სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| guest1 |
Sep 26 2011, 10:58 AM
პოსტი
#1
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
arcivi9
საერთოდ ზედაპირულად რომ გიყვარს საკითხის კვლევა და ცინიზმით ხარ განწყობილი იქ, სადაც არ უნდა იყო, ეგ საკმაოდ შესამჩნევია. ამ კონკრეტულ პოსტში არგუმენტირებულად მინდა ვუპასუხო შენს დაუფიძნებელ ქილიკს მეუფე იობის ნათქვამზე. ამით ცოტა სამსახურს შენც გაგიწევ, რადგანაც (იმედი მაქვს) ცოტათი მაინც ისწავლი, საკითხის კვლევა როგორ უნდა ზოგადად. მეუფე იობი ახსენებს მოკლედ 2012 წლის გარშემო არსებულ წინასწარმეტყველებებსა და თანამედროვე მეცნიერთა პროგნოზებს. შენ "იმენნა" გაგიჟების პრობლემა არ მოგეწონა და ცოტა ნათელი მინდა მოვფინო შენთვის ამ საკითხს. პრიველ რიგში, მეუფე იობი არის სასულიერო პირი და არა პროფესიონალი მკლევარი ექიმი. გარდა ამისა, მეუფე იობს რომც ქონდეს ტექნიკური დეტალები ამ საკითხის გარშემო, მან მისი მრევლისათვის გასაგებ ენაზე უნდა გადმოსცეს საკითხი. შენ უბრალოდ გგონია, რომ მის მრევლზე ბევრი რამ იცი. სინამდვილეში, შეიძლება ცოდნა გაქვს, მაგრამ მისი გამოყენების უნარი არ გაგაჩნია. შენ საკითხი ასე უნდა დაგესვა: არსებობს თუ არა რაიმე წინასწარმეტყველება მეცნიერთა მიერ, რომელიც, თუნდაც ირიბად, მოგვცემს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ფსიქიატრიული დაავადებების სიხშირი მკვეთრად გაიზრდება ამ დროის განმავლობაში? ამ კითხვაზე პასუხი დადებითია: არსებობს! საქმე იმაშია, რომ დღეს ფიზიკოსები წინასწარმეტყველებენ 2012 წლისათვის მზის აქტივობის არნახულ გაზრდას, რომელიც უამრავ პროცესს გამოიწვევს დედამიწაზე, მათ შორის დედამიწაზე მაგნიტური აქტივობის მკვეთრ გაზრდასა და ამასთან დაკავშირებით ყველანაირი საკომუნიკაციო სისტემების (ტელეფონი, ინტერნეტი, ტელევიზია, რადიო ...) და ელექტროენერგიის მიწოდების თვეობით გამოითიშვას. ამას საუბრობენ ფიზიკოსები. ქვემო სამ ლინკში მიჩიო კაკუ საუბრობს ამ პრობლემებზე: Nasa Warns Of Super Solar Storm 2012 Another dire warning for 2012 - Solar Maximum - peak of its 11-year cycle 2012: Leaks Found in Earth's Magnetic Field ახლა, წესით, რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი ქე უნდა სვამდეს ასეთ კითხვებს: 1) ნუთუ მაგნიტური ველი (და შესაბამისად მისი აქტივობის მკვეთრი ზრდა) გავლენას არ ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და თუ ახდენს, შეუძლია თუ არა ამის აქტივობის ზრდას გამოიწვიოს ფსიქიური პრობლემების გამწვავება ან ინიციაცია? 2) როცა დღევანდელი ადამიანი ამდენად არის დამოკიდებული კომუნიკაციაზე და ელექტროენერგიაზე საერთოდ, მხოლოდ ამის პარალიზებას შეუძლია თუ არა ელქტროჰოლიკ/ინტერნეტჰოლიკების "გაგიჟება"? უაზრო ქილიკის მაგივრად, ზუსტად მსგავსი კითხვები უნდა დაგესვა და გეჩვენებინა, რომ ჩაატარე დეტალური ძიება და დაადგინე, რომ წარსულში მზის აქტივობის ზრდა (და სხვა კატაკლიზმები) არანაირ კორელაციაში არ იმყოფებიან ფსიქიური დაავადებების სიხშირის გაზრდასთან. თუმცა, შენ რომ ესე დაგესვა საკითხი, აღმოჩნდებოდა, რომ მცარია ეს აზრი. მაგრამ, შენთვის ხომ მთავარი ის არის, რომ შენ პროფესორი ხარ და მეუფე იობი გაუნათლებელი მოძღვარი. ეგ ხარ სულ, მეტი არაფერი. აგერ მაინც ერთ ლინკს დავდებ, სადაც ერთ-ერთ ექიმს უკვე გამოკველული აქვს ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა სწავლები და მისი შედეგები აქვს გამოქვეყნებული: Solar storms affect life on Earth ციტატა That same solar weather can affect us biologically. In fact carefully monitored statistics show that whenever there are active solar flares, motor accidents, hospital admissions for psychiatric disturbance and heart disease rise dramatically. This is hardly surprising, since we are delicately balanced electronic tuners. We are, in effect, a collagen body acting like a liquid crystal system (just like the LCD display in your wristwatch). ეს მაშინ ხდება, როცა ჰოსპიტალს კიდევ აქვს საკომუნიკაციო რეზერვი. ამას მიუმატე ის, რომ ჰოსპიტალის ფუნქციონირებაც კი წყდება და, ყოველგვარი დიდი ფანტაზიური ნიჭის გარეშე, ადვილად დაასკვნი, რა კატასტროფული შედეგები შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს. თუ გაქვს ამის შნო, შეგიძლია კონკრეტული კვლევებიც (სტატისტიკა) ნახო ამის რაობაზე.მოკლედ, რადგანაც ძაან ნიჭიერი კაცი ხარ და მხოლოდ სამეცნიერო ტერმინებით შეგიძლია საუბარი და უბრალო ნათქვამს ვერ იგებ, მამა იობის ნათქვამს ასე მოგითარგმნი: 2013 წლისათვის, მეცნიერთა ვარაუდით, ფსიქიატრიული პრობლემების რიცხვი ძალიან გაიზრდება. ახლა როგორია ასე ჩამოყალიბებული აზრი, აკმაყოფილებს შენს სამეცნიერო განათლებას? P.S. აცოცხლეთ ეს თემა ცოტა ხანი. |
![]() ![]() |
| arcivi9 |
Sep 27 2011, 03:57 PM
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 |
guest1
ციტატა დედუქციის უნარი გაქვს, შერლოკ ჰოლმს შეშურდება: გვერდით თემაში ჩემს პოსტს მივუთითე ფორუმ.გე-დან და ეტყობა ბევრი იფიქრე, რომ ეგ დასკვნა გაგეკეთებინა, არა?! ვფიცავ ყველა ვორნს და ბანს რაც კი ფორუმ.გე-ზე მაქვს მიღებული რომ ჯერ ამ თემაში შემოვედი რადგან მე მეხებოდა და მერე ეკუმენიზმის თემაში კიდევ რა მინდოდა დამეზუსტებინა: ჩემს მიერ მითითებულ ვიდეოში მამა იობი რომ ამბობს "რათქმაუნდა ეს ემთხვევა მამათა წინასწარმეტყველებებს" ეს რომელ წინასწარმეტყველებებზეა საუბარი? |
guest1 2012 და ფსიქიური დაავადებები Sep 26 2011, 10:58 AM
arcivi9 აი, სიურპრიზი :D
ისა ... Sep 26 2011, 11:38 PM
guest1 arcivi9
დედუქციის უნარ... Sep 27 2011, 06:29 AM
guest1
guest1
ვფიცავ ყველა ვო... Oct 3 2011, 08:45 AM
arcivi9 მამა თეოდორეს ეს ვ... Sep 27 2011, 04:10 PM
A.V.M ... Oct 3 2011, 04:04 PM
arcivi9 guest1
ფორუმზე სხვა გა... Oct 4 2011, 10:09 PM
afxazi arcivi9
ეთანხმები თუ არ... Oct 4 2011, 10:18 PM
arcivi9 afxazi
შენიშვნა მიღებ... Oct 4 2011, 11:54 PM
A.V.M ... Oct 5 2011, 12:11 AM
arcivi9 A.V.M
რატომ, არაა საინ... Oct 5 2011, 12:31 AM
A.V.M
არა ძმა!
ჩემთვის ... Oct 5 2011, 12:37 AM
arcivi9 მცოდნე ხალხი ამბობ... Nov 12 2011, 08:43 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th November 2025 - 12:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი