სოციალური ქსელები - ავი თუ კარგი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სოციალური ქსელები - ავი თუ კარგი? |
sergi_glaxa |
Sep 22 2011, 07:45 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
მეორედ გავხსენი ამ ბოლოს ფეისბუქი..საჭიროების გამო, დროებით..ამერიკელი მეგობრები ჩამოდიოდნენ და კომუნიკაციისთვის..ვიფიქრე მერეც დავტოვებ მეთქი ..მაგრამ გადავიფიქრე...
რასაც აქ ვწერ რა თქმა უნდა ჩემი პირადი აზრია...მეგობრების გარეშე ძალიან მიძნელდება ცხოვრება, თანაც მე სოფელში დავმკვიდრდი და იშვიათად მიხდება თბილისში ჩამოსვლა და მათთან ურთიერთობა...არადა მორწმუნე მეგობრებთან საუბარს და მოზიარეობას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს... არვიცი ასეა თუ მომეჩვენა, მაგრამ ჩემი მეგობრების უმეტესობა სხვაგვარად დავინახე ვირტუალურ სამყაროში...მე მათ რეალურ სამყაროში სხვა ადამიანებად ვიცნობ..რომ არ მცოდნოდა ვინ იყვნენ, ვიტყოდი ამათ არ ვიცნობ მეთქი...არც ჩემი თავი მომეწონა იქ...ამიტომ მოვრჩი საქმეს სოციალურ ქსელებში. ბევრი რომ არ გავაგრძელო... ..დრო, სინდის, სარწმუნოება შემოძარცულ ადამიანებად აქცია სოციალურმა ქსელებმა კაცის მოდგმა..აქ ყველაფერი გაცილებით ადვილია- ეძებე, იპოვე, დააკოპირე ტექსტი, ფოტო ვიდეო, ოღონდ სხვისი..საკუთარი კი მხოლოდ არაფრისმთქმელი კომენტარები აკეთე.. იკითხე როგორ ხარ, უპასუხე - შენ? ლანძღე ის ვისაც შენნაირად არ სწამს და ვინც შენნაირად არ ფიქრობს.. დაიჯერე, რომ ყველაზე მაგარი ხარ, ყველაზე კარგი მუსიკალური გემოვნება გაქვს, რომ ყველაზე აკადემიური ხარ... არ გჭირდება ნამდვილი, და-ძმური, მეგობრული, ნამდვილი მიჯნურული ურთიერთობები...არც ჭიქა ღვინო, მიწასთან შეხება (იქ ხომ რესტორანიც არის და ფერმაც), არც სურნელი იის, არც ტირილი ვაზის.. აქ ხომ ჭამით ლაპარაკი უზრდელობად არ ითვლება.. ალბათ გავა დრო და სოციალური ოკლანქსელების პატრიარქები კიდევ მოიგონებენ რაღაცეებს, რათა რაც შეიძლება უკეთ დააპრიმიტონ და სულიერად გახრწნან ღვთის მიერ სიცოცხლისათვის შექმნილი ადამიანები, მოსწყვიტონ ისინი ცოცხალ სამყაროს... ვწუხვარ მე ამის გამო.. სახარება ლუკასი მე 18 თავი 7. განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ? 8. გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად? ..ვეტყვი მე ამას, ყველას და არვის, სადაც არ არის ადგილი კრძალვის, არც სიყვარული - არც კაცის, არც ღვთის, უნდა დაიწყო მოძებნა სხვა გზის... |
tamuna m |
Sep 22 2011, 09:31 PM
პოსტი
#2
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
sergi_glaxa
ვერ დაგეთანხმები. სოციალურ ქსელსაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე. რასაც შენ ამბობ, ყველაფერი გასაგებია და შეიძლება ნაწილობრივ დაგეთანხმო კიდეც. უბრალოდ ადამიანი ყოველთვის ცდილობს უფრო უკეთესი გამოჩნდეს, წარმოაჩინოს თავისი თავი. მეც პირადი ურთიერთობები მირჩევნია! თუნდაც აზრის დაფიქსირება. ბევრჯერ ყოფილა, სხვა რამ მიგულისხმია და სულ სხვანაირად აღქმულა. თუნდაც იგივე ემოცია, ვერ ხედავ ამ ყველაფერს მხოლოდ სმაილებით და შეიძლება ცარიელი სიტყვებით. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მოკითხვის, აზრების გაზიარების. ერთია, ადამიანმა თავისი რეალური სახის შენარჩუნება უნდა შეძლოს ნებისმიერ ადგილას. სინამდვილე არ უნდა დაკარგოს. ისეთ დროში ვცხოვრობთ, ძნელია მუდმივად ერთმანეთთან შეხვედრა. და სულ დაკარგვას და ამოწყვეტას, ჯობია ფბ-ზე, ოდნოზე, ფორუმებზე და სკუპეთი იკონტატქო. ნუ მე ასე მძაფრად ვერ ვხედავ სოციალური ქსელის პრობლემას -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი