ვინ არის ღმერთი?, სიბნელიდან სინათლემდე, უვიცობიდან გასხივოსნებამდე... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არის ღმერთი?, სიბნელიდან სინათლემდე, უვიცობიდან გასხივოსნებამდე... |
NINJA - ნინძა |
Sep 28 2011, 12:30 PM
პოსტი
#1
|
Sidharta-Gautama-Buddha ჯგუფი: Members პოსტები: 74 რეგისტრ.: 24-June 11 მდებარ.: moscow წევრი № 11,240 |
ვინ არის ღმერთი?
ღმერთი სულ სიყვარულია. ღმერთი სულ სინათლეა. ღმერთი სულ სილამაზეა. ღმერთი ყველაფერია: ჭეშმარიტება, სიმშვიდე, სინათლე, ნეტარება უსასრულო რაოდენობით. მას ფორმა აქვს; ის ფორმის არმქონეა. თუ თქვენ განიცდით ღმერთს როგორც სიმშვიდეს, მაშინ თქვენ იტყვით ღმერთი სიმშვიდეა. თუ თქვენ განიცდით ღმერთს როგორც სინათლეს, მაშინ თქვენ იტყვით, რომ ღმერთი სინათლეა. თუ თქვენ განიცდით ღმერთს როგორც სიყვალს, მაშინ თქვენ იტყვით, რომ ღმერთი სიყვარულია. ვინაიდან ჩვენ ადამიანური არსებები ვართ, ჩვენი შეზღუდული გაგების თანახმად, ჩვენ ვამბობთ ღმერთი ეს არის, ღმერთი ის არის. მაგრამ ღმერთი ნამდვილად ყველაფერია. თუ ჩვენ გვსურს მისი განცდა, როგორ ფორმის არმქონე უსასრულო გაფორთოება, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. და კვლავ, თუ ჩვენ გვსურს მისი პირადულ ასპექტში განცდა, როგორც ყველაზე სხივოსანი არსება ჩვენს თვალწინ, მაშინ ის ასეთნაირად წარსდგება. როდესაც თქვენ ეხებით ხეს-ღმერთს, თქვენ შეიძლება მიიღოთ სიმშვიდის გამოცდილება, იმ დროს როცა ვინმე სხვა მიიღებს ნეტარების გამოცდილებას. ასე რომ თქვენ იტყვით, რომ ღმერთი სულ სიმშვიდეა ის კი იტყვის, რომ ღმერთი სულ ნეტარებაა. მაგრამ ეს იგივე ღმერთია, იგივე მიზანი. მიზნის მიღწევის პროცესის დროს, ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ ის სხვადასხვანაირად, მაგრამ თუ ერთხელ ნამდვილად მივაღწევთ მას, ჩვენ შევძლებთ იმის დანახვას , რომ ის ყველაფერშია. მაშინ თუ ჩვენ მოგვიწევს მისი აღწერა, მისი განმარტება, ჩვენ აღვწერთ ხეს-ღმერთს იმ ასპექტში რომელიც ჩვენ უფრო მოგვწონს. ჩვენ შეგვიძლია გამოცდილებით შევიცნოთ ყველაფერი, მაგრამ ჩვენ აღწერაში, ჩვენს გამოცხადებაში, ჩვენ გამოვავლენთ იმ ასპექტს, რომელიც ყველაზე უფრო მოგვწონს. ღმერთი და კაცობრიობა ადამიანსაც და ღმერთსაც ერთმანეთი უზენაესად სჭირდებათ. ადამიანს სჭირდება ღმერთი მისი უმაღლესი ტრანსცენდენტალური რეალიზაციისათვის, ღმერთს კი სჭირდება ადამიანი აბსოლუტური მიწიერი გამოვლენისათვის. ადამიანს სჭირდება ღმერთი მისი უმაღლესი ჭეშმარიტების შეცნობისათვის, მისი უმაღლესი არსებობის შეცნობისათვის. ღმერთს სჭირდება ადამიანი მისი გამოვლენისათვის აქ, დედამიწაზე, სრულიად, ღვთიურად და უზენაესად. ჩვენ ვგრძნბთ, რომ ღმერთი უფრო გვჭირდება, ვიდრე ჩვენ ღმერთს, მაგრამ ეს არასწორია. ღმერთს ერთნაირად ვჭირდებით, მეტიც კი. რატომ? მან იცის ჩვენი პოტენციალი და შესაძლებლობები უფრო მეტი, ვიდრე ჩვენ თვითონ ვიცით. ჩვენ საკუთარ თავზე ვფიქრობთ როგორც უვარგისზე, უიმედოზე, უმწეოზე, მაგრამ ღმერთის თვალში ჩვენ ნამდვილად მის ღვთიურ ინსტრუმენტებს წარმოვადგენეთ. მას ჩვენი გამოყენება უსასრულო გზებით სურს. ეს მისი ოცნებაა, რომლის რეალობად გარდაქმნა სურს. ღმერთს სურს, რომ ჩვენ ვიყოთ არა მხოლოდ უსასრულონი, არამედ მარადი და უკვდავნი. მან იცის, რომ ჩვენ ამის უნარი გვაქვს, რადგან მან მოგვცა უნარი. ეხლა მას სურს, რომ გამოვიყენოთ ჩვენ უნარი. უვიცობა და გასხივოსნება სულიერი სინათლის მთავარი დანიშნულებაა ჩვენი სიბნელის გასხივოსნება და გარდაქმნა. სულიერი სინათლე, შინაგანი სინათლე, ასხივოსნებს ჩვენს საუკუნოვან არასრულყოფილებებს და მიჯაჭვულობბებს. გარე სინათლე ცოდნაა; შიდა სინათლე რეალიზაციაა. ჩვენი გარე სინათლით, ჩვენ გვსურს ვიაროთ ღმერთისკენ. ჩვენი შიდა სინათლით ჩვენ არ გვინდა ღმერთისკენ წასვლა, რადგან ჩვენ უკვე ვართ ღმერთში და ღმერთი უკვე ჩვენშია.; ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ღმერთი ჩვეენი უმაღლესი და ყველაზე გასხივოსნებული ნაწილია. ჩვენი გარე სინათლით ჩვენ ვგრძნობთ, რომ ღმერთი მიზანია, რომლიც უნდა შევიცნოთ. ჩვენი შიდა სინათლით ჩვენ ვგრძნობთ, რომ ღმერთი არა მხოლოდ ჩვენი საკუთარია, არამედ ჩვენი საკუთარი რეალობის არსი და დედააზრია. სულიერ ცხოვრებაში სინათლის გარეშე ვერაფერი განხორციელდება. სინათლით ყველაფერი შეიძლება განხორციელდეს. სინათლეში ყველაფერი უკვე შესრულებულია. თუმცა სინათლე ყველაზე საჭირო თვისებაა ჩვენი ცხოვრების გარდასაქმნელად, სამწუხაროდ, ადამიანებს ის ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ. ჩვენ ხშირად შევძახებთ სიხარულზე, სიმშვიდეზე ან ძალაზე, მაგრამ ძალიან იშვიათად მივისწრაფვით სინათლისაკენ. რატომ? რადგან გვეშინია, რომ სინათლე გამოიტანს ხალხის დასანახად ჩვენს სისუსტეებსა და არასრულყოფილებებს. მაგრამ შინაგანი სინათლე არ გამოგვააშკარავებს. პირიქით, შიდა სინათლე ღებულობს კაცობრიობას მთელი თავისი ნაკლით და ცდილობს გაასხივოსნოს ადამიანის უვიცობა, რათა ადამიანური ცხოვრება იქნას ამაღლებული ღვთაებრივ ცხოვრებმდე. თუ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება გასხივოსნება, უნდა ვგრძნობდეთ, რომ ვიზრდებით მცირე სინათლისაგან უფრო დიდი სინათლისაკენ. თუ ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ, რომ ღრმად ჩავიძირეთ უვიცობის ზღვაში, მაშინ ჩვენ ვერასოდეს, ვერასოდეს გამოვაღწევთ უვიცობიდან, ვინაიდან უვიცობის ზღვა უსაზღვროაა. მაგრამ თუ ჩვენ ვგრძნობთ, რომ მივდივართ სინათლის წვეთიდან ყოვლიცმომცველი, უმაღლესი სინათლისაკენ, უზენაესის სინათლისაკენ, მაშინ ჩვენი გასხივოსნება უფრო ხელმისაწვდომი და სპონტანური გახდება. პ.ს. მე შესაძლოა აქტიურად ვერ ჩავება თქვენთან საუბარში, პოლემიკაში, რადგან სამსახური არ მაძლევს საშუალებას, მაგრამ თქვენს აზრებს წავიკითხავ და მისაღებს მივიღებ ხოლმე. -------------------- ________________________________________________________________________ _ गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा — გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას. „ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა) ომ - დიდსულოვნება მა - ეთიკა ნი - მოთმინება პად - სიბეჯითე მე - უარი ჰუნგ - სიბრძნე __________________________________________________________________ |
georgios |
Oct 4 2011, 11:35 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა ჰოდა ეგ სიტყვა "საჭიროება" ამ შემთხვევაში მაგას გულისხმობს, ანუ ღმერთსა და ადამიანს შორის ერთობას, კავშირს. ძალიან უცნაური გადასვლაა საჭიროებიდან კავშირამდე. და თუ კავშირზეა საუბარი, ისევ ადამიანს სჭირდება ეს. ღმერთი თვითკმარია, აბსოლუტურია და მას საჭიროება არ გააჩნია. ციტატა მე ორივე განვმარტე. მე ერთიანი განსაზღვრება მინდოდა, მაგრამ შენ გეზარება. ციტატა შექმნა უკვე ღმერთმა ადამიანი და აი, ამის მერე არის უკვე მათი ერთმანეთის გარეშე წარმოდგენა შეუძლებელი. აა კიდო. ღმერთის წარმოდგენა ადამიანის გარეშე შეუძლებელიაო. შესაძლებელია. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი