IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გამოკითხვა, ემხრობით თუ არა ელექტრონული პასპორტების აღებას
ემხრობით თუ არა ელექტრონული პასპორტების აღებას
ემხრობით თუ არა ბიომეტრიული პასპორტებისა და ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღებას სავალდებულო წესით
არ ვემხრობი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ნიშნავს ანტიქრისტეს ბეჭედის მიღებას ან ნაბიჯს ამ გზაზე; [ 14 ] ** [27.45%]
არ ვემხრობი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვისა და ტოტალური კონტროლისაკენ გადადგმული ნაბიჯი, რაც ჩემთვის, როგორც მოქალაქისათვის მიუღებელია; [ 14 ] ** [27.45%]
ვემხრობი (არ ვარ წინააღმდეგი), რადგან მიმაჩნია, რომ ბიომეტრიული პასპორტებისა და პირადობის მოწმობის აღება საერთოდ არ არის დაბრკოლება სულის ცხონების გზაზე [ 16 ] ** [31.37%]
მიჭირს პასუხის გაცემა [ 7 ] ** [13.73%]
სულ ხმები:: 51
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
damiane80
პოსტი Aug 5 2011, 01:08 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



მოკლედ ეს არის გამოკითხვა ბოლო დროის ყველაზე აქტუალურ თემაზე. ცხადია, ყველას შეუზლია პოზიცია გამოხატოს და თანაც მოაყოლოს მოტივაცია, რაც ყველაზე საინტერესო იქნებოდა.

აქვე მომყავს იოანეს გამოცხადებიდან (აპოკალიფსიდან) შესაბამისი ადგილი, რომელზედაც ხშირად აპელირებენ პაპორტის აღების მოწინააღმდეგენი (თავი მე–13)

თავი 13
11. და ვიხილე სხუაჲ მჴეცი, აღმომავალი ქუეყანით, და აქუნდეს რქანი, მსგავსნი კრავისა, და ზრახვიდა, ვითარცა ვეშაპი. 12. და ჴელმწიფებასა პირველისა მის მჴეცისასა ყოველსა იქმნ წინაშე მისსა და ჰყოფდა ქუეყანასა და ყოველთა მკჳდრთა მისთა, რაჲთა თაყუანის-სცენ მჴეცსა მას პირველსა, რომლისა წყლულებაჲ სიკუდილისა მისისაჲ განიკურნა. 13. და იქმნ სასწაულთა დიდთა, და რაჲთა ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით წინაშე კაცთა. 14. და აცთუნებს მკჳდრთა მათ, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა, სასწაულთა მათთჳს, რომელ მიეცნეს მას ქმნად წინაშე მჴეცისა მის, და ეტყჳს მკჳდრთა ქუეყანისათა, რაჲთა ქმნან ხატი მჴეცისაჲ მის, რომელსა-იგი აქუნდა წყლულებაჲ და ცხოვნდა მახჳლისგან. 15. და მიეცა მას სული მიცემად ხატსა მას მჴეცისასა, რაჲთა იტყოდის ხატი მჴეცისაჲ მის და ქმნას. ყოველნი, რომელთა არა თაყუანის-სცენ ხატსა მჴეცისასა, მოიკლნენ. 16. და ყვნეს ყოველნივე - მცირენი და დიდნი, და მდიდარნი და გლახაკნი, და აზნაურნი და მონანი, - რაჲთა მიიღონ ბეჭედი ჴელსა მათსა მარჯუენესა ზედა, ანუ შუბლსა ზედა მათსა. 17. და რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მჴეცისა მის, ანუ რიცხჳ სახელისა მისისაჲ. 18. აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაჲ, აღიპყარნ რიცხჳ იგი მჴეცისაჲ, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს რიცხჳ მისი ექუსას სამეოც და ექუს.


აქვე, იმავე აპოკალიფსიდან კიდევ ერთი ადგილი მინდა მოვიყვანო, თავი მე–7, სადაც საუბარია, მორწმუნეთა დაბეჭდვაზეც უფლის სახელით:

ციტატა
1. და შემდგომად ამისა ვიხილენ ოთხნი ანგელოზნი, მდგომარენი ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა. და ეპყრნეს ოთხნი იგი ქარნი ქუეყანისანი, რაჲთა არა ქროდიან ქუეყანასა ზედა, არცა ზღუასა, არცა ხეთა. 2. და ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, აღმომავალი აღმოსავალით მზისაჲთ, და აქუნდა ბეჭედი ღმრთისა ცხოველისაჲ. და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა ოთხთა მათ ანგელოზთა, რომელთა მიეცა ვნებაჲ ქუეყანისა და ზღჳსაჲ, ვითარმედ: 3. ნუ ავნებთ ქუეყანასა, ნუცა ზღუასა, ნუცა ხეთა, ვიდრემდის დავჰბეჭდნეთ მონანი ღმრთისა ჩუენისანი შუბლთა ზედა მათთა. 4. და მესმა რიცხჳ დაბეჭდულთაჲ მათ: ას ორმეოცდაოთხი ათასი დაბეჭდულთაჲ ყოვლისაგან ტომისა ძეთა ისრაჱლისათა: 5. თესლისაგან იუდაჲსა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთაჲ, თესლისაგან რუბენისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან გადისა ათორმეტი ათასი, 6. თესლისაგან ასერისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ნეფთალემისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან მანასესა ათორმეტი ათასი, 7. თესლისაგან სჳმეონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ლევისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იზაქარისა ათორმეტი ათასი, 8. თესლისაგან ზაბულონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იოსებისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ბენიამინისა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთაჲ.

9. და შემდგომად ამისა ვიხილე: და აჰა ერი ფრიადი, რომლისა აღრიცხუვად ვერვინ შემძლებელ იყო, ყოველთაგან წარმართთა და ტომთა და ერთა და ენათა, მდგომარენი წინაშე საყდრისა და წინაშე კრავისა, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკებითა და ჴელთა მათთა აქუნდა ფინიკები.
10. და ჴმობდეს ჴმითა დიდითა და იტყოდეს: მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ, მჯდომარისა საყდარსა ზედა, და კრავისა. 11. და ყოველნივე ანგელოზნი დგეს გარემოჲს საყდრისა და მღდელთაჲსა და ოთხთა მათ ცხოველთაჲსა და დავარდეს წინაშე საყდრისა მისისა პირთა ზედა მათთა და თაყუანის-სცეს ღმერთსა 12. და იტყოდეს: ამინ. კურთხევაჲ და დიდებაჲ და სიბრძნე და მადლობაჲ და პატივი და ძალი ღმრთისა ჩუენისაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 13. და მომიგო ერთმან მღდელთაგანმან და მრქუა: ესენი, რომელთა ჰმოსიეს სამოსლები სპეტაკები, ვიეთნი არიან, ანუ ვინაჲ მოსრულ არიან? 14. და ვარქუ მას: უფალო ჩემო, შენ უწყი. და მრქუა მე: ესენი არიან, რომელნი მოსრულ არიან ჭირისა მისგან დიდისა, და განრცხნეს მათ სამოსელნი მათნი და განასპეტაკნეს სისხლითა მით კრავისაჲთა. 15. ამისათჳს, არიან წინაშე საყდარსა ღმრთისასა, და ჰმსახურებენ მას დღე და ღამე ტაძარსა შინა მისსა. და მჯდომარემან მან საყდართა ზედა დაიმკჳდროს მათ შორის. 16. არღარა მოემშიოს მათ, არცაღა მოეწყუროს, არცაღა მოვიდეს მათ ზედა მზე, არცა ყოველივე სიცხე, 17. რამეთუ კრავი იგი, რომელ არს შორის საყდრისა, ჰმწყსის მათ და უძღჳს წყაროთა მიმართ წყლისა ცხოველისათა, და აღჴოცოს ღმერთმან ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა.


ესე იგი რა გამოდის, ჭეშმარიტმა მორწმუნეებმაც ბეჭედი უნდა მიიღონ შუბლზე, თუ ამასაც პირდაპირ გავიგებთ, მაშინ ქრისტიანებსაც რაღაც ნიშანი უნდა გვქონდეს შუბლზე.

მოკლედ, საინტერესო იქნებოდა პირველ რიგში წმინდა მამათა განმარტებები თუკი რაიმე არის ამის შესახებ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Aug 31 2011, 10:43 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Aug 31 2011, 11:19 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



A.V.M

სამწუხარო ის არის, რომნ ყველა წყარო რომლის ციტირება მოახდინე პლიუს შენი მოსაზრებები არ პასუხობს კითხვას რომელიც მე დავსვი.

ციტატა
საიდან მოდის მოსაზრება, რომ პასპორეტებზე ან ID ბარათებზე გამოხატულია ანტიქრისტეს ციფრები?


ყველა შენს მიერ მოყვანილი წყარო და ავტორიტეტი აი-დი ბარათების შემოღებას გმობს წმინდა სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მოტივით. დაუკვირდი რომ არც წმინდა მთის, არც საბერძნეთის და არც რუსეთის -უკრაინის საპატრიარქოს განცხადებებში საერთოდ არ არის საუბარი ანტიქრისტეს ბეჭედზე ან სხვა მსგავს რაღაცაზე

რაც შეეხება აი-დი ბარათის შემოღებით ადამიანთა პირადი მონაცემების (და არა თავისუფალი ნების) გაკონტროლების საშუალებების გაზრდას, დიახ ეს მართლაც ასეა და ეს შემაშფოთებელი არა მხოლოდ მართლმადიდებლური, არამედ ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოქალაქეობრივი პოზიციიდან გამომდინარე. სხვათაშორის ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ აი-დი ბარათები და პასპორტები არ მიიღო დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა და ცხადია არ მიიღო არა მართლმადიდებლური მოსაზრებებით, არამედ სწორედ იმიტომ, რომ მიიჩნიეს მათი შემოღება ადამიანის სამოქალაქო უფლებების დარღვევად.

დაბოლოს, დგება საკითხი, ადამიანის სამოქალაქო უფლებების დარღვევით (შეზღუდვით), მასზე კონტროლის დაწესებით, ექმნება თუ არა საფრთხე ადამიანთა სულის ცხონების საკითხს. ამ თვალსაზრისით, ჩემი აზრით, ორი გარემოება უნდა გავითვალისწინოთ:

პირველი ის რომ აი-დი ბარათებით, როგორც ითქვა გაადვილებულია ადამიანის შესახებ არსებულ ყველა მონაცემებზე წვდომა და მათი მართვა (შეიძლება მანიპულირებაც), თუმცა ცხადია არავინ ამბობს იმას, რომ აი-დი ბარათებით შესაძლებელია ადამიანის ნების მართვა ან მასზე რაიმე სახით ზემოქმედება. ამდენად, უნდა შევთანხმდეთ, რომ აი-დი ბარათის აღება არანაირად არ ზღუდავს ადამიანის თავისუფალ ნებას ან მის არჩევანს, მით უფრო სულიერ საკითხებში.

და მეორეც, აი-დი ბარათები აღებით სამოქალაქო უფლებები საერთოდ რომც ერთმეოდეს ადამიანს და სამოქალაქო უფლებების თვალსაზრისით პირობითად მონა ხდებოდეს (ანუ უფლებები საერთო რომ არც გააჩნდეს), ეს მაინც არ იქნებოდა დაბრკოლება სულის ცხონებისათვის, რადგან გაიხსენეთ აბა 1-ლ საუკუნეშისაზოგადოების რომელ ფენაში იყო გავრცელებული ქრისტიანობა ყველაზე მეტად? - მონათა კლასში და ეს მონები, მიუხედავად თავისი სოციალური მდგომარეობისაა (უუფლებებობისა) რჩებოდნენ ჩვეულებრივ ქრისტიანებად და ღმად ვარ დარწმუნებული იმაზე უფრო კარგ ქრისტიანებად, ვიდრე დღეს ჩვენ ვართ.

ამ მსჯელობიდან გამომდინარე, პირადად მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ აი-დი ბარათების შემოღებით შეიძლება გააკონტროლოს და შეზღუდოს ჩემი სამოქალაქო უფლებები (რაც ბუნებრივია სულაც არ მსიამოვნებს და წინააღმდეგიც ვარ), მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ შეუძლია ამ სახით იმოქმედოს ჩემს არჩევანზე სულიერი თვალსაზრისით ან შემიქმნას რაიმე დაბრკოლება სულის ცხონების გზაზე, თუ ასეთზე სიარულს ადამიანი გადაწყვეტს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
damiane80   გამოკითხვა   Aug 5 2011, 01:08 AM
A.V.M   ...   Aug 5 2011, 01:15 AM
damiane80   პირვე ორ შორის გან...   Aug 5 2011, 01:23 AM
terra   ეს მოვნიშნე : თუმც...   Aug 5 2011, 04:00 AM
damiane80   შენც იგივეს გკითხ...   Aug 5 2011, 04:22 AM
A.V.M   ...   Aug 5 2011, 01:28 PM
damiane80   ვერ დაგეთანხმები, ...   Aug 6 2011, 01:33 PM
GIORGI LELUASHVILI   აი ძალიან საინტერე...   Aug 7 2011, 12:00 AM
lingvo   KRLtPrpInes&feature=youtu.be   Aug 7 2011, 01:46 PM
damiane80   KRLtPrpInes&feature=youtu.be ეს ვი...   Aug 7 2011, 11:20 PM
damiane80   GIORGI LELUASHVILI იქნებ ხმა მ...   Aug 7 2011, 01:19 PM
tamuna m   +   Aug 7 2011, 04:07 PM
leluka   ის არ მსიამოვნებს, ...   Aug 7 2011, 09:19 PM
k@the   მე იმას ვფიქრობ, რო...   Aug 7 2011, 11:29 PM
damiane80   მგონი სწორი მიდგო...   Aug 7 2011, 11:37 PM
GIORGI LELUASHVILI   damiane80 ჩემი ხმა ამ ვიდ...   Aug 8 2011, 05:52 PM
cristiani   ბიომეტრიული პასპო...   Aug 8 2011, 10:45 PM
gio9   აბსოლუტურად გეთა...   Aug 11 2011, 05:04 PM
cristiani   აბსოლუტურად გეთან...   Aug 16 2011, 06:10 PM
A.V.M   ოჰო,პოლემიკა მომწო...   Aug 15 2011, 07:01 PM
ILIAIT   ეხლა გასდის ჩემს პ...   Aug 17 2011, 11:49 AM
A.V.M   ...   Aug 17 2011, 09:36 PM
m16   ასეთი უბედური რომ ...   Aug 19 2011, 10:19 AM
A.V.M   პატრიარქი დამიჯერ...   Aug 19 2011, 03:02 PM
m16   A.V.M რატომ არ იტყვის ...   Aug 19 2011, 03:22 PM
terra   A.V.M რატომ არ იტყვის ...   Aug 19 2011, 07:23 PM
abo   ვინც მე-3 პუნქს დადე...   Aug 19 2011, 08:08 PM
m16   ვერ გავიგე, რაო?   Aug 19 2011, 08:24 PM
damiane80   ვინც 1-ს პუნქტს პას...   Aug 20 2011, 02:23 PM
dato!!!   ტელეფონში არის იყო...   Aug 21 2011, 10:23 PM
cxz   [url=http://www.myvideo.ge/?video_id=1408425][size...   Aug 22 2011, 11:01 AM
A.V.M   ...   Aug 23 2011, 04:32 PM
ikanosi   A.V.M აქ ხედავ ნების თ...   Aug 23 2011, 04:40 PM
terra   A.V.M აქ ხედავ ნების თ...   Aug 24 2011, 01:25 PM
ikanosi   terra ჰო მაგრამ საუბა...   Aug 24 2011, 02:08 PM
terra   terra ჰო მაგრამ საუბა...   Aug 24 2011, 04:14 PM
ikanosi   terra დიახ გეთანხმები ...   Aug 24 2011, 05:23 PM
terra   terra დიახ გეთანხმები...   Aug 24 2011, 05:37 PM
A.V.M   ...   Aug 26 2011, 08:19 PM
afxazi   ვიქექები ამ წიგნებ...   Aug 28 2011, 09:12 PM
damiane80   დღეს აიღო ჩემმა ახ...   Aug 31 2011, 07:12 PM
A.V.M   ...   Aug 31 2011, 10:43 PM
damiane80   A.V.M სამწუხარო ის არ...   Aug 31 2011, 11:19 PM
cristiani   ელექტრონული პასპო...   Sep 1 2011, 04:57 PM
A.V.M   ...   Sep 1 2011, 07:45 PM
cristiani   ''აიძულა ყველა- პ...   Sep 2 2011, 10:18 AM
A.V.M   ...   Sep 2 2011, 11:34 AM
cristiani   თოფით და ფიზიკური ...   Sep 2 2011, 12:15 PM
syd   A.V.M ძლიერი მორწმუნ...   Sep 1 2011, 08:06 PM
terra   http://www.obieqtivi.net/ წამყვან...   Sep 1 2011, 08:51 PM
damiane80   ამას ვამბობ მეც, ე...   Sep 1 2011, 09:03 PM
A.V.M   ...   Sep 1 2011, 09:31 PM
terra   მარა ერთი პატრიარ...   Sep 2 2011, 06:10 PM
damiane80   მართალია სხვის მა...   Sep 2 2011, 12:48 AM
A.V.M   პირველი ფრაზა ციტი...   Sep 2 2011, 12:28 PM
cristiani   კი წავიკითხე. მამა ...   Sep 2 2011, 12:41 PM
A.V.M   ...   Sep 2 2011, 12:50 PM
cristiani   http://www.youtube.com/watch?v=TIwuJ10B7G8 დე...   Sep 2 2011, 10:12 PM
A.V.M   ...   Sep 3 2011, 03:50 AM
terra   terra ძმობაში კონტექს...   Sep 3 2011, 04:05 AM
cristiani   A.V.M კი, შეიძება მასე ...   Sep 3 2011, 10:19 AM
A.V.M   cristiani ყველანაირად შე...   Sep 3 2011, 01:31 PM
damiane80   ნუ კიდევ ერთხელ წა...   Sep 3 2011, 08:42 PM
afxazi   damiane80 ყველაფერი დაი...   Sep 3 2011, 09:10 PM
A.V.M   ...   Sep 3 2011, 09:11 PM
damiane80   წაიკითხე პაისი ათ...   Sep 3 2011, 09:34 PM
afxazi   A.V.M ?   Sep 3 2011, 09:12 PM
A.V.M   ჩემი ციტირება ნახე...   Sep 3 2011, 09:23 PM
A.V.M   ...   Sep 3 2011, 10:00 PM
A.V.M   ...   Sep 3 2011, 11:45 PM
afxazi   A.V.M ანდრია კესარიე...   Sep 3 2011, 11:47 PM
damiane80   აუუუუ, სად წახვედი...   Sep 4 2011, 04:54 PM
damiane80   მე მგონი უადგილო ა...   Sep 4 2011, 11:16 PM
A.V.M   ხო დამიანე,ზუსტად ...   Sep 4 2011, 11:29 PM
damiane80   ხო დამიანე,ზუსტად ...   Sep 4 2011, 11:50 PM
damiane80   მოუსმინეთ ამასაც, ...   Sep 5 2011, 12:16 AM
ალექსანდრე   მოუსმინეთ ამასაც, ...   Sep 6 2011, 05:46 PM
terra   ამას უყურა/უსმინა ...   Sep 6 2011, 05:17 PM
.zakaria.   ამას უყურა/უსმინა ...   Sep 6 2011, 07:13 PM
terra   ვუსმინე ჟორჟ ვუსმ...   Sep 6 2011, 08:51 PM
A.V.M   ტერა!რა ინტერნეტ...   Sep 6 2011, 05:26 PM
terra   A.V.M დააბუფერე და ის...   Sep 6 2011, 05:47 PM
terra   ბიომეტრიული (ID) დოკ...   Sep 12 2011, 03:58 PM
A.V.M   ტერა რამდენი გიშრო...   Sep 12 2011, 05:06 PM
terra   A.V.M ჩემი ნაშრომი არ...   Sep 13 2011, 01:27 AM
.zakaria.   აი, უფლის შეწევნა...   Sep 13 2011, 02:02 AM
ნაინა   terra აი შენ რაც ჩამოწ...   Sep 13 2011, 02:07 AM
იაკობ   terra აი შენ რაც ჩამოწ...   Sep 13 2011, 02:43 AM
მაკუნა   მე წავიკითხე, მაგრ...   Sep 13 2011, 02:48 AM
terra   მაკუნა ჰო რა. მთელი...   Sep 13 2011, 11:22 AM
A.V.M   ...   Sep 13 2011, 11:47 AM
terra   მარტო ათონი ტერა? რ...   Sep 13 2011, 12:03 PM
afxazi   terra ათონი არ არის უ...   Sep 13 2011, 12:32 PM
A.V.M   ..   Sep 13 2011, 12:44 PM
afxazi   A.V.M მე შტრიხ კოდებზ...   Sep 13 2011, 12:48 PM
terra   afxazi არ იყო საჭირო უც...   Sep 13 2011, 05:20 PM
afxazi   terra ჩემი "განმარტე...   Sep 13 2011, 05:47 PM
იაკობ   1895 წელს პოპოვმა რო რ...   Sep 13 2011, 06:38 PM
A.V.M   ...   Sep 13 2011, 09:33 PM
subterranean   არ ვარ წინააღმდეგი...   Sep 13 2011, 09:42 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 7 მომხმარებელი (მათ შორის 7 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th July 2026 - 05:03 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი