სვანეთიოოო, 8-9-10-11 სექტემბერი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სვანეთიოოო, 8-9-10-11 სექტემბერი |
ანანო |
Aug 27 2011, 12:23 AM
პოსტი
#1
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
იოანა ვერ ხსნის თემას და მის დაწერილს დავაკოპირებ
ანუ ორგანიზატორი არის იოანა საქმე იმაშია, რომ ყველანი აქედან მივდივართ სვანეთში. რამდენადაც სვანეთამდე შორი გზაა, ამდენად ხუთშაბათ საღამოს შევიკრიბებით აქვე, თბილისში და წავალთ ზუგდიდში. იმ საღამოს გავჩერდებით ჩემთან სახლში (იოანასთან). გამოვიძინებთ (რაც მთავარია მძღოლი გამოიძინებს) და დილას უთენია დავადგებით სვანეთის გზას, ისე, რომ მზის ამოსვლამ, სადღაც ენგურჰესთან მოგვისწროს და დავტკბეთ სვანეთისკენ მიმავალი გზის ხილვით. იმედი მაქვს, მინიმუმ ერთ სამარშუტო ტაქსს გავავსებთ (თუმცა გამორიცხული არ არის 7 კაციანით წასვლა), მაქსიმუმ – ორს. სვანეთის მოვლის გენერალური გეგმის შედგენას, ჩემი იმედისა და თემოს დაპირების საფუძველზე, ველოდები თემოსგან. სამეგრელოსთვის ერთი დღის დათმობის (ასეთ შემთხვევაში უნდა გავიდეთ ოთხშაბათ საღამოს ანუ 7 სექტემბერს და ხუთშაბათი (8 სექტემბერი) დავუთმოთ სამქგრელოს) იდეა ამ ეტაპზე, გადაღლილობის შიშით, უტოპიურად იქნა მიჩნეული, თუმცა, თქვენი სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება და განხილვა. თბილისიდან წავალთ სამარშრუტო ტაქსით და არა მატარებლით, როგორც ეს განიხილებოდა რაჭაში, რადგანაც თანხობრივად თითქმის იგივე ჯდება და აზრს კარგავს. მგზავრობა სავარაუდოდ დაჯდება 50 ან 60 ლარი (დამოკიდებულია მარშრუტზე. აღნიშნულ თანხაში შედის სასმელისა და ერთჯერადი ჭურჭლის ყიდვა). ღამის გათენება მცივანებისთვის შესაძლებელი იქნება ოჯახური ტიპის სასტუმროებში (რაც თავის მხრივ ცალკე თანხებთან იქნება დაკავშირებული), არამცივანებისთვის – კარვებში. ღონისძიება უპირობოდ გადაიდება/გაუქმდება მეტეოროლოგიური სამსახურების მიერ ცუდი ამინდების პროგნოზირების შემთხვევაში. ველი თქვენგან თანამშრომლობას, გულისხმიერებას და თანადგომას მარშრუტი: თბილისი – სვანეთი. თარიღი: 8–11 სექტემბერი. პირველი გაჩერება – ზუგდიდი. მეორე და ძრითადი გაჩერება – მესტია (დაბანაკება მესტიაში). დღეები: 8 სექტემბერი: თბილისი–ზუგდიდი 9 სექტემბერი: ზუგდიდი–ენგურჰესი–ლატალი (ორი ეკლესიის ნახვა)–მესტია–ქვაზე შემდგარი სიყვარულის კოშკის ნახვა (არ მისული იფარამდე)– უშგული (+მუზეუმები) – მესტია. 10 სექტემბერი: მესტია – ქორულდის ტბები (ასვლა ფეხით) – მესტია 11 სექტემბერი: მესტია – ჭალაათი – მესტია – თბილისი ესეც სია: 1.მოგზაურა 2.ნეო 3.იოანა 4.სალი (?) 5.ქევანა (?) 6.გურულო (?) -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
მაკუნა |
Sep 3 2011, 12:15 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,495 რეგისტრ.: 18-March 07 წევრი № 1,409 |
კარგით რაა ხალხო, რა გჭირთ? ყველანაირად ვეცადე დაპოსტვისაგან თავი შემეკავებინა, მაგრამ... რატომ ვიცით ხოლმე ასეთ რაღაცეებზე ერთმენეთის აყოლა? (საკუთარ თავსაც ვგულისხმობ, მეც ვიყავი ერთ დროს იონას სიტუაციაში და... თუმცა ეს ძალიან ცოტამ იცის ამ ფორუმზე, ყველა სცენა კულისებში განვითარდა და გასვლას არაფერი შეეტყო საბოლოოდ)
პ.ს. თემამ ძალიან დამაინტერესა, მომეწონა ეს გასვლა. თან წინა გასვლაზე ვერ შევძელი წამოსვლა ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო და გულდაწყვეტილმა ამ გზით გადავწყვიტე ბევრი კარგი ადამიანის და ძველი მეგობარის გახსენება. ყველაფერი მოვაგვარე მეტ-ნაკლებად და უეცრად აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანის რეპლიკები უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ამდენი ადამიანის სურვილი ერთად ყოფნისა. ჩემს სიტუაციაში კიდევ ბევრი ადამიანია და ვფიქრობ ყველას გული სწყდება, რომ ადამიანების ერთად ყოფნა გაცილებით დაბლა დადგა ამ შემთხვევაში, ვიდრე ერთი ადამიანის სიტყვები. გარდა ამისა ვნახე რომ თემომ არაერთხელ მოიხადა ბოდიში, რაც ვფიქრობ მიღებული უნდა იყოს. მიტევება ხომ ჩვენი მთავარი იარაღია ადამიანებთან ურთიერთობის აღსადგენად... მოკლედ, ვფიქრობ, ეს გასვლა არ უნდა ჩაისალოს, პირიქით დასაბამი უნდა გახდეს ამ პატარა უთანხმოების აღმოფხვრისა და ერთმანეთისთვის ბევრი ლამაზი დღის გაზიარებისა. ვფიქრობ, რომ იონამ ისევ უნდა გააგრძელოს ამ გასვლის ორგანიზება, ისევე აქტიურად როგორც აქამდე (თუმცა ამისთვის მოუწივეს შინაგანი სიძლიერის მობილიზება და მიტევების გამოვლინება, რაც არც ისე ადვილია) ხოლო თემომ (ბიძია თომამ) უნდა ითავოს ასე ვთქვათ თანაშემწის ფუნქცია. (დეისაძე ამ შემთხვევაში უკვე შენს არ მცალიას მნიშვნელობა აღარ ექნება, თუ იონა დათანხმდა, უბრალოდ ვალდებულება გაქვს ეს გააკეთო ) პატივისცემით და იმედით რომ ორივე კარგად დაფიქრდებით ძველი ფორუმელი -------------------- ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...
ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება... არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი