სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| George Leluashvili |
Aug 15 2011, 06:02 PM
პოსტი
#1
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
მოგესალმებით!
ამ თემის გახსნა იმ მიზეზით გადავწყვიტე, რომ თანამედროვე ოკულტური მოვლენებით ბევრი ადამიანია დაინტერესებული. დღეს ეს თემა ფართო საზოგადოებაში და რელიგიურ ადგილებში ძალიან აქტუალურია. ყველა განსხვავებულად უყურებს და აღიქვამს მას. ზოგს ეს უბრალოდ გართობა ჰგონია, ზოგს-ავადმყოფობისაგან თავდახსნის საშუალება, ზოგი კი მთელი სერიოზულობით მისდევს ამ საქმიანობას. მე თავდაპირველად მსურს ოკულტიზმი მართლმადიდებლური კუთხით განვიხილო და შემდეგ ვისაც სურვილი გექნებათ, დააფიქსირეთ საკუთარი აზრი. ![]() ოკულტიზმი (ლათ. occultus - საიდუმლო, ფარული) - მისტიკურ მოძღვრებათა საერთო სახელწოდება. ოკულტიზმის მიხედვით ბუნებაში არსებობენ იდუმალი ზებუნებრივი ძალები, რომლებთანაც ადამიანებს შეუძლიათ დაამყარონ ურთიერთობა მაგიური მოქმედებით, ჯადოსნობით და მისნობით. ოკულტიზმის განუყოფელ ნაწილებად ითვლება მაგია, ექსტრასენსორიკა, ასტროლოგია, ნუმეროლოგია, ქირომანტია, გააზრებული სიზმრები, მკითხაობა და ა.შ. “როცა სასტიკ სნეულებაში ჩავარდები, მრავალნი გირჩევენ, მიმართო ჯადოქრებს ან მისნებს, მაგრამ შენ, ღმერთს მინდობილმა, დაითმინე, გახსოვდეს, რომ ამ ტანჯვას შენთვის გვირგვინი მოაქვს. იგი აგაცილებს მომავალ სატანჯველს, თუკი სნეულებას ღვთისადმი მადლიერების გრძნობით გადაიტან. თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, მაშინ ქრისტეს დავემორჩილოთ და არ მივმართოთ ღვთის მტრებს – მისნებს, ჯადოქრებს (ე.ი ექსტრასენსებს), რამეთუ ისინი ღვთის მტრები არიან. უმჯობესია, მოვკვდეთ, ვიდრე ღვთის მტრებთან მივიდეთ. რა სარგებელია, სხეულს ვუმკურნალოთ, თუკი სულს წარვიწყმედთ, რა შენაძენია, აქ მცირე ნუგეში მივიღოთ და იქ საუკუნო ცეცხლში ეშმაკებთან ვიტანჯოთ”. წმ. იოანე ოქროპირი (სნეულებათა მისნობის შესახებ) ![]() {ოკულისტებში ვგულისხმობ ექსტრასენსებს, მკითხავებს, ჯადოქრებს, ასტროლოგებს, სპირიტისტებს და სხვა } საღმრთო წერილში, ძველსა და ახალ აღთქმაში, ოკულტიზმი, მისნობა, ჯადოქრობა, ვარსკვლავთმრიცხველობა, ცრუწინასწარმეტყველება ყველგან დაგმობილია უფლის მიერ. რჯულის კანონში მკითხავი, ისევე როგორც კაცის მკვლელი, ერთი და იმავე სასჯელის ზომით განიკანონება ეკლესიის წიაღიდან და მოუნანებლობის შემთხვევაში ანათემასაც გადაეცემა. ოკულისტების საცდური ოკულისტების მიერ წამოსული საცდური ორგვარია, ერთია ადამიანთა უმეცრებაზე დაფუძნებული მოხერხება და მზაკვრული ქმედება – ფარისევლობა და მეორეა ბოროტი სულის სასწაულები, რომელსაც შეუძლია ცრუ და დამღუპველი სასწაულებიც მოახდინოს. ზოგჯერ რაიმეს გამოცნობით ადამიანებს თავიანთი გავლენის ქვეშ აქცევენ და ასე ჩამოაშორებენ ცხონებას. ოკულისტების ზებუნებრივი ძალის შესახებ ადამიანს ღვთისგან უამრავი ძალა აქვს მინიჭებული, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ვერ ვაკონტროლებთ. მეცნიერულად შეიძლება ბევრი რამ აიხსნას. თუმცა ყველას არა აქვს იმის უნარი, რომ საკუთარი ძალები ბოლომდე შეიმეცნოს. დღეს ადამიანი თავისი შესაძლებლობების მხოლოდ ათ პროცენტს იყენებს. როცა ადამიანი დაეცა და დაემონა ბოროტ სულს, ეშმაკიც მასთან შევიდა ურთიერთობაში. ამიტომ ადამიანი რასაც თავის თავში აღმოაჩენს, შეიძლება ბოროტი ძალების ზეგავლენა იყოს და აღმოჩნდეს ბოროტი სულების ბადეში გაბმული. ამიტომ თუ შევამჩნევთ, რომ გვაქვს რაიმე გამოვლენა, თუნდაც ბიოველები, უნდა მივიდეთ მოძღვართან, ვილოცოთ და უფლის ნებით ყოველივე ისე აღესრულდება, როგორც ჩვენი სულის ცხონებას შეესაბამება. გარდაცვლილთა სულებთან ურთიერთობის რეალურობის შესახებ ე.წ. სულების გამოძახება და მათთან ურთიერთობა ილუზიაა, რეალობა კი ისაა, რომ სპირიტიზმის საშუალებით ადამიანი ბოროტ სულს, სატანას უკავშირდება და ამ სასწაულით მოხიბლული მთავარს – ცხონებას აკლდება. წმ. მამათაგან ნათქვამია, თაფლით სავსე კასრში ერთი წვეთი შხამიც რომ ერიოს, ის საშიშია ადამიანისათვის. ეშმაკმა კიდეც რომ ბევრი სასწაული გვიჩვენოს, მას ძალუძს ერთი წვეთი ისეთი საცდურიც შეურიოს მრავალ მაცდუნებელ ცრუ-სასწაულებში, რომ ადამიანი დაღუპოს და უფლის მადლს ჩამოაშოროს. თანამედროვე სპირიტიზმი არის მოძღვრება საიქიოსა და მასთან ურთიერთობაზე. იგი აცხადებს, რომ მატერიალური სამყაროს გარდა არსებობს სხვა, ასტრალური სამყაროც, რომელიც სიდიადითა და შესაძლებლობებით ჩვენსას აღემატება. რა თქმა უნდა, ამ მატერიალური სამყაროს გარდა მართლმადიდებელი ქრისტიანებიც ვაღიარებთ, რომ არსებობს ზეციური სამყარო – ღმერთი და ანგელოზები, რომლებიც აღემატებიან ჩვენს შესაძლებლობებს, მაგრამ ასევე არსებობენ დაცემული ანგელოზებიც და დემონებიც, რომლებიც ასევე აღემატებიან ჩვენს შესაძლებლობებს და ცდილობენ, ადამიანები თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქციონ და თავისუფლების მქონე ღვთის ხატად შექმნილ ადამიანს ჭეშმარიტი სარწმუნოება შეუცვალონ არასწორი და მადლს მოკლებული სარწმუნოებით. ოკულისტების მიერ გამოთქმული სიმართლე როდესაც ბოროტი სულები ანგელოზები იყვნენ, შეეძლოთ ჭეშმარიტება გამოეთქვათ. სპირიტიზმის საშუალებით, ამ რიტუალის ჩამტარებლებთან, ცხადდებიან არა მიცვალებულთა სულები, არამედ თავად ბოროტი სულები, რომლებმაც უწყიან იმ მიცვალებულის ხასიათი, მსოფლმხედველობა და მის მსგავსად ესაუბრებიან იმ ხალხს, რომლებიც სპირიტიზმის ქურუმებთან მიდიან. ადამიანს კი ჰგონია, რომ მას მიცვალებული ესაუბრება, სინამდვილეში კი ბოროტი სულია, რომელმაც ბევრი რამ იცის ამა თუ იმ პიროვნებაზე. ეკლესია ამიტომ უარყოფს ექსტრასენსების, სპირიტიზმის მიმდევრების, მისნების, მკითხავების და ვარსკვლავთმრიცხველების საქმიანობას. ისინი შეიძლება ბევრ რამეს მართალს ამბობენ, მაგრამ ამან შეიძლება ადამიანის სული დაღუპოს. ოკულტიზმით გატაცება ქრისტიანები ყველაფრის უარმყოფელები არ უნდა ვიყოთ. ბევრი რამ შეიძლება იყოს ამა თუ იმ სპორტში დადებითი. ადამიანს, ვინც ამ სპორტით არის დაინტერესებული, უნდა ჰყავდეს მოძღვარი და მისი დახმარებით ადვილად გაარჩევს, რა არის ამ სპორტში კარგი და რა ცუდი. აღმოსავლური სპორტის ზოგიერთ სახეობებში არის მედიტაცია, რელიგიური რიტუალები, ბუდისტური ლოცვები. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მისაღები არ უნდა იყოს. ხოლო რაც გამაჯანსაღებელია იმ სპორტში, ამას ჩვენი ეკლესია მიიღებს. წმინდა ბასილი დიდს აქვს ნაშრომი, თუ როგორ შეიძლება ბოროტი წიგნების გამოყენება. როგორც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერია: სიყრმიდანვე მან დაისწავლა ბევრი საღვთისმეტყველო წიგნები და ასევე ამაქვეყნეული წიგნებიც და რაიცა ჯირკვალი იყო განაგდო და რაიცა კარგი იყო, შეიწყნარაო. ანუ, ქრისტიანს უნდა ჰქონდეს იმდენად დახვეწილი გონება და უნდა ჰყავდეს მოძღვარი, რომ შეეძლოს ადვილად გაარჩიოს თეთრი შავისაგან. ყველაფერში შეგვიძლია ვნახოთ დადებითი მარცვალი და ის შევიწყნაროთ. აღმოსავლური მედიცინა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩინურ მედიცინას და მის დადებით მხარეებს ხშირად ახსენებს. ყველა რელიგიაში არსებობს მარცვალი ჭეშმარიტების და ბუნებრივია, ამის გამო მათი რელიგია არ უნდა ვაღიაროთ. თავად ღმერთის ჭეშმარიტების მარცვლები ბევრ რელიგიაში შეიძლება იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი ამ რელიგიების ბადეში არ გაებმებოდა, ამიტომ ჩვენი ვალია, რომ გავარჩიოთ კარგი მარცვალი თუნდაც აღმოსავლურ რელიგიურ მედიცინაშიც. ბევრი რამე მისაღებია მედიცინის კუთხით, მაგრამ რიტუალები ჩვენთვის მიუღებელია და მის აღიარებას არც პატრიარქი და არც ეკლესია არ დაუშვებს. იოგას მიმდევრები ჯვრის ნაცვლად ბუდისტურ ხის ბზით გაკეთებულ ფსკვნილს ატარებენ, ფსკვნილს ჩვენ ვუწოდებთ, თორემ ბუდისტური რელიგიის ნიშანია. ისინი, ფაქტობრივად, ტრადიციული რჯულის ნახევრად უარმყოფელნი არიან, რადგან გულზე ჯვარი აღარ უკეთიათ. ქირომანტია (ხელისგულზე მკითხაობა) ხელის გულზე მკითხაობამ შეიძლება ადამიანზე ცუდი გავლენა მოახდინოს. ქირომანტები ამბობენ, რომ ხელის გულზე ხაზი თუ სადღაც წყდება, ადამიანი ახალგაზრდა იღუპება. თუ მკითხავი ადამიანს ამას ეტყვის, არ არის გამორიცხული, რომ ფსიქოლოგიურად შეირყეს ან თუნდაც რაიმე დაემართოს, ან გულის შეტევით გარდაიცვალოს, ან ამ ფიქრებში ავტოკატასტროფა შეემთხვეს, ყოფილა შემთხვევები როცა ასე დაუსრულებიათ სიცოცხლე. ჩემი მრევლის ერთ-ერთ წევრს მკითხავმა უთხრა, რომ ის ახალგაზრდობაში თავს ჩამოიხრჩობდა. ერთხელაც ჩამოკიდა ბაწარი და თავი გაუყარა, შემთხვევით მამა სამსახურიდან ადრე დაბრუნდა და შვილი გადაარჩინა. შემდეგ მე მომიყვანა. ამ ახალგაზრდას ხმა ესმოდა: ადექი, გააკეთე, მოვიდა ის დრო, რასაც მკითხავი გეუბნებოდა, ასე მონა გახდა ეშმაკისა. ამ ისტორიას ქადაგებისას ხშირად ვიხსენებ და მკითხაობის სისაძაგლეს ვაჩვენებ მრევლს. ჯადოქრები, ე.წ. პარაფსიქოლოგები ძველ და ახალ აღთქმაში შეჩვენებული არიან, უფრო მეტიც ისინი კაცის მკვლელებად ითვლებიან. ეს მკვლელები რეალური მკვლელებისგან განსხვავებით ადამიანს ღუპავენ სულითაც და ხორცითაც. ვინც მათი გავლენის ქვეშ ექცევა კარგავს ცხონებას და სულს იღუპავს. შეიძლება ხორციელად განიკურნონ, მაგრამ ეშმაკს შეუძლია ერთი დაავადება მეორეთი შეცვალოს და ადამიანის სული დაღუპოს. რად გვინდა ეგეთი გადარჩენა ხორცისა, რომელიც სულის დაღუპვას ეფუძნება. უფალი ამბობს, გეშინოდეთ იმისა, ვისაც სულისა და ხორცის მოკვლა შეუძლია და ნუ გეშინიათ მათი, ვისაც მხოლოდ ხორცის მოკვლა შეუძლია. ეშმაკს შეუძლია ადამიანის მხოლოდ ხორცი მოკლას, მას არ აქვს ძალაუფლება სულზე და სულისა და ხორცის მოკვდინება ღმერთს შეუძლია და მისი გვეშინოდეს. კოსმოსთან კავშირი ![]() დაცემული დემონები, რომლებიც ანგელოზები იყვნენ, სწორედ კოსმოსში არიან გაბნეულნი. ჩვენ უნდა განვასხვავოთ კოსმოსი და ზეცა, ღმერთი და ანგელოზები ზეციურ სამყაროში არიან და ცა განსხვავდება ზეცისგან, ცა სხვა არის და ზეცა სხვა. ცაში, ანუ კოსმოსში განბნეულნი არიან ბოროტი სულები, ეშმაკები. რა თქმა უნდა, მათ ადამიანებთან კავშირი აქვთ, ბევრი ჰყავთ დამონებული ე.წ. მსახურები. სწორედ მისნებითა და სხვადასხვა ჯადოქრობებით ცდილობენ ადამიანთა სულებზე გავლენის მოხდენას და ისინი ახვევენ თავიანთ დამღუპველ სულიერ ბადეში ადამიანებს. რატომ მოუწოდებენ ხშირად ოკულისტები მათთან მისულ ადამიანებს ეკლესიაში სიარულიკენ ასეთი მაცდური ადამიანის ტაძარში სიარული შეიძლება უმეცრების შედეგიც იყოს, რადგან შეიძლება არც ესმოდეს, რომ ეშმაკის ბრმა იარაღად არის ქცეული და მისნობა პატივადაც კი მიაჩნდეს. ხშირ შემთხვევაში კი ტაძარში შეგნებულად მოდის, რათა, როგორც სახარებაშია ნათქვამი, უფლის გამორჩეული მორწმუნეები აცდუნოს. ეშმაკის მთავარი მიზანია, რომ ღვთის გზაზე მიმავალი ადამიანთა სულები დაღუპოს და არა ისინი, რომლებიც არც კი ცდილობენ სულის ცხონებას და არც ბოროტი სულის არსებობა სწამთ. როგორც აღვნიშნეთ, ეშმაკს და მის მსახურებს მონათლული და მირონცხებული ადამიანის სული უნდა, რომ თავის გავლენაში მოაქციოს და დაღუპოს, თორემ მოუნათლავი ადამიანი ისედაც არ დგას ცხონების გზაზე. ეშმაკისა და მისნების მთავარ სამიზნეს მართლმორწმუნე წარმოადგენს. სამების ტაძრის დეკანოზი იაკობ აბაშიძე -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
| georgios |
Aug 26 2011, 01:20 PM
პოსტი
#2
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა რას რა "ეწოდება" რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია რას ასწავლის, როგორ ასწავლის, რაში ცდება, ან რა სარგებლობა მოაქვს. შენთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მეცნიერული და კვლევითი მიზნებისთვის აქვს. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
GIORGI LELUASHVILI ოკულტიზმი Aug 15 2011, 06:02 PM
A.V.M აუ ოკულტიზმზე ოსიპ... Aug 15 2011, 06:47 PM
Kanishtha-Adhikar თუ ნებას მომცემთ, მ... Aug 15 2011, 07:55 PM
GIORGI LELUASHVILI Kanishtha-Adhikar
საინტერესო ... Aug 15 2011, 09:20 PM
GIORGI LELUASHVILI A.V.M
არ შეგიძლია რომ ... Aug 15 2011, 11:37 PM
georgios GIORGI LELUASHVILI
აგერ ერთ-ერ... Aug 16 2011, 02:25 AM
GIORGI LELUASHVILI georgios
ეს შენი სიტყვებ... Aug 16 2011, 06:55 AM
georgios GIORGI LELUASHVILI
ჩემია. სხვი... Aug 16 2011, 10:08 AM
GIORGI LELUASHVILI georgios
კაია მაშინ:)
ლინ... Aug 16 2011, 03:29 PM
Kanishtha-Adhikar GIORGI LELUASHVILI
იცი მართლმა... Aug 16 2011, 06:33 PM
GIORGI LELUASHVILI Kanishtha-Adhikar
მგონი ოკულტ... Aug 16 2011, 08:04 PM
Kanishtha-Adhikar GIORGI LELUASHVILI
ხო რა;
ყოველ ... Aug 17 2011, 03:29 PM
GIORGI LELUASHVILI Kanishtha-Adhikar
ეხლა გადავხ... Aug 24 2011, 08:21 PM
georgios GIORGI LELUASHVILI
თავისთავა... Aug 24 2011, 08:43 PM
GIORGI LELUASHVILI georgios
ხო გასაგებია მა... Aug 24 2011, 08:59 PM
georgios GIORGI LELUASHVILI
თავისთავა... Aug 24 2011, 09:02 PM
GIORGI LELUASHVILI georgios
კი სწორი ხარ და ... Aug 24 2011, 09:08 PM
georgios GIORGI LELUASHVILI
მაგალითად, ... Aug 24 2011, 09:10 PM
GIORGI LELUASHVILI georgios
ეხლა მე ნამდვი... Aug 24 2011, 09:12 PM
georgios GIORGI LELUASHVILI
ამას კარგა... Aug 24 2011, 09:17 PM
starscream Kanishtha-Adhikar
ვერაფრით ვე... Aug 24 2011, 09:19 PM
Kanishtha-Adhikar
Kanishtha-Adhikar
ვერაფრით ვე... Sep 14 2011, 07:56 PM
GIORGI LELUASHVILI georgios
გასაგებია:)
starscream... Aug 24 2011, 09:24 PM
georgios საყურადღებოა, რომ ... Aug 24 2011, 11:04 PM
ქევანა GIORGI LELUASHVILI
იი, არ დაგიხ... Aug 25 2011, 08:01 PM
georgios ქევანა
ოკულტურ მი... Aug 25 2011, 08:07 PM
ქევანა georgios
ყოველ შემთხვევ... Aug 25 2011, 08:10 PM
georgios ქევანა
მერე ვინ უთ... Aug 25 2011, 08:20 PM
GIORGI LELUASHVILI ქევანა
georgios
რას რა ... Aug 26 2011, 12:18 PM
GIORGI LELUASHVILI georgios
შეგიძლია მიპას... Aug 26 2011, 01:46 PM
georgios GIORGI LELUASHVILI
ვედები არი... Aug 26 2011, 01:51 PM
ikanosi
განგანათლეს უკვე? :... Aug 26 2011, 02:37 PM
terra
განგანათლეს უკვე? :... Aug 26 2011, 02:43 PM
GIORGI LELUASHVILI georgios
გასაგებია, მაგ... Aug 26 2011, 02:38 PM
georgios ikanosi
terra
არა, არ ვაპირ... Aug 26 2011, 02:54 PM
GIORGI LELUASHVILI ikanosi
terra
ბიჭო, ბიჭო რა ... Aug 26 2011, 02:57 PM
georgios
ისე როგორი რთული წ... Aug 26 2011, 03:17 PM
GIORGI LELUASHVILI georgios
:D
ოღონდ რამენაი... Aug 26 2011, 03:35 PM
terra
georgios
:D
ოღონდ რამენა... Aug 26 2011, 03:55 PM
GIORGI LELUASHVILI terra
:D :D :D
ჰაააჰაჰაჰა:D
... Aug 26 2011, 03:57 PM
terra GIORGI LELUASHVILI
კარგი. Aug 26 2011, 03:59 PM
A.V.M
:D :D :D
ისე ბოლო ხან... Aug 26 2011, 08:37 PM
georgios A.V.M
მართლმადიდებელ... Aug 27 2011, 03:20 PM
A.V.M georgios
ეჭვი კი არა კაც... Aug 27 2011, 08:44 PM
georgios A.V.M
ამ თემაში მაგ სა... Aug 27 2011, 08:54 PM
GIORGI LELUASHVILI A.V.M
ანუ ჩემ მართლმა... Aug 27 2011, 09:55 PM
A.V.M
ხო იცი რომ არ მეპარ... Aug 31 2011, 09:32 PM
georgios A.V.M
ალბათ უფრო შეყვ... Sep 1 2011, 12:29 AM
A.V.M მე სხვა რამეს ვამბ... Sep 1 2011, 09:53 AM
georgios A.V.M
რაღა შენიშვნა, კ... Sep 1 2011, 11:08 AM
GIORGI LELUASHVILI georgios
ვაა, ეს რა მაგრა... Sep 3 2011, 03:07 PM
georgios GIORGI LELUASHVILI
იმიტომ, რომ... Sep 3 2011, 11:03 PM
GIORGI LELUASHVILI georgios
აბსოლუტურად გე... Sep 3 2011, 11:28 PM
georgios A.V.M
მაგ პერიოდებს თ... Sep 3 2011, 11:33 PM
GIORGI LELUASHVILI A.V.M
ეს მგონი უკვე ფა... Sep 4 2011, 11:17 PM
ikanosi GIORGI LELUASHVILI
რატომ? სწორ... Sep 4 2011, 11:21 PM
georgios
ვერ ვხვდები, წიგნი... Sep 4 2011, 11:24 PM
ikanosi georgios
არამართლმადიდ... Sep 4 2011, 11:25 PM
GIORGI LELUASHVILI ikanosi
შენ მასზე უარე... Sep 4 2011, 11:28 PM
georgios ikanosi
თუ მე ქრისტიანი... Sep 4 2011, 11:28 PM
GIORGI LELUASHVILI ikanosi
სწორია, მაგრამ ... Sep 4 2011, 11:29 PM
ikanosi GIORGI LELUASHVILI
ზემოთ დავწ... Sep 4 2011, 11:30 PM
georgios ikanosi
გააჩნია რა საკ... Sep 4 2011, 11:34 PM
A.V.M მეც საკმაოდ მაქვს ... Sep 4 2011, 11:34 PM
GIORGI LELUASHVILI A.V.M
რტყობა ეგ პიროვ... Sep 4 2011, 11:39 PM
GIORGI LELUASHVILI A.V.M
აბა ყველამ ჩვენ ... Sep 4 2011, 11:52 PM
georgios ოკულტური ლიტერატუ... Sep 4 2011, 11:58 PM
GIORGI LELUASHVILI georgios
სად შეიძლება ა... Sep 4 2011, 11:58 PM
A.V.M ლელუაშვილი სკაიპშ... Sep 5 2011, 12:00 AM
georgios GIORGI LELUASHVILI
ინტერნეტში... Sep 5 2011, 12:01 AM
GIORGI LELUASHVILI georgios
არც ეს იცი სად ი... Sep 5 2011, 12:03 AM
georgios GIORGI LELUASHVILI
ბოლო დროს პ... Sep 5 2011, 12:08 AM
GIORGI LELUASHVILI georgios
უკვე მაინტერეს... Sep 5 2011, 12:21 AM
georgios GIORGI LELUASHVILI
რთულია თეო... Sep 5 2011, 12:26 AM
GIORGI LELUASHVILI georgios
და როცა შენ ამა... Sep 5 2011, 12:29 AM
georgios GIORGI LELUASHVILI
რას ამბობ, თ... Sep 5 2011, 12:31 AM
GIORGI LELUASHVILI georgios
გასაგებია, მაგრ... Sep 5 2011, 12:39 AM
georgios GIORGI LELUASHVILI
სხვათა შორ... Sep 5 2011, 12:49 AM
GIORGI LELUASHVILI georgios
ან რაღაც დიდი ს... Sep 5 2011, 12:52 AM
georgios GIORGI LELUASHVILI
არა, არ უქრო... Sep 5 2011, 12:53 AM
GIORGI LELUASHVILI georgios
ან ბოლომდე უნდა... Sep 5 2011, 01:01 AM
georgios GIORGI LELUASHVILI
რაც საჭირო... Sep 5 2011, 01:03 AM
GIORGI LELUASHVILI ერთი სიტყვით გავეც... Sep 5 2011, 01:11 AM
georgios GIORGI LELUASHVILI
კი, მაგრამ ... Sep 5 2011, 01:16 AM
GIORGI LELUASHVILI georgios
თვითონ პიროვნე... Sep 5 2011, 12:12 PM
georgios GIORGI LELUASHVILI
მე საერთოდ ... Sep 5 2011, 12:13 PM
GIORGI LELUASHVILI georgios
ნეტა მეც ასე ვი... Sep 5 2011, 12:25 PM
georgios GIORGI LELUASHVILI
გამომუშავე... Sep 5 2011, 12:32 PM
GIORGI LELUASHVILI georgios
ეხლა არ მითხრა ... Sep 5 2011, 12:51 PM
georgios GIORGI LELUASHVILI
ნწუ.
მაგრამ ... Sep 5 2011, 12:52 PM
GIORGI LELUASHVILI georgios
ასტრონომია კი, ... Sep 5 2011, 01:12 PM
georgios GIORGI LELUASHVILI
მაგრამ არც ... Sep 5 2011, 04:24 PM
A.V.M
ეშმაკი უქრის,ეშმა... Sep 5 2011, 07:00 PM
GIORGI LELUASHVILI georgios
ეს რათქმაუნდა... Sep 5 2011, 07:54 PM
GIORGI LELUASHVILI შეგიძლიათ ვინმეს რ... Sep 14 2011, 07:18 PM
Kanishtha-Adhikar
შეგიძლიათ ვინმეს ... Sep 14 2011, 08:27 PM
georgios GIORGI LELUASHVILI
ექსტაზი არ... Sep 14 2011, 07:45 PM
A.V.M ეხლა გუგლში ჩავწერ... Sep 14 2011, 07:51 PM
georgios A.V.M
ექსტაზის მდგომ... Sep 14 2011, 07:54 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th March 2026 - 08:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი