სვანეთიოოო, 8-9-10-11 სექტემბერი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სვანეთიოოო, 8-9-10-11 სექტემბერი |
ანანო |
Aug 27 2011, 12:23 AM
პოსტი
#1
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
იოანა ვერ ხსნის თემას და მის დაწერილს დავაკოპირებ
ანუ ორგანიზატორი არის იოანა საქმე იმაშია, რომ ყველანი აქედან მივდივართ სვანეთში. რამდენადაც სვანეთამდე შორი გზაა, ამდენად ხუთშაბათ საღამოს შევიკრიბებით აქვე, თბილისში და წავალთ ზუგდიდში. იმ საღამოს გავჩერდებით ჩემთან სახლში (იოანასთან). გამოვიძინებთ (რაც მთავარია მძღოლი გამოიძინებს) და დილას უთენია დავადგებით სვანეთის გზას, ისე, რომ მზის ამოსვლამ, სადღაც ენგურჰესთან მოგვისწროს და დავტკბეთ სვანეთისკენ მიმავალი გზის ხილვით. იმედი მაქვს, მინიმუმ ერთ სამარშუტო ტაქსს გავავსებთ (თუმცა გამორიცხული არ არის 7 კაციანით წასვლა), მაქსიმუმ – ორს. სვანეთის მოვლის გენერალური გეგმის შედგენას, ჩემი იმედისა და თემოს დაპირების საფუძველზე, ველოდები თემოსგან. სამეგრელოსთვის ერთი დღის დათმობის (ასეთ შემთხვევაში უნდა გავიდეთ ოთხშაბათ საღამოს ანუ 7 სექტემბერს და ხუთშაბათი (8 სექტემბერი) დავუთმოთ სამქგრელოს) იდეა ამ ეტაპზე, გადაღლილობის შიშით, უტოპიურად იქნა მიჩნეული, თუმცა, თქვენი სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება და განხილვა. თბილისიდან წავალთ სამარშრუტო ტაქსით და არა მატარებლით, როგორც ეს განიხილებოდა რაჭაში, რადგანაც თანხობრივად თითქმის იგივე ჯდება და აზრს კარგავს. მგზავრობა სავარაუდოდ დაჯდება 50 ან 60 ლარი (დამოკიდებულია მარშრუტზე. აღნიშნულ თანხაში შედის სასმელისა და ერთჯერადი ჭურჭლის ყიდვა). ღამის გათენება მცივანებისთვის შესაძლებელი იქნება ოჯახური ტიპის სასტუმროებში (რაც თავის მხრივ ცალკე თანხებთან იქნება დაკავშირებული), არამცივანებისთვის – კარვებში. ღონისძიება უპირობოდ გადაიდება/გაუქმდება მეტეოროლოგიური სამსახურების მიერ ცუდი ამინდების პროგნოზირების შემთხვევაში. ველი თქვენგან თანამშრომლობას, გულისხმიერებას და თანადგომას მარშრუტი: თბილისი – სვანეთი. თარიღი: 8–11 სექტემბერი. პირველი გაჩერება – ზუგდიდი. მეორე და ძრითადი გაჩერება – მესტია (დაბანაკება მესტიაში). დღეები: 8 სექტემბერი: თბილისი–ზუგდიდი 9 სექტემბერი: ზუგდიდი–ენგურჰესი–ლატალი (ორი ეკლესიის ნახვა)–მესტია–ქვაზე შემდგარი სიყვარულის კოშკის ნახვა (არ მისული იფარამდე)– უშგული (+მუზეუმები) – მესტია. 10 სექტემბერი: მესტია – ქორულდის ტბები (ასვლა ფეხით) – მესტია 11 სექტემბერი: მესტია – ჭალაათი – მესტია – თბილისი ესეც სია: 1.მოგზაურა 2.ნეო 3.იოანა 4.სალი (?) 5.ქევანა (?) 6.გურულო (?) -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
ნანინა |
Sep 2 2011, 08:12 PM
პოსტი
#2
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
იოანა
მე არც წამსვლელთა სიაში ვიყავი და არც საქმის კურსში არ ვარ, თუმცა თავს მაინც უფლებას მივცემ ჩემი კომენტარი დავწერო: იმდენად, რამდენადაც ვიცნობ ამ ადამიანს (თემო დეისაძეს) დავწერ ორიოდ სიტყვას მის შესახებ. შესაძლოა მართალი ხარ იმაში, რომ თემოს თავის გამოჩენა და უფროსობა უყვარს, თუმცა არც შენ ჩანხარ მართალი ჩემო კარგო. თემო კაცია და მე არ მიკვირს მისი აქტიურობა, ნუ ჩათვალა, რომ ქალს (ანუ შე) არ შეგეძლო მთლად კარგად ამ ლაშქრობის ორგანიზება და გადაწყვიტა დაგხმარებოდა (ნუ ეს ჩემი ვარაუდია, იმდენად, რამდენადაც ვიცნობ თემოს აზიატ ბუნებას ). ამ დროს ერთმანეთს შეეჯახა ორი ძლიერი პიროვნება (შენ და თემო) და როგორც ჩანს არც ერთმა არ დათმეთ. მე არ ვამართლებ თემოს, უბრალოდ პირადად მეც ვთვლი, რომ ასეთ დროს კაცის რჩევა მართლა კარგია (იმას კი არ ვამბობ, რომ შენ არაკომპეტენტური ხარ, უბრალოდ თემოს სვანეთში მართლა დიდი სანაცნობო ყავს). ახლანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ვფიქრობ მოლოცვა არ უნდა ჩაგეშალა. თუ თემოს გამოხტომები არ მოგეწონა, უბრალოდ თავი დაგენებებინა და შენი საქმე მშვიდად გეკეთებინა. მგონი ზედმეტად მკაცრი ხარ ადამიანების მიმართ. ჩვენ უნდა შეგვეძLოს დათმობა და პატიება. მე ვიცი თემოს ხასიათი, შეიძლება მას ბევრი შეეშალოს, მაგრამ იმიტომ, რომ ის ადამიანი ჩემი მეგობარია ვაპატიოა და უბრალოდ გავუტარო, ასეა აქაც. შენ ახლა პასუხისმგებლობა მოიხსენი, ყველაფერი თემოს გადააბრალე და მოლოცვა ჩაშალე. შედეგად ყველა თემოზეა გაბრაზებული (ალბათ), არა და მგონი ძირითადი პასუხისმგებლობა შენზეა. რაც შეეხება ფორუმიდან წასვლას, ამაზე საერთოდ გავგიჟდი. მე რაც ამ ფორუმზე გადავიტანე იმის მერე აქ დამიჯერე არც ერთი ჭკუათამყოფელი აქ არ გაჩერდებოდა, მაგრამ ემ აქ მაკავებს ადამიანების გარკვეული ნაწილი ვინც მიყვარს და ვისაც ვუყვარვარ. ჩემი აზრით, ადამიანებმა პატიება და დათმობა უნდა ვისწავლოთ. შენ ეს ამ ეტაპზე ვერ შეძელი, დასანანია.. თუმცა იმას ნუ იტყვი, რომ შენი აქედან წასვლის და მოლოცვის ჩაშლის მიზეზი თემოა. მე თემოს არ ვამართლებ, ის ალბათ დამნაშავეა, მაგრამ გადაწყვეტილება შენ მიიღე და პასუხისმგებლობაც შენზეა გთხოვ მაპატიე პირდაპირობა, მგონი მე არც არაფერი მეკითხებოდა, მაგრამ რაც დავწერე დაგიწერე გულიდან. ღმერთს ებარებოდე -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
თამარი_ცქნაფო |
Sep 2 2011, 10:28 PM
პოსტი
#3
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
იოანა მე არც წამსვლელთა სიაში ვიყავი და არც საქმის კურსში არ ვარ, თუმცა თავს მაინც უფლებას მივცემ ჩემი კომენტარი დავწერო: იმდენად, რამდენადაც ვიცნობ ამ ადამიანს (თემო დეისაძეს) დავწერ ორიოდ სიტყვას მის შესახებ. შესაძლოა მართალი ხარ იმაში, რომ თემოს თავის გამოჩენა და უფროსობა უყვარს, თუმცა არც შენ ჩანხარ მართალი ჩემო კარგო. თემო კაცია და მე არ მიკვირს მისი აქტიურობა, ნუ ჩათვალა, რომ ქალს (ანუ შე) არ შეგეძლო მთლად კარგად ამ ლაშქრობის ორგანიზება და გადაწყვიტა დაგხმარებოდა (ნუ ეს ჩემი ვარაუდია, იმდენად, რამდენადაც ვიცნობ თემოს აზიატ ბუნებას ). ამ დროს ერთმანეთს შეეჯახა ორი ძლიერი პიროვნება (შენ და თემო) და როგორც ჩანს არც ერთმა არ დათმეთ. მე არ ვამართლებ თემოს, უბრალოდ პირადად მეც ვთვლი, რომ ასეთ დროს კაცის რჩევა მართლა კარგია (იმას კი არ ვამბობ, რომ შენ არაკომპეტენტური ხარ, უბრალოდ თემოს სვანეთში მართლა დიდი სანაცნობო ყავს). ახლანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ვფიქრობ მოლოცვა არ უნდა ჩაგეშალა. თუ თემოს გამოხტომები არ მოგეწონა, უბრალოდ თავი დაგენებებინა და შენი საქმე მშვიდად გეკეთებინა. მგონი ზედმეტად მკაცრი ხარ ადამიანების მიმართ. ჩვენ უნდა შეგვეძLოს დათმობა და პატიება. მე ვიცი თემოს ხასიათი, შეიძლება მას ბევრი შეეშალოს, მაგრამ იმიტომ, რომ ის ადამიანი ჩემი მეგობარია ვაპატიოა და უბრალოდ გავუტარო, ასეა აქაც. შენ ახლა პასუხისმგებლობა მოიხსენი, ყველაფერი თემოს გადააბრალე და მოლოცვა ჩაშალე. შედეგად ყველა თემოზეა გაბრაზებული (ალბათ), არა და მგონი ძირითადი პასუხისმგებლობა შენზეა. რაც შეეხება ფორუმიდან წასვლას, ამაზე საერთოდ გავგიჟდი. მე რაც ამ ფორუმზე გადავიტანე იმის მერე აქ დამიჯერე არც ერთი ჭკუათამყოფელი აქ არ გაჩერდებოდა, მაგრამ ემ აქ მაკავებს ადამიანების გარკვეული ნაწილი ვინც მიყვარს და ვისაც ვუყვარვარ. ჩემი აზრით, ადამიანებმა პატიება და დათმობა უნდა ვისწავლოთ. შენ ეს ამ ეტაპზე ვერ შეძელი, დასანანია.. თუმცა იმას ნუ იტყვი, რომ შენი აქედან წასვლის და მოლოცვის ჩაშლის მიზეზი თემოა. მე თემოს არ ვამართლებ, ის ალბათ დამნაშავეა, მაგრამ გადაწყვეტილება შენ მიიღე და პასუხისმგებლობაც შენზეა გთხოვ მაპატიე პირდაპირობა, მგონი მე არც არაფერი მეკითხებოდა, მაგრამ რაც დავწერე დაგიწერე გულიდან. ღმერთს ებარებოდე გურული ქალი მაინც სულ სხვაა რა -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი