მოზაიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოზაიკა |
georgios |
Aug 14 2011, 12:34 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
მოზაიკა, რომელსაც ღრმა ფესვები გააჩნია, გავრცელდა ქრისტიანულ ხელოვნებაში და დღემდე დაცულია ნამუშევრები, რომლებიც გამორჩეულია და აღგვაფრთოვანებს.
მოზაიკის ხელოვნების საყურადღებო ნიმუშები არის, მაგალითად სიცილიაზე. ეს არის სიცილიის ქალაქ ჩეფალუს საკათედრო ტაძარი. ამ ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავობა არის მოზაიკა. ის შესრულებულია როჟერ მეორის მიერ 1145 წელს მოწვეული ბიზანტიელი ოსტატების მიერ. არა მარტო ამ ტაძარში, ზოგადად იტალიის ხელოვნებაში ვხედავთ ბიზანტიელი ოსტატების გავლენას და ეს განსაკუთრებით ჩანს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მათ შორის სიცილიაზე. ჩეფალუს ტაძარში ეს არის პალერმოში არსებული ტაძარი, მარტორანა. ეს კი ამ ტაძრის მოზაიკა ხარება მთავარანგელოზი მიქაელი მთავარანგელოზი გაბრიელი მირქმა ღვთისმშობლის მიძინება შობა -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
georgios |
Sep 15 2011, 12:04 AM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
იტალიის ქალაქი რავენა ფლობს დიდ კულტურულ მემკვიდრეობას. მოზაიკის ხელოვნება აქ მაღალ დონეზე იყო, რასაც მომწმობს ტაძრების შიდა მოწყობა.
მაგალითისთვის ავიღოთ თუნდაც წმინდა აპოლინარი ახალის ტაძარი, რომელიც თეოდორიხმა ააშენებინა მეხუთე-მეექვსე საუკუნეებში. მასში არსებული მოზაიკა თარიღდება მშენებლობის დასრულების წლებით. ტაძარი ხელისუფლის გამოსახულება. წარწერის მიხედვით ეტყობა, რომ ეს იუსტინიანეს გამოსახულება უნდა იყოს, მაგრამ ზოგი ვარაუდობს, რომ თეოდორიხია პილატეს სამსჯავრო. პილატე ხელს იბანს ლაზარეს აღდგინება წმინდანნი და წინასწარმეტყველნი საშინელი სამსჯავრო. ქრისტე მარჯვნივ დააყენებს ცხვრებს, ხოლო მარცხნივ თხებს. გარღვეულის განკურნება ქრისტე პანტოკრატორი. შესანიშნავი მოზაიკა ღვთისმშობელი თეოდორიხის პალატები პურის გამრავლება სასწაულებრივი თევზჭერა საიდუმლო სერობა. თევზი, როგორც ევქარისტული სიმბოლო. თუ დავაკვირდებით, იქ ზის თერთმეტი მოციქული, იუდა არ უნდა იყოს იქ, როდესაც ევქარისტია აღესრულება. მენელსაცხებლე დედები ცარიელ აკლდამასთან. ქრისტე იუწყება პეტრეს უარყოფაზე. გზა გოლგოთასკენ -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2024 - 08:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი