სოციალური ქსელები - ავი თუ კარგი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სოციალური ქსელები - ავი თუ კარგი? |
sergi_glaxa |
Sep 22 2011, 07:45 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
მეორედ გავხსენი ამ ბოლოს ფეისბუქი..საჭიროების გამო, დროებით..ამერიკელი მეგობრები ჩამოდიოდნენ და კომუნიკაციისთვის..ვიფიქრე მერეც დავტოვებ მეთქი ..მაგრამ გადავიფიქრე...
რასაც აქ ვწერ რა თქმა უნდა ჩემი პირადი აზრია...მეგობრების გარეშე ძალიან მიძნელდება ცხოვრება, თანაც მე სოფელში დავმკვიდრდი და იშვიათად მიხდება თბილისში ჩამოსვლა და მათთან ურთიერთობა...არადა მორწმუნე მეგობრებთან საუბარს და მოზიარეობას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს... არვიცი ასეა თუ მომეჩვენა, მაგრამ ჩემი მეგობრების უმეტესობა სხვაგვარად დავინახე ვირტუალურ სამყაროში...მე მათ რეალურ სამყაროში სხვა ადამიანებად ვიცნობ..რომ არ მცოდნოდა ვინ იყვნენ, ვიტყოდი ამათ არ ვიცნობ მეთქი...არც ჩემი თავი მომეწონა იქ...ამიტომ მოვრჩი საქმეს სოციალურ ქსელებში. ბევრი რომ არ გავაგრძელო... ..დრო, სინდის, სარწმუნოება შემოძარცულ ადამიანებად აქცია სოციალურმა ქსელებმა კაცის მოდგმა..აქ ყველაფერი გაცილებით ადვილია- ეძებე, იპოვე, დააკოპირე ტექსტი, ფოტო ვიდეო, ოღონდ სხვისი..საკუთარი კი მხოლოდ არაფრისმთქმელი კომენტარები აკეთე.. იკითხე როგორ ხარ, უპასუხე - შენ? ლანძღე ის ვისაც შენნაირად არ სწამს და ვინც შენნაირად არ ფიქრობს.. დაიჯერე, რომ ყველაზე მაგარი ხარ, ყველაზე კარგი მუსიკალური გემოვნება გაქვს, რომ ყველაზე აკადემიური ხარ... არ გჭირდება ნამდვილი, და-ძმური, მეგობრული, ნამდვილი მიჯნურული ურთიერთობები...არც ჭიქა ღვინო, მიწასთან შეხება (იქ ხომ რესტორანიც არის და ფერმაც), არც სურნელი იის, არც ტირილი ვაზის.. აქ ხომ ჭამით ლაპარაკი უზრდელობად არ ითვლება.. ალბათ გავა დრო და სოციალური ოკლანქსელების პატრიარქები კიდევ მოიგონებენ რაღაცეებს, რათა რაც შეიძლება უკეთ დააპრიმიტონ და სულიერად გახრწნან ღვთის მიერ სიცოცხლისათვის შექმნილი ადამიანები, მოსწყვიტონ ისინი ცოცხალ სამყაროს... ვწუხვარ მე ამის გამო.. სახარება ლუკასი მე 18 თავი 7. განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ? 8. გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად? ..ვეტყვი მე ამას, ყველას და არვის, სადაც არ არის ადგილი კრძალვის, არც სიყვარული - არც კაცის, არც ღვთის, უნდა დაიწყო მოძებნა სხვა გზის... |
georgios |
Sep 26 2011, 09:38 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
karpaki
ციტატა რადგან იღებ ცხადია ვიღაც გასცემს.განა მასე არაა?ვიღაცამ ტაფა თუ ჩამხცო არმესიამოვნება."დავიგრუზები"თუ უარყოფითს ჩემს თავზე მივმართავ რატო არ მიმვმართავ დადებითს? დადებითსაც და უარყოფითსაც შენს საკუთარ თავზეც მიმართავ. ძალიან ვცდებით, რომ ვინმეს ცუდს თუ ვუსურვებთ, ვწყევლით, ვაზიანებთ და ვკლავთ, ჩვენზეც არ მივუშვებთ უარყოფით ენერგიას. სიძულვილი გულის ჟანგია. თუ გული ბნელი მაქვს, სინათლეს როგორ გამოვცემ, ან ჩემს თავში როგორ გავანათებ რამეს? შესაბამისად, წყვდიადში ვარ და სხვასაც ვაბნელებ. თუმცა სხვის დაზიანებას გააჩნია. ქრისტიანებს ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მაგრამ ისევ მათი ბოროტისმსურველები ანგრევდნენ თავის თავს შიგნით. ფიზიკურ ვნებას რომ ვაყენებთ ბოროტი განზრახვით, ეს ჩვენი შეზღუდული წარმოდგენის ბრალია, გვგონია, რომ სხეულის განადგურებით პიროვნებას ვაქრობთ. ის ვიღაცა, ვინც უარყოფითი გადმოგცა, ისევ შენ იქნები, რადგან საკუთარ თავში შენი ვნებები ღელავს და განგრევს შიგნიდან. ციტატა ენერგია რომლიც ადამინმა უნდა დახარჯოს შრომაში (ალბათ ფიზიკური) გროვდება და ხშირად აგრესიული ხდება ეს ადამიანი. გააჩნია პიროვნებას, როგორ იყენებს თავის ძალებს და კიდევ საით მიმართავს მათ. შეიძლება ფიზიკურ მუშაობაში ვერ გამოიყენო, მაგრამ სხვა კუთხით გამოათავისუფლო. ციტატა დაკვირვებული ვარ აიტნიშნიკები ზალიან ნერვიულებიდა სარკასტულად აგრსიულები არიან "აიტიშნიკსაც" გააჩნია. ციტატა გაუშვი ეხლა ესენი ყანაში და იქნება მშვიდობა ყანაში და ზოგადად სოფლად შრომა იმით არის კარგი, რომ ადამიანს ბუნებასთან აქვს პირდაპირი შეხება, იქ სისუფთავეა, ფიზიკურადაც ირჯება, ჯანმრთელია და შრომასაც არ მოსწყდება. თუნდაც რად ღირს ქართველი გლეხების ძველი ჩვევა: როდესაც დაიღლებოდნენ, ზურგით ხეს მიეყუდებოდნენ და ეს ხე მათ დასვენებაში ეხმარებოდა და ძალებს იღებდნენ მისგან... -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი