სოციალური ქსელები - ავი თუ კარგი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სოციალური ქსელები - ავი თუ კარგი? |
sergi_glaxa |
Sep 22 2011, 07:45 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
მეორედ გავხსენი ამ ბოლოს ფეისბუქი..საჭიროების გამო, დროებით..ამერიკელი მეგობრები ჩამოდიოდნენ და კომუნიკაციისთვის..ვიფიქრე მერეც დავტოვებ მეთქი ..მაგრამ გადავიფიქრე...
რასაც აქ ვწერ რა თქმა უნდა ჩემი პირადი აზრია...მეგობრების გარეშე ძალიან მიძნელდება ცხოვრება, თანაც მე სოფელში დავმკვიდრდი და იშვიათად მიხდება თბილისში ჩამოსვლა და მათთან ურთიერთობა...არადა მორწმუნე მეგობრებთან საუბარს და მოზიარეობას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს... არვიცი ასეა თუ მომეჩვენა, მაგრამ ჩემი მეგობრების უმეტესობა სხვაგვარად დავინახე ვირტუალურ სამყაროში...მე მათ რეალურ სამყაროში სხვა ადამიანებად ვიცნობ..რომ არ მცოდნოდა ვინ იყვნენ, ვიტყოდი ამათ არ ვიცნობ მეთქი...არც ჩემი თავი მომეწონა იქ...ამიტომ მოვრჩი საქმეს სოციალურ ქსელებში. ბევრი რომ არ გავაგრძელო... ..დრო, სინდის, სარწმუნოება შემოძარცულ ადამიანებად აქცია სოციალურმა ქსელებმა კაცის მოდგმა..აქ ყველაფერი გაცილებით ადვილია- ეძებე, იპოვე, დააკოპირე ტექსტი, ფოტო ვიდეო, ოღონდ სხვისი..საკუთარი კი მხოლოდ არაფრისმთქმელი კომენტარები აკეთე.. იკითხე როგორ ხარ, უპასუხე - შენ? ლანძღე ის ვისაც შენნაირად არ სწამს და ვინც შენნაირად არ ფიქრობს.. დაიჯერე, რომ ყველაზე მაგარი ხარ, ყველაზე კარგი მუსიკალური გემოვნება გაქვს, რომ ყველაზე აკადემიური ხარ... არ გჭირდება ნამდვილი, და-ძმური, მეგობრული, ნამდვილი მიჯნურული ურთიერთობები...არც ჭიქა ღვინო, მიწასთან შეხება (იქ ხომ რესტორანიც არის და ფერმაც), არც სურნელი იის, არც ტირილი ვაზის.. აქ ხომ ჭამით ლაპარაკი უზრდელობად არ ითვლება.. ალბათ გავა დრო და სოციალური ოკლანქსელების პატრიარქები კიდევ მოიგონებენ რაღაცეებს, რათა რაც შეიძლება უკეთ დააპრიმიტონ და სულიერად გახრწნან ღვთის მიერ სიცოცხლისათვის შექმნილი ადამიანები, მოსწყვიტონ ისინი ცოცხალ სამყაროს... ვწუხვარ მე ამის გამო.. სახარება ლუკასი მე 18 თავი 7. განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ? 8. გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად? ..ვეტყვი მე ამას, ყველას და არვის, სადაც არ არის ადგილი კრძალვის, არც სიყვარული - არც კაცის, არც ღვთის, უნდა დაიწყო მოძებნა სხვა გზის... |
A.V.M |
Sep 22 2011, 11:09 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ბასილი დიდი ამბობს:
,,მიემსგავსე ფუტკარს,რომელიც სურნელოვან ყვავილზეც ჯდება და მყრალ ნაკელზეც,მაგრამ თაფლს მხოლოდ სურნელოვანი ყვავილისგან აკეთებს." სოციალურ ქსელებში,ინტერნეტში,ტელეფონშ ი და.ა.შ მხოლოდ დასაღუპავი არაფერია,პირიქით უამრავი მორწმუნე ვიცი(სასულიერო პირებიც)რომლებიც მისი წევრები არიან,ოღონდ მთავარი ზომიერებაა. ზომიერება,რომ ზომბირება არ მოხდეს. (ე,რა კარგი რაღაც გამომივიდა,ზომიერება-ზომბირება,კარგია ნუ.) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი