ნათლისღების საიდუმლო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნათლისღების საიდუმლო |
afxazi |
Jan 10 2010, 02:48 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
რადგან კატეხიზაციის შესახებ თემა არსებობს, გადავწყვიტე გამეხსნა თემა საეკლესიო საიდუმლოთა შორის უმნიშვნელოვანესი საიდუმლოს შესახებ. ვისაუბროთ ნათლისღების შესახებ მისი რეალური არსის გათვალისწინებით და არა იმ ფსევდო შეხედულებიდან გამომდინარე, რაც სამწუხაროდ დღეს მკვეთრად შეიგრძნობა.
დავწეროთ ეკლესიის მამათა ნაწერები ამ კუთხით. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
afxazi |
Sep 20 2011, 11:09 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
მხევალი ნინო
ციტატა ერთ-ერთ გაზეტში, სასულიერო პირი ამბობს, რომ ბავშვის განბანის შემდეგ, მისი პირველი მიმრქმელი არის ნამდვილი ნათლია. დანარცენები მხოლოდ მოწმეები. ასეთი რამე პირველად გავიგე. ეგებ თქვენც დაწეროთ რა იცით ამის შესახებ. და სიმართლე გაიინტერესებს როგორც ასეთი ნათლია მხოლოდ სასულიერო პირია, რადგან ნათლის მიმცემი ისაა (უფლსმიერი ნათლის, ცხადია). ძველად მიმრქმელს ნათლია არ ეწოდებოდა და არც დღეს უნდა ეწოდოს, თუმცა საზოგადოდ უკვე დამკვიდრებულია ეს ტერმინი. მიმრქმელი არის არა ნათლის მიმცემი, არამედ თანამშობელი, რომელიც მშობლის მოვალეობას უწევს იმას, ვისი მიმრქმელიცაა, ცდილობს მის სულიერ აღზრდას. რაც შეეხება იმას, თუ ვინ ითვლება მიმრქმელად მაშინ როცა ერთზე მეტია ის, ცხადია ის, ვისის ახელიც მოიხსენიება ნათლისღების მსახურების დროს და არა ის, თუ ვის ეჭირება ბავშვი. მოწმე არის მეჯვარე (თუმცა მეჯვარეს სხვა ფუნქციას აქვს, რასაც ტერმინი თვითონ კარგად გამოკვეთს), მაგრამ ნათლობას არანაირი მოწმე არ სჭირდება, მას სჭირდება მოსანათლი და მიმრქმელი. ზოგადად მიმრქმელი აუცილებლად ისეთი პიროვნება უნდა ყოფილიყო, რომელიც გარკვეული იქნებოდა საღვთო სჯულში, რადგან ადამიანი, რომელიც მოინათლებოდა, ცხადია ის ახალშობილი იყო სულიერად და მას ესაჭიროებოდა სულიერი აღზრდა. სწორედ ამ ფუნქციას ასრულებდა და უნდა ასრულებდეს მიმრქმელი. ზოგადად ბევრი ადამიანის მიმრქმელობა არ არის წესი, მაგრამ ის, რომ ერთი ითვლება მიმრქმელად და სხვები არა, ეს არასწორია, ყოველშემთხვევაში იმ საუბრებში, რაც ბატონ ედიშერს ქონია ნათლისღების შესახებ და რაც მე წამიკითხავს, მსგავსი რამ არსად არ წერია. კარგი იქნებოდა, თუკი მოძღვარი წყაროს მიუთითებდა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 01:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი