![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
karpaki |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 ![]() |
გადავწყვიტე ამ განყოფილებაში თანმიმდევრობით გავხსნათ თემები ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებზე და დავდოთ ყველანაირი ინფორმაცია და ჩვენი მოგზაურობები შთაბეჭდილებები და ასე შემდეგ
![]() რადგან ფორუმზე შევნიშნე რამოდენიმე პირის აქტიურობა(აღმსარებლობას ვგულისხმობ) ამის მიხედვით გამიჩნდა სურვილი ვისაუბროთ ამ ძველი ქვეყნის შესახებ,ტრადიციები,რელიგია,ხ ლხი,სამზარეულო,კულტურა, და ასე შემდეგ. http://indoeti.wordpress.com/ ბენგალის ყურე (ბენგ. বঙ্গোপসাগর, ტამ. வங்காள விரிகுடா, ინდურად बंगाल की खाड़ी) მდებარეობს ინდოეთის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხმელეთით ესაზღვრება ინდოეთი, ბანგლადეში, მიანმარი და შრი-ლანკა. დასავლეთით ისაზღვრება ინდოსტანის ნხაევარკუნძულით, აღმოსავლეთით — მიანმარის სანაპიროთი და ანდამანის და ნიკობარის კუნძულები. ჩრდილოეთით ესაზღვრება ბენგალიის ისტორიული მხარე (თანამედროვე ბანგლადეში და ინდოეთის შტატი „დასავლეთი ბენგალია“), რომლიდანაც წარმოიშვა ყურის დასახელება. ბენგალის ყურეში ბევრი დიდი მდინარე ჩაედინება — განგი, ბრახმაპუტრა და მეგხანი. ბენგალის ყურის უმნიშვნელოვანესი პორტებია — ჩენაი, ვიშაკხაპატნამი, პონდიშერი, კალკუტა (ინდოეთი), ჩიტაგონგი (ბანგლადეში). ყურის ჩრდილო აღმოსავლეთით, ქალაქ კაკს-ბაზართან (ბანგლადეში) მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე გრძელი პლაჟი (120 კმ). ყურე განეკუთვნება ზღვათა ტიპს. ![]() -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
ციტატა ))) ეგ ნიშანია, ქეთი არაფერ შუაშია მე რამდენადაც ვიცი გვერდის ბოლოს როცა დიდ პოსტს ვდებთ რადგან არ ეტევა ხოლმე აღარ აქვეყნებს.. ან ნაწილ ნაწილ უნდა დადო ან მეორე გვერდზე.. თუ ქეთი მართლა არაფერ შუაშია, შენდობას ვთხოვ, მარა რაღაცის ბრალია. არც მასალაა ისეთი დიდი, რომ არ დაიდოს. ყოველ შემთხვევაში შუაზე მაინც უნდა გაყოს... karpaki ციტატა ძალიან მომწონს მათი სამოსი ქალების, ანუ სარი ხო სარი, კაცების კი დჰოტი ![]() ![]() დჰოტი არის მამაკაცის ტრადიციული სამოსი ინდოეთში. 2-5 მეტრი სიგრძის ქსოვილის სწორი ნაჭერი (თეთრი ან სადა, ზოგჯერ ორნამენტირებული), რომელსაც წვივებსა და თეძოებზე იხვევენ ისე, რომ ერთ ბოლოს ფეხებს შუა გაატარებენ, რაც შარვლის შთაბეჭდილებას ქმნის. სამხრეთ ინდოეთსა და პენჯაბში მას შემოკალთული ქვედატანით იცვამენ. მაღალ კასტებში უპირატესად გრძელი დჰოტია გავრცელებული, დაბალში - სამუშაოდ მოსახერხებელი, მოკლე. ამჟამად კი ინდოეთში დჰოტი შარვალმა და შორტებმა შეცვალა, მაგრამ კიდევ ბევრი დაიარება ტრადიციული სამოსით ![]() ![]() სარი კი უფრო გრძელი და ლამაზია. სარი ქალის ტრადიციული სამოსია ინდოეთის სუბკონტინენტზე. ეს სამოსი წარმოადგენს ქსოვილის ნაჭერს, რომლის სიგრძეც 4,5 მეტრიდან ზოგჯერ 9 მეტრამდეა, ხოლო სიგანე 1,2 მეტრს შეადგენს, და ეს ქსოვილი სხეულზე განსაკუთრებული სახითაა შემოხვეული. ![]() სარის ქალები ატარებენ ბლუზასთან ერთად, რომელიც ცნობილია ჩოლის ან რავიკას სახელით, და ქვედაბოლოსთან ერთად (პავადა/პავადაი სამხრეთში და შაია ჩრდილოეთში). სარის ტარების ყველაზე გავრცელებული სტილია – ნივი, როცა ქსოვილის ერთი ბოლო ორჯერაა თეძოებზე შემოხვეული, ფეხებთან დრაპირებული, ხოლო ზედა ბოლო მაგრდება ქვედაბოლოს მჭიდროდშეკრულ ქამარზე და შემდეგ ბოლო გადაგდებულია ერთერთ მხარზე. ქუჩაში გასვლისას ქალები, როგორც წესი, სარის თავისუფალ ბოლოს თავზე გადაიკრავენ თავსაფრის სახით. ![]() ტრადიციულ ინდოეთში, მასალა, რომლისგანაც სარია დამზადებული, დამოკიდებული იყო ქალის სოციალუსამოსს მართლაც რომ უძველესი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ განგის უძველესი ცივილიზაციის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იყო სხვადასხვა რარიტეტები, რომლებიც მსგავსი ტანისამოსის არსებობაზე მიუთითებდნენ. ყველაზე საეჭვოდ კი მაინც ქვედაბოლოს – ჩოლის წარმოშობა მიიჩნევა. ერთნი მიიჩნევენ, რომ ტანისასმოსის ეს დეტალი უძველესი დროიდან არსებობდა, მეორენი კი ამბობენ, რომ მხოლოდ ინდოეთის კოლონიზაციის შემდეგ შემოვიდა ეს დეტალი, და რომ მანამდე ქალები მხოლოდ სარის ატარებდნენ. ასევე სადავოდ ითვლება ბლუზის წარმოშობაც, რადგან სამხრეთ ინდოეთში არიან ტომები, რომლის წარმომადგენელი ქალები სარის ატარებენ, ხოლო ბლუზი მათ გარდერობში არ შედის. ![]() ზუსტად ეს სამოსები აცვია ყველა კრიშნაიტს. თბილისშიც კი. ძალიან უხდებათ ![]() დაფიქრდი შენც მოგიხდება ![]() კიდევ ერთხელ შენოდაბას ვითხოვ ქეთისგან ![]() მარა არც ჩემი ბრალია, გუშინ არ დებდა, ეხლა კი დადო. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2024 - 07:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი