IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ანჩისხატის მუზეუმიდან ტაძარში გადაბრძანება
lingvo
პოსტი Aug 29 2009, 01:15 PM
პოსტი #1


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



იქნებ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანებამ მოამზადოს წერილი, (ან იქნებ ადრე გაქვთ მომზადებული და გაცხადებული) მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების მიმართ, რომ ანჩისხატი ხელოვნების მუზეუმიდან გადაბრძანებული იყოს ანჩისხატის ტაძარში.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ბეღელა
პოსტი Oct 4 2011, 10:44 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 4-October 11
წევრი № 11,633



აქ სირთულე, ჩემი აზრით, აი, რაშია: საქართველოს წარსულის კულტურული მემკვიდრეობა მთლიანად ან თითქმის მთლიანად არის დაკავშირებული ქრისტიანობასთან და ეკლესიასთან. ქრისტიანობამდელი ძეგლები ლამის მთლიანად არის განადგურებული და დავიწყებული. ისე რომ, ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით ჩვენი წინაპრების ქრისტიანობამდელ ცხოვრებაზე. აქედან გამომდინარე, საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი არის ეკლესია-მონასტრები, ხატები, ჯვრები და ა.შ. თუ ყველა ხატი და ჯვარი ტაძრებში იქნა გადატანილი, მუზეუმებში თითქმის აღარაფერი დარჩება. გარდა, ცხადია, ახალი და უახლესი ისტორიის მემკვიდრეობისა და შორეული წარსულის არქეოლოგიური არტეფაქტებისა. ფაქტიურად, საქართველოს შუასაუკუნეების მემკვიდრეობიდან ყველაფერი ეკლესიებში იქნება დასაბრუნებელი. ესვე ითქმის ანჩისხატზეც. სხვა ამბავია, რომ ეკლესიამ შექმნას თავისი მუზეუმი და მოითხოვოს მსგავსი სიძველენის ამ მუზეუმში გადატანა. თუმცა, აქაც ასეთი პრობლემა წამოიჭრება: ხომ არ გამოვა, რომ ეკლესიური კულტურის ნიმუშები ეკლესიის კუთვნილებაა და არა მთლიანად ქართველი ერისა? რადგან საქართველოში არა მხოლოდ ქრისტიანები ცხოვრობენ და არა ყველა ქართველი არის ქრისტიანი. ახლა ისეა საქმე, რომ მიუხედავად რწმენისა თუ ურწმუნოებისა, როცა ქართველი მუზეუმში შედის, მან იცის, რომ ეს არის მისი კულტურის, მისი წარსულის დანატოვრები და არა მხოლოდ იმ ქართველების კულტურისა, ვინაც რომ ქრისტიანია. ანუ, დელიკატური საქმეა. ცხადია, რელიგიური აზრით, ხატი იმისაა, ტაძარში ესვენოს უნდა. მაგრამ ანჩისხატი და სხვა მსგავსი საგნები აღარაა მხოლოდ ხატები, აღარაა მხოლოდ რელიგიის სარიტუალო ნივთები. მაგალითად, მაგავე ოქროს ფონდში დაცულია დავით აღმაშენებლის ჯვარი. წესით, ამ ჯვრის დაბრუნებასაც უნდა მოითხოვდეთ. ან, მაგალითად, ხელნაწერთა მუზეუმში დაცული სახარებანი და ბიბლიანი. მაშინ ესენიც დასაბრუნებელია.

მე არ მესმის, რა შეიცვლება იმით, ანჩისხატს თუ გამოვიტანთ მუზეუმიდან? იგივენი არ ვიქნებით, რაც ეხლა ვართ? იგივე მთავრობა, იგივე ერი და ბერი. ჩვენი გასაკეთებელი და ჩვენი მისაღწევია საქართველოს გაბრწყინებაცა და კეთილდღეობაც და არა ხატისა, როგორც არ უნდა გვეძვირფასებოდეს ჩვენ იგი. ხატის მუზეუმიდან გამოტანა როგორ გვიშველის? ისე გამოდის, რო ვიდრე ანჩისხატი მუზეუმშია, ყირაზე ვივლით და საკუთარი სიბრიყვე გაგვიმწარებს ცხოვრებას, ხოლო როგორც კი გამოვიტანთ, მაშინვე სიბრძნით აღვივსებით და ღვთის გზას დავუბრუნდებით. ხატი როგორ შეგვეწევა, საკუთარ თავს თვითონ თუ არ შევეწევით?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
lingvo   ანჩისხატის მუზეუმიდან ტაძარში გადაბრძანება   Aug 29 2009, 01:15 PM
kato_Bato   lingvo მე როგორც გავიგ...   Aug 29 2009, 06:55 PM
კანონისტი   lingvo კარგი იდეაა. მაგ...   Aug 29 2009, 07:13 PM
lingvo   ძალიან კარგი დავით...   Aug 29 2009, 10:29 PM
თამარი_ცქნაფო   ლინგვო, რამეს რომ დ...   Aug 29 2009, 10:43 PM
lingvo   ლინგვო, რამეს რომ დ...   Aug 30 2009, 02:35 PM
torne   ]''სანამ ერი მუზე...   Aug 30 2009, 03:28 PM
Diversity   ანუ ხელთუქმნელი ა...   Aug 30 2009, 06:02 PM
ქევანა   უკაცრავად რომ ვიჭ...   Aug 30 2009, 09:48 PM
Misha Songulashvili   "იერუსალიმიდან ჩ...   Sep 6 2009, 12:52 PM
mogzaura   რატომ მაინდამაინც...   Sep 7 2009, 12:30 AM
Misha Songulashvili   mogzaura თუ შანტაჟი არა...   Sep 7 2009, 12:35 AM
mogzaura   მე როგორც ვიციი არ...   Sep 7 2009, 12:45 AM
Misha Songulashvili   mogzaura და მეც როგორც ვ...   Sep 7 2009, 12:49 AM
mogzaura   ვისთვის უხერხულია,...   Sep 7 2009, 12:53 AM
Misha Songulashvili   mogzaura ვცდილობ გასაკრ...   Sep 7 2009, 12:57 AM
STALKER2012   და ერთ კითხვას დავ...   Jan 5 2010, 03:23 PM
თამარი_ცქნაფო   და ერთ კითხვას დავ...   Jan 6 2010, 02:42 AM
სოფი   ისე, სადაც ჩვენ გავ...   Jan 7 2010, 08:50 PM
თამარი_ცქნაფო   ისე, სადაც ჩვენ გავ...   Jan 7 2010, 10:00 PM
Iona   და რა არის დაუჯერ...   Jan 11 2010, 11:39 AM
+++ვახო+++   გადაცემა ჟურნალის...   Jan 18 2010, 07:19 PM
თამარი_ცქნაფო   გადაცემა ჟურნალის...   Jan 20 2010, 08:44 PM
+ვახტანგი+   თუ საპატრაიარქოსთ...   Feb 26 2011, 01:46 PM
lingvo   ძალიან კარგი ინფორ...   Jan 20 2010, 07:54 PM
mari-mari15   ხატის ადგილი ტაძარ...   Jan 20 2010, 10:41 PM
თამარი_ცქნაფო   ხატის ადგილი ტაძა...   Jan 21 2010, 12:18 AM
მხევალი ნინო   mari-mari15 სჭირდება მარ...   Jan 21 2010, 07:00 PM
dani   ანჩისხატის ხატი სრ...   Jan 22 2010, 07:15 PM
სოფი   dani დამადასტურებელ ...   Jan 23 2010, 06:35 PM
giorgi kareliZe   "როცა ერი მუზეუმი...   Nov 12 2010, 09:48 PM
შოთა   და მუზეუმში შესაფ...   Nov 13 2010, 02:58 PM
Grizly   შოთა გეთანხმები, ტ...   Jan 23 2011, 09:27 PM
ქევანა   ტემპერატურა დაბალ...   Jan 23 2011, 10:02 PM
tamar Chkhaidze   ვლადიმირის ღმრთის...   Sep 24 2011, 09:26 PM
GIORGI LELUASHVILI   რა კანკელიაააა:blink:   Sep 25 2011, 09:01 PM
A.V.M   გეთანხმები...   Sep 26 2011, 07:36 PM
tamar Chkhaidze   რუსულია...   Sep 27 2011, 10:16 PM
ქევანა   tamar Chkhaidze არ ხდება ეს ...   Sep 29 2011, 04:43 PM
tamuna m   ქევანა ქეთ, აბსოლუ...   Sep 30 2011, 01:47 AM
ქევანა   tamuna m ამის წინააღმდე...   Sep 30 2011, 12:47 PM
ბეღელა   აქ სირთულე, ჩემი აზ...   Oct 4 2011, 10:44 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 07:32 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი