ID ბარათი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ID ბარათი |
babaka |
Jun 25 2011, 10:20 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 25-June 11 წევრი № 11,242 |
გამარჯობათ, მაინტერესებს რას ფიქრობს ეკლესია ID ბარათებზე უნდა ავიღოთ თუ არა?
ხალხისგან გამიგია რომ ეკლესია კრძალავს და თქვენი აზრი მაინტერესებს |
georgios |
Aug 21 2011, 02:07 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
terra
ციტატა ასე, მაგალითად, ბერძნები ხშირად საუბრობენ აღტაცებით წინასწარმეტყველებაზე, რომლის თანახმადაც, რუსები დასცხებენ თურქებს, ისე გაანადგურებენ, რომ, ქალაქში, სისხლის ნიაღვრით ცხვარი დაიფარება და ბერძნებს დაუბრუნებენ კონსტანტინოპოლს. ეს ჯანსაღია, ვინმეს აზრით? ჩემი აზრით - არ. ikanosi ციტატა და იქნებ მართლა უნდა მოხდეს ასე? ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა მოხდება მომავალში და ეს არც არის გადამწყვეტი, ვიცით თუ არა მომავალზე რამე. ადამიანები თავისთავად მოწოდებულები ვართ ვიაროთ ქრისტეს გზით და დანარჩენი უკვე მასზე აიგება, მათ შორის ჩვენი მომავალიც. ქრისტიანობის გამიწიერებისკენ მუდმივი სვლა არის საშიში და ამისი ნიშნები გვაქვს კიდეც. მაგალითად ქართველებში შემხვედრია განსაკუთრებით სუფრებზე აღფრთოვანებული ხალხი, რომლებიც ქართველების იქით არ ცნობენ ქრისტიანებში უფრო მოწინავე ხალხს, ჩვენ ყველაზე ასეთი და ასეთი, ჩვენ ყველაზე ისეთი ვართ... ან რუსების ავადმყოფური თეორია მესამე რომის შესახებ, ვხედავთ რუსებიც როგორ აქცევენ ქრისტიანობას ექსკლუზიურად "დიდი სლავური" დროშის ქვეშ. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ ბერძნების ამპარტავნული მიდგომა და პირველობის ასევე დაუოკებელი წყურვილი ქრისტიანულ სამყაროში. ეს ყველაფერი ხშირად იღებს საშიშ, ნაცისტურ გამოვლინებებს და არის ასეთი მწვალებლობაც - ეთნოფილეტიზმი, რომელიც დაიგმო კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე 1872 წელს. როგორც ცალკე აღებული პიროვნება, ისე ერიც შეიძლება მართლა იყოს დიდი ღვაწლის მატარებელი, მაგრამ ამავე დროს ის არც ერთ შემთხვევაში არ უნდა კარგავდეს ზნეობრივ სამკაულს - თავმდაბლობას. წმინდა მამების ერთ-ერთი დიდი შეგონებაა: ჭეშმარიტი თავმდაბლობა საკუთარ თავს თავმდაბლად ვერ ხედავს. ვინც გულით ქრისტიანია, ის აუცილებლად თავმდაბალია, თავმდაბალი კი არ აქებს თავის თავს, არ ძალმომრეობს სხვებზე, არც მედიდურობს. ჭეშმარიტად თავმდაბალი დუმს თავის სიქველეზე და ყოველთვის ემსახურება სხვას, როგორც ამაღლებული თავს იმდაბლებს და დანარჩენებს უწევს სამსახურს. თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის ქადაგებს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ პირველ რიგში თავისი ქმედებებით, უსიტყვოდ. ეს კი სამწუხაროდ ყველას გვავიწყდება, მათ შორის ქართველებსაც... -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი