ოკულტიზმი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ოკულტიზმი |
George Leluashvili |
Aug 15 2011, 06:02 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
მოგესალმებით!
ამ თემის გახსნა იმ მიზეზით გადავწყვიტე, რომ თანამედროვე ოკულტური მოვლენებით ბევრი ადამიანია დაინტერესებული. დღეს ეს თემა ფართო საზოგადოებაში და რელიგიურ ადგილებში ძალიან აქტუალურია. ყველა განსხვავებულად უყურებს და აღიქვამს მას. ზოგს ეს უბრალოდ გართობა ჰგონია, ზოგს-ავადმყოფობისაგან თავდახსნის საშუალება, ზოგი კი მთელი სერიოზულობით მისდევს ამ საქმიანობას. მე თავდაპირველად მსურს ოკულტიზმი მართლმადიდებლური კუთხით განვიხილო და შემდეგ ვისაც სურვილი გექნებათ, დააფიქსირეთ საკუთარი აზრი. ოკულტიზმი (ლათ. occultus - საიდუმლო, ფარული) - მისტიკურ მოძღვრებათა საერთო სახელწოდება. ოკულტიზმის მიხედვით ბუნებაში არსებობენ იდუმალი ზებუნებრივი ძალები, რომლებთანაც ადამიანებს შეუძლიათ დაამყარონ ურთიერთობა მაგიური მოქმედებით, ჯადოსნობით და მისნობით. ოკულტიზმის განუყოფელ ნაწილებად ითვლება მაგია, ექსტრასენსორიკა, ასტროლოგია, ნუმეროლოგია, ქირომანტია, გააზრებული სიზმრები, მკითხაობა და ა.შ. “როცა სასტიკ სნეულებაში ჩავარდები, მრავალნი გირჩევენ, მიმართო ჯადოქრებს ან მისნებს, მაგრამ შენ, ღმერთს მინდობილმა, დაითმინე, გახსოვდეს, რომ ამ ტანჯვას შენთვის გვირგვინი მოაქვს. იგი აგაცილებს მომავალ სატანჯველს, თუკი სნეულებას ღვთისადმი მადლიერების გრძნობით გადაიტან. თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, მაშინ ქრისტეს დავემორჩილოთ და არ მივმართოთ ღვთის მტრებს – მისნებს, ჯადოქრებს (ე.ი ექსტრასენსებს), რამეთუ ისინი ღვთის მტრები არიან. უმჯობესია, მოვკვდეთ, ვიდრე ღვთის მტრებთან მივიდეთ. რა სარგებელია, სხეულს ვუმკურნალოთ, თუკი სულს წარვიწყმედთ, რა შენაძენია, აქ მცირე ნუგეში მივიღოთ და იქ საუკუნო ცეცხლში ეშმაკებთან ვიტანჯოთ”. წმ. იოანე ოქროპირი (სნეულებათა მისნობის შესახებ) {ოკულისტებში ვგულისხმობ ექსტრასენსებს, მკითხავებს, ჯადოქრებს, ასტროლოგებს, სპირიტისტებს და სხვა } საღმრთო წერილში, ძველსა და ახალ აღთქმაში, ოკულტიზმი, მისნობა, ჯადოქრობა, ვარსკვლავთმრიცხველობა, ცრუწინასწარმეტყველება ყველგან დაგმობილია უფლის მიერ. რჯულის კანონში მკითხავი, ისევე როგორც კაცის მკვლელი, ერთი და იმავე სასჯელის ზომით განიკანონება ეკლესიის წიაღიდან და მოუნანებლობის შემთხვევაში ანათემასაც გადაეცემა. ოკულისტების საცდური ოკულისტების მიერ წამოსული საცდური ორგვარია, ერთია ადამიანთა უმეცრებაზე დაფუძნებული მოხერხება და მზაკვრული ქმედება – ფარისევლობა და მეორეა ბოროტი სულის სასწაულები, რომელსაც შეუძლია ცრუ და დამღუპველი სასწაულებიც მოახდინოს. ზოგჯერ რაიმეს გამოცნობით ადამიანებს თავიანთი გავლენის ქვეშ აქცევენ და ასე ჩამოაშორებენ ცხონებას. ოკულისტების ზებუნებრივი ძალის შესახებ ადამიანს ღვთისგან უამრავი ძალა აქვს მინიჭებული, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ვერ ვაკონტროლებთ. მეცნიერულად შეიძლება ბევრი რამ აიხსნას. თუმცა ყველას არა აქვს იმის უნარი, რომ საკუთარი ძალები ბოლომდე შეიმეცნოს. დღეს ადამიანი თავისი შესაძლებლობების მხოლოდ ათ პროცენტს იყენებს. როცა ადამიანი დაეცა და დაემონა ბოროტ სულს, ეშმაკიც მასთან შევიდა ურთიერთობაში. ამიტომ ადამიანი რასაც თავის თავში აღმოაჩენს, შეიძლება ბოროტი ძალების ზეგავლენა იყოს და აღმოჩნდეს ბოროტი სულების ბადეში გაბმული. ამიტომ თუ შევამჩნევთ, რომ გვაქვს რაიმე გამოვლენა, თუნდაც ბიოველები, უნდა მივიდეთ მოძღვართან, ვილოცოთ და უფლის ნებით ყოველივე ისე აღესრულდება, როგორც ჩვენი სულის ცხონებას შეესაბამება. გარდაცვლილთა სულებთან ურთიერთობის რეალურობის შესახებ ე.წ. სულების გამოძახება და მათთან ურთიერთობა ილუზიაა, რეალობა კი ისაა, რომ სპირიტიზმის საშუალებით ადამიანი ბოროტ სულს, სატანას უკავშირდება და ამ სასწაულით მოხიბლული მთავარს – ცხონებას აკლდება. წმ. მამათაგან ნათქვამია, თაფლით სავსე კასრში ერთი წვეთი შხამიც რომ ერიოს, ის საშიშია ადამიანისათვის. ეშმაკმა კიდეც რომ ბევრი სასწაული გვიჩვენოს, მას ძალუძს ერთი წვეთი ისეთი საცდურიც შეურიოს მრავალ მაცდუნებელ ცრუ-სასწაულებში, რომ ადამიანი დაღუპოს და უფლის მადლს ჩამოაშოროს. თანამედროვე სპირიტიზმი არის მოძღვრება საიქიოსა და მასთან ურთიერთობაზე. იგი აცხადებს, რომ მატერიალური სამყაროს გარდა არსებობს სხვა, ასტრალური სამყაროც, რომელიც სიდიადითა და შესაძლებლობებით ჩვენსას აღემატება. რა თქმა უნდა, ამ მატერიალური სამყაროს გარდა მართლმადიდებელი ქრისტიანებიც ვაღიარებთ, რომ არსებობს ზეციური სამყარო – ღმერთი და ანგელოზები, რომლებიც აღემატებიან ჩვენს შესაძლებლობებს, მაგრამ ასევე არსებობენ დაცემული ანგელოზებიც და დემონებიც, რომლებიც ასევე აღემატებიან ჩვენს შესაძლებლობებს და ცდილობენ, ადამიანები თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქციონ და თავისუფლების მქონე ღვთის ხატად შექმნილ ადამიანს ჭეშმარიტი სარწმუნოება შეუცვალონ არასწორი და მადლს მოკლებული სარწმუნოებით. ოკულისტების მიერ გამოთქმული სიმართლე როდესაც ბოროტი სულები ანგელოზები იყვნენ, შეეძლოთ ჭეშმარიტება გამოეთქვათ. სპირიტიზმის საშუალებით, ამ რიტუალის ჩამტარებლებთან, ცხადდებიან არა მიცვალებულთა სულები, არამედ თავად ბოროტი სულები, რომლებმაც უწყიან იმ მიცვალებულის ხასიათი, მსოფლმხედველობა და მის მსგავსად ესაუბრებიან იმ ხალხს, რომლებიც სპირიტიზმის ქურუმებთან მიდიან. ადამიანს კი ჰგონია, რომ მას მიცვალებული ესაუბრება, სინამდვილეში კი ბოროტი სულია, რომელმაც ბევრი რამ იცის ამა თუ იმ პიროვნებაზე. ეკლესია ამიტომ უარყოფს ექსტრასენსების, სპირიტიზმის მიმდევრების, მისნების, მკითხავების და ვარსკვლავთმრიცხველების საქმიანობას. ისინი შეიძლება ბევრ რამეს მართალს ამბობენ, მაგრამ ამან შეიძლება ადამიანის სული დაღუპოს. ოკულტიზმით გატაცება ქრისტიანები ყველაფრის უარმყოფელები არ უნდა ვიყოთ. ბევრი რამ შეიძლება იყოს ამა თუ იმ სპორტში დადებითი. ადამიანს, ვინც ამ სპორტით არის დაინტერესებული, უნდა ჰყავდეს მოძღვარი და მისი დახმარებით ადვილად გაარჩევს, რა არის ამ სპორტში კარგი და რა ცუდი. აღმოსავლური სპორტის ზოგიერთ სახეობებში არის მედიტაცია, რელიგიური რიტუალები, ბუდისტური ლოცვები. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მისაღები არ უნდა იყოს. ხოლო რაც გამაჯანსაღებელია იმ სპორტში, ამას ჩვენი ეკლესია მიიღებს. წმინდა ბასილი დიდს აქვს ნაშრომი, თუ როგორ შეიძლება ბოროტი წიგნების გამოყენება. როგორც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერია: სიყრმიდანვე მან დაისწავლა ბევრი საღვთისმეტყველო წიგნები და ასევე ამაქვეყნეული წიგნებიც და რაიცა ჯირკვალი იყო განაგდო და რაიცა კარგი იყო, შეიწყნარაო. ანუ, ქრისტიანს უნდა ჰქონდეს იმდენად დახვეწილი გონება და უნდა ჰყავდეს მოძღვარი, რომ შეეძლოს ადვილად გაარჩიოს თეთრი შავისაგან. ყველაფერში შეგვიძლია ვნახოთ დადებითი მარცვალი და ის შევიწყნაროთ. აღმოსავლური მედიცინა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩინურ მედიცინას და მის დადებით მხარეებს ხშირად ახსენებს. ყველა რელიგიაში არსებობს მარცვალი ჭეშმარიტების და ბუნებრივია, ამის გამო მათი რელიგია არ უნდა ვაღიაროთ. თავად ღმერთის ჭეშმარიტების მარცვლები ბევრ რელიგიაში შეიძლება იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი ამ რელიგიების ბადეში არ გაებმებოდა, ამიტომ ჩვენი ვალია, რომ გავარჩიოთ კარგი მარცვალი თუნდაც აღმოსავლურ რელიგიურ მედიცინაშიც. ბევრი რამე მისაღებია მედიცინის კუთხით, მაგრამ რიტუალები ჩვენთვის მიუღებელია და მის აღიარებას არც პატრიარქი და არც ეკლესია არ დაუშვებს. იოგას მიმდევრები ჯვრის ნაცვლად ბუდისტურ ხის ბზით გაკეთებულ ფსკვნილს ატარებენ, ფსკვნილს ჩვენ ვუწოდებთ, თორემ ბუდისტური რელიგიის ნიშანია. ისინი, ფაქტობრივად, ტრადიციული რჯულის ნახევრად უარმყოფელნი არიან, რადგან გულზე ჯვარი აღარ უკეთიათ. ქირომანტია (ხელისგულზე მკითხაობა) ხელის გულზე მკითხაობამ შეიძლება ადამიანზე ცუდი გავლენა მოახდინოს. ქირომანტები ამბობენ, რომ ხელის გულზე ხაზი თუ სადღაც წყდება, ადამიანი ახალგაზრდა იღუპება. თუ მკითხავი ადამიანს ამას ეტყვის, არ არის გამორიცხული, რომ ფსიქოლოგიურად შეირყეს ან თუნდაც რაიმე დაემართოს, ან გულის შეტევით გარდაიცვალოს, ან ამ ფიქრებში ავტოკატასტროფა შეემთხვეს, ყოფილა შემთხვევები როცა ასე დაუსრულებიათ სიცოცხლე. ჩემი მრევლის ერთ-ერთ წევრს მკითხავმა უთხრა, რომ ის ახალგაზრდობაში თავს ჩამოიხრჩობდა. ერთხელაც ჩამოკიდა ბაწარი და თავი გაუყარა, შემთხვევით მამა სამსახურიდან ადრე დაბრუნდა და შვილი გადაარჩინა. შემდეგ მე მომიყვანა. ამ ახალგაზრდას ხმა ესმოდა: ადექი, გააკეთე, მოვიდა ის დრო, რასაც მკითხავი გეუბნებოდა, ასე მონა გახდა ეშმაკისა. ამ ისტორიას ქადაგებისას ხშირად ვიხსენებ და მკითხაობის სისაძაგლეს ვაჩვენებ მრევლს. ჯადოქრები, ე.წ. პარაფსიქოლოგები ძველ და ახალ აღთქმაში შეჩვენებული არიან, უფრო მეტიც ისინი კაცის მკვლელებად ითვლებიან. ეს მკვლელები რეალური მკვლელებისგან განსხვავებით ადამიანს ღუპავენ სულითაც და ხორცითაც. ვინც მათი გავლენის ქვეშ ექცევა კარგავს ცხონებას და სულს იღუპავს. შეიძლება ხორციელად განიკურნონ, მაგრამ ეშმაკს შეუძლია ერთი დაავადება მეორეთი შეცვალოს და ადამიანის სული დაღუპოს. რად გვინდა ეგეთი გადარჩენა ხორცისა, რომელიც სულის დაღუპვას ეფუძნება. უფალი ამბობს, გეშინოდეთ იმისა, ვისაც სულისა და ხორცის მოკვლა შეუძლია და ნუ გეშინიათ მათი, ვისაც მხოლოდ ხორცის მოკვლა შეუძლია. ეშმაკს შეუძლია ადამიანის მხოლოდ ხორცი მოკლას, მას არ აქვს ძალაუფლება სულზე და სულისა და ხორცის მოკვდინება ღმერთს შეუძლია და მისი გვეშინოდეს. კოსმოსთან კავშირი დაცემული დემონები, რომლებიც ანგელოზები იყვნენ, სწორედ კოსმოსში არიან გაბნეულნი. ჩვენ უნდა განვასხვავოთ კოსმოსი და ზეცა, ღმერთი და ანგელოზები ზეციურ სამყაროში არიან და ცა განსხვავდება ზეცისგან, ცა სხვა არის და ზეცა სხვა. ცაში, ანუ კოსმოსში განბნეულნი არიან ბოროტი სულები, ეშმაკები. რა თქმა უნდა, მათ ადამიანებთან კავშირი აქვთ, ბევრი ჰყავთ დამონებული ე.წ. მსახურები. სწორედ მისნებითა და სხვადასხვა ჯადოქრობებით ცდილობენ ადამიანთა სულებზე გავლენის მოხდენას და ისინი ახვევენ თავიანთ დამღუპველ სულიერ ბადეში ადამიანებს. რატომ მოუწოდებენ ხშირად ოკულისტები მათთან მისულ ადამიანებს ეკლესიაში სიარულიკენ ასეთი მაცდური ადამიანის ტაძარში სიარული შეიძლება უმეცრების შედეგიც იყოს, რადგან შეიძლება არც ესმოდეს, რომ ეშმაკის ბრმა იარაღად არის ქცეული და მისნობა პატივადაც კი მიაჩნდეს. ხშირ შემთხვევაში კი ტაძარში შეგნებულად მოდის, რათა, როგორც სახარებაშია ნათქვამი, უფლის გამორჩეული მორწმუნეები აცდუნოს. ეშმაკის მთავარი მიზანია, რომ ღვთის გზაზე მიმავალი ადამიანთა სულები დაღუპოს და არა ისინი, რომლებიც არც კი ცდილობენ სულის ცხონებას და არც ბოროტი სულის არსებობა სწამთ. როგორც აღვნიშნეთ, ეშმაკს და მის მსახურებს მონათლული და მირონცხებული ადამიანის სული უნდა, რომ თავის გავლენაში მოაქციოს და დაღუპოს, თორემ მოუნათლავი ადამიანი ისედაც არ დგას ცხონების გზაზე. ეშმაკისა და მისნების მთავარ სამიზნეს მართლმორწმუნე წარმოადგენს. სამების ტაძრის დეკანოზი იაკობ აბაშიძე -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
starscream |
Aug 24 2011, 09:19 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 686 რეგისტრ.: 17-June 10 წევრი № 9,023 |
Kanishtha-Adhikar
ვერაფრით ვერ გადავიტანე ჩემი ცნობიერება ფიზიკური სხეულიდან ნატიფ სხეულში.. გთხოვ სერიოზული მეთოდიკა თუ იცი მირჩიე რა +++++++++++++++++++++++++++++++ ადამიანს აქვს ძალები ამ ძალებს აქვს პატალოკი და უკვე სერიოზულ რაღაცეებს ჭირდება ძლიერი ენერგია რომელსაც ადამიანი იღებს ან დემონებისგან ან ნახევარ ღმერთებისაგან მართმადიდებელი ბერები იყენებენ სულიწმინდის ენერგიას ღმერთისაგან ეგზოთერიზმია როცა ადამიანი გარეგნულად აკეთებს ყველფერს მაგ ეკლესიაში დადის ასე შემდეგ.. ეზოეთერიკია ის ვინც თავისთავს უღრმავდება ბერები მაგალითად.. -------------------- Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah
Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again |
Kanishtha-Adhikar |
Sep 14 2011, 07:56 PM
პოსტი
#3
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
Kanishtha-Adhikar ვერაფრით ვერ გადავიტანე ჩემი ცნობიერება ფიზიკური სხეულიდან ნატიფ სხეულში.. გთხოვ სერიოზული მეთოდიკა თუ იცი მირჩიე რა ნატიფი ენერგეტიკული სხეული ცოტა შორიდან დავიწყებ ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენი ფიქრები და ემოციები საკმაოდ მძლავრად ზემოქმედებენ ჩვენს ფიზიკურ სხეულზე. მეცნიერება ფსიქონეიროიმუნოლოგია სწავლობს ურთიერთობათა კავშირებს ფიზიკურ სხეულს, გონებას და ექსტენსიურად სულიერების შორის. თუ როგორი ფორმით ფსიქიკური პროცესები მოქმედებენ ორგანიზმში მიმდინარე მატერიალურ პროცესებზე, ამაღლებენ, თუ ამცირებენ ისინი დაავადებების მიმართ ორგანიზმის მდგრადობას ? დღეისათვის ეს ჯერ კიდევ ბოლომდე უცნობია. ამ კავშირებს აგრეთვე შეიძლება შევხედოთ ენერგეტიკული მედიცინის თვალთა ხედვიდანაც. რათა გავარკვიოთ სხეულის და გონების დამოკიდებულებანი ადამიანის ენერგოინფორმაციულ კომპონენტებთან. ანუ აურასა და ჩაკრებთან. ბოლო ათწლეულობის განმავლობაში მოსახლეობაში ღვივდება ინტერესი არატრადიციული მედიცინის მიმართ. მრავალმა პაციენტმა გამოიტანეს დასკვნა რომ, მკურნალობის არც ,თუ ისე მცირე ტრადიციული მეთოდები ხშირად არ იძლევა მოსალოდნელ ეფექტებს და კიდევ უფრო მეტიც, ხშირად სტოვებენ გვერდით მოვლენებს. ამიტომაც ისეთი პრაქტიკა როგორიცაა აკოპუნქტურული ნემსები, ჰომეოპატია ძველი ინდური აიუვერდა და სხვა მრავალი, გახდა საკმაოდ პოპულარული. ამ ბოლო პერიოდში უმრავლეს კომპლიმენტარულ დარგებში ასე, თუ ისე გამოიყენება ამ დამოკიდებულებათა ურთიერთ კავშირები. ისეთი ტრადიციული მედიცინის დარგებიც კი, როგორიცაა ნეიროიმუნოლოგია და ფსიქიატრია ნელნელა უახლოვდებიან ამ კავშირების (გონება-სხეული-სულიერება) კვლევებს. ეს ნიშნავს იმას რომ, სისტემა სული-სხეული-გონება, ხორციელდება ცენტრალური ნერვული სისტემის და თავის ტვინის მიერ. რაც დიდი ხანია დადასტურებულია საუკუნეების მანძილზე არა ტრადიციულ სწავლებებში და მოძღვრებებში. აურა ანუ ენერგოიმფორმაციული ველი ჯამში სწორედ, რომ დემონსტრაციას ახდენს ასეთი კავშირების. ჩვენი ფიქრები, ემოციები და აზროვნება აირეკლება ჩვენს აურაში. აქედან კი გვექმნება შესაძლებლობა გამოვიყენოთ აურასა და ჩაკრებზე დაგროვილი მრავალ საუკუნოვანი ცოდნა. რათა განვსაზღვროთ ფიზიკურ ასპექტებთან წარმოქმნილი ზოგიერთი პრობლემები. ავღნიშნოთ ისიც რომ, ადამიანის აურა არის სწორედ ჭეშმარიტი ინდიკატორი პიროვნების ჯამრთელობის, სულიერ მდგომარეობის, აზროვნების და სხეულის მდგომარეობის. საერთოდ, ადამიანის ნატიფი ენერგეტიკული სხეული წარმოადგენს რთულ სისტემას. რომელიც შედგება ათასობით არხებისგან და რომლებსაც გადააქვთ ენერგია მთლიან სხეულში. ენერგიის შენადედებს ნატიფ სხეულში უწოდებენ ჩაკრებს, (სანსკრიტიდან თარგმნაში ნიშნავს რგოლებს) ან ენერგეტიკულ ცენტრებს. სხეულის მთელი სისტემა იმართება სამ საწყის ენერგეტიკული არხით და 7 ძირითადი ჩაკრით. ჩვენი ნატიფი სხეული მთლიანდ აქტივდება მხოლოდ კუნდალინის გამოფხიზლების შემთხვევაში რომელიც ასუფთავებს, მოჰყავს ბალანსში მთლიანი სისტემა და აცისკროვნებს ჩაკრებში სუფთა თვისებებს. ენერგეტიკული არხები - არსებობს სამი ძირითადი ენერგეტიკული არხი - მარცხენა (იდა), მარჯვენა (პინგალა) და ცენტრალური (სუშუმნა). ისინი ნატიფ სხეულში აკავშირდებენ ერთი მეორესთან ჩაკრებს. მარცხენა არხი - (სანსკრიტზე "იდა" ნადი) - ასევე მას უწოდებენ მთვარის არხს. ის იღებს თავის სათავეს მულადჰარა ჩაკრიდან, გადის ადამიანის სხეულის მარცხენა ნაწილში გადაკვეთავს აჯნა ჩაკრას და გადმოდის თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროში, სადაც ფორმირდება ზე- ეგო. მარცხენა არხი ატარებს ჩვენი სურვილების ენერგიას. სურვილებიდან წარმოიქმნება ჩვენი ემოციები. სურვილები და მასთან თანმყოლი გრძნობები მოგზაურობენ მარცხენა არხიდან სხეულის ინ ნაწილებში სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ მატერიალური ფორმა. ჩვენი სურვილები - ეს არის მოქმედების საფუძველი. მათ მამოძრავებელი ძალის გარეშე ჩვენ არაფერს არ გავაკეთებდით. მარცხენა არხი შეესაბამება ენერგია "ინ"-ს. მარჯვენა არხი - ( სანკრიტზე "ფინგალა" ნადი) - ასევე მას უწოდებენ მზის არხს. ის იღებს სათავეს სვადჰისტანა ჩაკრიდან და გადის სხეულის მარჯვენა მხარეს, აჯნა ჩაკრის მიდამოში (მესამე თვალი) გადადის მარცხენა. მხარეს ეს არხი წარმოქმნის ეგოს. მარჯვენა არხი ატარებს მოქმედების ენერგიას. ამ ენერგიაში იგულისხმება გონებრივი და ფიზიკურ მოქმედებანი. როდესაც ადამიანში დომინირებს მარჯვენა მხარე ის ხდება ცივი და აგრესიული.მარჯვენა არხი შეესაბამება ენერგია "იან"-ს. ცენტრალური არხი - (სანსკრიტზე სუშუმნა ნადი) მას ასევე უწოდებენ საშუალო გზას. ის იწყება ადგილიდან სადაც განთავსებულია კუნდალინი და გაყვება ზურგის ტვინის მიდამოს პარალელურად. ეს არხი ავლენს თავითავს ადამიანში როგორც პარასიმპათიური ნერვული სისტემა. ის მართავს აქტიურობას, რომლის გაკონტროლებაც ჩვენ შეგნებულად არ შეგვიძლია. გულის ცემა, ფილტვების შევსება ჰაერით, ჟანგბადის გადატანა სისხლძარღვთა სისტემაში, ფიქრების დაბადება, - ყველა ეს რთული ფუქციების შეუძლებელია შეასრულოს ასეულობით კომპიუტერებმა. ეს წარმოიქმნება დამოუკიდებლივ იმისა თუ, სად არის ჩვენი ყურადღება, მიმართული. ცენტრალური არხის მოქმედება მიმდინარეობს სპონტნურად. ეს ხდება ბუნებრივად, ადამიანის დაუხმარებლივ. მოკლედ ესაა იოგას სისტემა, რომელიც მე ვიცი და მინდა გითხრა, რომ ამ სისტემის სერიოზულად და საფუძვლიანად შესრულების შემდეგ, აუცილებლად მიიღებ შედეგს. მაჰა-მანტრა არ დაგავიწყდეს -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი