IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ეპისკოპოსი ილარიონ სამხარაძე, ყველაფერი მის შესახებ
George Leluashvili
პოსტი Oct 3 2011, 11:43 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559





ვინც რა იცით ამ პიროვნების შესახებ, დაწერეთ რა...



--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Oct 3 2011, 11:50 AM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ეპისკოპოსი ილარიონი (სამხარაძე)


ეპისკოპოსი ილარიონი, ერისკაცობაში ავთანდილ ერასტის ძე სამხარაძე, დაიბადა 1937 წლის 21 ნოემბერს თბილისში. ბავშვობა და ყრმობა გაატარა დედულეთში: კასპის რაიონის სოფელ ფავნისში. 1945-1953 წლებში სწავლობდა თბილისის ვაჟთა N32-ე სკოლაში. რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, 1953 წელს, სწავლა განაგრძო თბილისის მეტალურგიულ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1957 წელს. 1958-1964 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამთო ინჟინრის სპეციალობაზე. 1953-1969 წლებში საერო სამსახურშია. 1963-1964 წლებში შეთავსებით სწავლობდა მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 1957-1959 წლებში მუშაობდა "თბილმშენში". 1959-1964 წლებში მუშაობდა "თბილწყალსადენში". 1964-1968 წლებში იყო სკკპ წევრი. 1964-1968 წლებში მუშაობდა გეოლოგიურ პარტიაში.

1969 წლის 1 სექტემბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდლად და მედავითნედ. 1973 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უენტარესის დავით V-ის ლოცვა-კურთხევით ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც საბუთები გადაიტანა მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო სემინარიაში დაუსწრებელ განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1976 წელს. 1969 წლიდან იგი სხვადასხვა ინსტანციებში აგზავნიდა განცხადება-შეტყობინებებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული ვითარების გამო. 1972 წლის 7 აპრილს, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადდა ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი), ავთანდილ სამხარაძემ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მიტროპოლიტ დავითის წინააღმდეგ. იგი აღნიშნავდა, მიტროპოლიტ დავითს არ აქვს უმაღლესი განათლება და არ შეიძლება მისი პატრიარქად არჩევაო. ავთანდილ სამხარაძე დაუკავშირდა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ვალენტინა ფაილოძეს და დაიწყო ბრძოლა კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის წინააღმდეგ. ეპისკოპოსი ილარიონი შემდეგი გულახდილად წერდა თავის დღიურში: "როდესაც გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II, მისი ზეპირი ანდერძისამებრ სიონის ზარები სამგლოვიაროთ მაშინვე ჩამოირეკა და რამეთუ სიონის ზარების ჩამორეკვა ერთის მხრივ კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულისა და მეორეს მხრივ კი ჩემთვის ამა ქვეყნიური ცხოვრების ბრძოლის დასაწყისის მანიშნებელი აღმოჩნდა. ჯერ იყო და, კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის გარდაცვალებამ დამამწუხრა და შემდეგ - მისი გარდაცვალებისდა გამო ეკლესიის გარეული მტრებისა და შინაური მოღალატეების თავგასულობამ... ვითარცა სიონის საკათედრო ტაძრის დარაჯ-დამლაგებელმა, ოდეს მივმართე მოვალეობისამებრ საქართველოს სსრ მთავრობას სათანადო განცხადებით: კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე დავითის მოთხოვნა, უარსმეყო განცხადებებში მოყვანილი ფაქტები, არა თუ შევასრულე, არამედ კიროვის რაიპროკურორის თანაშემწეს დავით ქორიძეს 10 გვერდიანი ახსნა-განმარტება დავუწერე." 1972 წლის 1 ივლისს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა მიიღო მიმართვა XI საეკლესიო კრებისადმი, სადაც აღნიშნული იყო: "ჩვენ, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრები, შეშფოთებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით. შექმნილი მდგომარეობის ირგვლივ, რომელიც გამოიხატება კერძოდ თუ ჯგუფურად ხელმოწერილი და ანონიმური განცხადებით, ეკლესიებში და სხვა ადგილებში ზოგიერთ მორწმუნეთა მიერ ცილისმწამებლური პროვოკაციული გამოსვლებით, თავდასხმით მოსაყდრე დავით მიტროპოლიტისადმი და მრავალი სხვა არასასიამოვნო ფაქტით, ვაცხადებთ XI საეკლესიო კრებისადმი, რომ ამ სამწუხარო ამბების მოთავე და ჩამდენი პირები არიან უძველესი ქართული ეკლესიის აშკარა მტრები, რომელთაც სურთ მის შინაურ ცხოვრებაში შეიტანონ არევ-დარევა, შექმნან ქაოსი და დაბრკოლებები. კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის მეტად სერიოზულ საკითხში." (42, 3222).

1973 წლის 19 ნოემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა დავით V-მ მედავითნე ავთანდილ სამხარაძე აკურთხა დიაკვნად, 1974 წლის 7 იანვარს - მღვდლად. 1974 წლის 1 სექტემბრიდან 1975 წლის 1 აგვისტომდე ავთანდილ სამხარაძე იყო სამების ეკლესიის წინამძღვარი.

1975 წლის 1 აგვისტოდან 1976 წლის 10 მაისამდე თბილისის წმიდა ბარბარეს ეკლესიის წინამძღვარია.

1975 წლის 12 მაის გამორჩეულ იქნა ბოდბის ეპისკოპოსად, 22 მაისს აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ილარიონი. 24 მაისს აკურთხეს ეპისკოპოსად. კურთხევას ესწრებოდნენ მიტროპოლიტები: ილია (შიოლაშვილი), რომანოზი (პეტრიაშვილი), ეპისკოპოსი გაიოზი (კერატიშვილი).

1977 წლის 9 ნოემბერს, როდესაც გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი დავით V, ეპისკოპოსი ილარიონი დაუპირისპირდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ არჩევის წინადადებას და მოსაყდრეობის სასურველ კანდიდატად მიიჩნია ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი რომანოზი. როდესაც მისი წინადადება არ გავიდა სინოდის სხდომაზე, იგი პირდაპირ მოქმედებაზე გადავიდა, დაიწყო საჩივრების წერა სხვადასხვა ინსტანციებში. 1977 წლის 18 დეკემბერს ეპისკოპოსი ილარიონი თავის მომხრეებთან ერთად შეიჭრა საპატრიარქო რეზიდენციაში, რასაც ადასტურებს საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის ლერი თალაკვაძისათვის გაგზავნილი შემდეგი დოკუმენტი: "ამა წლის 18 დეკემბერს, 19 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს შენობაში ძალით შეჭრილან წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი, ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი რომანოზი, ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი. მათ გაუტეხიათ პატრიარქის კაბინეტის კარები, კანცელარიის ოთახში გაუღიათ მდივნის საწერი მაგიდა და სეიფი, პატრიარქის კაბინეტში დაუხევიათ საქმიანი ქაღალდები (მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტ ილიას არჩევის ოქმი), გამოუყენებიათ პატრიარქის ბეჭედი, უმუშავიათ საბეჭდ მანქანაზე, როგორც ქართულზე, ასევე რუსულზე. როგორც დარჩენილი შავი ნაწერებიდან ჩანს, მათ დაუგზავნიათ პროვოკაციული დეპეშები სხვადასხვა საპასუხისმგებლო პირებთან. პატრიარქის კაბინეტის კარების გასაღები დაუმტვრევიათ და ჩაუსვამთ ახალი. გთხოვთ მიიღოთ ზომები. კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი გრიგოლ მშვიდობაძე." (28, 278).

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მიტროპოლიტ ილიას არჩევის შემდეგ ეპისკოპოსი ილარიონი კიდევ უფრო გაღიზიანდა. მართალია, იგი ბოდბელად იწოდებოდა, მაგრამ წირავდა პატარა სამების ეკლესიაში, გახშირდა მის მიერ მორწმუნეთა მიმართ აგრესიული გამოსვლები, რამაც სკანდალების სახე მიიღო. 1978 წლის ივლისში წმიდა სინოდმა ალავერდელ მიტროპოლიტ გრიგოლს (ცერცვაძე) დაავალა შეესწავლა ეპისკოპოს ილარიონის საქმე. მეუფე გრიგოლმა დაწვრილებით შეისწავლა საქმე და წმიდა სინოდს წარუდგინა დასკვნა, რომლის თანახმადაც 1978 წლის 27 ივლისს წმინდა სინოდმა ასეთი დადგენილება გამოიტანა: "ფსიქიკური ავადმყოფობის გამო ეპისკოპოსი ილარიონი მღვდელმთავრის ხარისხის შენარჩუნებით განთავისუფლებულ იქნას ბოდბის ეპარქიის მმართველობიდან და გამოყვანილ იქნას წმიდა სინოდის შემადგენლობიდან... წმიდა სინოდი თვლის, რომ მისთვის აუცილებელია მკურნალობა". იმის ნაცვლად, რომ დაფიქრებულიყო, 1978 წლის 7 სექტემბერს მან ასეთი განმარტებით მიმართა წმიდა სინოდს: "წმიდა სინოდმა მიიღო ღვთის შეურაცმყოფელი, წმიდა ეკლესიის შეურაცხმყოფელი, ქრისტიანობის შეურაცხმყოფელი ოქმი." 1982 წელს იგი მკურნალობდა. 1984 წლის ნოემბერ-დეკემბერში შედგენილ ერთ წერილში თავის თავს "უფალი იესუ ქრისტე ივერიელ ღმერთკაცს" უწოდებს. 1985 წლის 7 მარტს მეუფე ილარიონმა მსოფლიოს საერთაშორისო ეკლესიის შექმნის ზოგადი მოსაზრებანი და დასკვნები წარუდგინა რელიგიის საქმეთა რწმუნებულის მოადგილეს რატი ტატიშვილს და თავი ამ ახალი ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა. მეუფე ილარიონი ამჟამად მდუმარებაშია კასპის რაიონის სოფელ ფავნისში.


ჩვენს ბიბლიოთეკაში დევს წიგნი "ქართველი მღვდელთმთავრები" (XX საუკუნის).

http://library.church.ge/index.php?option=...n&limitstart=14


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
GIORGI LELUASHVILI   ეპისკოპოსი ილარიონ სამხარაძე   Oct 3 2011, 11:43 AM
afxazi   ეპისკოპოსი ილარიო...   Oct 3 2011, 11:50 AM
GIORGI LELUASHVILI   afxazi მადლობა ინფორმა...   Oct 3 2011, 12:04 PM
მხევალი ნინო   GIORGI LELUASHVILI გააჩნია სტ...   Oct 3 2011, 12:22 PM
karpaki   რა ყველას გიჟად აც...   Oct 3 2011, 12:26 PM
GIORGI LELUASHVILI   მხევალი ნინო ზედ ა...   Oct 3 2011, 12:49 PM
karpaki   მხევალი ნინო ზედ ა...   Oct 3 2011, 02:09 PM
GIORGI LELUASHVILI   karpaki ჯერ ერთი მე არა...   Oct 3 2011, 05:55 PM
A.V.M   მე თავად მაქვს სურ...   Oct 3 2011, 06:04 PM
GIORGI LELUASHVILI   აუ უკვე ნერვები მო...   Oct 3 2011, 06:11 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M რა დარწმუნებული...   Oct 3 2011, 06:31 PM
GIORGI LELUASHVILI   karpaki არ გაინტერესებ...   Oct 3 2011, 06:39 PM
karpaki   karpaki არ გაინტერესებ...   Oct 3 2011, 06:41 PM
GIORGI LELUASHVILI   karpaki ჯერ ერთი, მე რომ ...   Oct 3 2011, 06:46 PM
karpaki   karpaki ჯერ ერთი, მე რომ...   Oct 3 2011, 06:53 PM
GIORGI LELUASHVILI   karpaki და შენ არაფერი ...   Oct 3 2011, 06:58 PM
karpaki   karpaki და შენ არაფერი ...   Oct 3 2011, 07:02 PM
A.V.M   ეს ვიდეო სულ სხვა ფ...   Oct 3 2011, 06:59 PM
A.V.M   ეს მაგარია... არც მე...   Oct 3 2011, 07:01 PM
GIORGI LELUASHVILI   karpaki ჰო,თვითონ მეუფე...   Oct 3 2011, 07:08 PM
karpaki   karpaki ჰო,თვითონ მეუფ...   Oct 3 2011, 07:10 PM
ikanosi   karpaki http://b.pix.ge/n/zz0su.jpg არ ვი...   Oct 3 2011, 07:13 PM
karpaki   karpaki http://b.pix.ge/n/zz0su.jpg არ ვი...   Oct 3 2011, 07:16 PM
GIORGI LELUASHVILI   karpaki :D :D :D რა გადაუკეთ...   Oct 3 2011, 07:16 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M მეტი რა ეთქმის...   Oct 3 2011, 07:58 PM
karpaki   A.V.M მეტი რა ეთქმის...   Oct 3 2011, 08:46 PM
GIORGI LELUASHVILI   karpaki :lol: ვსო, ეს ჩემი ...   Oct 3 2011, 10:01 PM
afxazi   ეს თემა რატომ გაიხ...   Oct 3 2011, 10:26 PM
GIORGI LELUASHVILI   afxazi იმიტომ რომ ვერ გ...   Oct 3 2011, 10:41 PM
karpaki   afxazi იმიტომ რომ ვერ ...   Oct 3 2011, 10:50 PM
afxazi   GIORGI LELUASHVILI წმინდანი უ...   Oct 3 2011, 10:49 PM
GIORGI LELUASHVILI   afxazi მამა გიორგი ვრც...   Oct 3 2011, 10:57 PM
karpaki   afxazi მამა გიორგი ვრც...   Oct 3 2011, 11:00 PM
GIORGI LELUASHVILI   karpaki და განსხვავება...   Oct 3 2011, 11:02 PM
karpaki   karpaki და განსხვავება...   Oct 3 2011, 11:37 PM
afxazi   დავხურო ეს თემა? აშ...   Oct 3 2011, 11:39 PM
karpaki   დავხურო ეს თემა? აშ...   Oct 3 2011, 11:43 PM
GIORGI LELUASHVILI   karpaki ეს კი ისედაც ვი...   Oct 3 2011, 11:43 PM
karpaki   karpaki ეს კი ისედაც ვი...   Oct 3 2011, 11:45 PM
GIORGI LELUASHVILI   karpaki შენ მაინც ვერაფ...   Oct 3 2011, 11:44 PM
karpaki   karpaki შენ მაინც ვერა...   Oct 3 2011, 11:46 PM
GIORGI LELUASHVILI   karpaki წმინდანია თავი...   Oct 3 2011, 11:46 PM
karpaki   karpaki წმინდანია თავი...   Oct 3 2011, 11:50 PM
GIORGI LELUASHVILI   ეგ რომ მცოდნოდა ნა...   Oct 3 2011, 11:47 PM
ikanosi   <_<   Oct 3 2011, 11:51 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 08:53 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი