"ახალი ამბები 2", გაგრძელება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"ახალი ამბები 2", გაგრძელება |
G_I_O_R_G_I_ |
Mar 23 2007, 02:57 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ეს თემა იყო და მერე დაიხურა და კიდევ გავხსენი აქ დავწეროთ მხოლოდ ახალი ამბები.ისე რატომ დაიხურა არ ვიცი და აქ დავწეროტ ახალი და საინტერესო ინფორმაცია.
როგორც იმედზე თქვეს ხვალ სამების ტაძრის ქვედა დარბაზში 5-თუ 7ზე დაგეგმილია გამოფენის გახნა რომელიც ეძღვნება საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენას |
მარიამი |
Mar 25 2007, 09:23 PM
პოსტი
#2
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
საპატრიარქოს უწყებანში წავიკითხე განცხადება:
საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი უკვე რამდენიმე წელია, ჩვენ, საქართველოს საპატრიარქო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ერთობლივი განცხადებით მივმართავთ საქართველოს მოსახლეობას ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საზეიმო დღისთვის უმოწყალოდ იჭრება და ნადგურდება უნიკალური კოლხური ბზა და მას უკვე გადაშენების საფრთხე ემუქრება. ეს ასე არ შეიძლება გაგრძელდეს. ჩვენ ადრეც მოვუწოდეთ მორწმუნეებს და ახლაც შეგახსენებთ, რომ უფლისადმი სიყვარფლის გამოვლენა დიდი რაოდენობით ბზის შეძენით არ გამოიხატება. დღესასწაულისთვის საკმარისია, თუნდაც ერთი ტოტის ყიდვა, ხოლო უმჯობესია სპეციალურად ამ დღისთვის გამოყვანილი ბზის ნერგის შეძენა, რომელსაც აკურთხებინებთ ეკლესიაში და მთელი წელი სახლში მოუვლით, შემდეგ კი გადარგავთ ნიადაგში და გაახარებთ. ამით თქვენ იზრუნებთ ამ ძვირფასი მცენარის არა მარტო დაცვაზე, არამედ მის გამრავლებაზეც. გამოვთქვამთ იმედს, რომ გაითვალისწინებთ ამ რჩევას და თქვენი ქცევით კარგ მაგალითს მისცემთ სხვებსაც. ყველას გილოცავთ მოახლოებულ დღესასწაულს. იერუსალიმში დიდებით შესულმა მაცხოვარმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ! სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი 22.03.07 ვფიქრობ, უნდა გავითვალისწინოთ. და კიდევ ერთი: ჩემთვის სიახლეა და თქვენ შეიძლება კი იცოდეთ. საპატრიარქოს ტელევიზიიდან გავიგე, რომ თურმე არსებობს ნომერი 8-12-40, რომელზეც შეიძლება დავრეკოთ მობილურიდანაც და ქალაქის ტელეფონიდანაც და 1 ლარი ავტომატურად გადაირიცხება პატრიარქის ფონდში, რომელიც უამრავ კეთილ საქმეს აფინანსებს. მე პირადად გადავწყვიტე, რომ დროდადრო დავრეკო ამ ნომერზე და ცოტაოდენი წვლილი მაინც შევიტანო ამ კეთილ საქმეებში. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი