სოციალური ქსელები - ავი თუ კარგი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სოციალური ქსელები - ავი თუ კარგი? |
sergi_glaxa |
Sep 22 2011, 07:45 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
მეორედ გავხსენი ამ ბოლოს ფეისბუქი..საჭიროების გამო, დროებით..ამერიკელი მეგობრები ჩამოდიოდნენ და კომუნიკაციისთვის..ვიფიქრე მერეც დავტოვებ მეთქი ..მაგრამ გადავიფიქრე...
რასაც აქ ვწერ რა თქმა უნდა ჩემი პირადი აზრია...მეგობრების გარეშე ძალიან მიძნელდება ცხოვრება, თანაც მე სოფელში დავმკვიდრდი და იშვიათად მიხდება თბილისში ჩამოსვლა და მათთან ურთიერთობა...არადა მორწმუნე მეგობრებთან საუბარს და მოზიარეობას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს... არვიცი ასეა თუ მომეჩვენა, მაგრამ ჩემი მეგობრების უმეტესობა სხვაგვარად დავინახე ვირტუალურ სამყაროში...მე მათ რეალურ სამყაროში სხვა ადამიანებად ვიცნობ..რომ არ მცოდნოდა ვინ იყვნენ, ვიტყოდი ამათ არ ვიცნობ მეთქი...არც ჩემი თავი მომეწონა იქ...ამიტომ მოვრჩი საქმეს სოციალურ ქსელებში. ბევრი რომ არ გავაგრძელო... ..დრო, სინდის, სარწმუნოება შემოძარცულ ადამიანებად აქცია სოციალურმა ქსელებმა კაცის მოდგმა..აქ ყველაფერი გაცილებით ადვილია- ეძებე, იპოვე, დააკოპირე ტექსტი, ფოტო ვიდეო, ოღონდ სხვისი..საკუთარი კი მხოლოდ არაფრისმთქმელი კომენტარები აკეთე.. იკითხე როგორ ხარ, უპასუხე - შენ? ლანძღე ის ვისაც შენნაირად არ სწამს და ვინც შენნაირად არ ფიქრობს.. დაიჯერე, რომ ყველაზე მაგარი ხარ, ყველაზე კარგი მუსიკალური გემოვნება გაქვს, რომ ყველაზე აკადემიური ხარ... არ გჭირდება ნამდვილი, და-ძმური, მეგობრული, ნამდვილი მიჯნურული ურთიერთობები...არც ჭიქა ღვინო, მიწასთან შეხება (იქ ხომ რესტორანიც არის და ფერმაც), არც სურნელი იის, არც ტირილი ვაზის.. აქ ხომ ჭამით ლაპარაკი უზრდელობად არ ითვლება.. ალბათ გავა დრო და სოციალური ოკლანქსელების პატრიარქები კიდევ მოიგონებენ რაღაცეებს, რათა რაც შეიძლება უკეთ დააპრიმიტონ და სულიერად გახრწნან ღვთის მიერ სიცოცხლისათვის შექმნილი ადამიანები, მოსწყვიტონ ისინი ცოცხალ სამყაროს... ვწუხვარ მე ამის გამო.. სახარება ლუკასი მე 18 თავი 7. განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ? 8. გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად? ..ვეტყვი მე ამას, ყველას და არვის, სადაც არ არის ადგილი კრძალვის, არც სიყვარული - არც კაცის, არც ღვთის, უნდა დაიწყო მოძებნა სხვა გზის... |
ბეღელა |
Oct 4 2011, 03:37 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 4-October 11 წევრი № 11,633 |
ერთის მხრივ, სწორია, რომ სოციალური ქსელები პრიმიტივიზმითაა სავსე; რო არაფრისმთქმელი ლაქლაქითაა ინტერნეტი დაძეძგილი. მარა!!!! მეორეს მხრივ, აი, რა არის საკითხავი: სხვაგვარად თუ არის შესაძლებელი? ეს პრიმიტივიზმი სოციალური ქსელის შედეგია, თუ მანამდეც არსებობდა და ამ ქსელებში უბრალოდ გამოჩნდა და გამომჟღავნდა იგი? კოკასა შიგან რაცა სდგასაო, ესვე ამბავია აქაც. ჭკვიანი კაცი ჭკუით მოიხმარს ყველაფერს. ბრიყვი კიდე თვისი სიბრიყვის კვალს დატოვებს, თუნდაც ღვთის სახლში შეიყვანე, არა აქვს მნიშვნელობა. რა, ფეისბუკი იხვეწება, გამოტვინდითაო? წიგნები აღარ იკითხოთო და ასეთები? არა ცხადია. სოციალური ქსელები, მათ შორის, ფორუმები, პოლილოგისა და ურთიერთობის კარგი ხელსაწყოებია. ოღონდ კარგადვე უნდა გამოყენება. ბარით მიწის დაბარვაცაა შესაძლებელი და კაცისათვის თავის გეჩეჩქვაც. გააჩნია, ვის უჭირავს ხელში ეს ბარი. ჩემი აზრით, სოციალური ქსელი ვერ იქნება ავი და კარგი. ავი და კარგი მხოლოდ კაცი შეიძლება იყოს. კარგის ხელში იკარგებს, ავის ხელში კიდე იავებს. ამ აზრით, ბარსა და სოციალურ ქსელს შორის სხვაობა არაა. ერთიცა და მეორეც მხოლოდ ხელსაწყოებია, ინსტრუმენტებია.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2024 - 09:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი