სვანეთიოოო, 8-9-10-11 სექტემბერი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სვანეთიოოო, 8-9-10-11 სექტემბერი |
ანანო |
Aug 27 2011, 12:23 AM
პოსტი
#1
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
იოანა ვერ ხსნის თემას და მის დაწერილს დავაკოპირებ
ანუ ორგანიზატორი არის იოანა საქმე იმაშია, რომ ყველანი აქედან მივდივართ სვანეთში. რამდენადაც სვანეთამდე შორი გზაა, ამდენად ხუთშაბათ საღამოს შევიკრიბებით აქვე, თბილისში და წავალთ ზუგდიდში. იმ საღამოს გავჩერდებით ჩემთან სახლში (იოანასთან). გამოვიძინებთ (რაც მთავარია მძღოლი გამოიძინებს) და დილას უთენია დავადგებით სვანეთის გზას, ისე, რომ მზის ამოსვლამ, სადღაც ენგურჰესთან მოგვისწროს და დავტკბეთ სვანეთისკენ მიმავალი გზის ხილვით. იმედი მაქვს, მინიმუმ ერთ სამარშუტო ტაქსს გავავსებთ (თუმცა გამორიცხული არ არის 7 კაციანით წასვლა), მაქსიმუმ – ორს. სვანეთის მოვლის გენერალური გეგმის შედგენას, ჩემი იმედისა და თემოს დაპირების საფუძველზე, ველოდები თემოსგან. სამეგრელოსთვის ერთი დღის დათმობის (ასეთ შემთხვევაში უნდა გავიდეთ ოთხშაბათ საღამოს ანუ 7 სექტემბერს და ხუთშაბათი (8 სექტემბერი) დავუთმოთ სამქგრელოს) იდეა ამ ეტაპზე, გადაღლილობის შიშით, უტოპიურად იქნა მიჩნეული, თუმცა, თქვენი სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება და განხილვა. თბილისიდან წავალთ სამარშრუტო ტაქსით და არა მატარებლით, როგორც ეს განიხილებოდა რაჭაში, რადგანაც თანხობრივად თითქმის იგივე ჯდება და აზრს კარგავს. მგზავრობა სავარაუდოდ დაჯდება 50 ან 60 ლარი (დამოკიდებულია მარშრუტზე. აღნიშნულ თანხაში შედის სასმელისა და ერთჯერადი ჭურჭლის ყიდვა). ღამის გათენება მცივანებისთვის შესაძლებელი იქნება ოჯახური ტიპის სასტუმროებში (რაც თავის მხრივ ცალკე თანხებთან იქნება დაკავშირებული), არამცივანებისთვის – კარვებში. ღონისძიება უპირობოდ გადაიდება/გაუქმდება მეტეოროლოგიური სამსახურების მიერ ცუდი ამინდების პროგნოზირების შემთხვევაში. ველი თქვენგან თანამშრომლობას, გულისხმიერებას და თანადგომას მარშრუტი: თბილისი – სვანეთი. თარიღი: 8–11 სექტემბერი. პირველი გაჩერება – ზუგდიდი. მეორე და ძრითადი გაჩერება – მესტია (დაბანაკება მესტიაში). დღეები: 8 სექტემბერი: თბილისი–ზუგდიდი 9 სექტემბერი: ზუგდიდი–ენგურჰესი–ლატალი (ორი ეკლესიის ნახვა)–მესტია–ქვაზე შემდგარი სიყვარულის კოშკის ნახვა (არ მისული იფარამდე)– უშგული (+მუზეუმები) – მესტია. 10 სექტემბერი: მესტია – ქორულდის ტბები (ასვლა ფეხით) – მესტია 11 სექტემბერი: მესტია – ჭალაათი – მესტია – თბილისი ესეც სია: 1.მოგზაურა 2.ნეო 3.იოანა 4.სალი (?) 5.ქევანა (?) 6.გურულო (?) -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
ნაინა |
Sep 3 2011, 01:27 AM
პოსტი
#2
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
დიდ ხანს გაძელით კონფლიქტების და გაუგებრობების გარეშე, უკვე დრო იყო რა თქმა უნდა.
მიზეზი ზედმეტი ამპარტავნობაა. ვიცოდი ეს ტური რომ ჩაიშლებოდა. ისიც მიკვირს რაჭა როგორ მოახერხეთ. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
იოანა |
Sep 3 2011, 01:35 AM
პოსტი
#3
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
დიდ ხანს გაძელით კონფლიქტების და გაუგებრობების გარეშე, უკვე დრო იყო რა თქმა უნდა. მიზეზი ზედმეტი ამპარტავნობაა. ვიცოდი ეს ტური რომ ჩაიშლებოდა. ისიც მიკვირს რაჭა როგორ მოახერხეთ. უეჭველი, თქვენმა თავმდაბლობამ მოგანიჭათ ეს "მჭვრეტელობა" -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი