![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
ადამიანის სიკვდილის შემდგომი ხვედრი საყოველთაო სამსჯავრომდე
პირადი სამსჯავრო სიკვდილი ყველა ადამიანის ხვედრია. მაგრამ მათთვის ეს განადგურებას არ ნიშნავს. მხოლოდ სული განეშორება სხეულს. ადამიანის სულის უკვდავების ჭეშმარიტება ქრისტიანობის ერთ-ერთი ძირითადი ჭეშმარიტებაა. „არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველოაჲ, რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე“ (ლკ. 20,38). ახალი აღთქმის წმიდა წერილში სიკვდილს ეწოდება „განსლვა“: „ვისწრაფო, რაჲთა კაცად-კაცადსა თქუენსა აქუნდეს შემდგომად განსლვისა ჩემისა ამათი მოჴსენებისა ყოფაჲ“ (2 პეტ. 1,15); ჩვენი ამქვეყნიური სახლის დანგრევა (2 კორ. 5,1); სხეულის დატოვება: „ადრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფლისა ამის ჩემისაჲ“ (2 პეტ. 1,14); განსლვა: „გული მეტყვის განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად უფროჲს და უმჯობეს ფრიად“ (ფლპ. 1,23); მიქცევა: „ჟამი იგი მიქცევისა ჩემისაჲ მოიწია“ (2 ტიმ. 4,6); შესვენება: „დავით... შეისუენა“ (საქმ. 13,36). საღვთო წერილის აშკარა მოწმობით სულს სიკვდილის შემდგომ თავისი მდგომარეობა გაცნობიერებული აქვს (მაგ., იგავი მდიდარსა და ლაზარეზე). ადამიანი სიკვდილის შემდგომ გადის სამსჯავროს, რომელსაც უკანასკნელი და საყოველთაო სამსჯავროსაგან განსხვავებით, პირადი ეწოდება. „ადვილ არს წინაშე თუალთა უფლისაჲთა დღესა მას აღსასრულისასა მიგებად კაცთა, ვითარცა იყუნეს საქმენი მათნი“ (ზირ. 11,26) - ამბობს ბრძენი ზირაქის ძე. იმავე აზრს გამოხატავს პავლე მოციქულიც: „ვითარცა-იგი წინა-უც კაცთა ერთგზის სიკუდილი და მისა შემდგომად სასჯელი“ (ებრ. 9,27). მოციქულის თანახმად, ადამიანის გარდაცვალებას მაშინვე მოსდევს სამსჯავრო. ცხადია, ეკლესიის წმიდა მამების განმარტებით, მას მხედველობაში ჰქონდა არა საყოველთაო, არამედ პირადი სამსჯავრო: „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“ (ლკ. 22,43) - უთხრა უფალმა მონანულ ავაზაკს. წმიდა წერილიდან ვერ ვიგებთ, თუ როგორ მიმდინარეობს პირადი სამსჯავრო. ამის შესახებ ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ ცალკეულ გამონათქვამებზე დაყრდნობით, რომლებიც საღვთო წერილში გვხვდება. ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ პირად სამსჯავროზე ადამიანის სიკვდილის შემდგომი ბედის განსაზღვრაში დიდ მონაწილეობას იღებენ როგორც კეთილი, ისე ბოროტი ანგელოზები. იგავში მდიდარსა და ლაზარეზე ნათქვამია,რომ ლაზარე „მიიყვანა ... ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისათა (ლკ. 16,22); სხვა იგავში მდიდარს ეუბნებიან: „უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან“ (ლკ. 12,20) - აშკარაა, რომ ბოროტი სულები მიიღებენ მას (წმ. იოანე ოქროპირი). რადგან, ერთი მხრივ, უფლის სიტყვების თანახმად: „ანგელოზნი..... მცირეთა ამათგანი..... ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა“ (მთ. 18,10); აგრეთვე ქვეყნის აღსასრულის ჟამს უფალი გამოგზავნის ანგელოზებს და მათ „განაშორნენ უკეთურნი იგი შორის მართალთა“ (მთ.. 13,49); ხოლო, მეორე მხრივ, „წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი, ვითარცა ლომი, მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა“ (I პეტ. 5,8) - და თითქოს ჰაერიც გაჯერებულია უკეთური სულებით, „რომელნი არიან ცათა ქუეშე“ (ეფ. 6,12) და მთავარი მათი იწოდება ხელმწიფედ ჰაერისა (ეფ. 2,2). წმიდა წერილის ამ მინიშნებათა საფუძველზე და ძველთაგანვე წმიდა მამების აღწერით სხეულთან განშორებული სული ისეთ სულიერ სივრცეებში იწყებს სლვას, სადაც ბნელი სულიერად სუსტების შთანთქმას ცდილობენ და სადაც განსაკუთრებით ამიტომ არის საჭიტო ზეციურ ანგელოზთა მფარველობა და ეკლესიის ცოცხალ წევრთა მხრიდან ლოცვითი თანადგომა. ამის შესახებ საუბრობდნენ ძველი დროის ისეთი წმიდა მამები, როგორებიც არიან: ეფრემ ასური, ათანასე დიდი, მაკარი დიდი, ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი და სხვანი. ყველაზე ზედმიწევნით ამ თემაზე მსჯელობს წმ. კირილე ალექსანდრიელი ნარომში „სიტყვა სულის განსლვაზე“ (იგი ჩვეულებრივ გამოკრებილ ფსალმუნებთან ერთად იბეჭდება ხოლმე); ამ გზის ხატოვანი აღწერა მოცემულია ღირსი ვასილი ახლის ცხოვრებაში, რომლის მიხედვით მიცვალებული ნეტარი თეოდორა ძილში გამოეცხადა ვასილის მოწაფეს და აუწყა ის, რაც იხილა და განიცადა სულის სხეულთან გაყრის შემდგომ, ზეციური სავანეებისაკენ სულის ზეაღსვლის გზაზე. ამ გზას, მიღებულია, ეწოდოს „საზვერეები“. საზვერეებზე ხატოვანი ნაამბობის შესახებ მიტრ. მაკარი ნაშრომში „მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველება“ შენიშნავს: „მტკიცედ უნდა გვახსოვდეს დარიგება, რაც უთხრა ანგელოზმა ღირს მაკარი ალექსანდრიელს, როცა მან საზვერეებზე დაიწყო საუბარი: „აქ მიწიერი სახეები ზეციურის ყველაზე მკრთალ ასახვად ჩათვალე“. გვმართებს საზვერეების გავლას შეძლებისდაგვარად მივანიჭოთ ის სულიერი დატვირთვა, რაც მეტ-ნაკლებად გრძნობადი, ანთროპომორფული მახასიათებლებით არის დაფარული“1. სულის პირადი სამსჯავროს შემდგომი მდგომარეობის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესია ასე გვასწავლის: „გვწამს, რომ მიცვალებულთა სულები ან ნეტარებენ, ან იტანჯებიან თვისთა საქმეთა მიხედვით. ისინი სხეულთან განშორებისთანავე იწყებენ სიხარულის, დარდისა თუ მწუხარების განცდას. მაგრამ არც სრულ ნეტარებასა და არც სრულ ტანჯვას არ განიცდიან, რამეთუ მათ საყოველთაო აღდგომის დროს მიიღებს თითოეული, როცა სული შეუერთდება იმ სხეულს, რომელშიც იგი სათნოდ თუ მანკიერად ცხოვრობდა“2. მაშასადამე, მართლმადიდებელი ეკლესია განასხვავებს პირადი სამსჯავროს შემდგომ ორ მდგომარეობას: ერთს - მართალთათვის და მეორეს - ცოდვილთათვის: ანუ სამოთხესა და ჯოჯოხეთს. ეკლესია არ ცნობს რომაული კათოლიციზმის მის სწავლებას სამ მდგომარეობაზე. ესენია: 1. ნეტარება; 2. განსაწმენდელი (პურგატორიუმი) და 3. გეენაში ყოფნა. ეკლესიის მამები თვითონ სახელდებას - „გეენა ჩვეულებრივ აკუთვნებენ საშინელი სამსჯავროს შემდგომ მდგომარეობას, როდესაც სიკვდილიცა და ჯოჯოხეთიც დაინთქმება „ტბასა მას ცეცხლისასა“ (გამოცხ. 20,15). ეკლესიის მამები საღვთო წერილზე დაყრდნობით თვლიან, რომ საშინელ სამსჯავრომდე ცოდვილთა ტანჯვას დაწყებითი ხასიათი აქვს: იგი შეიძლება შემსუბუქდეს ან მოიხსნას ეკლესიის ლოცვით3. ასევე ჯოჯოხეთის წყვდიადით შეკრული დაცემული სულებიც დაიმარხებიან „სასჯელად დიდისა მის დღისა“ (იუდ. 6; შდრ. 2 პეტ. 3,4). სიკვდილის შესახებ სიკვდილზე ფიქრს ძალუძს ცოდვილი ადამიანი სინანულისკენ მოაქციოს. სიკვდილი ისეთი რამ არის, რომ ვიცით კიდეც იგი და არც ვიცით. ცნობილია, რომ ყველა მოკვდავია, ყველანი მოვკვდებით, მაგრამ არ ვიცით - როდის, სად და როგორ მოხდება ეს. რაც უფრო დიდხანს ვცხოვრობთ, მით მეტად მოკლდება ჩვენი სიცოცხლე და ვუახლოვდებით სიკვდილს. რომელიც უჩინრად მიმოდის და მაშინ გვსტუმრობს, როცა არავინ ელოდება. თითქმის ყველა ადამიანი, განსაკუთრებით კი ჯანმრთელები, ასე ფიქრობს: მე ჯერ კიდევ ვიცოცხლებ, სიკვდილი ჯერაც შორსაა, დავტკბები მიწიერი სიკეთეებით. მაგრამ მაშინ, მისთვის მოულოდნელად, მოდის სიკვდილი და მეყსეულად იკარგება ადამიანის ყოველი ფიქრი და ოცნება. ადრე იღუპება ის, რომელსაც ჰგონია, რომ დიდხანს იცოცხლებს. რა მდგომარეობაშიც წავა ამქვეყნიდან ადამიანი, იმ მდგომარეობით წარადგება იგი ღვთის სამსჯავროზე. ცოდვილნო! გავაანალიზოთ ეს სიტყვა და მოვინანიოთ, რათა ცოდვებთან ერთად არ გადავიდეთ იმქვეყნად. აღვემართოთ ცოდვის ძილისაგან და, ჩვენი სიკვდილის მომხსენებელნი, გამოვსწორდეთ და მოვემზადოთ საბოლოო წამისათვის. საშინელია ყველასათვის ის წამი, წმინდანები მისი გახსენებისას ტიროდნენ. საკვირველი ის არის, რომ წმინდანები ტირიან, ცოდვილები კი - არა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ხედავენ მომაკვდავებს. უბედურნო ცოდვილნო! რას გვძინავს? ეშმაკი, როგორც ქურდი, ისე გვპარავს საუკუნო ხსნას. აღვბეჭდოთ ჩვენს გონებაში ის საბოლოო წამი და განვემზადოთ მასთან შესახვედრად, რომლის დროსაც ყველას განეღება მარადიულობის ბჭე, მომავალი ცხოვრება და წავალთ ან სიხარულით აღსავსე ან - უსიხარულო უსასრულობაში. სად არიან ამჟამად ჩვენამდე მცხოვრებნი - რომლებმაც განცხრომაში, უსინანულოდ განვლეს წუთისოფელი? - განშორდნენ ამქვეყანას, დატოვეს ყოველი მიწიერი და იმყოფებიან მათთვის განკუთვნილ ადგილებში და მოელიან საბოლოო მსჯავრს, სადაც საქმეთა მიხედვით განისჯება ყოველი. სანამ ჩვენთვისაც არ დამდგარა საშინელი საბოლოო წამი, მივიქცეთ წმიდა გულით ღვთისკენ, რომელიც რწმენისა და სინანულის სანაცვლოდ, მარადიულ, ნეტარ ცხოვრებას მოგვაგებს. სწორედ ამას გვევედრებიან და გვლოცავენ მოციქულები წმიდა წერილში. გავაცნობიეროთ მათი სიტყვა და შევინანოთ ცოდვები, რათა არ დავმკვიდრდეთ საუკუნო სატანჯველში! ამინ. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
Otherguy
ციტატა ჰო ეგ მეორე განკითხვა საინტერესო რამეა, როცა უფალი დადგება და: "ერთხელ უკვე განგიკითხე, ეხლა მეორედ, მოდი თავიდან გადავხედოთ შენ ცხოვრებას რამე ხომ არ გამომრჩა რაც საბოლოო ვერდიქტს შეცვლის შენთან დაკავშირებით"-ო... გადამრევ მე შენ! კაი, ახსნა-განმარტებას მოითხოვ, გასაგებია, მაგრამ საიდან გაქვს ამხელა ფანტაზია, რეებს თხზავ უფლის შესახებ, ღმერთის არ გეშინია? შენი ვერაფერი გავიგე ![]() კაი, ეხლა აგიხსნი რა არის პირადი და რა არის საყოველთაო სამსჯავრო. ჯერ იქედან დავიწყებ, რომ "მეორე განკითხვა" არ არსებობს, როგორც შენ ეს ზემოთ გიწერია. (საიდან მოიტანე აზრზე არა ვარ) არსებობს პირადი და არსებობს საყოველთაო სამსჯავრო. ადამიანის სიკვდილის შემდგომი ხვედრი საყოველთაო სამსჯავრომდე (ანუ) პირადი სამსჯავრო ადამიანი სიკვდილის შემდგომ გადის სამსჯავროს, რომელსაც უკანასკნელი და საყოველთაო სამსჯავროსაგან განსხვავებით, პირადი ეწოდება. "ადვილ არს წინაშე თუალთა უფლისაჲთა დღესა მას აღსასრულისასა მიგებად კაცთა, ვითარცა იყუნეს საქმენი მათნი" (ზირ. 11,26) - ამბობს ბრძენი ზირაქის ძე. იმავე აზრს გამოხატავს პავლე მოციქულიც: "ვითარცა-იგი წინა-უც კაცთა ერთგზის სიკუდილი და მისა შემდგომად სასჯელი" (ებრ. 9,27). მოციქულის თანახმად, ადამიანის გარდაცვალებას მაშინვე მოსდევს სამსჯავრო. ცხადია, ეკლესიის წმიდა მამების განმარტებით, მას მხედველობაში ჰქონდა არა საყოველთაო, არამედ პირადი სამსჯავრო. სულის პირადი სამსჯავროს შემდგომი მდგომარეობის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესია ასე გვასწავლის: "გვწამს, რომ მიცვალებულთა სულები ან ნეტარებენ, ან იტანჯებიან თვისთა საქმეთა მიხედვით. ისინი სხეულთან განშორებისთანავე იწყებენ სიხარულის, დარდისა თუ მწუხარების განცდას. მაგრამ არც სრულ ნეტარებასა და არც სრულ ტანჯვას არ განიცდიან, რამეთუ მათ საყოველთაო აღდგომის დროს მიიღებს თითოეული, როცა სული შეუერთდება იმ სხეულს, რომელშიც იგი სათნოდ თუ მანკიერად ცხოვრობდა" მაშასადამე, მართლმადიდებელი ეკლესია განასხვავებს პირადი სამსჯავროს შემდგომ ორ მდგომარეობას: ერთს - მართალთათვის და მეორეს - ცოდვილთათვის: ანუ სამოთხესა და ჯოჯოხეთს. საყოველთაო სამსჯავრო სამომავლო საყოველთაო სამსჯავროს სინამდვილისა და უცილობლობის შესახებ მრავალი მოწმობა არსებობს (ინ. 5,22,27-29; მთ. 16,27; 7,21-23; 11,22,24; 12,35,41-42; 13,37-43; 19,28-31; 24,31; 25,31-46; საქმ. 17,31; იუდ. 14-15; 2 კორ.5,10; რომ. 2,5-7; 14,10; 1 კორ. 4,5; ეფ. 6,8; კოლ. 3,24-25; 2 თეს. 1,6-10; ტიმ. 4,1; გამოცხ. 20,11-15). ყველაზე სრული სახით იგი მაცხოვარმა წარმოგვიდგინა მათეს სახარებაში (თ.25,31-46): „რაჟამს მოვიღეს ძე კაცისაჲ დიდებითა თვისითა...“. აქედან შესაძლებელი ხდება სამსჯავროს დახასიათება; იგი იქნება: ა. საყოველთაო და გავრცელდება ყველა ადამიანზე: ცოცხალსა თუ მკვდარზე, კეთილსა თუ ბოროტზე. და დაცემულ ანგელოზებზეც კი, როგორც ამას მიუთითებს საღვთო წერილი (2 პეტ. 2,4: იუდ. 1,6); ბ. საზეიმო და ცხადი, რამეთუ მსაჯული მთელს სამყაროს თავისი სრული დიდებითა და ყველა წმიდა ანგელოზის თანხლებით მოევლინება; გ. მკაცრი და საშინელი, მთელი საღვთო სამართლით აღსრულებული: ის დღე იქნება „რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულობისა ღმრთისა“ (რომ. 2,5); დ. უკანასკნელი და საბოლოო, თითოეული განსასჯელის სამარადისო ხვედრის განმსაზღვრელი. სამსჯავროს შედეგი იქნება მარადიული სასყიდლის მიგება: მართალნი ინეტარებენ, ხოლო დასჯილი ცოდვილნი დაიტანჯებიან. "წარვედით ჩემგან წყეულნო, - ეტყვის მათ მაცხოვარი სამსჯავროს დღეს, - ცეცხლსა მას საუკუნესა... და წარვიდეს ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი ცხორებასა საუკუნესა" (მთ. 25, 41-46). ციტატა ანუ ჯოჯოხეთი არაა მარადიული სატანჯველი? წერია პირდაპირ, რომ სიკვდილი ნადგურდება(1 კორ. 15 თავი) და ამავე დროს ნადგურდება ჯოჯოხეთიც, ანუ რა ქვია იმ ადგილს სადაც ადამიანები გადაბარგდებიან აღდგომის მერე? აღიარე, რომ ჯოჯოხეთში მხოლოდ სულია და აღდგომის მერე ადამიანი სრულყოფილ განაჩენს სულის და ხორცის მქონე მიიღებს... ეკლესიის მამები თვითონ სახელდებას - "გეენა" ჩვეულებრივ აკუთვნებენ საშინელი სამსჯავროს შემდგომ მდგომარეობას, როდესაც სიკვდილიცა და ჯოჯოხეთიც დაინთქმება "ტბასა მას ცეცხლისასა" (გამოცხ. 20,15). ეკლესიის მამები საღვთო წერილზე დაყრდნობით თვლიან, რომ საშინელ სამსჯავრომდე ცოდვილთა ტანჯვას დაწყებითი ხასიათი აქვს: იგი შეიძლება შემსუბუქდეს ან მოიხსნას ეკლესიის ლოცვით. ასევე ჯოჯოხეთის წყვდიადით შეკრული დაცემული სულებიც დაიმარხებიან "სასჯელად დიდისა მის დღისა" (იუდ. 6; შდრ. 2 პეტ. 3,4). ციტატა შეგიძლიათ ეს განმარტოთ როგორ ეხამება სულის უკვდავებას? მართლმადიდებელი ეკლესია ამ წიგნს ეკლესიაში ოდითგანვე კითხულობდა და კანონიკურ წიგნად აღიქვამდა... ადამის სახით მთელმა კაცობრიობამ დაკარგა მათთვის მოსალოდნელი მომავალი ნეტარება, რომელიც სამოთხეში ყოფნისას ნაწილობრივ განიცადეს ადამმა და ევამ. მარადიული ცხოვრების ხილვის სანაცვლოდ კაცობრიობამ სიკვდილი, მის უკან ჯოჯოხეთი, ბნელეთი და ღვთისგან განგდება მიიღო. ამიტომ არის ძველი აღთქმის წმიდა წიგნები საიქიო ცხოვრებაზე პირქუში აზრებით სავსე. "რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიხსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთსა შინა აღგიაროს შენ" (ფს. 6,6) - ეს არ არის უკვდავების უარყოფა, არამედ საიქიოში უიმედო არსებობაზე ფიქრია. ასეთ შეგნებასა და დარდს მხოლოდ მაცხოვრის მოსვლა და სამომავლო გამოხსნის იმედი ამსუბუქებდა. "ვიცი, რამეთუ საუკუნე არს, რომელსა დახსნა ჩემი ეგულების, ქუეყანით აღდგინებად ტყავი ჩემი, რომელმან თავს-ისხნა ესენი, რამეთუ უფლისა მიერ აღესრულნეს ესენი ჩემ ზედა" (იობ. 9,25-26). "ამისთვს განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაო ჩემი, უფროისღა და ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ სასოებით. რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა" (ფს. 15,9-10). ციტატა რადგან არ არის უკვდავი ძე კაცისა. სულის უკვდავება საღვთო მადლის წყალობის შედეგია "უფალს ნებავს, რომ იგი (სული) ცოცხლობდეს" (წმ. იუსტინე მოწამე), "სული უკვდავია მადლის წყალობით - იგი აქცევს მას უკვდავად" (წმ. კირილე იერუსალიმელი და სხვანი). ამით ეკლესიის მამები განასხვავებდნენ ადამიანურსა და საღვთო უკვდავებას: ღმერთი უკვდავია თავისი ბუნებითი არსით და წმიდა წერილის მიხედვით მას "მხოლოსა აქუს უკვდავებაი" (I ტიმ 6,16). ციტატა ყოველი კაცი კი მტვერი და ფერფლია. აქ ხორცზეა საუბარი, ხოლო წიგნში „სიბრძნე სოლომონისა“ ვკითხულობთ: „მართალნი სულნი ხელთა შინა ღმრთასათა და არა შეეხოს მათ ტანჯვა“ (სიბრ. 3,1) და „მართალნი საუკუნოდ ცხონდნენ და უფლის მიერ არს სასყიდელი მათი და ზრუნვა მათთვის მაღლისა მიერ“ (სიბრ. 5,16). ესეც ხომ ძველი აღთქმაა? ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st July 2025 - 04:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი