სვანეთიოოო, 8-9-10-11 სექტემბერი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სვანეთიოოო, 8-9-10-11 სექტემბერი |
ანანო |
Aug 27 2011, 12:23 AM
პოსტი
#1
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
იოანა ვერ ხსნის თემას და მის დაწერილს დავაკოპირებ
ანუ ორგანიზატორი არის იოანა საქმე იმაშია, რომ ყველანი აქედან მივდივართ სვანეთში. რამდენადაც სვანეთამდე შორი გზაა, ამდენად ხუთშაბათ საღამოს შევიკრიბებით აქვე, თბილისში და წავალთ ზუგდიდში. იმ საღამოს გავჩერდებით ჩემთან სახლში (იოანასთან). გამოვიძინებთ (რაც მთავარია მძღოლი გამოიძინებს) და დილას უთენია დავადგებით სვანეთის გზას, ისე, რომ მზის ამოსვლამ, სადღაც ენგურჰესთან მოგვისწროს და დავტკბეთ სვანეთისკენ მიმავალი გზის ხილვით. იმედი მაქვს, მინიმუმ ერთ სამარშუტო ტაქსს გავავსებთ (თუმცა გამორიცხული არ არის 7 კაციანით წასვლა), მაქსიმუმ – ორს. სვანეთის მოვლის გენერალური გეგმის შედგენას, ჩემი იმედისა და თემოს დაპირების საფუძველზე, ველოდები თემოსგან. სამეგრელოსთვის ერთი დღის დათმობის (ასეთ შემთხვევაში უნდა გავიდეთ ოთხშაბათ საღამოს ანუ 7 სექტემბერს და ხუთშაბათი (8 სექტემბერი) დავუთმოთ სამქგრელოს) იდეა ამ ეტაპზე, გადაღლილობის შიშით, უტოპიურად იქნა მიჩნეული, თუმცა, თქვენი სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება და განხილვა. თბილისიდან წავალთ სამარშრუტო ტაქსით და არა მატარებლით, როგორც ეს განიხილებოდა რაჭაში, რადგანაც თანხობრივად თითქმის იგივე ჯდება და აზრს კარგავს. მგზავრობა სავარაუდოდ დაჯდება 50 ან 60 ლარი (დამოკიდებულია მარშრუტზე. აღნიშნულ თანხაში შედის სასმელისა და ერთჯერადი ჭურჭლის ყიდვა). ღამის გათენება მცივანებისთვის შესაძლებელი იქნება ოჯახური ტიპის სასტუმროებში (რაც თავის მხრივ ცალკე თანხებთან იქნება დაკავშირებული), არამცივანებისთვის – კარვებში. ღონისძიება უპირობოდ გადაიდება/გაუქმდება მეტეოროლოგიური სამსახურების მიერ ცუდი ამინდების პროგნოზირების შემთხვევაში. ველი თქვენგან თანამშრომლობას, გულისხმიერებას და თანადგომას მარშრუტი: თბილისი – სვანეთი. თარიღი: 8–11 სექტემბერი. პირველი გაჩერება – ზუგდიდი. მეორე და ძრითადი გაჩერება – მესტია (დაბანაკება მესტიაში). დღეები: 8 სექტემბერი: თბილისი–ზუგდიდი 9 სექტემბერი: ზუგდიდი–ენგურჰესი–ლატალი (ორი ეკლესიის ნახვა)–მესტია–ქვაზე შემდგარი სიყვარულის კოშკის ნახვა (არ მისული იფარამდე)– უშგული (+მუზეუმები) – მესტია. 10 სექტემბერი: მესტია – ქორულდის ტბები (ასვლა ფეხით) – მესტია 11 სექტემბერი: მესტია – ჭალაათი – მესტია – თბილისი ესეც სია: 1.მოგზაურა 2.ნეო 3.იოანა 4.სალი (?) 5.ქევანა (?) 6.გურულო (?) -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
ბიძია თომა |
Sep 3 2011, 12:24 PM
პოსტი
#2
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
ვფიქრობ ამდენი ადამიანი ცოდოა აქ დასატოვებლად და ვინმემ უნდა მოკიდოს ხელი ამ საქმეს.
მართლა საწყენია იო როა სე აღელვდა და გამიბრაზდა. -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
მაკუნა |
Sep 3 2011, 12:28 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,495 რეგისტრ.: 18-March 07 წევრი № 1,409 |
ვფიქრობ ამდენი ადამიანი ცოდოა აქ დასატოვებლად და ვინმემ უნდა მოკიდოს ხელი ამ საქმეს. მართლა საწყენია იო როა სე აღელვდა და გამიბრაზდა. მე კიდევ ვფიქრობ შენი ბოდიში მირებული უნდა იყოს იონასგან და გააგრძელოს ორგანიზება. მე გულწრფელობა დავინახე შენს სიტყვებში (ბოდიშში) და ვნახოთ იონა რას იტყვის და რას დაინახავს რომ შემოვა. -------------------- ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...
ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება... არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი