სვანეთიოოო, 8-9-10-11 სექტემბერი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სვანეთიოოო, 8-9-10-11 სექტემბერი |
ანანო |
Aug 27 2011, 12:23 AM
პოსტი
#1
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
იოანა ვერ ხსნის თემას და მის დაწერილს დავაკოპირებ
ანუ ორგანიზატორი არის იოანა საქმე იმაშია, რომ ყველანი აქედან მივდივართ სვანეთში. რამდენადაც სვანეთამდე შორი გზაა, ამდენად ხუთშაბათ საღამოს შევიკრიბებით აქვე, თბილისში და წავალთ ზუგდიდში. იმ საღამოს გავჩერდებით ჩემთან სახლში (იოანასთან). გამოვიძინებთ (რაც მთავარია მძღოლი გამოიძინებს) და დილას უთენია დავადგებით სვანეთის გზას, ისე, რომ მზის ამოსვლამ, სადღაც ენგურჰესთან მოგვისწროს და დავტკბეთ სვანეთისკენ მიმავალი გზის ხილვით. იმედი მაქვს, მინიმუმ ერთ სამარშუტო ტაქსს გავავსებთ (თუმცა გამორიცხული არ არის 7 კაციანით წასვლა), მაქსიმუმ – ორს. სვანეთის მოვლის გენერალური გეგმის შედგენას, ჩემი იმედისა და თემოს დაპირების საფუძველზე, ველოდები თემოსგან. სამეგრელოსთვის ერთი დღის დათმობის (ასეთ შემთხვევაში უნდა გავიდეთ ოთხშაბათ საღამოს ანუ 7 სექტემბერს და ხუთშაბათი (8 სექტემბერი) დავუთმოთ სამქგრელოს) იდეა ამ ეტაპზე, გადაღლილობის შიშით, უტოპიურად იქნა მიჩნეული, თუმცა, თქვენი სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება და განხილვა. თბილისიდან წავალთ სამარშრუტო ტაქსით და არა მატარებლით, როგორც ეს განიხილებოდა რაჭაში, რადგანაც თანხობრივად თითქმის იგივე ჯდება და აზრს კარგავს. მგზავრობა სავარაუდოდ დაჯდება 50 ან 60 ლარი (დამოკიდებულია მარშრუტზე. აღნიშნულ თანხაში შედის სასმელისა და ერთჯერადი ჭურჭლის ყიდვა). ღამის გათენება მცივანებისთვის შესაძლებელი იქნება ოჯახური ტიპის სასტუმროებში (რაც თავის მხრივ ცალკე თანხებთან იქნება დაკავშირებული), არამცივანებისთვის – კარვებში. ღონისძიება უპირობოდ გადაიდება/გაუქმდება მეტეოროლოგიური სამსახურების მიერ ცუდი ამინდების პროგნოზირების შემთხვევაში. ველი თქვენგან თანამშრომლობას, გულისხმიერებას და თანადგომას მარშრუტი: თბილისი – სვანეთი. თარიღი: 8–11 სექტემბერი. პირველი გაჩერება – ზუგდიდი. მეორე და ძრითადი გაჩერება – მესტია (დაბანაკება მესტიაში). დღეები: 8 სექტემბერი: თბილისი–ზუგდიდი 9 სექტემბერი: ზუგდიდი–ენგურჰესი–ლატალი (ორი ეკლესიის ნახვა)–მესტია–ქვაზე შემდგარი სიყვარულის კოშკის ნახვა (არ მისული იფარამდე)– უშგული (+მუზეუმები) – მესტია. 10 სექტემბერი: მესტია – ქორულდის ტბები (ასვლა ფეხით) – მესტია 11 სექტემბერი: მესტია – ჭალაათი – მესტია – თბილისი ესეც სია: 1.მოგზაურა 2.ნეო 3.იოანა 4.სალი (?) 5.ქევანა (?) 6.გურულო (?) -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
ბიძია თომა |
Aug 30 2011, 08:22 PM
პოსტი
#2
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
tamuna m
tamuna m მთავარი გაძლება არ არის. ფეხები არ უნდა გატკინოს. მთავარი პრობლემა მანქანა კი არ არის, მთავარია ქორულდზე და ჭალაათში სიარული რამდენად გაქაჩავენ და ერთი ორი ადამიანის გამი რო არ დააგვიანონ ან ასვლაშI ან ჩამოსვლაშI, აუცილებლად უნდა იყოს ლიდერი როცა ამდენია დამიანი მიდის მთაშI და აუცილებლად უნდა იყოს ჩამკეტი და დარწმუნებული ვარ ძალიან გაუჭირდებათ მაგის გარეშე, კარგად ვიცნობ აქ მყოფთ ჩემ საყვარელ მეგობრებს და სამწუხაროდ ნაკლებად შეუძლიათ მზგავსი რამის გაკეთება, ჩამოგიწერთ გეგმას და როგორც საჭიროა ისე უნდა მოიქცეთ ვინმე რო უკან არ ჩამოგრჩეთ. ყველა თავის თავზე ფიქრობ ხოლმე მთაშI რო მიდის გამოუცდელი ხალხი. -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
იოანა |
Aug 30 2011, 08:35 PM
პოსტი
#3
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
tamuna m tamuna m მთავარი გაძლება არ არის. ფეხები არ უნდა გატკინოს. მთავარი პრობლემა მანქანა კი არ არის, მთავარია ქორულდზე და ჭალაათში სიარული რამდენად გაქაჩავენ და ერთი ორი ადამიანის გამი რო არ დააგვიანონ ან ასვლაშI ან ჩამოსვლაშI, აუცილებლად უნდა იყოს ლიდერი როცა ამდენია დამიანი მიდის მთაშI და აუცილებლად უნდა იყოს ჩამკეტი და დარწმუნებული ვარ ძალიან გაუჭირდებათ მაგის გარეშე, კარგად ვიცნობ აქ მყოფთ ჩემ საყვარელ მეგობრებს და სამწუხაროდ ნაკლებად შეუძლიათ მზგავსი რამის გაკეთება, ჩამოგიწერთ გეგმას და როგორც საჭიროა ისე უნდა მოიქცეთ ვინმე რო უკან არ ჩამოგრჩეთ. ყველა თავის თავზე ფიქრობ ხოლმე მთაშI რო მიდის გამოუცდელი ხალხი. თემო, გადამრევ მე შენ ისე ლაპარაკობ, თითქის შენი შედგენილი არ იყოს ეს გეგმა. გეგმას რომ ადგენდი, მაშინ არ გვიცნობდი? -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი