სტიქაროსნის (იპოდიაკვნის), კანონიკური უფლება-მოვალეობანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სტიქაროსნის (იპოდიაკვნის), კანონიკური უფლება-მოვალეობანი |
კანონისტი |
Mar 20 2007, 08:41 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მათე ვლასტარის ანბანური სინტაგმა, ასო Y, თავი 4
ლაოდიკიის კრების 21-ე კანონი ბრძანებს: იპოდიაკვნებს ეკრძალებათ სადიაკვნეში შეეხონ წმინდა ჭურჭელს, რომლებიც განკუთვნილია მსხვერპლშეწირვისათვის მოტანილ პურსა და ღვინოზე მღვდელმოქმედების შესასრულებლად (აქ მითითებულში იგულისხმება შემდეგი): რომ მათ არ აქვთ უფლება შეასრულონ სადიაკვნო მსახურება. სხვა წმინდა ჭურჭელზე შეხება, მათი მღვდელმოქმედებისათვის მომზადება, მილაგება და სუფთა ადგილას დადება იპოდიაკვნებს არათუ აქვთ უფლება, არამედ სწორედ ამაში მდგომარეობს მათი მსახურება 25-ე (იმავე კრების) კანონი არ რთავს მსახურებს, ე.ი. იპოდიაკვნებს ნებას რომ გაუყონ პური ან აკურთხონ ბარძიმი. 43-ე (იმავე კრების) კანონი არ რთავს იპოდიაკვნებს ნებას, რომ საღვთო ლიტურგიის დროს ილოცონ ხალხისთვის, სეეხონ წმინდა საიდუმლოს, ვინაიდან ესენი სამღვდელო საქმეებია, მაგრამ ნებადართულია წმინდა ეკლესიის კართან დგომა და მისი მცირე ხნით არდატოვება, რათა შემოიყვანოს და გაიყვანოს კათაკმევლები, სინანულში მყოფნი და სხვები. ეს არის ეკლესიის ერთ-ერთი განწესი, ანუ მოვალეობა მსახურებისა და იპოდიაკვნებისა, რამდენადაც აღემატებიან ერსიკაცთ, ხოლო ჩამოუვარდებიან მღვდელმსახურთ. გავაგრძელებ......... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
dr.house... |
Sep 15 2011, 06:19 PM
პოსტი
#2
|
საქართველოს საპატრიარქო ჯგუფი: Members პოსტები: 414 რეგისტრ.: 18-January 11 მდებარ.: თბილისი წევრი № 10,305 |
კიმარა ჩემძე დიდი ხარ და როგორ მოგმართო შენობით? აა მე სამებაში ვარ და რატომღაც ეგრე მეგონა...
-------------------- “ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა” (ლუკ. 22, 19)
"ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისაი, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა" (მ. 26, 26-28). |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი