![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
მებრძოლმა საჭურველი უნდა აისხას , ამასთანავე უნდა იცოდეს , ვის წინააღმდეგ იომოს და როგორ იომოს .....
ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლის საჭურველია :ლოცვა , ეკლესიაში სიარული , სრული მორჩილება( ღვთის მცნების )ღვთის სიტყვისა და წმინდა მამათა თხზულებების კითხვა , გონების სიფხილზე და ყურადღება თავის მიმართ ,ხორციელი შრომა , მრვიძარება , მუხლმოდრეკა , განმარტოება , საცნობელთა დაცვა , თავშეკავება , მარხვა.მაგრამ მათი არაკეთილგონივრული გამოყენება და ჯეროვანი მიზნისკენ მიუმართაოვა ცოდვის ძლევის ძალას გართმევთ . აღჭურვის მიზნად ჩვენში დამკვიდრებული ცოდვის განსაზღრა და ძლევა უნდა დავისახოთ რომელი ცოდვა მკვიდრობს ჩვენში ? - თავისმოყვარეობა , მისგან გამომდინარე ცნებათა მთელი ლაშქრით . თავისმოყვარება . მათგან ამოიზრდებიან რტოები - ამაო მედიდურება , სიძულვილი , შური , მრისხანება , მოწყინება , სურვილები . ვნებები რომ არ გვეუფლებოდნენ , ჩვენ მუდამ სწორად მოვიქცეოდით ახლა მოკლედ მიგითითებ , როგორ უნდა იბრძოლოთ ანუ როგორ აწარმოოთ სულიერი ბრძოლა და როგორ გამოიყენოთ სულიერ საჭურველი ... ნუ წამოიწყებთ ომს ვნებათა მთელი ლაშქრის წინააღმდეგ ვერაფერს გახდებით , არამდეს აღიჭურვეთ ყოველთვის ამ ვნებების წინააღმდეგ , რომელიც გმძლარობთ . სასწრაფოთ გაემიჯნეთ მტერს და დაუპირისპირდით სულიერი ბრძოლა არ ჰგავს ხორციელს : აქ მტერიც და ჩვენც ერთ სულში ერთ გულში ვიმყოფებით . ჩვენ გვგონია , რომ ჩვენ შემაშფოთებელი - ვნება ჩვენი ბუნებაა , და მისი დაკმაყოფილებისაკენ ამიტომაც ვისწრაფით , არადა ვნება არ არის ჩვენი ბუნება , არამედ მტერია ჩვენი . ვნების აღძვრისთანავე რომ ვასწრებდეთ ვნების ჩენგან გამიჯვნას , მის დაკმაყყოფილებისკენ სწრაფვის ნაცვლად , წინ აღვუდგებოდით მას . "ვნებებთან ბრძოლას სწავლა უნდა ამგვარი სწავლის დროს აი რა ღონე უნდა ვიხმაროთ : გონებით ჩაუღრმავდეთ ჩვენ შინაგან ადამიანში მასში ჩვენი შინაგანი მოწმე , ჩვენი გულის უტყუარი სარკე - სინდსი გვაქვს მაგრამ ის მიგდებულია და ხშირად გასვრილიც " -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
takusha |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 82 რეგისტრ.: 16-March 07 წევრი № 1,397 ![]() |
დღეს ჩემი ტაძრის წინამძღვარმა მამა მიქაელმა იქადაგა და გვითხრა,ხშირ შემთხვევაში აღსარებაში მაბარებენ რომ უფალს რასაც ვთხოვთ არ გვისრულებს თხოვნასო.მან კი ასეთ რამ გვითხრა,როცა ლოცვების წაკითხვას იწყებთ გულით და გონებით უფალთან ხართო?გეტყვით რომარ ხართო და თქვენი გონება აქეთ-იქით დაფრინავს და ათასი საზრუნავით გყავთ დატვირთული და ამ დროს ლოცვის არცერთ სიტყვას ყურს არ უგდებთო.როცა გონებით და გულით წაიკითხავთ უფალი ყველაფერს შეგისრულებთო.ეს ყველაფერი მაიკოსთვის დავწერე და მინდა უთხრა რომ ლოცვა არასოდეს მიატოვოს რადგან ლოცვა ეს ერთერთია რომელიც ადამიანს აძლიერებს. გისურვებ რომ დაძლიო ის რისი დაძლევაც გიჭირს.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 07:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი