სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| guest1 |
Sep 26 2011, 10:58 AM
პოსტი
#1
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
arcivi9
საერთოდ ზედაპირულად რომ გიყვარს საკითხის კვლევა და ცინიზმით ხარ განწყობილი იქ, სადაც არ უნდა იყო, ეგ საკმაოდ შესამჩნევია. ამ კონკრეტულ პოსტში არგუმენტირებულად მინდა ვუპასუხო შენს დაუფიძნებელ ქილიკს მეუფე იობის ნათქვამზე. ამით ცოტა სამსახურს შენც გაგიწევ, რადგანაც (იმედი მაქვს) ცოტათი მაინც ისწავლი, საკითხის კვლევა როგორ უნდა ზოგადად. მეუფე იობი ახსენებს მოკლედ 2012 წლის გარშემო არსებულ წინასწარმეტყველებებსა და თანამედროვე მეცნიერთა პროგნოზებს. შენ "იმენნა" გაგიჟების პრობლემა არ მოგეწონა და ცოტა ნათელი მინდა მოვფინო შენთვის ამ საკითხს. პრიველ რიგში, მეუფე იობი არის სასულიერო პირი და არა პროფესიონალი მკლევარი ექიმი. გარდა ამისა, მეუფე იობს რომც ქონდეს ტექნიკური დეტალები ამ საკითხის გარშემო, მან მისი მრევლისათვის გასაგებ ენაზე უნდა გადმოსცეს საკითხი. შენ უბრალოდ გგონია, რომ მის მრევლზე ბევრი რამ იცი. სინამდვილეში, შეიძლება ცოდნა გაქვს, მაგრამ მისი გამოყენების უნარი არ გაგაჩნია. შენ საკითხი ასე უნდა დაგესვა: არსებობს თუ არა რაიმე წინასწარმეტყველება მეცნიერთა მიერ, რომელიც, თუნდაც ირიბად, მოგვცემს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ფსიქიატრიული დაავადებების სიხშირი მკვეთრად გაიზრდება ამ დროის განმავლობაში? ამ კითხვაზე პასუხი დადებითია: არსებობს! საქმე იმაშია, რომ დღეს ფიზიკოსები წინასწარმეტყველებენ 2012 წლისათვის მზის აქტივობის არნახულ გაზრდას, რომელიც უამრავ პროცესს გამოიწვევს დედამიწაზე, მათ შორის დედამიწაზე მაგნიტური აქტივობის მკვეთრ გაზრდასა და ამასთან დაკავშირებით ყველანაირი საკომუნიკაციო სისტემების (ტელეფონი, ინტერნეტი, ტელევიზია, რადიო ...) და ელექტროენერგიის მიწოდების თვეობით გამოითიშვას. ამას საუბრობენ ფიზიკოსები. ქვემო სამ ლინკში მიჩიო კაკუ საუბრობს ამ პრობლემებზე: Nasa Warns Of Super Solar Storm 2012 Another dire warning for 2012 - Solar Maximum - peak of its 11-year cycle 2012: Leaks Found in Earth's Magnetic Field ახლა, წესით, რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი ქე უნდა სვამდეს ასეთ კითხვებს: 1) ნუთუ მაგნიტური ველი (და შესაბამისად მისი აქტივობის მკვეთრი ზრდა) გავლენას არ ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და თუ ახდენს, შეუძლია თუ არა ამის აქტივობის ზრდას გამოიწვიოს ფსიქიური პრობლემების გამწვავება ან ინიციაცია? 2) როცა დღევანდელი ადამიანი ამდენად არის დამოკიდებული კომუნიკაციაზე და ელექტროენერგიაზე საერთოდ, მხოლოდ ამის პარალიზებას შეუძლია თუ არა ელქტროჰოლიკ/ინტერნეტჰოლიკების "გაგიჟება"? უაზრო ქილიკის მაგივრად, ზუსტად მსგავსი კითხვები უნდა დაგესვა და გეჩვენებინა, რომ ჩაატარე დეტალური ძიება და დაადგინე, რომ წარსულში მზის აქტივობის ზრდა (და სხვა კატაკლიზმები) არანაირ კორელაციაში არ იმყოფებიან ფსიქიური დაავადებების სიხშირის გაზრდასთან. თუმცა, შენ რომ ესე დაგესვა საკითხი, აღმოჩნდებოდა, რომ მცარია ეს აზრი. მაგრამ, შენთვის ხომ მთავარი ის არის, რომ შენ პროფესორი ხარ და მეუფე იობი გაუნათლებელი მოძღვარი. ეგ ხარ სულ, მეტი არაფერი. აგერ მაინც ერთ ლინკს დავდებ, სადაც ერთ-ერთ ექიმს უკვე გამოკველული აქვს ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა სწავლები და მისი შედეგები აქვს გამოქვეყნებული: Solar storms affect life on Earth ციტატა That same solar weather can affect us biologically. In fact carefully monitored statistics show that whenever there are active solar flares, motor accidents, hospital admissions for psychiatric disturbance and heart disease rise dramatically. This is hardly surprising, since we are delicately balanced electronic tuners. We are, in effect, a collagen body acting like a liquid crystal system (just like the LCD display in your wristwatch). ეს მაშინ ხდება, როცა ჰოსპიტალს კიდევ აქვს საკომუნიკაციო რეზერვი. ამას მიუმატე ის, რომ ჰოსპიტალის ფუნქციონირებაც კი წყდება და, ყოველგვარი დიდი ფანტაზიური ნიჭის გარეშე, ადვილად დაასკვნი, რა კატასტროფული შედეგები შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს. თუ გაქვს ამის შნო, შეგიძლია კონკრეტული კვლევებიც (სტატისტიკა) ნახო ამის რაობაზე.მოკლედ, რადგანაც ძაან ნიჭიერი კაცი ხარ და მხოლოდ სამეცნიერო ტერმინებით შეგიძლია საუბარი და უბრალო ნათქვამს ვერ იგებ, მამა იობის ნათქვამს ასე მოგითარგმნი: 2013 წლისათვის, მეცნიერთა ვარაუდით, ფსიქიატრიული პრობლემების რიცხვი ძალიან გაიზრდება. ახლა როგორია ასე ჩამოყალიბებული აზრი, აკმაყოფილებს შენს სამეცნიერო განათლებას? P.S. აცოცხლეთ ეს თემა ცოტა ხანი. |
![]() ![]() |
| arcivi9 |
Sep 26 2011, 11:38 PM
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 |
აი, სიურპრიზი
ისა და.......რომელი ხარ პატივცემულო სტუმარო? ეჭვი მაქვს რომ vano_t ხარ ფორუმ.გე-დან ახლა მივყვეთ შენს ნათქვამს: [quote]მეუფე იობი ახსენებს მოკლედ 2012 წლის გარშემო არსებულ წინასწარმეტყველებებსა და თანამედროვე მეცნიერთა პროგნოზებს[/quote] პატარა შესწორება-2013 წელზეა საუბარი. 2012 წლის შესახებ წინასწარმეტყველებები ეს ცალკე ამბავია, თუმცა სავსებით შესაძლოა 2013 წელთან კავშირი ჰქონდეს. [quote]შენ უბრალოდ გგონია, რომ მის მრევლზე ბევრი რამ იცი[/quote] მე კი ის მგონია რომ შენ აქ აშკარად მოგელანდა რომ მე "მრევლზე მეტი მგონია". მის მრევლს მე არ ვიცნობ, არ ვიცი რა განათლება აქვთ მიღებული და ამიტომ ჩემს განათლებას ვერ შევადარებ მათ განათლებას. ისე კი, მართლა ძალიან მაინტერესებს მრევლის წევრებმა ამ ქადაგების მოსმენის მერე რა გაიფიქრეს და რა თქვეს. [quote]პრიველ რიგში, მეუფე იობი არის სასულიერო პირი და არა პროფესიონალი მკლევარი ექიმი. გარდა ამისა, მეუფე იობს რომც ქონდეს ტექნიკური დეტალები ამ საკითხის გარშემო, მან მისი მრევლისათვის გასაგებ ენაზე უნდა გადმოსცეს საკითხი[/quote] და რატომ ფიქრობ რომ მრევლი გაუნათლებელია? და ეს "გასაგები ენა" უფრო პრიმიტიული უნდა იყოს თუ რა? თქვი ის რაც არის (ან რასაც მეცნიერები პროგნოზირებენ) და ესაა სულ. [quote]შენ "იმენნა" გაგიჟების პრობლემა არ მოგეწონა[/quote] ამჯერად გამონაკლისის სახით სრულიად მართალი ხარ-სწორედ ამ დეტალის და მისი პროცენტული (50 %) მახასიათებლის გარკვევა მინდა მაგრამ ვერც იმ და ვერც ამ თემაში ამის შესახებ ვერავითარ მონაცემს ვერ წავაწყდი. [quote]შენ საკითხი ასე უნდა დაგესვა: არსებობს თუ არა რაიმე წინასწარმეტყველება მეცნიერთა მიერ, რომელიც, თუნდაც ირიბად, მოგვცემს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ფსიქიატრიული დაავადებების სიხშირი მკვეთრად გაიზრდება ამ დროის განმავლობაში?[/quote] რატომ უნდა დავსვა საკითხი ასე როცა მამა იობი სულ სხვას ამბობს? რის საფუძველზეა ნათქვამი რომ "კაცობრიობის ნახევარი გაგიჟდება?" აი, ეს მინდა გავიგო, არის ამაზე რელიგიური წინასწარმეტყველება ან მეცნიერული პროგნოზები? კი თუ არა? [quote]საქმე იმაშია, რომ დღეს ფიზიკოსები წინასწარმეტყველებენ 2012 წლისათვის მზის აქტივობის არნახულ გაზრდას, რომელიც უამრავ პროცესს გამოიწვევს დედამიწაზე, მათ შორის დედამიწაზე მაგნიტური აქტივობის მკვეთრ გაზრდასა და ამასთან დაკავშირებით ყველანაირი საკომუნიკაციო სისტემების (ტელეფონი, ინტერნეტი, ტელევიზია, რადიო ...) და ელექტროენერგიის მიწოდების თვეობით გამოითიშვას. ამას საუბრობენ ფიზიკოსები. ქვემო სამ ლინკში მიჩიო კაკუ საუბრობს ამ პრობლემებზე: Nasa Warns Of Super Solar Storm 2012 Another dire warning for 2012 - Solar Maximum - peak of its 11-year cycle 2012: Leaks Found in Earth's Magnetic Field ახლა, წესით, რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი ქე უნდა სვამდეს ასეთ კითხვებს: 1) ნუთუ მაგნიტური ველი (და შესაბამისად მისი აქტივობის მკვეთრი ზრდა) გავლენას არ ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და თუ ახდენს, შეუძლია თუ არა ამის აქტივობის ზრდას გამოიწვიოს ფსიქიური პრობლემების გამწვავება ან ინიციაცია? 2) როცა დღევანდელი ადამიანი ამდენად არის დამოკიდებული კომუნიკაციაზე და ელექტროენერგიაზე საერთოდ, მხოლოდ ამის პარალიზებას შეუძლია თუ არა ელქტროჰოლიკ/ინტერნეტჰოლიკების "გაგიჟება"?[/quote] რას მელაპარაკები! მზის აქტივობა, მასზე არსებული ლაქები, 11-წლიანი აქტივობა, პროტუბერანციები, დედამიწის მაგნიტოსფერო, მზის ქარი, პოლარული ციალი.........ეს ყველაფერი საკმაოდ დიდი ხანია მეცნიერებმა იციან და ნებისმიერი მეტ-ნაკლებად განათლებული ადამიანისთვის არის ცნობილი (არ ვიცი, ახლა სკოლებში ეს ყველაფერი ისწავლება კი?), ისევე როგორც ადამიანზე მისი ზემოქმედების შესახებ, მზის ზემოქმედებას მაგალითად რუსი პროფესორი ჩიჟევსკი იკვლევდა ლამის ერთი საუკუნის წინ, აგერ ამწუთას წიგნსაც გადავხედე სადაც ამაზე დაწვრილებით წერია და რომელიც 60-იან წლებშია გამოცემული. და ამ ყველაფერში არაფერია გასაგიჟებელი, დაუჯერებელი და საოცარი. და ჩემი შეკითხვა ამას არც შეეხებოდა. [quote]უაზრო ქილიკის მაგივრად, ზუსტად მსგავსი კითხვები უნდა დაგესვა[/quote] ზუსტ საკითხებზე კითხვებს სამეცნიერო ფორუმებზე ვსვამ და თუ პასუხი არსებობს ვღებულობ კიდეც, იმ თემაში კი სხვა რამეზე იყო საუბარი. ისე, ცინიზმს რაც შეეხება: არც უმაგისობაა როცა, რბილად რომ ვთქვათ არასწორ და დაუსაბუთებელ აზრს ვკითხულობ ხოლმე [quote]მაგრამ, შენთვის ხომ მთავარი ის არის, რომ შენ პროფესორი ხარ და მეუფე იობი გაუნათლებელი მოძღვარი. ეგ ხარ სულ, მეტი არაფერი[/quote] ამ, სპეციფიკურ ბოღმაზე გეტყობა ვინც ხარ [quote]That same solar weather can affect us biologically. In fact carefully monitored statistics show that whenever there are active solar flares, motor accidents, hospital admissions for psychiatric disturbance and heart disease rise dramatically.[/quote] ჰო, მერე? "ნახევარზეა" აქ საუბარი ან თუნდაც რაიმე საგრძნობ ნაწილზე (მესამედი, მეოთხედი და ა.შ.)? ან "psychiatric disturbance" ეს გაგიჟებაა? რომელმა მეცნიერმა გააიგივა ეს ორი რამ? [quote]This is hardly surprising, since we are delicately balanced electronic tuners. We are, in effect, a collagen body acting like a liquid crystal system (just like the LCD display in your wristwatch).ეს მაშინ ხდება, როცა ჰოსპიტალს კიდევ აქვს საკომუნიკაციო რეზერვი. ამას მიუმატე ის, რომ ჰოსპიტალის ფუნქციონირებაც კი წყდება და, ყოველგვარი დიდი ფანტაზიური ნიჭის გარეშე, ადვილად დაასკვნი, რა კატასტროფული შედეგები შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს. თუ გაქვს ამის შნო, შეგიძლია კონკრეტული კვლევებიც (სტატისტიკა) ნახო ამის რაობაზე.[/quote] კი, სრულიად სწორია ის რაც აქ ხდება, მეტსაც გეტყვი, ხანდახან მთელი რეგიონები (დასავლეთში, აქ კი არა) გამოსულან მწყობრიდან "მზიური" მიზეზით, ერთი რომელიღაც ჰოსპიტალი კი არა........ [quote]მამა იობის ნათქვამს ასე მოგითარგმნი: 2013 წლისათვის, მეცნიერთა ვარაუდით, ფსიქიატრიული პრობლემების რიცხვი ძალიან გაიზრდება[/quote] არ ვარგიხარ შენ თარჯიმნად |
guest1 2012 და ფსიქიური დაავადებები Sep 26 2011, 10:58 AM
guest1 arcivi9
დედუქციის უნარ... Sep 27 2011, 06:29 AM
arcivi9 guest1
ვფიცავ ყველა ვო... Sep 27 2011, 03:57 PM
guest1
guest1
ვფიცავ ყველა ვო... Oct 3 2011, 08:45 AM
arcivi9 მამა თეოდორეს ეს ვ... Sep 27 2011, 04:10 PM
A.V.M ... Oct 3 2011, 04:04 PM
arcivi9 guest1
ფორუმზე სხვა გა... Oct 4 2011, 10:09 PM
afxazi arcivi9
ეთანხმები თუ არ... Oct 4 2011, 10:18 PM
arcivi9 afxazi
შენიშვნა მიღებ... Oct 4 2011, 11:54 PM
A.V.M ... Oct 5 2011, 12:11 AM
arcivi9 A.V.M
რატომ, არაა საინ... Oct 5 2011, 12:31 AM
A.V.M
არა ძმა!
ჩემთვის ... Oct 5 2011, 12:37 AM
arcivi9 მცოდნე ხალხი ამბობ... Nov 12 2011, 08:43 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th November 2025 - 12:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი