სპორტის სახეობები, ყველა საჭირო რჩევით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სპორტის სახეობები, ყველა საჭირო რჩევით |
კანუდოსელი |
May 29 2010, 12:52 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ამ თემის გახსნის იდეა გამიჩნდა მოზარდების ძალადობის თემასთან კავშირში. მოკლედ, მე ვთვლი, რომ ძალადობას უნდა ვებრძოლოთ ორი ძირითადი მიმართულებით - სკოლაში სასწავლო დისციპლინების დონის აწევით და შეჯიბრების-კონკურენციის გაზრდით და აგრეთვე სპორტისადმი ინტერესის გაღვივებით
მე ვხსნი ძალოსნობის მიმართულებით თემას. მოკლედ თუ ვინმეს უნდა რომ ფიზიკურად იყოს ჯანმრთელი არსებობს რამდენიმე უმთავრესი ვარჯიში, რომელსაც თავისი სისტემა გააჩნია. ვინაიდან დიდ დრო არ მაქვს, ნაწილობრივ დავდებ თითოეული კუნთის განვითარების ვარჯიშებისთვის სისტემას. მკერდის კუნთის განვითარებისთვის უმთავრესია ე.ი. წოლჭიმის ვარჯიში (იხ. სურათი) წვები ჰორიზონტალურ სკამზე, იღებ შტანგას სადგამიდან, ხელებს ჰკიდებ ოდნავ უფრო განივად ვიდრე მხრების ზომაა და მკერდამდე ჩამოტანით და აზიდვით იმეორებ 15-ჯერ პირველი მისვლა არის კუნთებისთვის გასახურებელი, ამიტომ წონა უნდა შეარჩიო ისე, რომ 15 აზიდვა შეძლო თავისუფლად მეორე მისვლაზე ირჩევ წონას ისე, რომ განახორციელო უკვე 8 აზიდვა და მერვე იყოს რთულად მიღწევადი. შეიძლება რომ დაიხმაროთ მეწყვილე, რომ ბოლო აზიდვაში ოდნავ დაგეხმაროთ იგივეს იმეორებთ მეორედ, ოღონდ უკვე 6 აზიდვით. აქაც მეექვსე უნდა იყოს რთულად მიღწევადი - შესაბამისად წონას ზრდით იგივეს იმეორებთ მესამედ... დამწყებთათვის სამი მისვლა საკმარისია (გახურება ძირითად მისვლაში არ ითვლება), თუმცა შეიძლება აგრეთვე მეოთხედ მისვლა და უკვე ან ისევ 6 აზიდვას განახორციელებთ, ან წონას მოუმატებთ და 4 აზიდვას შეასრულებთ - ისე, რომ მეოთხე იყოს რთულად ასაწევი ანუ სისტემა ასეთია: 15, 8, 6, 6 (6, ან 4) შეიძლება ასეც: 15, 8, 8, 6, (6 ან 4) ან ასე: 15, 10, 8, 6, (6 ან 4) ზოგადად იდეოლოგია ასეთია: პირველი სამი მისვლა არის იმ წონებზე გავარჯიშება, რისი აწევაც ასე თუ ისე შეგიძლია და ერთგვარად კუნთების იმ წონებზე შეჩვევაა (რაც გამოიხატება კუნთის მოცულობის ზრდაში)...ბოლო მეოთხე მისვლა არის ისეთი წონის არჩევა, რაც გარკვეულ წილად ახალია, ანუ ყველაზე დიდია და კუნთის ამტანობაზე მუშაობას გულისხმობს გაგრძელება იქნება -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
NINJA - ნინძა |
Sep 28 2011, 12:10 PM
პოსტი
#2
|
Sidharta-Gautama-Buddha ჯგუფი: Members პოსტები: 74 რეგისტრ.: 24-June 11 მდებარ.: moscow წევრი № 11,240 |
A.V.M
ციტატა პირველ რიგში გეტყვი ვახო,რომ ძალიან მაგარია(მართალია არ ვიცი რომელი იყავი მარა მაინც) მადლობა, გაიხარე მეორე ვიდეოში ხმალს რომ ატრალებს ვიღაცა, ის ვარ ციტატა შემდეგ იმას,რომ ეღთი ახლობელი მყავს,ისიც საზღვარგარეთ იყო რომლიღაც ნინძის სკოლაში დიდი ხნის განმალობაში(მართლა არ ვიცი რომელი ხელოვნების მიმდევარია კონკრეტულად) მართლა? საინტერესოა... ზუსტად არ იცი? ციტატა ხოდა არ შეიძლება იყო მანდ,ისწავლო ეგ ხელოვნება ოღონდ მართლმადიდებელი იყო და არა ბუდისტი? ასე რატომ ამბობ მე ვერ ვხედავ პრობლემას იყო ან მართლმადიდებელი, ან ბუდისტი. GIORGI LELUASHVILI ციტატა ერთი ეს მითხარი, მანდ ვიღაც ბზრიალა ბასრ დანებს რომ გესვრის ( თუ არ ვიცი რა ქვია), ნაღდია? კი, ნაღდია მაგის სწავლას 7 წელი მოვანდომე, რომ პრაქტიკაში გამეტარებინა. ამ გაკვეთილის ჩაბარება აუცილებელია შავი ქამრისათვის. georgios ციტატა სად ეუფლები აღმოსავლური ბრძოლების ხერხებს? ეხლა კონკრეტულად მოსკოვში. თუმცა ძალიან ხშირად დავდივართ სხვადასხვა ქვეყნებში შეჯიბრებებზე. ციტატა მიჰყვები საერთოდ ცხოვრებით თუ უბრალოდ დროებითი გატაცებაა? არა, ეს არაა დროებითი გატაცება, ეს ჩემი ცხოვრებაა. ციტატა აქვთ თუ არა ნინძებს შეხება ბუსიდოსთან, სამურაების ზნეობრივ კოდექსთან, თუ ცალკე აქვთ თავიანთი ეთიკური კანონები? დიახ რათქმაუნდა. შეიძლება ითქვას, რომ "ნინძუცუ" გათანამედროვებული სამურაების ახალი სკოლაა. სამურაების ფენის წარმოშობისთანავე შეიქმნა მათი მორალური პრინციპების მსოფლმხედველობა –ბუშიდო. (მეომრის გზა) ეს იყო სამურაების ქცევის კოდექსი. ბუშიდო შეიძლება განვიხილოთ, როგორც წლების განვმალობაში ჩამოყალიბებული მორალური პრინციპების სისტემა, რომელზეც დამყარებული იყო სამურაების აზროვნება და მოქმედება. კოდექსის ძირითად პრინციპთა შორის ყურადღება გამახვილებული იყო ისეთ თვისებებზე, როგორიცაა: საქმისადმი ერთგულება, გამბედაობა, ჰუმანურობა, პატიოსნება, პრინციპულობა, უბრალოება, თავშეკავება, თვითკონტროლი, პირადი გამორჩენის და ფულის სიძულვილი. ბუშიდოს ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე, სამურაისთვის ყველაზე მაღალი შეფასება იყო მის საფლავზე გაკეთებული წარწერა: “მას არასდროს დაუჩაგრავს სუსტი და არასდროს დაუხევია უკან ძლიერის წინაშე.” ბუშიდო მჭიდროდ იყო დაკავშირებული აღმოსავლურ რელიგიებთან, მათგან იღებდა ფილოსოფიურ და ეთიკურ დოქტრინებს, ზოგ შემთხვევაში კი ერწყმოდა მათ. მაგალითად, ბუდიზმმა ბუშიდოში ბედის გარდაუვალობის რწმენა შეიტანა, აგრეთვე სიმტკიცე საშიშროების და უბედურების მიმართ, ცხოვრებისადმი მშვიდი დამოკიდებულება და სიკვდილისადმი გულგრილობის გრძნობა შინტოიზმიდან კოდექსმა შეითვისა ბატონისადმი ერთგულების მოვალეობა, წინაპართა კულტი და შვილების მოკრძალება მშობლებისადმი. ბუშიდოზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ასევე კონფუციონიზმმა, რომელმაც შეიტანა მასში ადმიანთა შორის ურთიერთობის ხუთი დოგმა, დამყარებული მორჩილებაზე: უფროს – უმცროსი, ბატონი – მსახური, მამა – შვილი, ქმარი – ცოლი, მეგობარი – თანასწორუფლებიანი. მთლიანობაში ბუშიდო ფილოსოფიურად მოიაზრებდა ადამიანის არსთან დაკავშირებულ საკითხებს. მის დამოკიდებულებას სიკეთესთან, ბოროტებასთან, ზნეობრივ ფასეულობასთან, იდეალთან და ა.შ. ბუშიდოს თანახმად, სამურაის სამი მთავარი თვისება უნდა ჰქონოდა: სიბრძნე, ჰუმანურობა და სიმამაცე. ამ თვისებებზე იყო აგებული ის მორალური წესები, რომლებსაც მათი კოდექსი შეიცავდა. ზემოხსენებული თვისებების ჩამოყალიბების სამურაების სწავლა-აღზრდის კარგად შემუშავებული სისტება განაპირობებდა. იგი სხვადასხა საგნების მთელ კომპლექსს შეიცავდა. კერძოდ, სამურაების სპეციალურ სკოლებში საბრძოლო დისციპოლინების (ფარიკაობა, მშვილდოსნობა, ჯირითი, ცურვა, ორთაბრძოლის მრავალი სახეობა) გარდა, ისწავლებოდა: ფილოსოფია, ლიტერატურა, ისტორია, ფსიქოლოგია, ეთიკა, ჩინური ენა და სხვა. ამ დისციპლინათა სწავლების მიზანი ის იყო, რომ სამურაი არა მხოლოდ კარგი მეომარი უნდა ყოფილიყო, არამედ ერუდირებული და ინტელექტუალურად დახვეწილი პიროვნებაც. -------------------- ________________________________________________________________________ _ गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा — გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას. „ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა) ომ - დიდსულოვნება მა - ეთიკა ნი - მოთმინება პად - სიბეჯითე მე - უარი ჰუნგ - სიბრძნე __________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი