სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| damiane80 |
Aug 5 2011, 01:08 AM
პოსტი
#1
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
მოკლედ ეს არის გამოკითხვა ბოლო დროის ყველაზე აქტუალურ თემაზე. ცხადია, ყველას შეუზლია პოზიცია გამოხატოს და თანაც მოაყოლოს მოტივაცია, რაც ყველაზე საინტერესო იქნებოდა.
აქვე მომყავს იოანეს გამოცხადებიდან (აპოკალიფსიდან) შესაბამისი ადგილი, რომელზედაც ხშირად აპელირებენ პაპორტის აღების მოწინააღმდეგენი (თავი მე–13) თავი 13 11. და ვიხილე სხუაჲ მჴეცი, აღმომავალი ქუეყანით, და აქუნდეს რქანი, მსგავსნი კრავისა, და ზრახვიდა, ვითარცა ვეშაპი. 12. და ჴელმწიფებასა პირველისა მის მჴეცისასა ყოველსა იქმნ წინაშე მისსა და ჰყოფდა ქუეყანასა და ყოველთა მკჳდრთა მისთა, რაჲთა თაყუანის-სცენ მჴეცსა მას პირველსა, რომლისა წყლულებაჲ სიკუდილისა მისისაჲ განიკურნა. 13. და იქმნ სასწაულთა დიდთა, და რაჲთა ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით წინაშე კაცთა. 14. და აცთუნებს მკჳდრთა მათ, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა, სასწაულთა მათთჳს, რომელ მიეცნეს მას ქმნად წინაშე მჴეცისა მის, და ეტყჳს მკჳდრთა ქუეყანისათა, რაჲთა ქმნან ხატი მჴეცისაჲ მის, რომელსა-იგი აქუნდა წყლულებაჲ და ცხოვნდა მახჳლისგან. 15. და მიეცა მას სული მიცემად ხატსა მას მჴეცისასა, რაჲთა იტყოდის ხატი მჴეცისაჲ მის და ქმნას. ყოველნი, რომელთა არა თაყუანის-სცენ ხატსა მჴეცისასა, მოიკლნენ. 16. და ყვნეს ყოველნივე - მცირენი და დიდნი, და მდიდარნი და გლახაკნი, და აზნაურნი და მონანი, - რაჲთა მიიღონ ბეჭედი ჴელსა მათსა მარჯუენესა ზედა, ანუ შუბლსა ზედა მათსა. 17. და რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მჴეცისა მის, ანუ რიცხჳ სახელისა მისისაჲ. 18. აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაჲ, აღიპყარნ რიცხჳ იგი მჴეცისაჲ, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს რიცხჳ მისი ექუსას სამეოც და ექუს. აქვე, იმავე აპოკალიფსიდან კიდევ ერთი ადგილი მინდა მოვიყვანო, თავი მე–7, სადაც საუბარია, მორწმუნეთა დაბეჭდვაზეც უფლის სახელით: ციტატა 1. და შემდგომად ამისა ვიხილენ ოთხნი ანგელოზნი, მდგომარენი ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა. და ეპყრნეს ოთხნი იგი ქარნი ქუეყანისანი, რაჲთა არა ქროდიან ქუეყანასა ზედა, არცა ზღუასა, არცა ხეთა. 2. და ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, აღმომავალი აღმოსავალით მზისაჲთ, და აქუნდა ბეჭედი ღმრთისა ცხოველისაჲ. და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა ოთხთა მათ ანგელოზთა, რომელთა მიეცა ვნებაჲ ქუეყანისა და ზღჳსაჲ, ვითარმედ: 3. ნუ ავნებთ ქუეყანასა, ნუცა ზღუასა, ნუცა ხეთა, ვიდრემდის დავჰბეჭდნეთ მონანი ღმრთისა ჩუენისანი შუბლთა ზედა მათთა. 4. და მესმა რიცხჳ დაბეჭდულთაჲ მათ: ას ორმეოცდაოთხი ათასი დაბეჭდულთაჲ ყოვლისაგან ტომისა ძეთა ისრაჱლისათა: 5. თესლისაგან იუდაჲსა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთაჲ, თესლისაგან რუბენისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან გადისა ათორმეტი ათასი, 6. თესლისაგან ასერისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ნეფთალემისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან მანასესა ათორმეტი ათასი, 7. თესლისაგან სჳმეონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ლევისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იზაქარისა ათორმეტი ათასი, 8. თესლისაგან ზაბულონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იოსებისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ბენიამინისა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთაჲ. 9. და შემდგომად ამისა ვიხილე: და აჰა ერი ფრიადი, რომლისა აღრიცხუვად ვერვინ შემძლებელ იყო, ყოველთაგან წარმართთა და ტომთა და ერთა და ენათა, მდგომარენი წინაშე საყდრისა და წინაშე კრავისა, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკებითა და ჴელთა მათთა აქუნდა ფინიკები. 10. და ჴმობდეს ჴმითა დიდითა და იტყოდეს: მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ, მჯდომარისა საყდარსა ზედა, და კრავისა. 11. და ყოველნივე ანგელოზნი დგეს გარემოჲს საყდრისა და მღდელთაჲსა და ოთხთა მათ ცხოველთაჲსა და დავარდეს წინაშე საყდრისა მისისა პირთა ზედა მათთა და თაყუანის-სცეს ღმერთსა 12. და იტყოდეს: ამინ. კურთხევაჲ და დიდებაჲ და სიბრძნე და მადლობაჲ და პატივი და ძალი ღმრთისა ჩუენისაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 13. და მომიგო ერთმან მღდელთაგანმან და მრქუა: ესენი, რომელთა ჰმოსიეს სამოსლები სპეტაკები, ვიეთნი არიან, ანუ ვინაჲ მოსრულ არიან? 14. და ვარქუ მას: უფალო ჩემო, შენ უწყი. და მრქუა მე: ესენი არიან, რომელნი მოსრულ არიან ჭირისა მისგან დიდისა, და განრცხნეს მათ სამოსელნი მათნი და განასპეტაკნეს სისხლითა მით კრავისაჲთა. 15. ამისათჳს, არიან წინაშე საყდარსა ღმრთისასა, და ჰმსახურებენ მას დღე და ღამე ტაძარსა შინა მისსა. და მჯდომარემან მან საყდართა ზედა დაიმკჳდროს მათ შორის. 16. არღარა მოემშიოს მათ, არცაღა მოეწყუროს, არცაღა მოვიდეს მათ ზედა მზე, არცა ყოველივე სიცხე, 17. რამეთუ კრავი იგი, რომელ არს შორის საყდრისა, ჰმწყსის მათ და უძღჳს წყაროთა მიმართ წყლისა ცხოველისათა, და აღჴოცოს ღმერთმან ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა. ესე იგი რა გამოდის, ჭეშმარიტმა მორწმუნეებმაც ბეჭედი უნდა მიიღონ შუბლზე, თუ ამასაც პირდაპირ გავიგებთ, მაშინ ქრისტიანებსაც რაღაც ნიშანი უნდა გვქონდეს შუბლზე. მოკლედ, საინტერესო იქნებოდა პირველ რიგში წმინდა მამათა განმარტებები თუკი რაიმე არის ამის შესახებ. |
![]() ![]() |
| terra |
Sep 12 2011, 03:58 PM
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
ბიომეტრიული (ID) დოკუმენტები - ანტიქრისტეს სტანდარტების ნიმუშებია.
„და ვიხილე სხუაი მხეცი, ამომავალი ქუეყანით. დახელმწიფებასაპირველისა მის მხეცისასა ყოველსა იქმნ წინაშე მისსა და ჰყოფდა ქუეყანასა და ყოველთა მკვიდრთა მისთა, რაითა თაყვანის-სცენ მხეცსა მას პირველსა” (გამოცხადება იოანესი, 13, 11-12) გლობალიზაცია, არსობრივად, აპოკალიფსური მოვლენა და პროცესია. გლობალიზაციური პროცესები რეალურად აყენებენ თანამედროვე მსოფლიოში ეროვნული სახელმწიფოების როლის კარდინალურად შეცვლის საკითხს. ამასთან, მცირედნი თუ აცნობიერებენ იმას, რომ გლობალიზაციის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ძალაუფლების გლობალიზება. პიროვნების იდენტიფიკაციის საკითხის რამდენადმე დეტალური განხილვა სცილდება ჩვენს განსახილველ თემას. ამ საკითხს, სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ ცალკე პუბლიკაციას მივუძღვნით, სადაც მეტი სივრცე იქნება ამ თემის განსახილველად. თუმცა ამ საკითხს რამდენადმე მაინც უნდა შევეხოთ, რადგან იგი, არსობრივად უკავშირდება პიროვნებისა და საზოგადოების, ერის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ხელყოფის საკითხს. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ გლობალიზაციის მიზნების მიღწევის გზაზე ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა კაცობრიობის ისტორიაში მანამდე არნახული ზეტოტალიტარული, მსოფლიო ტექნოკრატიული დიქტატურის აშენება, რომლის დროსაც კიბერნეტიკული სისტემების მართვის კანონები გადატანილი იქნება კაცობრიობაზე, საზოგადოებაზე, ხოლო უახლესი ინფორმაციული ტექნოლოგიები გამოყენებულ იქნება პოლიტიკური მიზნებით. ამასთან, ფაქტობრივად, გაუქმდება დამოუკიდებელი სახელმწიფოების სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის თავად ცნება, ხოლო ყველა თავისუფალი მოქალაქე გახდება მკაცრი მართვის ობიექტი და სინამდვილეში გათანაბრებული იქნება საგნებსა და საქონელთან. ჯერ კიდევ 1968 წელს „ახალი მსოფლიო წესრიგის” ერთერთი არქიტექტორი, ზ. ბჟეზინსკი, საუბრობდა რა ადამაინთა მასების მართვის აუცილებლობაზე, წერდა: „გაიზრდება პიროვნებაზე სოციალური და პოლიტიკური კონტროლის შესაძლებლობები. მალე შესაძლებელი გახდება თითქმის უწყვეტი კონტროლის განხორციელება ყოველ მოქალაქეზე და მუდმივად განახლებადი კომპიუტერული ფაილ-დოსიეების წარმოება, რომლებიც, უბრალო ინფორმაციის გარდა, მოიცავენ ყველაზე კონფიდენციალურ ინფორმაციას ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი ქცევისა და სხვათა შესახებ. . . შესაბამის ორგანოებს კი ექნებათ ამ ფაილებთა ნმყისიერად მიღწევადობისშესაძლებლობა . ძალაუფლება იმათ ხელში მოექცევა, ვინც გააკონტროლებს ამ ინფორმაციას. . . ეს განსაზღვრავს შემდგომი რამდენიმე ათწლეულის ტენდენციებს, რომლებიც მიგვიყვანენ ტექნოტრონულ ერასთან - დიქტატურასთან, რომლის დროსაც თითქმის მთლიანად იქნება გაუქმებული ამჟამად არსებული პოლიტკური პროცედურები. . .”.” (Brzezinski Z. America in the Technotronic Age. Encounter. Vol. XXX. ¹1. Jan. 1968) 2000 წელს ოკინავაში, რვა დიდი სახელმწიფოს პრეზიდენტების შეხვედრაზე, მიიღეს „გლობალური ინფორმაციული საზოგადოების ქარტია” - პროგრამული პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს XXI საუკუნის ერთიანი მსოფლიო ქსელური საინფორმაციო-ფიჭური საზოგადოების „ფორმირებასა და განვითარებას”. არსებითად, ეს პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი სფეროების რევოლუციური გარდაქმნებია, რომლებიც ხორციელდება ინფორმაციული ტექნოლოგიების ზემოქმედებით. ქარტიაში პირდაპირაა განცხადებული „რევოლუციური ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის” შესახებ, რომელიც „შეეხება ადამიანთა ცხოვრების წესს, განათლებას, შრომასა და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობებს”. 2003 წელს ჟენევაში და 2005 წელს ტუნისში შედგა მსოფლიო შეხვედრები უმაღლეს დონეზე გლობალური ინფორმაციული საზოგადოების საკითხებთან დაკავშირებით. ამ შეხვედრებზე მიიღეს პროგრამული დოკუმენტები: „ პრინციპების დეკლარაცია: ინფორმაციული საზოგადოების აშენება - ახალი ათწლეულის გლობალური ამოცანა”, „ინფორმაციული საზოგადოების აშენების მოქმედებათა გეგმა”, ასევე, „ტუნისის ვალდებულება” და „ინფორმაციული საზოგადოების ტუნისის გეგმა” (WSIS-03/ GENEVA/DOC/5-R.12.12. 2003; WSIS-05/TUNIS/DOC/7-R. 15.11.2005). ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამუკვე შესაძლებელი გახადა შექმნილიყო საყოველთაო, მსოფლიო კომპიუტერული სისტემა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა თვალი ადევნონ პლანეტის ნებისმიერ მაცხოვრებელს და მართონ იგი ე.წ. „მსოფლიო ელიტის” ინტერესების შესაბამისად. პირველ რიგში, ესაა ნებისმიერ გადაადგილებაზე კონტროლი, ასევე, კონტროლი ადამიანის ყველა შემოსავალსა და გასავალზე. ყოველივე ეს კი კეთდება „კეთილი” განზრახვის საფარველითა და საბაბით, რომ „გაუმჯობესდეს ცხოვრების ხარისხი” და უზრონველყოფილ იყოს „მშვიდობა და უსაფრთხოება”, „დანაშაულობასა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა”. სინამდვილეში კი მიმდინარეობს ახალი საზოგადოებრივი წყობის შექმნა, რომელიც შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც პლანეტარული მასშტაბის ელექტრონული საკონცენტრაციო ბანაკი. „ახალი მსოფლიო წესრიგის” არქიტექტორების ჩანაფიქრით, გლობალურ ინფორმაციულ საზოგადოებაში უნდა წაიშალოს საზღვრები, სახელმწიფოები, ეროვნულობა, გაუქმდეს ფული და ქაღალდის დოკუმენტები, ხოლო ყველა ადამიანი უნდა იქცეს მორჩილ ბიორობოტად, საზოგადოების მმართველი კიბერნეტიკული სისტემის დანომრილ მონად, საკონცენტრაციო ბანაკების დანომრილ უსახელო ტუსაღთა მსგავსად. რატომ დანომრილი ბიორობოტები? იმიტომ, რომ ახალ საზოგადოებაში ადამიანები სრულიად მოკლებულები იქნებიან ღმრთისმიერ ბოძებული ნების თავისუფლებას და ბუნებრივ უფლებებს, პირველ რიგში - სინდისის თავისუფლებისა და პიროვნული სახელის ქონის უფლებას. ჟენევაში მიღებული დოკუმენტის, „მოქმედებათა გეგმის” თანახმად, მსოფლიოს ყოველ ქვეყანაში იქმნება ელექტრონული მმართველობა, რომელიც იგება ერთიანი საერთაშორისო სტანდარტებით ერთიან საინფორმაციო პროგრამულ პლატფორმაზე. დროთა განმავლობაში5 ცალკეული ქვეყნების ელექტრონული მმართველობები შეერწყმიან ერთმანეთს და შექმნიან ერთიან მსოფლიო სისტემას. სწორედ იმ დროისთვის დაკარგავს რეალურ, პრაქტიკულ მნიშვნელობას ცნება „სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი”. რა მოუვა ხალხს? ელექტრონული ხელისუფლებისთვის აუცილებელია ელექტრონული მოსახლეობა. ამგვარად, საფუძველშივე შეიცვლება ურთიერთობები საზოგადოებაში. კანონები დაიწერება (და უკვე იწერება) არა ადამიანებისთვის, არამედ კომპიუტერებისთვის. ადამიანისთვის განისაზღვრება როლი, იყოს ავტომატურად მოქმედი კომპიუტერული სისტემის დანამატი. სხვა სიტყვებით, არა ტექნიკური სისტემები დაემორჩილება ხალხს, არამედ ხალხი დაემორჩილება ტექნიკურ სისტემებსა და ამ სისტემების პატრონებს. საერთაშორისო შეთანხმებებით (ოკინავა-2000, ჟენევა-2003, ტუნისი- 2005) თავდაპირველადვე განისაზღვრა, რომ მოსახლეობას კონტაქტი ექნება ელექტრონულ მთავრობასთან. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ გლობალურ ინფორმაციულ საზოგადოებაში ადამიანი იცხოვრებს „სისტემური ქცევის” მკაცრი, ხისტი წესების შესაბამისად, რომლებიც დაფუძნებულია „ქსელურ ლოგიკასა” და „ქსელურ სტანდარტებზე”. ეს წესები წინააღმდეგობაში იქნება ადამიანის რელიგიურ მრწამსსა და სხვა რწმენებთან. ამგვარად, ადამიანები იძულებულნი იქნებიან, იმოქმედონ თავიანთი მრწამსისა და სინდისის საწინააღმდეგოდ. ზოგადად კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ისეთი საზოგადოების მშენებლობა, რომელშიც ადამიანს საერთოდ არ ექნება არანაირი უფლებები და თვისუფლებები! მათგან, რომელთაც არ ესმით მომდინარე მოვლენების არსი, ხშირად გაიგებთ შემდეგ სიტყვებს: „კი ბატონო, გვითვალთვალონ, გვაკონტროლონ, - ჩვენ ხომ პატიოსანი ადამიანები ვართ და არაფერს ვაშავებთ”. მათ არ ესმით, რომ ყოველგვარი კონტროლი აუცილებლად გულისხმობს მართვას! მილიარდები იმისთვის კი არ იხარჯება, რომ მარტო უთვალთვალონ, არამედ იმისთვის, რომ მართონ. სწორედ ადამიანთა ქცევის მართვა, მისთვის ღმრთივბოძებული თავისუფლების წართმევა არის მსოფლიო ტექნოტრონული დიქტატურის მთავარი მიზანი. თვით მიწიერი კანონებითა და საზომებით რომ ვთქვათ, ადამიანისთვის პიროვნული სახელის ნაცვლად ნომრის მინიჭება უდიდესი ბოროტმოქმედებაა. ნიუნბერგის პროცესზე, რომელიც მიმდინარეობდა 1945 წ. 20 ნოემბრიდან 1946 წ. 1 ოქტომბრამდე, საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა, ფაშიზმის სხვა დანაშაულობებთან ერთად, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ უვადო დანაშაულად ცნო ადამიანებისთვის პიროვნულობის უგულვებელსმყოფელი ნომრის მინიჭებისა და მათი ამ ნომრით დაღდასმის პრაქტიკა (ნიუნბერგის პროცესის მასალები, M., 1954. T. II. C. 865, 872, 873, 910) სამწუხაროა, რომ თვით ქვეყნის პატრიოტები ვერ აცნობიერებენ იმას, თუ რა საფრთხეს უქმნის პიროვნებასა და ქვეყანას გლობალურ ინფორმაციულ სისტემაში ინტეგრირება. „ცხვარივით ბრმა უნდა იყო, რომ ვერ ხედავდე იმას, თუ რა ხდება გარშემო”, - გულისტკივილით ამბობდა ჯერ კიდევ 1994 წელს პაისი ათონელი, როდესაც საუბრობდა მსოფლიო სავაჭრო ელექტრონული სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით. როგორც ცხვარი მიყვება ბრმად უფსკრულისკენ მიმავალ ყოჩს, ისე ბრმად მიყვება კაცობრიობა ამა ქვეყნის „ყოჩებს” უფსკრულისკენ . ანტიქრისტეს სუფევისადმი მზადებას მრავალი წახნაგი აქვს: ეკლესიოლოგიურ-რელიგიური, სამართლებრივი, ეკონომიკურსოციალური, კულტურული, ზნეობრივი და სხვა. გლობალიზაცია ანტიქრისტეში ცდილობს მოახდინოს ყოველგვარ ფასეულობათა ნიველირება, განსაკუთრებით კი - რელიგიური და ეროვნული ფასეულობებისა, ვინაიდან ესწრაფვის ერთი ერისა და ერთი სარწმუნოების შექმნას, რომლის ლიდერი - როგორც პოლიტიკური, ისე რელიგიური - ანტიქრისტე იქნება. ანტიქრისტეში გლობალიზაციის პროცესი ხორციელდება ანტიქრისტეს სტანდარტების დანერგვის გზით. ზნეობრივი თვალსაზრისით ანტიქრისტეს სტანდარტები ქრისტეს სტანდარტების (მცნებების) საპირისპიროს გულისხმობს _ გარყვნილებას, სიძვა-მრუშობას, საზოგადოების სოდომ-გომორიზაციას, ძალადობასა და ყოველგვარ სიბილწეს, რომელთა სიჭარბე იქნება მეორედ მოსვლის წინაპირობა. სწორედ ანტიქრისტეს სტანდარტებითაა განსაზღვრული გარყვნილების პროპაგანდა მასმედიის საშუალებებით, სკოლებში სექსუალური განათლების შეტანა, ჰომოსექსუალიზმის ქადაგება, აბორტების ლიბერალიზაცია, პროსტიტუციისა და ნარკომანიის ლეგალიზაცია, კონტრაცეფციის, სტერილიზაციისა და მსგავსი საშუალებების ფართოდ გავრცელება. უკვე საუბარია ისეთი ბოროტების ლიბერალიზაციაზე, როგორიცაა ინცესტი (ახლო ნათესავებს შორის სიძვა-მრუშობა) და პედოფილია (ბავშთა გაუპატიურება და გახრწნა). მაგალითისათვის მოვიყვანთ შემდეგ ცნობას: ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციით, რომელიც შეადგინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, პედოფილია 1965 წელს სქესობრივ გარყვნილებათა ჯგუფს მიაკუთვნეს, 1973 წელს ”გადახრად” დასახელდა, ხოლო 1993 წელს - ”სექსუალური ორიენტაციის დარღვევად”. ახლო მომავალში უნდა ველოდოთ პედოფილიის სექსუალურ ორიენტაციად გამოცხადებას. ამგვარად, სახეზეა მსოფლიოს სექსუალური ტოლერანტობის ევოლუცია. ანტიქრისტეს სტანდარტების დანერგვის ერთ-ერთი მიმართულებაა შტრიხკოდების, საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომრების, პირადობის მოწმობების, მ.შ. - ბიომეტრიული პასპორტებისა და მსგავსი დოკუმენტების შემოღება, რომლებიც საყოველთაოდ გავრცელებულია ანდა იწყებს გავრცელებას. წინასწარ უნდა ითქვას, რომ ასეთი ტექნოლოგიებისა და დოკუმენტების მიმღები მართლმადიდებლები ჯერ-ჯერობით არ ჩაითვლებიან ანტიქრისტეს ბეჭდის მიმღებებად, ვინაიდან: ა) ხშირ შემთხვევაში მათთვის უცნობია დემონიზაციის ის მოდელი, რომელიც შეფარულად დევს დასახელებულ ტექნოლოგიაში ან დოკუმენტში (მაგ., ანტიქრისტეს რიცხვი 666 საფუძვლად უდევს შტრიხკოდებს); ბ) ამ ტექნოლოგიებით სარგებლობა არ არის ანტიქრისტეს ბეჭედის მიღება. ანტიქრისტეს ბეჭდის მიღება გულისხმობს: ა) პიროვნების მიერ ქრისტეს უარყოფას, ანტიქრისტეს თაყვანისცემასა და მისი ბეჭდის შეგნებულად მიღებასა; ბ) ამ ბეჭდის აღჭურვას სრული კონტროლისა და მართვის მექანიზმებით. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი ასეთი სტანდარტი არის ნაბიჯი ანტიქრისტესკენ და ყოველი მართლმადიდებელი უნდა ეცადოს, წინ აღუდგეს ამ პროცესს, ყველა ღონე იხმაროს, რომ თავი აარიდოს მსგავსი სტანდარტებისა და დოკუმენტების მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე, ნაბიჯნაბიჯ, მივუახლოვდებით ანტიქრისტეს ბეჭედს და შეიძლება ვერც8 შევამჩნიოთ, თუ როგორ აღმოვჩნდებით მის ტყვეობაში. ამიტომ გვაფრთხილებს ასე მკაცრად პაისი ათონელი, გაკვირვებული ადამიანთა დაუდევრობითა და გულგრილობით ანტიქრისტეს უკვე არსებული ნიშნების მიმართ (ბერი პაისი, დროის ნიშანი 666, 2000.წ): `გაოგნებული ვარ, რატომ არ დაფიქრდებიან ყველა ამ მოვლენაზე?... მაშინ, როდესაც ნიშნები ასე მკაფიოდ ჩანს, მხეცმა ბრიუსელში რიცვით 666, უკვე ჩაყლაპა ყველა ქვეყნები კომპიუტერში. ”მომსახურების ბარათები”, პირადობის მოწმობები, ბეჭდის შემოღება რაზე მიუთითებს?. . . ამის შემდეგ დაიწყება ”სრულყოფილი სისტემის” რეკლამირება, ანუ, ლაზერის სხივით ბეჭედი ხელზე ან შუბლზე, რომელიც გარეგნულად შეუმჩნეველი იქნება, რიცხვით 666, ანუ ანტიქრისტეს სახელი. . .… სამწუხაროდ, კვლავ ზოგიერთი ”გნოსტიკოსი” თვის სულიერ შვილებს დაარწმუნებს, რომ არ შეშფოთდნენ: ”არა აქვს მნიშვნელობა, ეს არაფერია, საკმარისია შინაგანი რწმენა”. . . ზოგიერთი თანამედროვე ”გნოსტიკოსი” კი მრავალ სისულელეს ამბობს. ერთი ამბობს ”მე მივიღებ პირადობის მოწმობას, რიცხვით 666, და მას ჯვარს გადავსახავ”. მეორე ამბობს: ”მე მივიღებ შუბლზე ბეჭედს და თავს ჯვარს გადავსახავ”. ეს ცდომილებაა. ეშმაკი-ანტიქრისტე, როდესაც თავისი სიმბოლოთი იმყოფება პასპორტზე, ხელზე ან ჩვენს შუბლზე, არ განინათლება იმითაც კი, თუკი მას ჯვარს დავადებთ. პატიოსანი ჯვრის ძალა მხოლოდ მაშინა გვაქვს, როდესაც ვიბეჭდებით ნათლობის წმიდა ბეჭდით, როდესაც განვეშორებით სატანას, შევუდგებით ქრისტესა, და ვღებულობთ წმიდა ბეჭედს ”სულიწმიდის ნიჭის ბეჭედს”. უტყუარია, რომ ახალი ბაბილონის მშენებლები მოქმედებენ „ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაითა” (2თეს. 10), საკმაოდ მოხერხებულად ცვლიან რა ჭეშმარიტი ფასეულობების ცნებებს მოჩვენებითით. თანამედროვე რევოლუციონერ-რეფორმატორები, რომლებიც ანადგურებენ ყოველივე იმას, რის რეფორმირებასაც გვპირდებოდნენ, მივიდნენ გლობალური რევოლუციის დასკვნით ფაზასთან - თვით სახელმწიფოს ცნების რეფორმირებასთან. პირველ რიგში გვთავაზობენ, რომ სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებები შეიცვალოს კომერციული მომსახურებებით. დემოკრატიის საფარველით მოქმედთ უნდა ვკითხოთ: რომელ „დემოკრატიის განვითარებაზეა” საუბარი, როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგის შემოქმედნი ადამიანს ართმევენ თავისუფალი არჩევანის უფლებას, რომელსაც მას თვით ღმერთი აძლევს? კარდინალურ გადაწყვეტილებებს ღებულობენ საყოველთაო განხილვების გარეშე, სამთავრობო ბრძანებულებების საფუძველზე და კარგად აპრობირებული ტექნოლოგიების - „საზოგადოებრივი აზრის შე სწა ვლი ს ” , „ საზოგადოებრივი მოსმენების ” , „ საპილოტო პროექტებისა” და მსგავსთა საფუძველზე? ჩვენს ქვეყანაში მართლმადიდებელი ეკლესია ყველაზე მაღალი ნდობის ფაქტორით სარგებლობს - თვით დასავლეთიდან დაფინანსებული გამოკვლევების საფუძველზე დასტურდება, რომ მას ნდობას უცხადებს მოსახლეობის 90%-ზე მეტი. მაშ, რომელ დემოკრატიაზეა საუბარი, როდესაც ხელისუფლება არ ისმენს ასეთი მაღალი ნდობის მანდატით აღჭურვილი ერთობის, ეკლესიის ხმასა და მოწოდებებს? ამიტომ ვუწოდებთ ჩვენ ამ რევოლუციონერ-რეფორმ ატორებს არა დემოკრატიის, არამედ დემონოკრატიის მაშენებლებს. რომელ დემოკრატიაზეა საუბარი, როდესაც ყველაზე უხეში ფორმებით ხდება საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპის - უდანაშაულობის პრეზუმციის - უგულებელყოფა. მის მაგივრად შემოაქვთ დამნაშავეობის პრეზუმციის პრინციპი - ყველა თავისუფალი მოქალაქე დაბადებიდანვე გამოცხადებულია პოტენციურ დამნაშავედ და, ახალი მსოფლიო წესრიგის შემოქმედთა თქმით, ამიტომაა „ აუცილებელი ” , განხორციელდეს ადამიანთა საყოველთაო კონტროლი, მათი თვალვალი. ეს შემოქმედნი კი სულ უფრო შორსა და შორს მიდიან. ევროკომისია (ევროკავშირის მთავრობა) აცხადებს, რომ ფართოდ უნდა გავრცელდეს ადამიანის სხეულში იმ მიკროპროცესორული მოწყობილობის დანერგვა, რომელმაც უნდა შეასრულოს პიროვნების დამადასტურებელი მოწმობის ფუნქცია, დამყარებული იმ საიდენტიფიკაციო ნომრის გამოყენებაზე, რომლის მატარებელიცაა მიკროჩი პი, და რომელსაც ოფიციალურად „ადამიანის შტრიხ-კოდი” ეწოდება. ასევე, არ არის შემთხვევითი, რომ აშშ-სა და ევროპაში ინერგება ლაზერული სხივებით ადამიანის სხეულზე შტრიხ-კოდის დატანის ტექნოლოგია. ამგვარად, უკვე აღარც მალავენ,10 რომ პიროვნების ციფრული იდენტიფიკაციის პროცესი დასრულდება „ნიშნის, ანუ მხეცის სახელის, ან მისი რიცხვითი სახელის” დატანით, როგორც ეს აღნიშნულია აპოკალიფსში. თავად განსაჯეთ: მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების ეთიკის მე-20 ევროპული ჯგუფის დასკვნაში, რომელიც 2005 წ. ევროკომისიაში წარადგინეს და შეეხება „საინფორმ-აციოკომუნიკაციური საშუალებების ადამიანის სხეულში ინპლანტაციის ეთიკის ასპექტებს”, ნათქვამია: „თანამედროვე საზოგადოება იმ ცვლილებების პირისპირ დადგა, რომლებსაც უნდა დაექვემდებაროს ადამიანური ბუნება. აი, პროგრესის მორიგი ეტაპი - ვიდეოთვალთვალისა და ბიომეტრიის, ასევე ადამიანის სხეულში დანერგილი სახვადასხვა ელექტრონული საშუალებების, კანქვეშა ჩი პებისა და სმარტ-ნაჭდევების საშუალებებით ადამიანებზე დაკვირვების შედეგად ადამიანის პიროვნება იცვლება იმდენად, რომ ადამიანები სულ უფრო და უფრო ხდებიან ქსელური პიროვნებები. ასეთ პიროვნებებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ დრო და დრო მიიღონ და გადასცენ ისეთი სიგნალები, რომლებიც ნებას რთავენ გადაადგილებას, აკონტროლებენ ჩვევებსა და იმ კონტაქტებს, რომლებიც ექვემდებარებიან თვალთვალსა და შეფასებას. ამან უნდა შეცვალოს ადამიანისავტონომიის მნიშვნელობა და შინაარსი (არსი). . . ჩვენს საზოგადოებაში სხეული - ეს ნედლეულია, რომელიც შეიძლება შეიცვალოს. მისით შეიძლება მანი პულირება, რათა აღდგეს ფუნქციები, რომლებიც მან დაკარგა ან შეიძინოს ჯერ უცნობი ფუნქციები, რომელთა შესახებ მხოლოდ ის შეიძლება ვთქვათ, რომ ისინი შეიძლება არსებობდნენ. . . ჩვენ საქმე ორივე ტექნოლოგიასთან უნდა გვქონდეს, როგორიცაა: უნარის აღდგენა და უნარის გაუმჯობესება, სხეულისთვის მეგობრული ტექნოლოგიების საშუალებით, რომელთაც შეუძლიათ განავითარონ და შეცვალონ სხეულზე ზრუნვის კონცეფცია, რაც გვაუწყებს „კიბორგების” - პოსტადამიანური სხეულების გამოჩენას. . . ეს „გარდაქმნის განზრახულობა” უშვებს სამეცნიერო და ტექნოლოგ იური ქმედებებისა და აღმოჩენების სხვადასხვა სახეებს. ადამიანის სხეულში ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიების ინპლანტანტებს შეუძლიათ ითამაშონ მთავარი როლი ისეთ11 საკითხებში, როგორიცაა ჯანდაცვა, მეტიც, შეუძლიათ მიგვიყვანონ ბიოლოგიური და ფსიქიკური შესაძლებლობების გაძლიერებასთან. მომავალში ექსტრაპოლირებით, ამ ლოგიკას შეუძლია მიგვიყვანოს თვით ადამიანის რასის ტრანსფორმაციასთან” (http://ec.europa.eu/ european_group_ethics/publications/docs/avis20compl_en.pdf). ადამიანის ბიომეტრიული პარამეტრების მოკრეფა და მათი ელექტრონულ - საიდენტიფიკაციო და სააუთენტიფიკაცო მოწყობილობებსა და მონაცემთა ბაზაში მოთავსება იდენტიფიკაციისა და აუთენტიფიკაციისათვის მათი შემდგომი გამოყენებისათვის პირდაპირ ხელყოფს ადამიანის ღირსებას, ასევე, სხვა კონსტიტუციურ ნორმებს - თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლებას, პირადი ცხოვრების, პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელშეუხებლობის უფლებას, ღირსებისა და კარგი სახელის დაცვის უფლებას, თავისუფალი სინდისის უფლებას, რელიგიური მრწამსისა და მის შესაბამისად მოქმედების უფლებას, ასევე, პიროვნებისა და საზოგადოების მთელ რიგ სხვა კონსტიტუციურ უფლებებს. ეს ის უფლებებია, რომელთა შეზღუდვა სახელმწიფოში თვით საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც კი არ ხდება. ამგვარად, მრავალპარამეტრიანი ბიომეტრიული დოკუმენტების დანერგვა (აღარაფერს ვამბობთ ადამიანის სხეულში ელექტრონული მოწყობილობების ინპლანტაციაზე) პრაქტიკულად არის ქმედება, რომელიც მიმართულია მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა წინააღმდეგ, იმ პრინცი პებისა, რომლებიც არის ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის საფუძველთა საფუძველი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ უკვე მიმდინარე ეტაპზე ხელისუფლების წინაშე დაისვას საკითხი: მიღებულ იქნეს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც აკრძალავს მოქალაქეთა იძულებას, გამოიყენონ პერსონალური მონაცემებისა და პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის შესახებ მონაცემების მოკრების, დამუშავებისა და აღრიცხვის ავტომატიზირებული საშუალებები, რომელთა გამოყენება ეწინააღმდეგება პიროვნების რელიგიურ მრწამსსა და სხვა რწმენებს. კანონით უნდა აიკრძალოს მოქალაქეთა იძულება, მიიღონ და გამოიყენონ ადამიანის იდენტიფიკაციის ნებისმიერი ავტომატიზებული საშუალება. მრავალი მილიონი მორწმუნე დარწმუნებულია, რომ მათ არ უნდა ატარონ კომპიუტერული სახელები, არ უნდა იყვნენ რაიმე საიდენტიფიკაციო ნომრისა თუ კოდის, ნაჭდევისა და ჩი პის მატარებელი, არ უნდა გახდნენ „ბიოობიექტები”. მათ სურთ იცხოვრონ ღმრთის მცნებებით, და არა ანტიადამიანური „ქსელური ლოგიკის” წესების შესაბამისად. ამ თავის დასასრულს აღვნიშნავთ, რომ სწორედ გლობალიზაციის არსის გამოაშკარავების საფუძველზე ვამბობთ, რომ გლობალიზაცია აპოკალიფსური პროცესია, რომელსაც კაცობრიობა ანტიქრისტეში გლობალიზებისა და ინტეგრირებისკენ მიჰყავს. მხოლოდ მართლმადიდებლობას აქვს ჭეშმარიტი ცოდნა აპოკალიფსური პროცესების შესახებ, რაც წინასწარმეტყველურად ცხადდება და სულ უფრო აშკარა და საცნაური ხდება; სწორედ მართლმადიდებლობას აქვს ცოდნა იმისა, თუ როგორ უნდა გადაირჩინოს თავი პიროვნებამ ანტიქრისტეს მონებისაგან, ხოლო სული - წარწყმედისაგან. მართლმადიდებლობაა ერთადერთი ნამდვილი წინააღმდეგობა ანტიქრისტესკენ მიმავალ გზაზე, რასაც ახალი მსოფლიო წესრიგის შემოქმედნი ღიად და ცხადად აღნიშნავენ (გაიხსენეთ იგივე ბჟეზინსკის გამონათქვამი იმის შესახებ, რომ ”კომუნიზმის შემდგომ დედამიწაზე ბოლო მოსაშორებელი სნეულება მართლმადიდებლობაა”). ამიტომ საქართველომ, ისევე როგორც ნებისმიერმა მართლმადიდებლურმა ქვეყანამ, სწორედ მართლმადიდებლობა უნდა აქციოს თავისი ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინის ქვაკუთხედად, პიროვნული თავისუფლების გარანტად, საზოგადოებრივი ცხოვრების ქცევის კოდექსად და პიროვნების მიერ სულის ცხონების ჭეშმარიტ გზად. წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირი -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
damiane80 გამოკითხვა Aug 5 2011, 01:08 AM
A.V.M ... Aug 5 2011, 01:15 AM
damiane80
პირვე ორ შორის გან... Aug 5 2011, 01:23 AM
terra ეს მოვნიშნე :
თუმც... Aug 5 2011, 04:00 AM
damiane80
შენც იგივეს გკითხ... Aug 5 2011, 04:22 AM
A.V.M ... Aug 5 2011, 01:28 PM
damiane80
ვერ დაგეთანხმები, ... Aug 6 2011, 01:33 PM
GIORGI LELUASHVILI აი ძალიან საინტერე... Aug 7 2011, 12:00 AM
lingvo KRLtPrpInes&feature=youtu.be Aug 7 2011, 01:46 PM
damiane80
KRLtPrpInes&feature=youtu.be
ეს ვი... Aug 7 2011, 11:20 PM
damiane80 GIORGI LELUASHVILI
იქნებ ხმა მ... Aug 7 2011, 01:19 PM
tamuna m
+ Aug 7 2011, 04:07 PM
leluka ის არ მსიამოვნებს, ... Aug 7 2011, 09:19 PM
k@the მე იმას ვფიქრობ, რო... Aug 7 2011, 11:29 PM
damiane80
მგონი სწორი მიდგო... Aug 7 2011, 11:37 PM
GIORGI LELUASHVILI damiane80
ჩემი ხმა ამ ვიდ... Aug 8 2011, 05:52 PM
cristiani ბიომეტრიული პასპო... Aug 8 2011, 10:45 PM
gio9
აბსოლუტურად გეთა... Aug 11 2011, 05:04 PM
cristiani
აბსოლუტურად გეთან... Aug 16 2011, 06:10 PM
A.V.M ოჰო,პოლემიკა მომწო... Aug 15 2011, 07:01 PM
ILIAIT ეხლა გასდის ჩემს პ... Aug 17 2011, 11:49 AM
A.V.M ... Aug 17 2011, 09:36 PM
m16 ასეთი უბედური რომ ... Aug 19 2011, 10:19 AM
A.V.M
პატრიარქი დამიჯერ... Aug 19 2011, 03:02 PM
m16 A.V.M
რატომ არ იტყვის ... Aug 19 2011, 03:22 PM
terra
A.V.M
რატომ არ იტყვის ... Aug 19 2011, 07:23 PM
abo ვინც მე-3 პუნქს დადე... Aug 19 2011, 08:08 PM
m16
ვერ გავიგე, რაო? Aug 19 2011, 08:24 PM
damiane80
ვინც 1-ს პუნქტს პას... Aug 20 2011, 02:23 PM
dato!!! ტელეფონში არის იყო... Aug 21 2011, 10:23 PM
cxz [url=http://www.myvideo.ge/?video_id=1408425][size... Aug 22 2011, 11:01 AM
A.V.M ... Aug 23 2011, 04:32 PM
ikanosi A.V.M
აქ ხედავ ნების თ... Aug 23 2011, 04:40 PM
terra
A.V.M
აქ ხედავ ნების თ... Aug 24 2011, 01:25 PM
ikanosi terra
ჰო მაგრამ საუბა... Aug 24 2011, 02:08 PM
terra
terra
ჰო მაგრამ საუბა... Aug 24 2011, 04:14 PM
ikanosi terra
დიახ გეთანხმები
... Aug 24 2011, 05:23 PM
terra
terra
დიახ გეთანხმები... Aug 24 2011, 05:37 PM
A.V.M ... Aug 26 2011, 08:19 PM
afxazi ვიქექები ამ წიგნებ... Aug 28 2011, 09:12 PM
damiane80 დღეს აიღო ჩემმა ახ... Aug 31 2011, 07:12 PM
A.V.M ... Aug 31 2011, 10:43 PM
damiane80 A.V.M
სამწუხარო ის არ... Aug 31 2011, 11:19 PM
cristiani ელექტრონული პასპო... Sep 1 2011, 04:57 PM
A.V.M ... Sep 1 2011, 07:45 PM
cristiani ''აიძულა ყველა- პ... Sep 2 2011, 10:18 AM
A.V.M ... Sep 2 2011, 11:34 AM
cristiani თოფით და ფიზიკური ... Sep 2 2011, 12:15 PM
syd A.V.M
ძლიერი მორწმუნ... Sep 1 2011, 08:06 PM
terra http://www.obieqtivi.net/
წამყვან... Sep 1 2011, 08:51 PM
damiane80
ამას ვამბობ მეც, ე... Sep 1 2011, 09:03 PM
A.V.M ... Sep 1 2011, 09:31 PM
terra
მარა ერთი პატრიარ... Sep 2 2011, 06:10 PM
damiane80
მართალია სხვის მა... Sep 2 2011, 12:48 AM
A.V.M პირველი ფრაზა ციტი... Sep 2 2011, 12:28 PM
cristiani კი წავიკითხე.
მამა ... Sep 2 2011, 12:41 PM
A.V.M ... Sep 2 2011, 12:50 PM
cristiani http://www.youtube.com/watch?v=TIwuJ10B7G8
დე... Sep 2 2011, 10:12 PM
A.V.M ... Sep 3 2011, 03:50 AM
terra
terra
ძმობაში კონტექს... Sep 3 2011, 04:05 AM
cristiani A.V.M
კი, შეიძება მასე ... Sep 3 2011, 10:19 AM
A.V.M cristiani
ყველანაირად შე... Sep 3 2011, 01:31 PM
damiane80
ნუ კიდევ ერთხელ წა... Sep 3 2011, 08:42 PM
afxazi damiane80
ყველაფერი დაი... Sep 3 2011, 09:10 PM
A.V.M ... Sep 3 2011, 09:11 PM
damiane80
წაიკითხე პაისი ათ... Sep 3 2011, 09:34 PM
afxazi A.V.M
? Sep 3 2011, 09:12 PM
A.V.M ჩემი ციტირება ნახე... Sep 3 2011, 09:23 PM
A.V.M ... Sep 3 2011, 10:00 PM
A.V.M ... Sep 3 2011, 11:45 PM
afxazi A.V.M
ანდრია კესარიე... Sep 3 2011, 11:47 PM
damiane80
აუუუუ, სად წახვედი... Sep 4 2011, 04:54 PM
damiane80 მე მგონი უადგილო ა... Sep 4 2011, 11:16 PM
A.V.M ხო დამიანე,ზუსტად ... Sep 4 2011, 11:29 PM
damiane80
ხო დამიანე,ზუსტად ... Sep 4 2011, 11:50 PM
damiane80 მოუსმინეთ ამასაც, ... Sep 5 2011, 12:16 AM
ალექსანდრე
მოუსმინეთ ამასაც, ... Sep 6 2011, 05:46 PM
terra ამას უყურა/უსმინა ... Sep 6 2011, 05:17 PM
.zakaria.
ამას უყურა/უსმინა ... Sep 6 2011, 07:13 PM
terra
ვუსმინე ჟორჟ ვუსმ... Sep 6 2011, 08:51 PM
A.V.M ტერა!რა ინტერნეტ... Sep 6 2011, 05:26 PM
terra A.V.M
დააბუფერე და ის... Sep 6 2011, 05:47 PM
A.V.M ტერა რამდენი გიშრო... Sep 12 2011, 05:06 PM
terra A.V.M
ჩემი ნაშრომი არ... Sep 13 2011, 01:27 AM
.zakaria.
აი, უფლის შეწევნა... Sep 13 2011, 02:02 AM
ნაინა terra
აი შენ რაც ჩამოწ... Sep 13 2011, 02:07 AM
იაკობ
terra
აი შენ რაც ჩამოწ... Sep 13 2011, 02:43 AM
მაკუნა
მე წავიკითხე, მაგრ... Sep 13 2011, 02:48 AM
terra მაკუნა
ჰო რა. მთელი... Sep 13 2011, 11:22 AM
A.V.M ... Sep 13 2011, 11:47 AM
terra
მარტო ათონი ტერა?
რ... Sep 13 2011, 12:03 PM
afxazi terra
ათონი არ არის უ... Sep 13 2011, 12:32 PM
A.V.M .. Sep 13 2011, 12:44 PM
afxazi A.V.M
მე შტრიხ კოდებზ... Sep 13 2011, 12:48 PM
terra afxazi
არ იყო საჭირო უც... Sep 13 2011, 05:20 PM
afxazi terra
ჩემი "განმარტე... Sep 13 2011, 05:47 PM
იაკობ 1895 წელს პოპოვმა რო რ... Sep 13 2011, 06:38 PM
A.V.M ... Sep 13 2011, 09:33 PM
subterranean არ ვარ წინააღმდეგი... Sep 13 2011, 09:42 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2026 - 04:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი