სვანეთიოოო, 8-9-10-11 სექტემბერი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სვანეთიოოო, 8-9-10-11 სექტემბერი |
ანანო |
Aug 27 2011, 12:23 AM
პოსტი
#1
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
იოანა ვერ ხსნის თემას და მის დაწერილს დავაკოპირებ
ანუ ორგანიზატორი არის იოანა საქმე იმაშია, რომ ყველანი აქედან მივდივართ სვანეთში. რამდენადაც სვანეთამდე შორი გზაა, ამდენად ხუთშაბათ საღამოს შევიკრიბებით აქვე, თბილისში და წავალთ ზუგდიდში. იმ საღამოს გავჩერდებით ჩემთან სახლში (იოანასთან). გამოვიძინებთ (რაც მთავარია მძღოლი გამოიძინებს) და დილას უთენია დავადგებით სვანეთის გზას, ისე, რომ მზის ამოსვლამ, სადღაც ენგურჰესთან მოგვისწროს და დავტკბეთ სვანეთისკენ მიმავალი გზის ხილვით. იმედი მაქვს, მინიმუმ ერთ სამარშუტო ტაქსს გავავსებთ (თუმცა გამორიცხული არ არის 7 კაციანით წასვლა), მაქსიმუმ – ორს. სვანეთის მოვლის გენერალური გეგმის შედგენას, ჩემი იმედისა და თემოს დაპირების საფუძველზე, ველოდები თემოსგან. სამეგრელოსთვის ერთი დღის დათმობის (ასეთ შემთხვევაში უნდა გავიდეთ ოთხშაბათ საღამოს ანუ 7 სექტემბერს და ხუთშაბათი (8 სექტემბერი) დავუთმოთ სამქგრელოს) იდეა ამ ეტაპზე, გადაღლილობის შიშით, უტოპიურად იქნა მიჩნეული, თუმცა, თქვენი სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება და განხილვა. თბილისიდან წავალთ სამარშრუტო ტაქსით და არა მატარებლით, როგორც ეს განიხილებოდა რაჭაში, რადგანაც თანხობრივად თითქმის იგივე ჯდება და აზრს კარგავს. მგზავრობა სავარაუდოდ დაჯდება 50 ან 60 ლარი (დამოკიდებულია მარშრუტზე. აღნიშნულ თანხაში შედის სასმელისა და ერთჯერადი ჭურჭლის ყიდვა). ღამის გათენება მცივანებისთვის შესაძლებელი იქნება ოჯახური ტიპის სასტუმროებში (რაც თავის მხრივ ცალკე თანხებთან იქნება დაკავშირებული), არამცივანებისთვის – კარვებში. ღონისძიება უპირობოდ გადაიდება/გაუქმდება მეტეოროლოგიური სამსახურების მიერ ცუდი ამინდების პროგნოზირების შემთხვევაში. ველი თქვენგან თანამშრომლობას, გულისხმიერებას და თანადგომას მარშრუტი: თბილისი – სვანეთი. თარიღი: 8–11 სექტემბერი. პირველი გაჩერება – ზუგდიდი. მეორე და ძრითადი გაჩერება – მესტია (დაბანაკება მესტიაში). დღეები: 8 სექტემბერი: თბილისი–ზუგდიდი 9 სექტემბერი: ზუგდიდი–ენგურჰესი–ლატალი (ორი ეკლესიის ნახვა)–მესტია–ქვაზე შემდგარი სიყვარულის კოშკის ნახვა (არ მისული იფარამდე)– უშგული (+მუზეუმები) – მესტია. 10 სექტემბერი: მესტია – ქორულდის ტბები (ასვლა ფეხით) – მესტია 11 სექტემბერი: მესტია – ჭალაათი – მესტია – თბილისი ესეც სია: 1.მოგზაურა 2.ნეო 3.იოანა 4.სალი (?) 5.ქევანა (?) 6.გურულო (?) -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
იოანა |
Sep 1 2011, 01:10 PM
პოსტი
#2
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ცოტა დაგვიანებულ რეაქციას (რაჭული გავლენაა ეტყობა ) ცოტა შორიდან დავიწყებ.
ჩემი საქართველოში არ ყოფნის განმავლობაში ძალიან მოდური გამხდარა ლაშქრობები. მართალია, ხალხი მანამდეც დადიოდა დასალაშქრად, მაგრამ არა ასეთი ინტენსიურობით. როგორც წესი, ყველაფერ მოდურს და აღტაცებით ატაცებულს სდევს ისეთი რაღაცეები, რაც ნაწილისთვის მიუღებელია და პროტესტის მიზეზად იქცევა. მეც მიყვარს მოგზაურობა და რა თქმა უნდა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მომიწია მოგზაურობის მოყვარულებთან ურთიერთობა. პირველი, რაც შევამჩნიე და თვალში მომხვდა იყო ის, რომ ახალბედა (ახალბედებს ვუწოდებ იმათ, ვინც თუნდაც 2 წელია ლაშქრობებში დადის) მოგზაურები საოცრად აღტაცებულნი არიან თავიანთი საქმიანობით და თავი უკვე კვალიფიციურ ექსპერტებად მიაჩნიათ ლაშქრობის საკითხებთან დაკავშირებით (ერთხელ ერთმა ადამიანმ თქვა, რომ ყველა დამწყებ ფოტოგრაფს გონია შედევრს ქმნისო. დაახლოებით იგივე სიტუაციაა აქაც). უმრავლესობას არ ეზარება და მზად არის გაგიზიაროს თავისი უკვე დაგროვილი გამოცდილება, თუმცა ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ არა დახმარების სურვილი ამოძრავებს ადამიანს, არამედ თავის წარმოჩენისა და სხვაზე რაღაც კუთხით უპირატესობის ხაზგასმა. სხვაზე უპირატესობის ხაზგასმა სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის თანდაყოლილი ინსტინქტი თვითშეფასების ამაღლებისა და სხვების ჩვენთან დაკავშრებულ წარმოდგენებზე თამაშისა. არადა ეს აღტაცებაც გადაივლის და დავრჩებით ადამიანები ჩვენი სიპატარავით. შეძლებისდაგვარად მშვიდად გადავლახე ის წინააღმდეგობები, რაც სვანეთის ექსკურსიას მოყვა და არც ის გამიჭირდება ისე გავაგრძელო დაწყებული საქმე, რომ ხმა არ ამოვიღო ამასთან დაკავშირებით, მაგრამ სხვებს თუ მთაში სიარულის გამოცდილება დაუგროვდა ბოლო წლების განმავლობაში, მე ცოტა რამ გავიგე ადამიანურ ურთიერთობებზე და ვიცი, რომ მსგავსი საქციელი არავის – არც მე და არც სხვას, არ მოუტანს სიკეთეს. საკუთარი თავის წინაშე არ ვიქნები მართალი, თუ გაწეული დახმარებისთვის მადლობის გადახდასთან ერთად არ ვიტყვი ამ ყველაფრის მეორე მხარეს. თემო (ბიძია თომა), ჩემი აზრით, ერთ–ერთი იმ ადამიანთაგანია, რომლებიც ზემოთ აღვწერე. სხვანაირად ამ ყველაფერს თავში ავარდნა ქვია – ორიოდე (თუნდაც იყოს ასი) მთის დალაშქვრით გამოწვეული თავში ავარდნა. სამწუხაროდ, ეს ამავე ფორუმზე და სხვაგანაც ბევრს აღენიშნება. ჩემთვის კიდევ, პრიორიტეტული ის კი არ არის, ვინ რამდენად კარგად იცის რა სახის ფეხსაცმელია მთაში საჭირო, არამედ ელემენტარული ადამიანური ურთიერთობები და რჩევის მიცემის ცოდნა თითის ქნევით ჭკუის სწავლების ნაცვლად. ამ ყველაფერის მიმართ პროტესტის გამოთქმის შემდეგ, რა თქმა უნდა, აღარ ვაპირებ არც ამ საქმის ორგანიზებას და არც წამოსვლას (ბევრს კი გაუხარდება ), ამდენად შეგიძლიათ მეც და ჩემი + სიიდან ამოგვშალოთ და გზა დამილოცნია. ძალიან მინდოდა ამ ჯერზე სვანეთში წასვლა, მაგრამ სურვილზე ძლიერი სხვა პრინციპებია. ეს ფორუმი პირველად რომ დავტოვე, მაშინაც სკანდალის ეფექტი დაკრავდა ჩემს წასვლას, თუმცა ფართო საზოგადეობისთვის ეს შეიძება არ ყოფილიყო შესამჩნევი. მას შემდეგ არც ერთი წამით არ მინანია ფორუმის დატოვება. ისე აგხდენოდეთ ყველა სიკეთე, როგორც ის მიზეზი ახდა, რის გამოც მაშინ დავტოვე ფორუმი. არც დროებით შემობრუნებას ვნანობ. რაჭის ტურმა ძველ ნაცნობებთან შემახვედრა (ზოგი სასიამოვნო აღმოჩნდა, ზოგი უსიამოვნო) და ახალი ნაცნობები დამიტოვა. ყველაზე მთავარი კი, იმას გადავაწყდი უშუალოდ და იმის თქმის საშუალება მომეცა, რასაც შორიდან ვხედავდი (თუ მოდერატორებმა ორ წამში არ ისურვეს ამის მიფუჩეჩება და არ წაშალეს ) უკვე მეორედ ოდნავ სკანდალურად ვტოვებ აქაურობას და მომიტევეთ საქმის ეს მისკანდალება. ზოგიერთს შეიძლება ზედმეტად სერიოზული ეჩვენოს ჩემი ეს მიდგომა, მაგრამ აქა ვდგავარ (ამ ფოსტის გამოქვეყნებამდე ) და სხვაგვარად არ ძალმიძს წასვლის ყველა მსურველს, განსაკუთრებით კი აქტიურებს, ვუხდი ბოდიშს, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, სხვაგვარად არ ძალმიძს -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი