სოციალური ქსელები - ავი თუ კარგი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სოციალური ქსელები - ავი თუ კარგი? |
sergi_glaxa |
Sep 22 2011, 07:45 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
მეორედ გავხსენი ამ ბოლოს ფეისბუქი..საჭიროების გამო, დროებით..ამერიკელი მეგობრები ჩამოდიოდნენ და კომუნიკაციისთვის..ვიფიქრე მერეც დავტოვებ მეთქი ..მაგრამ გადავიფიქრე...
რასაც აქ ვწერ რა თქმა უნდა ჩემი პირადი აზრია...მეგობრების გარეშე ძალიან მიძნელდება ცხოვრება, თანაც მე სოფელში დავმკვიდრდი და იშვიათად მიხდება თბილისში ჩამოსვლა და მათთან ურთიერთობა...არადა მორწმუნე მეგობრებთან საუბარს და მოზიარეობას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს... არვიცი ასეა თუ მომეჩვენა, მაგრამ ჩემი მეგობრების უმეტესობა სხვაგვარად დავინახე ვირტუალურ სამყაროში...მე მათ რეალურ სამყაროში სხვა ადამიანებად ვიცნობ..რომ არ მცოდნოდა ვინ იყვნენ, ვიტყოდი ამათ არ ვიცნობ მეთქი...არც ჩემი თავი მომეწონა იქ...ამიტომ მოვრჩი საქმეს სოციალურ ქსელებში. ბევრი რომ არ გავაგრძელო... ..დრო, სინდის, სარწმუნოება შემოძარცულ ადამიანებად აქცია სოციალურმა ქსელებმა კაცის მოდგმა..აქ ყველაფერი გაცილებით ადვილია- ეძებე, იპოვე, დააკოპირე ტექსტი, ფოტო ვიდეო, ოღონდ სხვისი..საკუთარი კი მხოლოდ არაფრისმთქმელი კომენტარები აკეთე.. იკითხე როგორ ხარ, უპასუხე - შენ? ლანძღე ის ვისაც შენნაირად არ სწამს და ვინც შენნაირად არ ფიქრობს.. დაიჯერე, რომ ყველაზე მაგარი ხარ, ყველაზე კარგი მუსიკალური გემოვნება გაქვს, რომ ყველაზე აკადემიური ხარ... არ გჭირდება ნამდვილი, და-ძმური, მეგობრული, ნამდვილი მიჯნურული ურთიერთობები...არც ჭიქა ღვინო, მიწასთან შეხება (იქ ხომ რესტორანიც არის და ფერმაც), არც სურნელი იის, არც ტირილი ვაზის.. აქ ხომ ჭამით ლაპარაკი უზრდელობად არ ითვლება.. ალბათ გავა დრო და სოციალური ოკლანქსელების პატრიარქები კიდევ მოიგონებენ რაღაცეებს, რათა რაც შეიძლება უკეთ დააპრიმიტონ და სულიერად გახრწნან ღვთის მიერ სიცოცხლისათვის შექმნილი ადამიანები, მოსწყვიტონ ისინი ცოცხალ სამყაროს... ვწუხვარ მე ამის გამო.. სახარება ლუკასი მე 18 თავი 7. განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ? 8. გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად? ..ვეტყვი მე ამას, ყველას და არვის, სადაც არ არის ადგილი კრძალვის, არც სიყვარული - არც კაცის, არც ღვთის, უნდა დაიწყო მოძებნა სხვა გზის... |
k@the |
Sep 22 2011, 11:57 PM
პოსტი
#22
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მთავარი ზომიერებაა, სწორედ ეს ზომიერებაა ყველაზე რთული მისაღწევი.
-------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
ნონა |
Sep 23 2011, 02:56 PM
პოსტი
#23
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
მენატრება ხანდახან 90-იანი წლები ლამფის შუქთან ოჯახის შეკრება და "კერასინკაზე" გამომცხვარი უგემრიელესი კექსი ), რაც მთავარია შინაგანი სიმყუდროვე და სიმშვიდე. მეც მენატრება... არადა მაშინ სულ პატარა ვიყავი კიდევ ის მენატრება, ნავთის სუნით დამძიმებულ სუნთქვას რომ ვეჭიდავებოდი და სიცივეში სქელ პლედ შემოხვეული ჯიუტად ვკითხულობდი წიგნებს, რომლებიც ძალიან მიუწვდომელი, ამაღლებული მეჩვენებოდა სწორედ მათი ბუნდოვანების გამო... სად ის სანახევროდ დახეული წიგნი, ყველა სიტყვას გაფართოებული თვალებით რომ დავშტერებოდი და ხელი მოკრძალებით მეჭირა დაძველებული ფურცლების სიმრთელე მეტად რომ აღარ დამერღვია და სად ახლა რბილ სავარძელში "ქინდლი"... გლახა, მე მნიშვნელოვანწილად ვიზიარებ შენს დამოკიდებულებას. ის რომ მავანს სოციალური ქსელის სასიკეთოდ გამოყენების ნიჭი აქვს შერჩენილი მის სიკეთიანობას სულაც არ ნიშნავს. იშვიათად, მაგრამ მეც გამომიყენებია ასეთი კომუნიკაცია პოზიტიურად, მაგრამ ძირითადად დროის ნებადართული მფლანგველობაა. "დალაიქება" და დაკომენტარება მეგობრისადმი ყურადღების არცთუ კარგი ფორმა მგონია, არადა რა ხარბად მივჩერებივართ. თან ამ ქსელებში თავმოყრილი ადამიანების არცთუ სახარბიელო სიჭრელე გვარიანად ბერავს თვითშეფასებას. იმედია მალე საერთოდ ვეტყვი "არა"-ს მაქაურობას! (ვითომ რატომ უნდა ვიყო ასე განწყობილი, არ მინდას ეგრევე რომ მივაყოლო ქმედება და გავაუქმო პროფილი რა მოხდება?!) -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 12:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი