სპორტის სახეობები, ყველა საჭირო რჩევით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სპორტის სახეობები, ყველა საჭირო რჩევით |
კანუდოსელი |
May 29 2010, 12:52 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ამ თემის გახსნის იდეა გამიჩნდა მოზარდების ძალადობის თემასთან კავშირში. მოკლედ, მე ვთვლი, რომ ძალადობას უნდა ვებრძოლოთ ორი ძირითადი მიმართულებით - სკოლაში სასწავლო დისციპლინების დონის აწევით და შეჯიბრების-კონკურენციის გაზრდით და აგრეთვე სპორტისადმი ინტერესის გაღვივებით
მე ვხსნი ძალოსნობის მიმართულებით თემას. მოკლედ თუ ვინმეს უნდა რომ ფიზიკურად იყოს ჯანმრთელი არსებობს რამდენიმე უმთავრესი ვარჯიში, რომელსაც თავისი სისტემა გააჩნია. ვინაიდან დიდ დრო არ მაქვს, ნაწილობრივ დავდებ თითოეული კუნთის განვითარების ვარჯიშებისთვის სისტემას. მკერდის კუნთის განვითარებისთვის უმთავრესია ე.ი. წოლჭიმის ვარჯიში (იხ. სურათი) წვები ჰორიზონტალურ სკამზე, იღებ შტანგას სადგამიდან, ხელებს ჰკიდებ ოდნავ უფრო განივად ვიდრე მხრების ზომაა და მკერდამდე ჩამოტანით და აზიდვით იმეორებ 15-ჯერ პირველი მისვლა არის კუნთებისთვის გასახურებელი, ამიტომ წონა უნდა შეარჩიო ისე, რომ 15 აზიდვა შეძლო თავისუფლად მეორე მისვლაზე ირჩევ წონას ისე, რომ განახორციელო უკვე 8 აზიდვა და მერვე იყოს რთულად მიღწევადი. შეიძლება რომ დაიხმაროთ მეწყვილე, რომ ბოლო აზიდვაში ოდნავ დაგეხმაროთ იგივეს იმეორებთ მეორედ, ოღონდ უკვე 6 აზიდვით. აქაც მეექვსე უნდა იყოს რთულად მიღწევადი - შესაბამისად წონას ზრდით იგივეს იმეორებთ მესამედ... დამწყებთათვის სამი მისვლა საკმარისია (გახურება ძირითად მისვლაში არ ითვლება), თუმცა შეიძლება აგრეთვე მეოთხედ მისვლა და უკვე ან ისევ 6 აზიდვას განახორციელებთ, ან წონას მოუმატებთ და 4 აზიდვას შეასრულებთ - ისე, რომ მეოთხე იყოს რთულად ასაწევი ანუ სისტემა ასეთია: 15, 8, 6, 6 (6, ან 4) შეიძლება ასეც: 15, 8, 8, 6, (6 ან 4) ან ასე: 15, 10, 8, 6, (6 ან 4) ზოგადად იდეოლოგია ასეთია: პირველი სამი მისვლა არის იმ წონებზე გავარჯიშება, რისი აწევაც ასე თუ ისე შეგიძლია და ერთგვარად კუნთების იმ წონებზე შეჩვევაა (რაც გამოიხატება კუნთის მოცულობის ზრდაში)...ბოლო მეოთხე მისვლა არის ისეთი წონის არჩევა, რაც გარკვეულ წილად ახალია, ანუ ყველაზე დიდია და კუნთის ამტანობაზე მუშაობას გულისხმობს გაგრძელება იქნება -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
NINJA - ნინძა |
Sep 21 2011, 04:31 PM
პოსტი
#2
|
Sidharta-Gautama-Buddha ჯგუფი: Members პოსტები: 74 რეგისტრ.: 24-June 11 მდებარ.: moscow წევრი № 11,240 |
კარგია ასეთი თემა რომ არსებობს.
თუკი ვინმე დაინტერესებულია აღმოსავლური ორთაბრძოლებით, მე მათ "ნინძუცუს" ვურჩევდი. ეს არის ერთ-ერთი უდიადესი ხელოვნება, უმაღლესი პოტენციების გამოვლინება. "ნინძუცუში" არ ისწავლება მხოლოდამხოლოდ მოწინააღმდეგის გამკლავება და ფიზიკური ვარჯიში; აქ უპირველესი ზნეობა და ადამიანური ღირსებაა. უდიდესი ყურადღება ექცევა უფროსისადმი პატივისცემას, სენსეის მორჩილებას, სუსტის დაცვასა და ძლიერის გამკლავებას. ყველაზე უპირველესი და მთავარი ამ ხელოვნებაში არის გონების კონცენტრაცია, გონების სწორად წარმართვა და გამოყენება. ეს ფიზიკურ ძალაზე ბევრად უპირველესია. აქ შეისწავლება ადამიანი, მოწინააღმდეგის ფსიქოლოგია, მაზსე გონებით, ფსიქოლოგიურად მოქმედება და რაც მთავარია ყველაზე ძლიერი საბრძოლო ხელოვნება. 2009 წელს მე გავაკეთე ვიდეო, რომელიც რამდენიმე წუთს გრძელდება და ვეცადე, რომ მოკლედ გადმომეცა ნინძების ვარჯიში და გარკვეული შესაძლებლობები. აღნიშნული ვიდეო გადაღებულია ჩემს დარბაზში და იქ, სადაც უმეტესწილად ვვარჯიშობთ. ვიდეოში მეც რამდენიმე ადგილას ვჩანვარ... დიდ პატივს დამდებთ თუკი უყურებთ. დაახლოებით 3 წუთს გრძელდება. კიდევ ათამდე ვიდეო მაქვს გაკეთებული ჩვენ შესახებ, მთვარი სათქმელი კი ამაშია. აი ესეც ძაან მაგარია -------------------- ________________________________________________________________________ _ गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा — გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას. „ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა) ომ - დიდსულოვნება მა - ეთიკა ნი - მოთმინება პად - სიბეჯითე მე - უარი ჰუნგ - სიბრძნე __________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი