ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებისათვის, ანუ ჩვენ ქართველები ვართ! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებისათვის, ანუ ჩვენ ქართველები ვართ! |
KAIROS |
Feb 2 2010, 10:02 PM
პოსტი
#41
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ჩვენ ვინც ქართველები ვართ და ჩვენ, ვისაც ოდნავ დიდხანს გვიცხოვრია უცხოეთში, და თანადროულად ვამაყობთ და გვიხარია ქართველობა, აშკარად ვგრძნობთ იმასაც, როგორ ვდგავართ გადაშენების საშიშროების წინ...
ამას წინათ, ამერიკაში ყოფნისას, ვნახე, როგორ საუბრობდნენ ქართველი ბავშვები ერთმანეთში ინგლისურად, თან ყველა ქართველი იყო, იგივე ვნახე ყველგან, მეტიც... აქცენტით ლაპარაკობენ ქართულად, საშინელი უცხოური აქცენტით... მე, მიცნობთ ასეთუისე, ფსევდო და ურა პატრიოტიზმი არ მახასიათებს, მაგრამ სადაც არ უნდა იყვნენ ქართველები ორი მიზანი უნდა ქონდეთ, სამშობლო არ დაივიწყონ და ენა, ყველაზე კარგი იქნება თუ დაბრუნდებიან, და თუ ვერა, მაშინ უნდა იცოდნენ რომ მათი სამშობლოა საქართველო. თქვენმა შვილებმა ქართული იციან? ეს კითხვა, რაც ფესვებში გაისმა, დღესაც ისმის ყველგან, სადაც ქართველები ცხოვრობენ, დაბრუნების მომენტი ვისაც გამოეპარა, ენა შეუნახონ შვილებს უნდა.. მე პატარა ქართველი ვარ! აი ასე უნდა დაიწყოს ყველამ საუბარი, აქედან და ასე! დღემდე სადაც ამას ვფიქრობ, ჩვენ ხალხის გადარჩენის იდეა, უცხოეთში როცა ცხოვრობენ არის ენის შენარჩუნება, ოჯახში ქართულად უნდა ილაპარაკონ, სიმღერა უნდა იცოდნენ ქართულად, ცეკვა, ტირილი უნდა იცოდნენ ქართულად და მოფერებაც ქართულად მომენატრა საქართველო და ყველაზე მეტად იმის მეშინია, მაქ ჩამოსულს უკან დაბრუნება არ მაფიქრებინონ, მარტო მე კი არა, ჩემნაერს ათასს და ათი ათასს, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენ უნდა ვთქვათ: We are georgians Noi Siamo georgiani Nous sommes des Géorgiens Vi er georgierne Wir sind Georgier Vagyunk a grúzok Jesteśmy Gruzinów Мы грузины!!! ჩვენ ვართ ქართველები და უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ ეს მივიტანოთ ჯერ ჩვენივე ქართველების გულთან, მერე ჩვენს მასპინლებთანაც... როგორ და რანაირად თქვენ დაწერეთ, ასევე მოვუყაროთ თავი ყველაფერს რაც ხდება ემიგრაციაში ქართველების სასიკეთოდ, ჩვენი კულტურის, ჩვენი ენის და ისტორიის გასავრცელებლად... დავიწყებ იმით, რომ გუშინწინ მილანში ძალიან ლამაზი საღამო მოეწყო, თქვენს მონა-მორჩილს ქონდა ბედნიერება მონაწილეობა მიეღო ამ შეხვედრაში და ქართულ იავნანზეც ბევრი ცრემლმომდგარიც ვნახე, ისევ ჩემივე ჩათვლით რა თქმაუნდა... http://www.facebook.com/group.php?gid=110999220463 http://www.conlageorgianelcuore.it/immagin...010%20final.pdf ასე შევკრიბოთ ინფორმაციები და აქაც გავერთიანდეთ. იქართველეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
neo |
Mar 5 2010, 06:33 PM
პოსტი
#42
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
მე უფრო მკაცრად შევხედავდი ყველაფერ ამას. განსაკუთრებით იმათ ვინც ,,ბედის საწევად" არის წასული. ვერაფერს ვხედავ სატირალს და სენტიმენტალურს...
დაბრუნდნენ ! -------------------- www.cordesign.ge
|
დედაკაცი |
Oct 5 2011, 03:10 AM
პოსტი
#43
|
შემინდეთ და მაპატიეთ ჯგუფი: Members პოსტები: 16 რეგისტრ.: 22-February 10 მდებარ.: საქართველო წევრი № 8,226 |
გამომდინარე იქედან, რომ, სამწუხაროდ, თემა აქტუალურია, მივესალმები მის არსებობას ამ ფორუმის სივრცეში და მინდა ჩემი აზრიც დავაფიქსირო მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
ამ თემაზე ერთი სიმღერა გამახსენდა. (წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის წინამძღვარ გიორგი ყიფშიძის თაოსნობით მომზადებული სიმღერა ერთ-ერთი გასული წლის "პატრინოტის" კონკურსისათვის.) სიმღერაში არის ესეთი ფრაზა, რომელიც ავიტაცე: "ჩვენ ვართ ქართველნი და ეს ვალია." ჩვენი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების გამოძახილია ეს ფრაზა. ქართლის მნიშვნელობა ქრისტიანული სამყაროსთვის და ქართველობის მოვალეობა და ა.შ. უხვად არის მადლი ქართულ ერზე, იმ საზოგადოებაზე, რომლის ეთნიკურ იდენტობასაც ძირითადად განსაზღვრავს თავადვე მადლიანი ქართული ენა... შესაბამისად, ყველაზე უფრო მოსაფრთხილებელი და "ხელიხელსაგოგმანებელი" არის ჩვენი ენა ქართული. არ შემიძლია არ აღვნიშნო დიდი სიმპათია ერთ-ერთი ფორუმელის მაგალითისა, რომელიც საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებს გარეთ არის და შვილს მაინც შეუქმნა პირობები, რომ ქართულად ამეტყველებულიყო! მე ამაყი ვარ თქვენით!... ამ ზაფხულს ისტორიულ ტაო-კლარჯეთში გახლდით და საკუთარი თვალით ვნახე ჩვენი ეროვნული სიამაყის საფუძველთაგანი, მაგალითად, ოშკის ტაძარი... ეს იყო ყველაზე დიდი ტაძარი, რაც კი მანამდე აშენებული იყო, მერე შენდება ბაგრატის ტაძარი, მერე შენდება სვეტიცხოველი... ოშკში ჩანს ქვეყნის უკვე პოლიტიკური იდეოლოგია, ის მიდის იმპერიისკენ! ის, რომ მიდიხარ, შენ იქ, ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი, და უკვე ამხელას ხედავ... აი, რატომ უკვირთ ამერიკისა! რატომ ვართ მონუსხულები! იმიტომ რომ იქ მშენებლობაა გრანდიოზული, რაც გაპატარავებს. იქაც ისე იყო, რომ წარმოიდგინეთ, მთელი ოშკის ტაძრის მიმდებარე სივრცე იყო ერთასართულიანი, მიწური სახლებით სავსე და უცებ მოდიხართ და ... 34 მეტრი შიგნიდან და გარედან არის დაახლოებით 36 მეტრიანი ნაგებობა, დგას და 43მ სიგრძეა და 27მ მეტრი სიგანე! ამხელა ნაგებობა ამ რეგიონში არ არსებობდა! ეს უკვე არის იმპერიული განცხადება! ოშკის მაგალითი იმის ცხადყოფისათვის მოვიყვანე, რომ გავაცნობიეროთ, თუ რა დიადი წარსულის ნაშთია თითოეულ ქართველში დღესაც არსებული სიამაყე. ჰოდა, ეს საამაყო ქართველობა, ჩვენი ეთნიკური იდენტობა არ გვეპატიება, რომ წარსულს მივაბაროთ! "ჩვენ ვართ ქართველნი და ეს ვალია!" ენა წარმოადგენს ძირითად საშუალებას სოციალური გამოცდილების აღწერის, შენახვისა და გადაცემისათვის, ჩვენი ქართული ენა აჩვნებს ჩვენს, ქართველთა მსოფლხედვას, იმას თუ როგორ აღვიქვამთ გარე სამყაროს და დაე, ვიზრუნოთ მისი შენარჩუნება-დაცვისათვის, არ წალეკოს ის გლობალიზაციის მანქანებმა, რათა ჩვენს არ წავილეკოთ, როგორც ერი, როგორც ქართველნი! თემის ავტორს მინდა ვუთხრა, რომ უხვად არის გაერთიანებები (ინტერნეტ სივრცეში), სადაც უცხოეთში მყოფი ქართველები ცდილობენ ერთმანეთთან კავშირს და ქართული შენახვას. რამოდენიმე მსგავსი ვიცი თურქეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების შექმნილი, შესაბამისად ჩვენი ქვეყანა მართლაც რომ "გაბრწყინდება"! მაპატიეთ უხვსიტყვაობისთვის, ნამეტანი მგრძნობიარე ვარ მოცემული საკითხის მიმართ... შოთა ნიშნიანიძე კითხვას სვამს ერთ-ერთ თავის ლექსში, რომელზეც პასუხი იქვე აქვს და ყოველთვის საქართველოზე, ქართველობაზე და ა.შ. ეროვნულ საკითხებზე რომ მიდის საუბარი, სადღეგრძელოები, განსჯა, ხმამაღლა თუ არა, გულში ყოველთვის ვიხსენებ ამ გემრიელად ნათქვამ სიტყვებს და აქაც ამას დავურთავ: "საქართველო სადამდის?- მარად, უკუნისამდის!" -------------------- ჩვენ მხოლოდ შენი ვართ, უფალო, როგორც გნებავს - ისე წარმართე ჩვენი ცხოვრება, მხოლოდ - შეგვიწყალე! დაგვსაჯე, როგორც გსურს, ოღონდ გვიხსენი!...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი