.შ., ეკლესია მათ არსებობას არ აღიარებს. უცხოპლანეტელების მიერ ადამიანის სხეულზე დატოვებულ ლაქებს კი თავად უფოლოგებიც ეშმაკის ნიშანს ეძახიან. ვნახოთ, რას ფიქრობს ეკლესია ამ საკითხზე. გვესაუბრება იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე). – მამაო, უცხოპლანეტელების მიერ ადამიანის მოტაცების ფაქტებიც არსებობს. ამას როგორ ხსნით, ამასაც ბოროტი ძალა აკეთებს? – არსებობს ფაქტები, რომლებიც ბევრ ეჭვს ბადებს. პირადი ემოციები და განცდები იმ პიროვნებებისა, რომლებიც ეკლესიური თვალსაზრისით დემონური არსებების მსხვერპლნი ხდებიან, ცხადყოფს, რომ ისინი სუსტი ფსიქიკის მქონენი არიან, მიდრეკილი ჰალუცინაციებისადმი, მათი გონება და ცნობიერება გამრუდებულია და ხდება მათი ფსიქოპათოლოგიური განცდების არეკვლა მათ ფიზიკურ სხეულზე. ხანდახან ეს გამომჟღავნდება მუქი წერტილების სახით, რომლებიც დამწვრობის სახით წარმოიშვება. პარადოქსია და ამას თვითონ უფოლოგები ეშმაკის ნიშანს ეძახიან. რეალურად ამ დამწვრობის მიზეზს ვერ ხსნიან, მაგრამ ეს უფრო ანომალიური ხასიათის არის, ვიდრე უცხო ცივილიზაციის მიერ მიყენებული ზიანი ან კურნება. იმ პირობების, რომელიც ჩვენ გვაქვს დედამიწაზე, სხვაგან არსებობის ალბათობა თითქმის ნულის ტოლია. არ შეიძლება ამხელა კოსმოსში ხელაღებით იქნეს უარყოფილი რაიმე ცივილიზაციის არსებობა, მაგრამ აქ არ იგულისხმება მაღალგანვითარებული ცივილიზაცია, კოსმიური გონის არსებობა. არ შეიძლება იქნეს უარყოფილი, რაიმე თუნდაც ბაქტერიული ცივილიზაციის არსებობა. თანამედროვე მეცნიერების ხარჯები, ფინანსები მიდის იმაში, რომ კოსმოსიდან მიიღონ რაიმე შეტყობინება. აქედან გაშვებულია ქართული სიმღერის კოდიც, რომელიც წავიდა უსასრულობაში. იმედს გამოთქვამენ, რომ სადღაც რაღაცას მიაღწევს, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ არის. ამავე დროს მიდის რადიოტელესკოპური დაკვირვებები იმ ფიზიკურ–ქაოტურ რხევებზე, რომლებიც მეტნაკლებად მისაწვდომია დედამიწაზე არსებული ყველა დიაპაზონისათვის. არსებობს ე.წ. თეთრი ხმაური, ანუ ინფორმაციაც შემოდის კოსმოსიდან, ჩვენთვის ხმაურის სახით არის მოცემული, მაგრამ ის არ არის გაშლადი. თეთრი ხმაური ვერ იქნა გამორჩეული, როგორც გარკვეული მოწესრიგებული შეტყობინება. დაახლოებით ისეთია, როგორიც ჩანჩქერის ან მთის მდინარის ხმა. თუ ადამიანი ძალიან დააკვირდა, შეიძლება მისთვის მიუწვდომელი მოვლენების სახით რაღაც ჰარმონია აღიქვას, გაიგოს ვიღაცის ხმა, ვინმეს სიმღერა, შეიძლება არიაც კი მოისმინოს ოპერიდან და ა.შ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ვინმე ადამიანთან ან გუნდთან, რომელიც მღერის ამ "ჩანჩქერიდან". ბევრი რამ ილუზიად შეიძლება იქნეს მიჩნეული. – გარკვეული მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწაზე სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, იმდენად კატასტროფულია ეკოლოგიური მდგომარეობა და ხსნის გზებს კოსმოსში, მაღალგანვითარებცლი ცივილიაზიციების ძიებაში ხედავენ. – ვარაუდი იმისა, რომ რაიმე ცივილიზაცია არსებობს კოსმოსში, შეიძლება, მაგრამ უფოლოგები და სპეციალისტები რაიმე დასკვნას და შედეგს ვერ დებენ. დედამიწა, რომელზეც ცხოვრობს ამდენი ხანია კაცობრიობა, უკვე თავის განვითარების უსაფრთხო ზღვარს გადავიდა. კაცობრიობის მიერ დაგროვილმა ტექნიკურმა ცოდნამ საფრთხის მომტანი ხასიათი მიიღო. ფაქტობრივად გადაშენება გვემუქრება, თუ არ შევწყვეტთ ეკოლოგიურ დაბინძურებას. კაცობრიობის განვითარებაში ბოლო ასი წელი ფეთქებადი იყო. თუნდაც მეოცე საუკუნე. ამ საუკუნეში კაცობრიობამ გადაადგილების სიჩქარე ასჯერ გაზარდა, ენერგიათა სიმძლავრე – ათასჯერ, გამანადგურებელი იარაღის სიმძლავრე – ნულიდან ასიათასჯერ, ინფორმაციის გადამუშავება და ანალიზი კომპიუტერული ტექნოლოგიის სახით – მილიონჯერ. ეს არის სტატისტიკური მონაცემები. ჩვენთვის მიუწვდომელი რაღაც სიჩქარით მივისწრაფით ჩვენი გონების გაუგებარი, უსაზღვრო განვითარებისკენ. დედამიწას არ აქვს უსასრულო რესურსი. კაცობრიობა იმხელა ენერგიას მოიხმარს, რომელიც ყოველ ოც წელიწადში ორმაგდება და ამ ტემპებით ორასი წლის შემდეგ ათასჯერ გაიზრდება ენერგიის მოხმარების რაოდენობა. ამ გაგებით, ფაქტობრივად მივდივართ დედამიწის რესურსების საბოლოო ამოწურვამდე, დედამიწის გადახურებამდე, რაც შემდეგ უკვე მასზე ცოცხალი არათუ ადამიანების, არამედ ორგანიზმების არსებობასაც კი ეჭვის ქვეშ აყენებს. თუ გავიხსენებთ იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსს, არ გვინდა უცხო პლანეტებზე გადასვლა, დედამიწაზეც საშინელი განსაცდელები გველოდება, რომლებიც მხოლოდ ღვთის წყალობით თუ იქნება შეჩერებული. ვერავითარი დიდი ნახტომი და სხვა პლანეტებზე გადასვლა ვერ გვიშველის, თუ ჩვენ აქ, დედამიწაზე, არ მოვინანიეთ, არ ვიზრუნეთ ეკოლოგიურ სიწმინდეზე, მენტალურ, სუფთა ურთიერთობებზე. საქართველოს არ სჭირდება ამის შეხსენება, არც ეკოლოგიური კატასტროფები გვაკლია და არც ტერიტორიების დაკარგვა. თუ არ გვინდა დედამიწა გახდეს სასაფლაო, იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არსებობს თუ არა სადმე სხვაგან ცივილიზაცია, არამედ იმაზე, საშიშია თუ არა ჩვენი ფსევდოცივილიზაცია ჩვენთვისვე. არსებობს ჰიპოთეზები და უფოლოგიური სექტებიც, რომლებიც ამბობენ, რომ გენური ინჟინერიით იქნა დანერგილი დედამიწაზე სიცოცხლე, რაც არასაღი თეორიაა. თქვენ ახსენეთ მოტაცების ფაქტორი. რომ არ ავიღოთ რელიგიური წყაროები, თვითონ ოკულისტებს და ეზოთერიკოსებს აქვთ ჰიპოთეზები, რომ ესენი არიან გარკვეული ტიპის დემონური არსებები, რომლებიც ადამიანის სხეულზე ჯდებიან და წოვენ მათ. ეს უფრო დემონური არსებების ფსიქიკურ თავდასხმებს ჰგავს ადამიანებზე. 1928 წელს იყო დედამიწის მცხოვრებლებისადმი მიმართვა, რომელიც ე.წ. ნიკომომ რადიოში, 75 მეტრი სიგრძის ტალღაზე წაიკითხა. უცხოპლანეტელთა კოალიციური ტალღის რაზმი მიმართავდა დედამიწის ბინადრებს, რომ ჩვენი გალაქტიკის მეზობელ ადგილებში არსებობს ციკლონი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს სიცოცხლე სხვადასხვა პლანეტაზე და კაცობრიობას მოუწოდა, შეუერთდეს რაიმე კოალიციას, რომ დედამიწა გამოყვანილ იქნეს ამ საშიში მდგომარეობიდან. ეს ტრანსლაცია მიმდინარეობდა ერთი დღის განმავლობაში, თუმცა ვერ იქნა დაფიქსირებული, საიდან და როგორ. შეიძლება ამ შემთხვევაში დიდ მისტიფიკაციასთან გვქონდეს საქმე. არსებობს საიდუმლო საზოგადოებები, დაწყებული მასონებიდან დამთავრებული დაფარული საზოგადოებებით, რომლებიც საკმაოდ ძლიერად მუშაობენ. მასონურ ორგანიზაციებს აწყობთ ინფორმაციის დათესვა, რომ ჩვენ გარდა სხვა ცივილიზაციაც არსებობს, რომ დედამიწა არ არის უნიკალური. ამბობენ, რომ ქრისტე მარსზეა და მარსზე ასრულებს იმავეს, რასაც აღასრულებდა აქ, რომ ქრისტე და ბუდა ერთი და იგივეა. დემონური, მასონურ–ოკულტური მიმდინარეობები დღეს ძლიერია და იფუთება მეცნიერულ, ასტრონომიულ, ასტროფიზიკურ ბაფთაში. – ყოფილა შემთხვევები, როცა უცხოპლანეტელებს ადამიანებთან სახლშიც უცხოვრიათ რაღაც პერიოდი. თუ არ არსებობენ, მაშინ ვინ იყვნენ ის არსებები? – ვიმეორებ – ეკლესია ურყოფს, რომ ეს არის ცივილიზაცია, რომელიც ჩამოსულია რომელიმე გალაქტიკიდან და ჩვენთვის რაიმე სასიკეთო ან პირიქით, ცუდი უნდა. ეკლესია ამბობს, რომ იქ ცხოვრობდნენ არა უცხოპლანეტელები, არამედ დაცემულ სულთა რომელიმე ტიპი, დემონთა რომელიმე ტიპოლოგია. არსებობენ ისეთი დემონები, რომელთაც მიიღეს უცხოპლანეტელთა ფორმა. ჩვენ გვგონია, რომ ეს არის რომელიმე ცივილიზაციის წარმომადგენელი, სინამდვილეში კი ის არის ადამიანის დამღუპველი არსება, რომელიც ამა თუ იმ სახით ადამიანთან კონტაქტში შესვლას ლამობს. – წმინდა მამების წინასწარმეტყველებაში თუ არის ამის შესახებ რაიმე ინფორმაცია, ისინი ხომ სამოთხესაც ხედავნენ და ჯოჯოხეთსაც? – ამაზე წმინდა მამათა აზრი ცალსახაა. ამბობენ, რომ არ არსებობს უცხო ცივილიზაციები. არსებობს ცივილიზაციის ერთი სახე, რომელსაც ვხედავთ დედამიწაზე. წმინდა წერილში სწორი და მართალი წარმოდგენაა სამყაროზე. ნურავინ ეძებს წმინდა მამებში და წმინდა წერილში გეომეტრიისა და ბირთვული ელემენტების ან ქიმიის კანონებს. როცა წავაწყდებით ასტრონომიის, ასტროფიზიკის ან ბიოლოგიის კანონების შეუსაბამობას, გვგონია, რომ ეკლესია ეწინააღმდეგება მეცნიერებას. ეკლესია კი არ ებრძვის მეცნიერებას, ათეიზმი ებრძვის მას. ნახევარ ცოდნას კი არ მიჰყავს ადამიანი ღმერთთან, სრულ ცოდნას მიჰყავს. ახლა კი უფრო ობიექტურად შევხედოთ; დავეყრდნოთ ფაქტებს და მოვუსმინოთ მეცნიერებს უკვე გასული საუკუნის შუაწლებიდან მთელს სამყაროს თავს დაატყდა ე. წ. "მფრინავი თეფშების" ბუმი. მრავალი ადამიანი ამტკიცებს, რომ მათ იხილეს რაღაც, რომელსაც დღეს "ამო"-ს ("ამოუცნობ მფრინავ ობიექტს") უწოდებენ (ინგლისური აბრევიატურით: UFO – unidentified flying objects). "უცხოპლანეტელებთან" კონტაქტებზე ბევრია დაწერილი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს თხზულებები სერიოზულ, მეცნიერულ დონეზე არავის გამოუკვლევია. თვით ფსევდომეცნიერული და ოკულტურ-კვაზირელიგიური ლიტერატურა აჩვენებს, რამდენად არის დაქვემდებარებული თანამედროვე ადამიანი მითოლოგიურ შემოქმედებას, - რომელსაც ზოგჯერ გამონაგონი ფაქტი ჰგონია, ლამაზი რიტორიკა კი - ჭეშმარიტება, რასაც შეუძლებელია თავისი დამღუპველი შედეგები არ მოჰყვეს, სიცრუეს ხომ ჯერ არავისთვის მოუტანია სარგებლობა. ეს სტატიაც განხილულ უნდა იქნეს როგორც მცდელობა დასვას გამაფრთხილებელი ნიშანი იმ სულიერ "ორმოებთან", რომლებში ჩავარდნაც შესაძლოა ვერც ასცდეს ზოგიერთ ჩვენს თანამედროვეს. რა ვიცით ე. წ. "უცხოპლანეტელების" შესახებ? მთელი ის მასალა რომ შევისწავლოთ, რაც დღეს არსებობს ამ თემაზე, არც თუ ცოტა რამ. უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ "უცხოპლანეტელებთან" კონტაქტი საშიშია სიცოცხლისთვის. მაგალითად, ამერიკელმა ჟურნალისტმა ფრენკ ედვარდსმა თავისი სახელგანთქმული წიგნი "მფრინავი თეფშები - სერიოზული საქმეა", დაიწყო სიტყვებით: "ამო-ს მოახლოვება შესაძლოა საშიში იყოს ადამიანისთვის! ნუ დადგებით ამო-ს წინაშე, რომელიც ჩამოკიდულა ცის კაბადონზე! ნუ მიეკარებით დედამიწაზე დაშვებულ ამო-ს! საკუთარი უსაფრთხოების მიზნით, დაუყოვნებლივ დატოვეთ ეს ადგილი!... ნუ გარისკავთ და ნუ უყურებთ ამო-ს!" (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Ленинград. Географическое общество СССР. 1991.С.89). ფრენკ ედვარდსს ეთანხმება მისი კოლეგა ჯონ კილი, რომელიც ამო-ს სწავლობს 1945 წლიდან: "ჩემს ფოსტაში უამრავი წერილია, რომელშიც ადამიანები ითხოვენ შველას, მე კი იძულებული ვარ დავაკვირდე, როგორც უარესდება ამო-ს თვითმხილველთა მდგომარეობა, მრავალი მათგანი უკვე ლამის სიგიჟემდეა მისული, ვიღაცამ თავიც კი მოიკლა" (Джон Киль А. НЛО: операция «Троянский конь». Нью-Йорк. 1970). "... კლასიკური შემთხვევა: ადამიანს თავგზა აუბნია ულტრაარსებამ, რომლებმაც ის შეაყენეს წარწყმედის გზაზე. არავითარი კლინიკური ახსნა არ გააჩნია მომხდარის ფსიქოლოგიურ მიზეზს. მსგავსი შემთხვევების ყველა მსხვერპლი (მათ შორის იყვენენ ქალებიც), დარწმუნებულნი იმაში, რომ ულტრაარსებანი მათდამი კეთილგანწყობილი იყო, ყალბი დაპირებებით დაბრიყვებულნი და ფსევდოიდეებით გაჟღენთილნი, პირდაპირ მიექანებოდნენ საკუთარი დაღუპვისკენ" (там же. Гл.14. Прорыв). ცნობილი უფოლოგი ჯონ კილი პირად გამოცდილებაზე დარწმუნდა ამ ფენომენის საშიშროებაში. "წელიწადიც არ გასულა იმის შემდეგ, რაც მე სრულიად მივუძღვენი ჩემი თავი ამო-ს კვლევას..., და ფენომენმაც ისევე დაიწყო ჩემი დევნა, როგორც ეს უკვე იყო ინგლისელ გამომცემელ არტურ შატლვუდისა და სხვა მრავალთა შემთხვევაში. თავიდან გაგიჟდა ჩემი ტელეფონი, საიდუმლო პიროვნება მირეკავდა დღე და ღამე, გადმომცემდა განსაცვიფრებელ შეტყობინებებს "კოსმოსიდან მოსულთა" შესახებ. შემდეგ მოხდა ჩემი კატაპულტირება დემონოლოგიის ზღაპრულ-ფანტასტიკურ სამყაროში. ლონგ-აილენდში შევხვდი უცნობებს შავი "კადილაკებით" და როდესაც დავიწყე მათი დევნა, საოცრად გაქრნენ გზიდან, რომელიც ჩიხში შედიოდა... მანათობელი მფრინავი ობიექტები უკან ერთგული ძაღლებივით დამდევდნენ. მეჩვენებოდა, რომ მათ ყოველთვის იცოდნენ სად ვიმყოფები და საით გავემართები. შემეძლო ალალბედზე ამერჩია რომელიმე სასტუმრო ჩემი "თანამგზავრების" თავიდან მოსაშორებლად, მაგრამ ყოველთვის აღმოჩნდებოდა, რომ ვიღაცამ უკვე შეუკვეთა იქ ოთახი ჩემს სახელზე და დატოვა მთელი რიგი სრულიად უაზრო ტელეფონოგრამები ჩემთვის. მე გავხდი უაზრო თანხვედრათა მსხვერპლი, ხოლო ზოგიერთი ჩემი უახლოესი მეგობარი ნიუ-იორკში, რომელიც არასოდეს დაინტერესებულა ამ ფენომენით, მატყობინებდა უცნაურ და ამოუხსნელ მოვლენებზე, რომლებიც მათ შეემთხვათ: მათ სახლებში დაიწყო პოლტერგეისტული მოვლენები, მძაფრი, მყრალი სუნი თან სდევდა მათ ყველგან... რამდენჯერმე გამეღვიძა ღამით და შეძრწუნებულმა აღმოვაჩინე, რომ განძრევაც კი არ შემეძლო, ჩემს წინ კი იდგა უზარმაზარი ბნელი სილუეტი" (იქვე. Гл.14 Прорыв). ჩვენი აზრით, ჯეროვანია მივაყურადოთ ამ ადამიანის გაფრთხილებას, რომელმაც მრავალი წელი მიუძღვნა ამო-ს ფენომენის ამოხსნას: "ჩემი დოსიე სავსეა უამრავ შემთხვევათა აღწერით (ზოგიერთი მათგანი ამ დროისთვის გამოკვლეულია მაღალკვალიფიციური ფსიქიატრების მიერ), როდესაც მრავალ მამაკაცს და დედაკაცს, რომლებიც აქტიურ ინტერესს ავლენდნენ ამო-ს ფენომენისადმი, თავიანთი ვიზიტებით აშინებდნენ ვიღაც უცნაური პიროვნებები, დევნიდნენ შავი "კადილაკები", რომლებიც ისე უეცრად უჩინარდებოდნენ, როგორც ჩნდებოდნენ. შედეგად, დატერორებულები, ისინი თავს ანებებდნენ ამ საკითხის შესწავლას. მათ შორის იყო მრავალი კონტაქტორიც" (იქვე.Гл. 12 Космические шутники). "... ამო-ს პრობლემით გატაცება ისევე საშიშია, როგორც შავი მაგიით გატაცება (ხაზგასმა ჩვენია - ვ. პ.). ფენომენის მსხვერპლი, როგორც წესი, ხდებიან ნერვული, მიმნდობი და გამოუცდელი ადამიანები. მრავალ შემთხვევაში ამო-ს პრობლემით გატაცებას ადამიანები მიჰყავს შიზოფრენიამდე, დემონომანიამდე და თვითმკვლელობამდეც კი. ამგვარად, ამო-ს ფენომენის საიდუმლო ხიბლმა შეიძლება საშინელ ტრაგედიამდე მიგვიყვანოს. ამიტომაც დაბეჯითებით გირჩევთ მშობლებო: აუკრძალეთ თქვენს შვილებს მსგავსი საკითხებით დაინტერესებაც კი. ბავშვების დაცვა ამო-სადმი ინტერესისგან არის ნებისმიერი მასწავლებლის და საერთოდ, ნებმისმიერი ზრდასრული ადამიანის მოვალეობა" (იქვე. Гл. 12 Космические шутники). "უცხოპლანეტელის" ტიპიური გარეგნობა, როგორც წარმოადგენენ მას თვითმხილველები მაინც, ვინ ან რა იმალება "უცხოპლანეტელთა" ნიღბის მიღმა, რომელთაც თავისი გამოჩენის მოწმეები მიჰყავს სიგიჟემდე, აიძულებს მათ თვითმკვლელობას ან თვითონ ხდებიან მათი სიკვდილსა და უმძიმესი სნეულებების მიზეზი? საიდან მოვიდნენ ეს საიდუმლო არსებები, რომლებიც ასე გააფთრებით ეწინააღმდეგებიან მათი ვიზიტებით უმცირეს დაინტერესებასაც კი? ცნობილია, რომ პირუტყვები გრძნობენ ამ არსებათა მოახლოვებას და ყოველთვის მათ საქციელში ჩანს შიში: ძროხები და ცხვრები პანიკურად გარბიან, ძაღლები იწყებენ ყმუილსა და ყეფას, ცნობილია შემთხვევები, როდესაც ამო-მ ცხოველებში გამოიწვია დამწვრობები, დამბლა და სიკდილიც კი (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991.С.84-85). ამო-სთან კონტაქტის დროს ადამიანებშიც დაფიქსირდა თვითმხილველთა დროებითი "გაშეშება", როდესაც ადამიანები ინარჩუნებდნენ ყველა გრძნობას, მაგრამ არ შეეძლოთ განძრევა. ამო-ს ზოგიერთი მოწმე აღწერს თავის შეგრძნებებს როგორც ელექტროშოკს, რომელმაც ისინი გააშეშა. დაფიქსირებული იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ამო-ს გამოჩენას თვითმხილველი მიჰყავდა გონების დაკარგვამდე, ზოგჯერ გონებას კარგავდნენ კონტაქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ. იყო ტანისამოსის თვითაალებისა და სერიოზული დამწვრობის, ასევე მხედველობის დაკარგვის მრავალი შემთხვევებიც (იქვე. გვ. 86-87). არსებობს ამო-ს კონტაქტორთა სიკვდილის ფაქტებიც. მაგალითად, 1946 წელს ბრაზილიაში დაიღუპა ორმოცი წლის ფერმერი. ამო-სთან კონტაქტის შემდეგ მის სხეულზე დაფიქსირდა დამწვრობები, "... საათის განმავლობაში თვითმხილველთა თვალწინ მისი ტყავი ჩამოსცილდა ძვლებს, გამოჩნდა კბილები და ჩონჩხი, 6 საათის შემდეგ კი მოკვდა" (იქვე. გვ. 89). თანაც ეს "უცხოპლანეტელებთან" შეხვედრის შემდეგ ადამიანის სიკვდილის ერთადერთი შემთხვევა როდია (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991). საერთოდ, ამო ხშირად ჩნდება იქ, სადაც იღვრება სისხლი. ისტორიულ ქრონიკებში მრავალი მოწმობა არსებობს ბრძოლის ველზე მათი მყოფობის შესახებ (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991.С.133-136). ისინი უნახავთ კურსკის რკალზე, სადაც თან ახლდნენ ალექსანდრე მაკედონელის ჯარებს და იმყოფებოდნენ სისხლისღვრის მრავალ ადგილებზე (От чего нас хотят «спасти» НЛО, Экстрасенсы, оккультисты, маги? М., Даниловский благовестник. 2001). რა გავლენას ახდენს ამო ადამიანის ფსიქიკაზე? დიაპაზონი აქაც საკმაოდ დიდია: ზოგჯერ, ამო-ს გამოჩენის წინ ადამიანებს ეწყებათ ძლიერი აღგზნება, მშფოთვარება, თვითმხილველებს უჩნდება შიშის გრძნობა, რომელიც საშინელ ძრწოლაში გადადის. მაგალითად, 1979 წელს პოლონური თევზმჭერი კატარღა "ჰელ-127" შეეჯახა ამო-ს, ამ დროს "კატარღის შკიპერმა შომბორგმა იგრძნო უნცაური გაშეშება, ტკივილი გულის არეში და დაკარგა მხედველობა. ერთდროულად მან განიცადა ისეთი შიში, რომელიც ყველაზე უძლიერესი შტორმის დროსაც კი არ განუცდია. მესაჭე ელვარტიც ასევე გაშეშდა და საჭევარიც კი ("შტურვალი") მიატოვა, ასევე გუნდის სხვა ორმა წევრმა, ფიგურსკიმ და ბონამ, როდესაც ბაქანზე გამოვიდნენ, უძლიერესი ტკივილი იგრძნეს საფეთქლებში" (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991.С.91). შომბერგი ამტკიცებდა, რომ შიშის გრძნობა არ ტოვებდა მას. ზოგჯერ ამო-სთან კონტაქტის შემდეგ ადამიანებს თან სდევთ კოშმარული სიზმრები. დაფიქსირებულია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ამო-სთან შეხვედრის შემდეგ ადამიანებს ეძინათ კვირეებით და თვეობით, დღე-ღამეში 16 საათი. თვითმხილველთა მტკიცებით, როდესაც ამო გამოდის კონტაქტზე, ისინი ადამიანებთან ამყარებდნენ ტელეპატიურ კავშირს. "უცხოპლანეტელები" მათ უწერდნენ გზავნილებს "კოსმოსიდან", "ვარსკვლავებიდან" და "აჯილდოვებდნენ", მაგალითად, ექსტრასენსორული თვისებებით. რა ემართებათ ასეთ ადამიანებს კონტაქტის შემდეგ? ამო-ს მკვლევარებმა აღმოაჩინეს მთელი რიგი კანონზომიერებები ამ სახის კონტაქტორებთან. ისინი სწრაფად კვდებიან, თანაც მათი სიკვდილს ხშირად წინ უძღვის მძიმე სნეულება. ძალიან ბევრი კონტაქტორი ხვდება ფსიქიატრიულ კლინიკაში. მათ უქვეითდებათ ინტელექტუალური შესაძლებლობები და კრიტიკული ანალიზის უნარი. ისინი უფრო მიმდობნი არიან და ადვილად ვარდებიან ჰიპნოტურ ტრანსში, ვიდრე სხვა ადამიანები (См.: От чего нас хотят «спасти» НЛО, Экстрасенсы, оккультисты, маги? М., Даниловский благовестник. 2001). ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ამო) მოსკოვის თავზე "უცხოპლანეტელების" ზეგავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა, ნ. დ. ტუიკინმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ეწეოდა კონტაქტორთა რეაბილიტაციას, გაზეთ "Неделя"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "უმეტეს შემთხვევაში "უცხოპლანეტელებთან" ადამიანთა კონტაქტის შემდეგ იხატება ასეთი სურათი: კონტაქტის შემდეგ ხდება ფსიქიკის გადახრა. პირველი სიმპტომია - შიში და ნევროზი" (იქვე). "სოიუზუფოცენტრმა" ჩაატარა კონტაქტორთა ფსიქიური გამოკვლევა და რის შედეგადაც გამოკვლეული 106 კაციდან ჯანმრთელი აღმოჩნდა მხოლოდ ოთხი: "დანარჩენი 102 ადამიანი შეიძლება განვაკუთვნოთ "პრობლემურ" ადამიანთა რიცხვს: შიზოფრენია - 47 ადამიანი, მათგან შიზოფრენიის პარაფრენული ეტაპი - 16, პერიოდული ფორმები - 9, დეფექტური მდგომარეობა დეფიციტარული გაღიზიანების გამოხატულებით - 10, ქრონიკული სულიერი მდგომარეობის ფორმის დიფერენციალოდიაგნოსტიკური ეჭვით - 24, ისტერიული - 12, ჰიპერტიმური - 6 ადამიანი; ინტელექტუალური უკმარისობა - 5 ("ინდუცირებული ბოდვა"); ცნს-ის ორგანული დაზიანება - 80 ადამიანი; ციკლოტიმია (მანიაკალური ფაზა) – 2 ადამიანი" (Мазуркевич С.А., Таицкая А.И. Оккультизм и мистика. М., ЭКСМО; Донецк. СКИФ. 2004. С.177-178). კონტაქტორებად "უცხოპლანეტელები" ირჩევენ სულიერად დაუცველ ადამიანებს, ანუ ან ათეისტებს, ან კიდევ არაეკლესიურ ადამიანებს (См.: От чего нас хотят «спасти» НЛО, Экстрасенсы, оккультисты, маги? М., Даниловский благовестник. 2001). ეკლესიური, მართლმადიდებელი ქრისტეანები ფაქტიურად არ ამყარებენ კონტაქტს ამო-სთან (Варламов М. Почему православные не видят НЛО? / См.: От чего нас хотят «спасти» НЛО, Экстрасенсы, оккультисты, маги? М., Даниловский благовестник. 2001. С.436), ხოლო ოკულტიზმის ნებისმიერი ფორმით გატაცება საკმაოდ უწყობს ხელს ამგვარ კონტაქტს. ხშირად კონტაქტორები არ ფლობენ ინტელექტის მაღალ დონეს, რაც ცხადყოფილია იმ წიგნებიდანაც, რომელთაც ისინი ავრცელებენ: ამ გვარი ნაშრომების შინაარსი ხშირად ბადებს კითხვას მათი ავტორების სრულ გონიერებაზე, არაფერი რომ არ ვთქვათ თვით ამ ნაშრომთა სამეცნიერო უსუსურობაზე. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ პრაქტიკულად, კონტაქტორების მიერ მიღებული ინფორმაცია არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს. უმეტეს შემთხვევაში კონტაქტორები არიან ე. წ. მედიუმები, ანუ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ფსიქოფიზიკური ან მემკვიდრეობითი წინაგანწყობის გამო ადვილად მოქცევადნი არიან დემონურ ძალთა ზეგავლენის ქვეშ (Питанов В.Ю. Суд совести: агни-йога против христианства. http://apologet.narod.ru). უმეტესწილად მათ მიერ დაწერილი ლიტერატურა, უკეთეს შემთხვევაში, მათ გულუბრყვილობაზე მოწმობს, უარეს შემთხვევაში კი - ასახავს მათ ფსიქოლოგიურ, ზოგჯერ კი ფსიქიატრიულ პრობლემებს (Мазуркевич С.А., Таицкая А.И. Оккультизм и мистика. М., ЭКСМО; Донецк. СКИФ. 2004. С.177). მაგალითისთვის მკითხველს ვთავაზობთ იფიქროს იმაზე, თუ რა შეიძლება იდგეს, ვთქვათ, ერთ-ერთი ავტორ-კონტაქტორის ამგვარი მტკიცებულების უკან: "(როდესაც - ვ. პ.) კაცობრიობა ყოფიერების ენერგეტიკულ დონეზე გადავა, ბიოსფეროში ადამიანების ადგილს დაიკავებენ დელფინები. ისინი გამოვლენ ხმელეთზე და მიიღებენ ადამიანთა სახეს. მაგრამ შემდეგ დელფინები გადავლენ ენერგეტიკულ დონეზე და წავლენ კოსმოსში, მზე ჩაქრება და გახდება პლანეტა. დელფინები ამ დროისთვის უკვე წინამძღოლთა მისიას იკისრებენ ვენერას მოსახლეობაში. ვენერასთვის კი აბსოლუტი აანთებს მწვანე მზეს, რომლითაც იუპიტერი გახდება..." და ა. შ. (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991.С. 308). "უცხოპლანეტელებზე" თავიანთ მსხვერპლთან ურთიერთობის ხასიათით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ესწრაფვიან ადამიანებზე ბატონობას, რაც ყოველთვის ამოფარებულია დედამიწის ცივილიზაციის "გადარჩენის" მომხიბლავ იდეას. კაცობრიობის "გადამრჩენელთა" როლი კონტაქტორებს მათდამი ნდობას შთააგონებს, მაგრამ, "უცხოპლანეტელებთან" კონტაქტში მყოფი ადამიანები მოწმობენ, რომ "თაფლობის თვის" გავლის შემდეგ, "უცხოპლანეტელები" უკვე აშკარად მბრძანებლობენ და ითხოვენ მათდამი მორჩილებას, თანაც უარის თქმის შემთხვევაში იმუქრებიან უამრავი უბედურებებით (იქვე). მანიპულიაციის მეთოდებად "უცხოპლანეტელები" იყენებენ ადამიანურ ვნებებსა და მიდრეკილებებს. მაგალითად, მათ შეუძლიათ შეაქონ კონტაქტორის უჩვეულო - ინტელექტუალური, ფიზიკური თუ ენერგეტიკული შესაძლებლობები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში არ არსებობს. შემდეგი სატყუარა არის კურნების ნიჭი, რომლითაც "უცხოპლანეტელები" თითქოსდა აჯილდოვებენ თავიანთ გულუბრყვილო თაყვანისმცემელთ. გამოიყენება ადამიანის სექსუალური მოთხოვნილებების ხელოვნური "დაქოქვა", დაშინება (Игумен N . Пришельцы: новая культура, новая религия, новый человек / См.: От чего нас хотят «спасти» НЛО, Экстрасенсы, оккультисты, маги? М., Даниловский благовестник. 2001.С.19). როგორც ვხედავთ, ხერხები არ ახალია, ძველია (სხვათა შორის, ეს ხერხები ძალზედ პოპულარულია სექტანტებს შორის. იხ. Питанов В.Ю. Введение в сектоведение. http://apologet.narod.ru), მაგრამ საკმაოდ ქმედითია და ხშირად მიზანსაც აღწევს. "უცხოპლანეტელები" აქტიურად ნერგავენ საკუთარ რელიგიურ იდეებს. ამასთან ეს იდეები ძალზედ წააგავს იმ იდეებს ყველა ჯურის ოკულტისტები რომ ავრცელებენ (Питанов В.Ю. Суд совести: Агни-йога против христианства. http://apologet.narod.ru): "კაცობრიობა უნდა დაბრუნდეს იმ გზაზე, რომელიც მას მიუთითა ქრისტემ, კრიშნამ და ბუდამ..." (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991.С.304). ამასთანავე, "ქრისტეს, კრიშნას და ბუდას" გზაზე შედგომა მთავრდება ოკულტიზმის ბანალური ქადაგებით და კონტაქტორის "უნიკალურობის" მტკიცებულებით, რომელიც მზად არის თვითვე შეცვალოს ყველა ტრადიციული მსოფლიო რელიგია იმ "უახლესი" ინფორმაციით, რომელიც "ზეცივილიზაციებისგან" მიუღია (См.: Питанов В.Ю. Миф о «братстве религий», как метод борьбы с традиционными религиями. http://apologet.narod.ru). -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
ikanosi |
Aug 17 2011, 03:28 PM
პოსტი
#2
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
Kanishtha-Adhikar
ოუ ოუ ოუ,დასტოპა ახლა ნუ წალეკეთ აქაურობა, თუ მას აინტერესებს, pm ში მიწერე -------------------- ფარით ან ფარზე
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი