ღვთის წმინდა ტაძარში მსახურება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთის წმინდა ტაძარში მსახურება |
George Leluashvili |
Apr 11 2011, 06:36 PM
პოსტი
#61
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ტაძრის მსახურები დღეს ყველა ტაძარს ყავს მსახურები:სტიქაროსნები, მედავითნეები, მგალობლები, მესანთლეები, დამლაგებლები და ა.შ. ვინც ტაძარში მსახურობენ,ალბათ უნდა იცოდნენ,რომ საპატიო მდგომარეობა უკავიათ და ამავდროულად საპასუხისმგებლოც.ტაძრის მსახურზე ბევრი რამაა დამოკიდებული.მაგ: ტაძარში პირველმოსულ ადამიანზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს,თუ როგორ მოექცევიან და როგორ გაესაუბრებიან მას.ამის შესაბამისად მას შემდგომში უფრო დიდი სურვილი უჩნდება კვლავ ტაძარში მისვლისა,ან რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს შეიძლება საპირისპიროც მოხდეს და ტაძრის მსახურების ქცევამ,ან მათმა მკაცრმა პასუხმა ის დააბრკოლოს.ამიტომ ტაძრის მსახურს უნდა ესმოდეს,რომ მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული და დიდი როლი აკისრია. ეკლესიის მსახურება მართლაც რომ დიდი პასუხისმგებლობაა.მსახურს უკვე ბევრი მოეთხოვება უფლის წინაშე,რადგან მას ემსახურება ხალხის წინაშე. ბევრი უყურებს თუ როგორ იქცევა იგი და ამის შესაბამისად გამოაქვთ ეკლესიურ ადამიანებზე დასკვნები.ამიტომ ის რაც შეიძლება თავდაჭერილი, კეთილი, ზრდილობიანი, ზნეობრივი და მოწესრიგებული უნდა იყოს და ამ ყოველივეს აღსრულების შემდეგ ხალხისგანაც პატივისცემას და სიყვარულს დაიმსახურებს.(ეს სწორად გამიგეთ) ამ თემის გახსნა კი იმიტომ გადავწყვიტე,რომ ეს ყოველივე გაითვალისწინონ ტაძრის მსახურებმა და უფრო ყურადღებით და დაკვირვებით მოეკიდონ თავიანთ საქმეს. ტაძრის მსახურებს განსაკუთრებით ვთხოვ გამომეხმაურონ და გავისაუბროთ ამის შესახებ. სიყვარულითა და პატივისცემით mociquli qristesi -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Oct 3 2011, 10:49 PM
პოსტი
#62
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
A.V.M
რავუყოთ, ესაა ჩვენი გამოცდა. ჩვენ ასე ვიცდებით და ესაა ჩვენი ჯვარი. მეტი მოგვეცა და მეტიც მოგვეკითხება. ეს ქვეყანა მუდმივი ჭიდილია სიკეთესა და ბოროტებას-ცოდვასა და მადლს შორის; ამიტომ სანამ ვარსებობთ უნდა ვიბრძოლოთ დაუღალავად, შეუჩერებლად, ვიდრე სასუფევლის კარს მივაღწევდეთ. ციტატა სამოციქულოთი რომ გამოვდივარ საკურთხევლიდან:გამიშვით ხალხო ან არადა თქვენ წაიკითხეთ...გამატარეთ თორე დაიწყო ქადაგება...მეუფესთან რომ ვარ ხოლმე ხო საერთოდ:ხალხო გაიწიეთ...გზას ნუ ღობავთ...მამაო განატარეთ კვერთხზე ვდგავარ...არწივს ფეხი........... ჰო, ვუგებთ სტიქაროსნები ერთმანეთს ზოგს სტიქაროსნობა მხოლოდ "მიკურთხე მამაო სტიქარი" გონია და იმის იქით აღარც იხედება. (ვგულისხმობ მათ, ვინც არაა სტიქაროსანი). მათ გონიათ, რომ სტიქაროსნები "კაი პონტში" ვართ, არადა მაგარი დიდი ღვაწლი და გამოცდაა. ერთხელ საკურთხეველში რაღაცას ვსაქმიანობდი და მამაომ ჩემ გასაგონად თქვა:"რაოდენ დიდია სტიქაროსნის ღვაწლი"-ო. ასეა და ღმერთმა ღირსეულად და თავმდაბლობით გვატარებინოს ეს ჯვარი. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი