სოციალური ქსელები - ავი თუ კარგი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სოციალური ქსელები - ავი თუ კარგი? |
sergi_glaxa |
Sep 22 2011, 07:45 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
მეორედ გავხსენი ამ ბოლოს ფეისბუქი..საჭიროების გამო, დროებით..ამერიკელი მეგობრები ჩამოდიოდნენ და კომუნიკაციისთვის..ვიფიქრე მერეც დავტოვებ მეთქი ..მაგრამ გადავიფიქრე...
რასაც აქ ვწერ რა თქმა უნდა ჩემი პირადი აზრია...მეგობრების გარეშე ძალიან მიძნელდება ცხოვრება, თანაც მე სოფელში დავმკვიდრდი და იშვიათად მიხდება თბილისში ჩამოსვლა და მათთან ურთიერთობა...არადა მორწმუნე მეგობრებთან საუბარს და მოზიარეობას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს... არვიცი ასეა თუ მომეჩვენა, მაგრამ ჩემი მეგობრების უმეტესობა სხვაგვარად დავინახე ვირტუალურ სამყაროში...მე მათ რეალურ სამყაროში სხვა ადამიანებად ვიცნობ..რომ არ მცოდნოდა ვინ იყვნენ, ვიტყოდი ამათ არ ვიცნობ მეთქი...არც ჩემი თავი მომეწონა იქ...ამიტომ მოვრჩი საქმეს სოციალურ ქსელებში. ბევრი რომ არ გავაგრძელო... ..დრო, სინდის, სარწმუნოება შემოძარცულ ადამიანებად აქცია სოციალურმა ქსელებმა კაცის მოდგმა..აქ ყველაფერი გაცილებით ადვილია- ეძებე, იპოვე, დააკოპირე ტექსტი, ფოტო ვიდეო, ოღონდ სხვისი..საკუთარი კი მხოლოდ არაფრისმთქმელი კომენტარები აკეთე.. იკითხე როგორ ხარ, უპასუხე - შენ? ლანძღე ის ვისაც შენნაირად არ სწამს და ვინც შენნაირად არ ფიქრობს.. დაიჯერე, რომ ყველაზე მაგარი ხარ, ყველაზე კარგი მუსიკალური გემოვნება გაქვს, რომ ყველაზე აკადემიური ხარ... არ გჭირდება ნამდვილი, და-ძმური, მეგობრული, ნამდვილი მიჯნურული ურთიერთობები...არც ჭიქა ღვინო, მიწასთან შეხება (იქ ხომ რესტორანიც არის და ფერმაც), არც სურნელი იის, არც ტირილი ვაზის.. აქ ხომ ჭამით ლაპარაკი უზრდელობად არ ითვლება.. ალბათ გავა დრო და სოციალური ოკლანქსელების პატრიარქები კიდევ მოიგონებენ რაღაცეებს, რათა რაც შეიძლება უკეთ დააპრიმიტონ და სულიერად გახრწნან ღვთის მიერ სიცოცხლისათვის შექმნილი ადამიანები, მოსწყვიტონ ისინი ცოცხალ სამყაროს... ვწუხვარ მე ამის გამო.. სახარება ლუკასი მე 18 თავი 7. განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ? 8. გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად? ..ვეტყვი მე ამას, ყველას და არვის, სადაც არ არის ადგილი კრძალვის, არც სიყვარული - არც კაცის, არც ღვთის, უნდა დაიწყო მოძებნა სხვა გზის... |
მხევალი ნინო |
Sep 23 2011, 09:39 AM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ზომიერება ტავს იქებდო გამიგია და რაც მთავარია, სოციალური ქსელია ეს თუ ღვინო-დუდუკუ-არაყი, ყველაფერი შენს სასიკეთოდ უნდა გამოიყენო.
ანუ, აქ ბევრი ინფორმაციის მიღებ შეგიძლია, რაც შეუძლებელია საერთოდ კომპის გარეშე. მეგობრების ხშირი ნახვის ფუფუნება არავის აქვს და აქ შეგიძლია მოიკიტხო, სურათებში მაინც ნახო ის და მისი ოჯახის წევრები. ცოტა ელაპარაკო, მისი სულერი მდგომარეობა გაიგო (მეტ-ნაკლებად) სამუშაოდან განსატვირთი საშულებაცაა. შენ სოფლად ცხობრობ სერგი. ჩვენ, უმეტესობა ქალაქად. ქალაქში სამუშაო რომელიმე ოთახში ჯდომით განისაზღვრება და აუარება ფურცლებით და რა თქმა უნდა კომპით. ადამიანის ტვინი აქტიურად 45 წუთი მუშაობს, მერე დასვენება სჭირდება. სხვა შემთხვევაში ზიანდება გონება და შეუძლებელიც ხდება მუშაობა. ის 5-10 წუთი შეგიძლია ფაცეზე შეხვიდე, ან იუთუბზე ))) ყავა დალიო, ან, გვერდით მჯდომსაც, თუ ის 45-ე წუთი აქვს, რაც შენ, გაესაუბრო. მოკლედ, გაქვს რამოდენიმე წუთი, რა დროსაც ჩვეულებრივი მოკვდავი ისვენებს და ძალებს იღდგენს და ამ დროს სხვადასხვა წესით შეგიძლია დაისვენო. ხან ერთი წესით ისვენებ, ხან მეორეთი. სხვა შემთხვევაში, ფეისია ეს, ტელეფონი, თამაში თუ ღვინო, ავადმყოფობაა და მკურნალობა სჭირდება. ძალიან მტკივნეულად და ცოტა არ იყოს არსწორად უდგები საკითხს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2024 - 06:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი