რაჭა ჩემი სიყვარული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რაჭა ჩემი სიყვარული |
ანანო |
Aug 22 2011, 02:56 AM
პოსტი
#1
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
დავბრუნდით
რაჭაზე შეყვარებულები მე ვიტყოდი, რომ ეს იყო არაჩვეულებრივი 2 დღე, ამინდმა გვცა არაჩვეულებრივი პატივი და მოგვცა საშუალება, შეგვეგრძნო რაჭის ბუნების სიმშვენიერე მართლაც რომ გამაოგნებელი კუთხეა, საქართველოში ფოტოებით ნელ-ნელა შეავსეთ დაა გაამრავალფეროვნეთ ჩემი მშრალი რეპორტაჟი განვლილი მარშრუტი: შაორი-ნიკორწმინდა-ბარაკონი-მრავალძალი-უწერა-შოვი-ჭიორა-ღები მონაწილენი: 1.ანანო 2.ვალერი 3. di_onise 4. di_onise+ 5. ეკატო 6.ქორბუდა 7.მოგზაურა 8.ნეო 9.ლაშა ქორიძე 10.იოანა 11. sally 12.მაშიკო 13-14-15მაშიკოს + 16.თემოს + (თემო) 17ბადრი 18.ისმაილი 19. ანონიმი ფორუმელი N1 (athos) 20. გოგიჩა 21. :lela: 22. nat_uly 23. მაიკუსი 24.ანანოს + სანდრო და + 25. ანონიმიN2(ისევ ანონიმურია ) 26.გურულო 27. ანონიმი N2 + 28. ლაშა ქორიძის + 29.ბუაჩა 30. ბუაჩას + (და) 31.ქეთი გულიაშვილი 32.ბიძია თომა 33.ნათია 34. ნათიას + 35. ანანოს ძმა ყველაფერი დაიწყო სამთო ქიმიასთან, ზვიადის სამარშუტო როგორც მოსალოდნელი იყო, მაშინვე გაივსო ორგანიზატორის (ანუ თქვენი მონა-მორჩილის) და კიდევ რამდენიმე ადამიანის არაპუნქტუალურობის გამო (რას გვიშვება ეს სამსახური ) გასვლა დაგვიგვიანდა და 9ის წუთებზე გავემართეთ რაჭისკენ გზაში ვიარეთ მშვენივრად, ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს მძღოლებს, მართლაც რომ გმირულად იარეს სოფელ გომთან ismail-იც შემოგვიერთდა ქუთე ისელები კი თერჯოლაში გველოდნენ შაორზე უსაყვარლესი ადამიანი, ძია აბო დაგვხვდა მოკლედ იდეალური სიტუაცია შეიქმნა 2 საათზე ჩასულებმა მაშინვე დავიწყეთ დაბანაკება, პარალელურ რეჟიმში ბუაჩა კოცონს ანთებდა კარვების გაშლის შემდეგ, შემოვუსხედით კოცონს, სადაც გურულო, სალი და ქეთი გულიაშვილი საამო ჰანგებით გვართობდნენ ნელ-ნელა ყველა დაიშალა და ძილს მისცა თავი( ეს დაახლოებით დილის 6 საათზე მოხდა ), ზოგმა მათ შორის გოგიჩამ გაათენეს ცეცხლთან და იმდენს ლაპარაკობდნენ, არც ჩვენ დაგვაძინეს დილით მზემ გამოანათა, ნელ-ნელა ავიშალეთ და შაორზე გავცვივდით, ზოგმა იბანავა კიდეც რამდენიმე საათში ავშალეთ ბანაკი და გავემართეთ ნიკორწმინდისკენ იქ კარაველებსაც შევხვდით : ) ტაძრის ტერიტორიას და თვითონ ტაძარს რესტავრაცია უტარდება ამიტომ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, ნორმალურად ფრესკების დათვალიერება ნიკორწმინდაში ძია აბოსთან დამშვიდობება მოგვიწია, რადგან ქუთაისში ელოდებოდნენ ხოტევის ციხეზე აღარ ავიარეთ და გავემართეთ ბარაკონისკენ (ულამაზესი ტაძარი, ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ) რიონშიც გავტოპეთ, ძალიან სახალისო ფოტოებიც გადავიღეთ, რასაც შემოგვთავაზებენ ამის შემდეგ გავეშურეთ მრავალძალისკენ (სხირტლაძეების სოფელში) მიუხედავა ცუდი გზისა, ჩვენმა სპრინტერებმა გმირულად იარეს და ბოლომდე აგვიყვანეს სასწაული ადგილია. ულამაზესი ხედები, ძველებური სახლები, და სუფთა ჰაერი რაჭულ სიმშვიდესთან ჰაეროვნადაა შერწყმული : ) მრავალძალიდან ჩამოსულებს თემომ და ნათიამ გაგვახარეს, გადასახვევთან გველოდნენ განვაგრძეთ გზა და მომდევნო გაჩერება უწერაში გვქონდა, მჟავე წყლებთან თითოეული გაჩერება, საკმაოდ დიდხანს გვიგრძელდებოდა, რამაც ზოგჯერ აღმაშფოთა უწერიდან გავემართეთ შოვისკენ, სადაც ვაპირებდით დაბანაკებას იქაური მაცხოვრებელის დახმარებით არაჩვეულებრივი ადგილი ვნახეთ დასაბანაკებლად კოცონი დავანთეთ, კარვებიც გავშალეთ და შემოვუსხედით, მომღერლების შესანიშნავი სამეული გვართობდა, თემო თავის ამპლუაში იყო ანუ თამადობდა ძალიან სასიამოვნო საღამო იყო, სიამოვნებით გავიმეორებდი პირველად მეძინა მრავალვარსკვლავიან სასტუმროში ღია ცის ქვეშ მაგრამ ძილი ვინ გაცადა, დეისაძის მეგობარ თემოს ადრე გაეღვიძა და სხვაც არ დააძინა : საძაგელი ბავშვი: ნელ-ნელა წამოვიშალეთ, ზოგმა სანატორიუმი დავათვალიერეთ ულამაზესი კურორტია( სიამოვნებით წავიდოდი და დავისვენებდი, ყველანაირ ცივილიზაციას მოცილებული ) სალი დაინტერესდა იქაური ფასებით, სანატორიუმის უფროსისგან რჩევებიც მიიღო( : D) და დავბრუნდით ბანაკში როგორც იქნა ავბარგდით დაახლოებით 13 საათისთვის გავემართეთ ღებისკენ, საკმაოდ ცუდი გზა იყო, ქვიანი და მიხვეულ-მოხვეული ერთ ადგილზე გავჩერდით, იქვე თივის ზვინი იყო, დავიწყეთ ფოტოების გადაღება ამ დროს მანქანამ ჩამოიარა,გაჩერდა და უცხოელმა ტურისტმა ფოტოების გადაღება დაიწყო, რა თქმა უნდა შემოგვიერთდნენ, ერთად ფოტოც გადავიღეთ. აღმოჩნდა გაქრისტიანებული თომა და ქართველი გოგონას მეუღლე, ისეთი საყვარელი ბავშვი ჰყავდათ,დიდი ლოყებით და ლამაზი თვალებით, ყველამ ვიპოზიორეთ მასთან დავემშვიდობეთ ამ მშვენიერ ოჯახს და განვაგრძეთ გზა სოფელ ღებში ასულებს, იქაურმა მაცხოვრებლებმა ძალიან სასიამოვნო წუთები გვაჩუქეს გვიმღერეს, იქაური წეს-ტრადიციები და ლეგენდები მოგვიყვნენ ბავშვებს წამოსვლა აღარ უნდოდათ: ) რადგან გვაგვიანდებოდა თბილისში, ძლივს ჩავსვი ყველა სამარშუტოში მე და სალის ბედი გვეხსნებოდა, მაგრამ თავი დავიფასეთ და დროებით გადავდეთ : D გზად ჭიორაში შევიარეთ, მოვილოცეთ ჭიორას წინდა გიორგის სახელობის ტაძარი გავიცანით იქაური მაცხოვრებლებიც ამის შემდეგ გამოვემართეთ თბილისისკენ ნაქერაალაზე კარაველებსაც შევხვდით, საერთო ფოტოც გადავიღეთ და დავადექით გზას უკვე მენატრებით, ძალიან ლამაზი დღეები იყო ერთს დავამატებ : ძალიან მიყვარხართ -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
ეკატო |
Aug 23 2011, 09:36 PM
პოსტი
#2
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
ვბრუნდებით უკან ონისკენ
ჩვენი ყველაზეეეეეე ჯიგარი მძღოლი ზვიადი მე მოვრჩი ატვირთვას, ახლა თქვენთვის დამითმია ბურთი და მოედანი -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი