ღვთის წმინდა ტაძარში მსახურება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთის წმინდა ტაძარში მსახურება |
George Leluashvili |
Apr 11 2011, 06:36 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ტაძრის მსახურები დღეს ყველა ტაძარს ყავს მსახურები:სტიქაროსნები, მედავითნეები, მგალობლები, მესანთლეები, დამლაგებლები და ა.შ. ვინც ტაძარში მსახურობენ,ალბათ უნდა იცოდნენ,რომ საპატიო მდგომარეობა უკავიათ და ამავდროულად საპასუხისმგებლოც.ტაძრის მსახურზე ბევრი რამაა დამოკიდებული.მაგ: ტაძარში პირველმოსულ ადამიანზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს,თუ როგორ მოექცევიან და როგორ გაესაუბრებიან მას.ამის შესაბამისად მას შემდგომში უფრო დიდი სურვილი უჩნდება კვლავ ტაძარში მისვლისა,ან რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს შეიძლება საპირისპიროც მოხდეს და ტაძრის მსახურების ქცევამ,ან მათმა მკაცრმა პასუხმა ის დააბრკოლოს.ამიტომ ტაძრის მსახურს უნდა ესმოდეს,რომ მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული და დიდი როლი აკისრია. ეკლესიის მსახურება მართლაც რომ დიდი პასუხისმგებლობაა.მსახურს უკვე ბევრი მოეთხოვება უფლის წინაშე,რადგან მას ემსახურება ხალხის წინაშე. ბევრი უყურებს თუ როგორ იქცევა იგი და ამის შესაბამისად გამოაქვთ ეკლესიურ ადამიანებზე დასკვნები.ამიტომ ის რაც შეიძლება თავდაჭერილი, კეთილი, ზრდილობიანი, ზნეობრივი და მოწესრიგებული უნდა იყოს და ამ ყოველივეს აღსრულების შემდეგ ხალხისგანაც პატივისცემას და სიყვარულს დაიმსახურებს.(ეს სწორად გამიგეთ) ამ თემის გახსნა კი იმიტომ გადავწყვიტე,რომ ეს ყოველივე გაითვალისწინონ ტაძრის მსახურებმა და უფრო ყურადღებით და დაკვირვებით მოეკიდონ თავიანთ საქმეს. ტაძრის მსახურებს განსაკუთრებით ვთხოვ გამომეხმაურონ და გავისაუბროთ ამის შესახებ. სიყვარულითა და პატივისცემით mociquli qristesi -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Aug 27 2011, 03:23 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
დღეს ქ.რუსთავში, რუსთაველისა და მარნეულის მთავარეპისკოპოს იოანეს მიერ ეკურთხა და გაიხსნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი (ე.წ. რუსთავის სიონი).
ხვალ საღამოს 6 საათზე ქ.რუსთავში ხსენებული ტაძრის სანახავად ჩამობრძანდება მისი უწმინდესობა და უნეტარესობა-ილია II. რუსთაველები ვემზადებით მის დასახვედრად. ჩემი შთაბეჭდილებები მინდა გადმოვცე: დღეს წირვაზე ჩემ ტაძარში ვიმსახურე და ლიტურგიის დასრულების შემდეგ მე და კიდევ ერთი სტიქაროსანი გავემართეთ ამ ტაძრის სანახავად. როცა ტაძარში შევედით, მრევლს ქადაგებით მიმართავდა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა-მეუფე იოანე. როცა ქადაგება დასრულდა და მეუფე წაბრძანდა, შევედით საკურთხეველში. საკურთხეველი ისეთი მადლიანი იყო, რომ აღარ მინდოდა იქიდან გამოსვლა მოვიკითხეთ ერთმანეთი სტოქაროსნებმა, გავისაუბრეთ; ზედაშესა და სეფისკვერზე დაგვპატიჟეს ასევე ვნახე მრავალი ჩემი ნაცნობი სასულიერო პირი. თბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი, გულიანად დაგვლოცეს და წარმატებები გვისურვეს. ასეთ თბილ გარემოში ნამდვილად გახარებული ვიყავი და კარგა ხანია თავი ასე კარგად არ მიგვრძნია. ტაძარი არის ძალიან მაღალ დონეზე, ოსტატურად აშენებული, ჩუქურთემებით მორთული. ეკლესია მთლიანად ხელით აშენდა, ერთი ამწეც კი არ გამოუყენებიათ. ტაძარი საკმაოდ დიდია. (თბილისის სიონთან შედარებით, უმნიშვნელოდ პატარა) კანკელი იმისთანაა, რამდენიმე წუთი მის წინ ვიდექი და თვალს ვერ ვწყვეტდი. საუცხოოდაა მოჩუქურთმებული. ჭაღი თითქმის მთლიანად ტაძარს წვდება. ხატებითაა მორთულ-მოჭედილი. მისმა ყურებამ შესაძლოა თავბრუ დაგახვიოს ხო და ასე, დღეს ძალიან კარგ ხასიათზე ვარ. ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, შეგიძლიათ მობრძანდეთ და თქვენც მოილოცოთ სიონი. ასეთი მადლი და წყალობა მოიღო უფალმა ქალაქ რუსთავზე. დიდება და მადლობა მას ყოველივესათვის. შეგიძლიათ ეს ბმულებიც იხილოთ და უფრო დაწვრილებით გაეცნოთ. http://www.google.ge/search?hl=ka&source=h...bNMfusgbX4dWJCA 27.08.2011 -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 06:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი