IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მეფე ნაბუქოდონოსორ მეორე
georgios
პოსტი Aug 16 2011, 11:21 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



დანიელის წიგნის კითხვისას, როდესაც დავაკვირდი იმ თავებს, სადაც მეფე ნაბუქოდონოსორზეა საუბარი, შემექმნა ასეთი შთაბეჭდილება: ეს მეფე სულაც არ არის ისეთ "საშინელ" პიროვნებად გადმოცემული ბიბლიის მიერ, როგორადაც მას ზოგიერთი წარმოაჩენს...

ხომ არ ფიქრობთ, რომ ნაბუქოდონოსორი, გარდა იმისა, რომ იყო ძლიერი მმართველი და დიდი მეფე, იყო ასევე განდობილი საღვთო საიდუმლოებებში, ინიცირებული? თავისი სიქველით გამორჩეული პიროვნება...


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
georgios
პოსტი Aug 21 2011, 10:48 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



აღსანიშნავია კიდევ ერთი:

სანამ სამი ებრაელი გამოიცდებოდა და ჩაყრიდნენ ცეცხლში, ყაზარია ამბობს ასეთ რამეს:

" შენ ყველაფერში ჭეშმარიტი სამართალნი აღასრულე ჩვენზე და ჩვენი მამა-პაპის წმიდა ქალაქზე - იერუსალიმზე, რადგან ჭეშმარიტებისა და სამართლის მიხედვით მოგვივლინე ყოველივე ჩვენი ცოდვების გამო;

რადგან ცოდვა ჩავიდინეთ და უკანონოდ მოვიქეცით შენგან განდგომილნი; ყველაფერში ვცოდავდით და ყურს არ ვუგდებდით შენს მცნებებს;

არ ვიცავდით მათ და არ ვასრულებდით ისე, როგორც შენ გვიბრძანე, რათა სიკეთე მოგვნიჭებოდა.

ყველაფერი, რაც კი ჩვენ შეგვამთხვიე და ყველაფერი, რაც გვიყავი, ჭეშმარიტი სამართლის მიხედვით მოგვიზღე;

ჩაგვყარე ურჯულო მტრების, უბილწეს განდგომილთა, უსამართლო და მთელს ქვეყანაზე უბოროტესი მეფის ხელში."


შეიძლება ვიფიქროთ, რომ როგორ მოხდა, იერუსალიმის ტაძარი რომ განადგურდა, ის ხომ ღვთის სახლი არის. მაგრამ ყაზარიას სიტყვებიდან და წინასწარმეტყველების წიგნებიდანაც ჩანს, რომ ებრაელი ხალხი მხოლოდ მაშინ ითვლება დამსახურებულად ატაროს რჩეული ერის სახელი, სანამ ის სავსეა საღვთო სწავლებით. ხოლო როდესაც ივიწყებენ, ბოროტ ძალებს ერთვებიან და ამის შედეგი და დაბოლოვება აღმოჩნდა ნაბუქოდონოსორი. ის არის ერთგვარი იარაღი ებრაელი ხალხის ისტორიის წარმართვაში და მისით აღსრულდება რაც მოიწიეს თავის თავზე ებრაელებმა.

ასევე ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ თუკი მეფეს მაინც რამე დაავადება ჰქონდა, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ლიკანტროფია, პორფირია ან სიფილისის გართულებული მდგომარეობა.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th July 2025 - 07:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი