IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებისათვის, ანუ ჩვენ ქართველები ვართ!
KAIROS
პოსტი Feb 2 2010, 10:02 PM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ჩვენ ვინც ქართველები ვართ და ჩვენ, ვისაც ოდნავ დიდხანს გვიცხოვრია უცხოეთში, და თანადროულად ვამაყობთ და გვიხარია ქართველობა, აშკარად ვგრძნობთ იმასაც, როგორ ვდგავართ გადაშენების საშიშროების წინ...
ამას წინათ, ამერიკაში ყოფნისას, ვნახე, როგორ საუბრობდნენ ქართველი ბავშვები ერთმანეთში ინგლისურად, თან ყველა ქართველი იყო, იგივე ვნახე ყველგან, მეტიც... აქცენტით ლაპარაკობენ ქართულად, საშინელი უცხოური აქცენტით...
მე, მიცნობთ ასეთუისე, ფსევდო და ურა პატრიოტიზმი არ მახასიათებს, მაგრამ სადაც არ უნდა იყვნენ ქართველები ორი მიზანი უნდა ქონდეთ, სამშობლო არ დაივიწყონ და ენა, ყველაზე კარგი იქნება თუ დაბრუნდებიან, და თუ ვერა, მაშინ უნდა იცოდნენ რომ მათი სამშობლოა საქართველო.
თქვენმა შვილებმა ქართული იციან? ეს კითხვა, რაც ფესვებში გაისმა, დღესაც ისმის ყველგან, სადაც ქართველები ცხოვრობენ,
დაბრუნების მომენტი ვისაც გამოეპარა, ენა შეუნახონ შვილებს უნდა..
მე პატარა ქართველი ვარ!
აი ასე უნდა დაიწყოს ყველამ საუბარი, აქედან და ასე!
დღემდე სადაც ამას ვფიქრობ, ჩვენ ხალხის გადარჩენის იდეა, უცხოეთში როცა ცხოვრობენ არის ენის შენარჩუნება, ოჯახში ქართულად უნდა ილაპარაკონ, სიმღერა უნდა იცოდნენ ქართულად, ცეკვა, ტირილი უნდა იცოდნენ ქართულად და მოფერებაც ქართულად sad.gif
მომენატრა საქართველო და ყველაზე მეტად იმის მეშინია, მაქ ჩამოსულს უკან დაბრუნება არ მაფიქრებინონ, მარტო მე კი არა, ჩემნაერს ათასს და ათი ათასს, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენ უნდა ვთქვათ:

We are georgians

Noi Siamo georgiani

Nous sommes des Géorgiens

Vi er georgierne

Wir sind Georgier

Vagyunk a grúzok

Jesteśmy Gruzinów

Мы грузины!!!

ჩვენ ვართ ქართველები და უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ ეს მივიტანოთ ჯერ ჩვენივე ქართველების გულთან, მერე ჩვენს მასპინლებთანაც...

როგორ და რანაირად თქვენ დაწერეთ, ასევე მოვუყაროთ თავი ყველაფერს რაც ხდება ემიგრაციაში ქართველების სასიკეთოდ, ჩვენი კულტურის, ჩვენი ენის და ისტორიის გასავრცელებლად...

დავიწყებ იმით, რომ გუშინწინ მილანში ძალიან ლამაზი საღამო მოეწყო, თქვენს მონა-მორჩილს ქონდა ბედნიერება მონაწილეობა მიეღო ამ შეხვედრაში და ქართულ იავნანზეც ბევრი ცრემლმომდგარიც ვნახე, ისევ ჩემივე ჩათვლით რა თქმაუნდა...

http://www.facebook.com/group.php?gid=110999220463

http://www.conlageorgianelcuore.it/immagin...010%20final.pdf

ასე შევკრიბოთ ინფორმაციები და აქაც გავერთიანდეთ.

იქართველეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
neo
პოსტი Mar 5 2010, 06:33 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



მე უფრო მკაცრად შევხედავდი ყველაფერ ამას. განსაკუთრებით იმათ ვინც ,,ბედის საწევად" არის წასული. ვერაფერს ვხედავ სატირალს და სენტიმენტალურს...

დაბრუნდნენ !





--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დედაკაცი
პოსტი Oct 5 2011, 03:10 AM
პოსტი #3


შემინდეთ და მაპატიეთ
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 22-February 10
მდებარ.: საქართველო
წევრი № 8,226



გამომდინარე იქედან, რომ, სამწუხაროდ, თემა აქტუალურია, მივესალმები მის არსებობას ამ ფორუმის სივრცეში და მინდა ჩემი აზრიც დავაფიქსირო მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

ამ თემაზე ერთი სიმღერა გამახსენდა. (წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის წინამძღვარ გიორგი ყიფშიძის თაოსნობით მომზადებული სიმღერა ერთ-ერთი გასული წლის "პატრინოტის" კონკურსისათვის.) სიმღერაში არის ესეთი ფრაზა, რომელიც ავიტაცე: "ჩვენ ვართ ქართველნი და ეს ვალია." ჩვენი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების გამოძახილია ეს ფრაზა. ქართლის მნიშვნელობა ქრისტიანული სამყაროსთვის და ქართველობის მოვალეობა და ა.შ.

უხვად არის მადლი ქართულ ერზე, იმ საზოგადოებაზე, რომლის ეთნიკურ იდენტობასაც ძირითადად განსაზღვრავს თავადვე მადლიანი ქართული ენა... შესაბამისად, ყველაზე უფრო მოსაფრთხილებელი და "ხელიხელსაგოგმანებელი" არის ჩვენი ენა ქართული.

არ შემიძლია არ აღვნიშნო დიდი სიმპათია ერთ-ერთი ფორუმელის მაგალითისა, რომელიც საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებს გარეთ არის და შვილს მაინც შეუქმნა პირობები, რომ ქართულად ამეტყველებულიყო! მე ამაყი ვარ თქვენით!...

ამ ზაფხულს ისტორიულ ტაო-კლარჯეთში გახლდით და საკუთარი თვალით ვნახე ჩვენი ეროვნული სიამაყის საფუძველთაგანი, მაგალითად, ოშკის ტაძარი... ეს იყო ყველაზე დიდი ტაძარი, რაც კი მანამდე აშენებული იყო, მერე შენდება ბაგრატის ტაძარი, მერე შენდება სვეტიცხოველი... ოშკში ჩანს ქვეყნის უკვე პოლიტიკური იდეოლოგია, ის მიდის იმპერიისკენ! ის, რომ მიდიხარ, შენ იქ, ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი, და უკვე ამხელას ხედავ... აი, რატომ უკვირთ ამერიკისა! რატომ ვართ მონუსხულები! იმიტომ რომ იქ მშენებლობაა გრანდიოზული, რაც გაპატარავებს. იქაც ისე იყო, რომ წარმოიდგინეთ, მთელი ოშკის ტაძრის მიმდებარე სივრცე იყო ერთასართულიანი, მიწური სახლებით სავსე და უცებ მოდიხართ და ... 34 მეტრი შიგნიდან და გარედან არის დაახლოებით 36 მეტრიანი ნაგებობა, დგას და 43მ სიგრძეა და 27მ მეტრი სიგანე! ამხელა ნაგებობა ამ რეგიონში არ არსებობდა! ეს უკვე არის იმპერიული განცხადება!

ოშკის მაგალითი იმის ცხადყოფისათვის მოვიყვანე, რომ გავაცნობიეროთ, თუ რა დიადი წარსულის ნაშთია თითოეულ ქართველში დღესაც არსებული სიამაყე. ჰოდა, ეს საამაყო ქართველობა, ჩვენი ეთნიკური იდენტობა არ გვეპატიება, რომ წარსულს მივაბაროთ! "ჩვენ ვართ ქართველნი და ეს ვალია!"

ენა წარმოადგენს ძირითად საშუალებას სოციალური გამოცდილების აღწერის, შენახვისა და გადაცემისათვის, ჩვენი ქართული ენა აჩვნებს ჩვენს, ქართველთა მსოფლხედვას, იმას თუ როგორ აღვიქვამთ გარე სამყაროს და დაე, ვიზრუნოთ მისი შენარჩუნება-დაცვისათვის, არ წალეკოს ის გლობალიზაციის მანქანებმა, რათა ჩვენს არ წავილეკოთ, როგორც ერი, როგორც ქართველნი!

თემის ავტორს მინდა ვუთხრა, რომ უხვად არის გაერთიანებები (ინტერნეტ სივრცეში), სადაც უცხოეთში მყოფი ქართველები ცდილობენ ერთმანეთთან კავშირს და ქართული შენახვას. რამოდენიმე მსგავსი ვიცი თურქეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების შექმნილი, შესაბამისად ჩვენი ქვეყანა მართლაც რომ "გაბრწყინდება"!

მაპატიეთ უხვსიტყვაობისთვის, ნამეტანი მგრძნობიარე ვარ მოცემული საკითხის მიმართ...

შოთა ნიშნიანიძე კითხვას სვამს ერთ-ერთ თავის ლექსში, რომელზეც პასუხი იქვე აქვს და ყოველთვის საქართველოზე, ქართველობაზე და ა.შ. ეროვნულ საკითხებზე რომ მიდის საუბარი, სადღეგრძელოები, განსჯა, ხმამაღლა თუ არა, გულში ყოველთვის ვიხსენებ ამ გემრიელად ნათქვამ სიტყვებს და აქაც ამას დავურთავ:

"საქართველო სადამდის?- მარად, უკუნისამდის!"


--------------------
ჩვენ მხოლოდ შენი ვართ, უფალო, როგორც გნებავს - ისე წარმართე ჩვენი ცხოვრება, მხოლოდ - შეგვიწყალე! დაგვსაჯე, როგორც გსურს, ოღონდ გვიხსენი!...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დედაკაცი
პოსტი Oct 5 2011, 03:26 AM
პოსტი #4


შემინდეთ და მაპატიეთ
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 22-February 10
მდებარ.: საქართველო
წევრი № 8,226



აქვე მინდა დავურთო ერთი "ლოცვა"...
ეს არ არი ჩვეულებრივი ლოცვა...
არც მართლმადიდებლურია...
საერთოდ, არც ქრისტიანული...
ვაცნობიერებ რომ მართმადიდებლური ფორუმია, მაგრამ...

ეს ლოცვა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ იბრძვიან საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები ეთნიკური იდენტობის შენარჩუნებისთვის. მე ეხლაც მეცრემლება თვალები... ;( ...
მოგეხსენებათ თურქეთში სარწმუნოება წლების წინ შეუცვალეს ქართველებს, გვარებიც... ისინი ვიზუალურადაც გვშორდებიან თანდათან... ჰოდა, მოგეხსენებათ მუსლიმურ სამყაროში არაბულად იკითხება ლოცვები, ანუ მმათი "ვაიზი"... ჰოდა, იმერხევის ერთ–ერთ სოფელში ქართველმა ხოჯამ დაწერა ქართული "ვაიზი" (ლოცვა). თუ არ დაგეზარებათ ბოლომდე ჩაიკითხეთ და დაინახავთ თუ რა კარგად აქვს ამ კაცს გააზრებული იქ მცხოვრები ქართველებისთვის ქართული ენის მნიშვნელობა... მე კვლავ მეტირება... თქვენი კი არ ვიცი...


"
ერთი ვაიზი ვქნათ გურჯიჯა ენით, გამჩენელი დევჯეროთ ჰემ სულით, გულით, ვეხუეწნეთ გამჩენელს სულ ყუელა ენით, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
იცოდე, გურჯული რომ ქართულია, ქართული ენა მეტად ტკბილია.
იმ დუნის ენა ჩუენებურია, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. კითხვა და ლოცვა ემრი გვიზამა, გუასწავლა თეელლი ჩუენ ფეჲღამბერმა, ეყურბანოს მას სულმა და გულმა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ამ დუნჲაში ჩუენ ბევრი’ნა ვიტიროთ, ლამაზი ყურანი ტკბილათ’ნა ვიკითხოთ.
რაცხა რომ დაგუანდო, თელლი’ნა ვისაქმოთ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ამ დუნჲაში ჩუენ მუსაფირი ვართ, პაწა ხან უკან საფლავში წავალთ, ღმერთ გამჩენელის უზურზე მივალთ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ეს ვახთი არის ახირ ზამანის, გათავდა დუნჲაში კარგი ინსანი,
ენით იზახის, ვარ მუსლიმანი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ლოცვა და კითხვა დეიკარგა, წევდა, სულ ყუელამ მისდა დუნჲაში წევდა, ქალებმა კაცებ ქეჲა გუუხდა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ულოცავი თუ არი კაცი და ქალი, ძაღლი და ღორი მაზე კაი არი,
დეიხრუკვის ჯოჯოხეთში მისი ხელ-პირი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ქალები ერთად რომ მეიყრებიან, სხუას ახსენებენ, საფას იჯებიან, შეიკერვენ ნაირ-ნაირ ურუბას, კიდვენ აბარებენ საბრალო მათ ქმარს, ეგ რომ არ უუღონ, მორთობენ გარგანს, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ხეზრეთი ფატყვიმე ამ დუნჲას მოიდა, პურის ურუბა იმ დუნიას მივდა,
ხეზრეთი ფატყვიმე დიდი სულთანი, სუნ თელლი ქალი მაზე ყურბანი,
ფეჲღამბერის გოგო სული და ჯანი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ახლანდელ ქალებ აჯაფ რა გეეგებიან, ნამერამ კაცებს არ ერიდებიან, ვინცხაი ახსენონ, სოფლებში დარბიან, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ვაიზ გეიგონებენ, ბუკ მუარიდებენ, სიმღერის გამოღმა თავ-პირ დეიჩეხუენ.
მეიგებენ ცოდვას, სახლებში მოვლენ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
რას ერჩი შენა ამ ტყვილ დუნჲაში, არ დარჩა დუქნებში ხასი ყუმაში, დარჩებიან ტიტუელი შავ მიწის გულში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ეზარებიან ლოცვა და კითხვა, ზიბილია თავამდინ მათი ურუბა, იმ დუნჲას დახდება მათი გონჯობა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
დიდ ღმერთს არ უყუარს ფისი ინსანი, გეირცხი ურუბა, ლამაზი ის არი,
მალ-მალ დეიბანე თავი და ტანი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ვინცა ამ დუნჲას მლოცავი არი, გეიღება იმისთვინ სამოთხის კარი, შეიყრებიან ერთად ცოლი და ქმარი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ჩუენ გვიცდის ბოლოს შავი სიკვდილი, სულის მიცემა არ არის ტყვილი.
მოწყდება ინსანს გულის კაკალი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ეზრაჲლი მუა იმ ავათყოფზე, დაარტყამს თოფუზ გულის კაკალზე, გააქცევს თუალებს მაშინ თავანზე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ოჯახს აჭამე ლუკმა ჰალალი, ჰარამზე ცოდვა რამე არ არი, გეეჯრება ყიაში ჰარამჯის სული, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
რათ გინდა დუნჲაში კაი სმა და ჭამა, ყუელა ესენი გეიარს და წავა, სული გეიწმინდე, გული გეისუფთე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
რათ გინდა დუნჲაში დიდი ქონება, ცოტაი იკმარე, მეიკრიფე გონება,
დიდი ქონების სვალი ბევრია, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
სახლში იმდენი ქონება მეიტაი, ოჯახს და სტუმარს ერთათ რომ გეიტანს, იმაზე მეტი რათ გინდა ნეტაი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
სახლ-კარი რომ გაქ ასე ამსილი, რატომ არ გახსოვს ხალხი დავსილი.
იცოდე, მაგის პასუხს მოქთხოვენ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ჴელცარიელი არნა დატიო, კარზე მომდგარი, ატირებული, არ დაგავიწყდეს, ღმერთის შვილია ყუელა თხუელი და გაჭირვებული, შეძლებისდაგუარ ხომ დაეხმარე? ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
სიკდილის საათი ჩუენთან რომ მოვა, თეთრი სინათლე თუალიდან წავა,
გონჯი ეშმაკი ჰემ მაშინ მოვა, ვეღარ გვიშველის ტირილი, გლოვა,
მადლი ნასაქმი მოგვნახავს, მოვა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ეშმაკს გაგუაცლის ნასაქმი მადლი, სანთლად დაგუადგება სინათლე ბადრი,
აღარ გუექნება სიკდილის შიში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
მეგონა სიკდილი ზალიან შორეთა, სიკდილი არ აქცთება, ეცადო ფარითა,
ცოდვა და მადლი რომ ეიწონება, ეს’ნა დევნახოთ იმ დღესა თუალითა,
ცოდვებს ვერ აცდები ვერსად დამალვითა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
დეილევა სული თუალში და ტანში, ადგილს ვერ ვნახავთ ჩუენ ლამაზ სახლში, მიორე დღეს ტირილით გამუალთ კარში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
გაყრა კაი არ არი ამ დუნჲას დედ-მამაზე, გულის საყუარელ ქოჩორა შვილზე.
გასკდება გული იმ წარე წამზე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
მეიყრებიან ხალხი, გზას დეგვილოცვენ, სამოთხეს გვისურვებენ, დაგუალაგებენ, მარტუაი საფლავში მიგუალაგებენ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
დაქვჩება ამ ქუეყნის სახლი და კარი, ფარა, საქონელი რაცხა, რომ არი,
საფლავში ჩამოქყუება, მადლი რაც არი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
წინწინ მოქვკითხუენ ღმერთი გამჩენელს, მემრე მუხამედ ჩუენსა ფეჲღამბერს, ჰარამ-ჰალალსა, მადლსა, ყუელამფერს, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
თუ გაქ საფლავში შენი იმანი, მაშინ მოქცილდება შავი ეშმაკი,
საფლავი გახდება კაი გულის სახლი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
თუ არ გაქ იმანი, ჩახუალ საფლავში, დარტყმენ თოფუზს, შეხუალ ღეზაბში, არ გამოგაქცევენ იმ წმინდა კარში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
არ იქნება დუნჲაში იმ სოჲ ასაბი, გახდები მაშინ ცეცხლის ქაბაბი,
არ მოვლენ შენთან შენი ბაღნები, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ილოცე, იკითხე, ღმერთი დეიჯერე, ქუეყნის სახელი ცრემლით იტირე, თავში ჭკუა მეიკრიფე, კარგათ დეიფიქრე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ზუელი კდარები, თლათ შენიანები, შენიდან მადლსა გულით ელიან,
მადლი აკეთე, მათაც უგზავნე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
მოვლენ საფლავში კდარი შვილები, თუ გყავს იმ ქუეყნად სები შვილები,
ვარდებით მოვლენ გულის ჯიგრები, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
იმათთვინ ეს დუნია დეიწუა, არ დარჩა, გუანახვოს ისენი ღმერთ გამჩენელმა.
ერთმანებ შევხდეთ სამოთხის კოშკში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ლამაზი ყურანი საფლავში მუა, ის ანგელოზის სურათში შევა, საფლავს ანათლებს, არსად არ წავა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ჰურები მოვლენ, ხალ გეგვიგებენ, სამოთხის კარებ თან გეგვიღებენ,
შიში არ ქვქონდეს, მუჟდეს გვიზამენ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ორ ადგილ შიში არ არი ინსანზე, გეშინოს ღმერთიდამ ამ ტყვილ დუნჲაზე, გადარჩი შიშიდამ შენ იმ დუნჲაში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ღმერთიდამ შიში ამ სოჲ იქნება: დიდ-პაწას ცოდვას რომ მეერიდება,
თან მეზობლისთვინ კაი იქნება, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
არ შეჭამ ჰერამს, ხუთჯერ ილოცავ დღეში, თან არ გახდები გონჯების ეში, საქმე გიყუარდეს, სხუას ნუ შეხედავ ხელში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ნუ აწყენ დედას, მამას და ხოჯას, ქალ-ბაღანას და ბითევათ ოჯაღს,
მაშინ ამ დუნჲას ლამაზათ მოჭამ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
დედ-მამას თუ შენ კარგა შეხედე, ღმერთი და ფეჲღამბერი რაზი გახადე. და თუ აწყინე, სად’ნა წახვიდე? ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ილოცე, იკითხე, ზიარეთზე წაი, შეიბრალე დუნის ღარიბი ყუელაი,
ობოლ შეხედავ, გახდები სულ კაი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
გული გეისუფთე ღმერთზე ხუეწნაში, შენი ნალოცი წავა ზეცაში,
სამოთხე მოვა ამდენ ლოცვაში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ზექათი, სედეყე მიეც ფუხარას, დოურიგე ლამაზათ თალიბ და მოლლას,
კარგად შეხედე სტუმარს და ყუელას,ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
მადლი ნასაქმი მუა ჩუენ ჴელში, ავდგებით მაშინ მეხშერის დღეში.
მაშინ გუექნება ბევრი თელაში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
დაარიგებენ ცოდვა და მადლის დეფთერებს, ეწერება თელათ, რაცხა ისაქმე,
გამოაჩენენ დამალულ ცოდვებ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ზოგს მიცემენ დეფთერს მარჯუენა ჴელში, იმას უსაქმია მადლი დუნჲაში, მზათ არი მისთვინ ადგილი სამოთხეში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ზოგ მოვლენ დეფთერი მარცხენა ჴელში, იმას უსაქმია ცოდვა დუნჲაში,
მზათ არი მისთვინ ადგილი ჯოჯოხეთში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ზოგი ჯეენებს უყურებს, ტირის, ზოგი ჯენნეთის ქოშქებზე იცინის,
სასტორი დადგმულია ცოდვა და მადლის, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
სახლის წევრები ერთათ მეიყრებიან, თუ ყუელაი ერთი ემრის შეიყრებიან,
ზოგი შვილი და დედა გეიყრებიან, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
დიდი ფეჲღამბერი ჩუენ გვიზამს შეფაღეთს, ხეზრეთი ფატყვიმე სუნ ყუელა ქალებს, მუსლიმანობას ვინც კარგა დეიჯერებს, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
გეირბენენ მეხშერში სები ბაღნები, მოზებნიან დედ-მამას გულის კაკლები,
დუნჲაში დედ-მამის დამხრუკველები, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
აჩუქვებს ღმერთი დედას და მამას, ქარსავენ გეირბენენ იმ წმინდა სხვირათს,
დეინახვენ ჯენნეთის ათას თულ სეფას, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
სხვირათი გამლელი სამოთხეში შევა, ვინც რომ ვერ გეიარს, ჯენებში შევა,
მუსლიმანი თუა, დეიწვის და ამუა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
არ ეზრება ინსან ჯენებში სული, მუცელში ენთება ყირმიზი ცეცხლი,
ზუხუმი და თრამლი მათი საჭმელი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
შეეხუეწებიან გამჩენს თეელი გავრები, ათას წლის უკან მუუვლენ ჯუღაბი,
თქუენა ხართ მუდამ ცეცხლის ქებაბი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
არ დეიჯერეთ თქუენ მუხამედი, ყურანი, ჯენებში დეიწვით, არ მოგაგონდენ,
იმ დუნის ღეზაბი ტყვილი გეგონენ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
გავრები მუსლიმანებ წამოიძახებენ: არ დეგეხმარა ფეჲღამბერმა თქუენ,
ერთათ ხომ ვიწვით ჩუენა და თქუენ. ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ღმერთი გამჩენელი ჰესაბზე მუა, ფეჲღამბერ ჰემან ფერვანი მუა,
აჩუქვებს უმეთთ, რაცხამდენი თუა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
დამწუარ-დახრუკვილ ამეიყუანებენ, სამოთხის ზემზემით ტან დაბანებენ,
მადლისდაგუარაი ქოშქებზე ავლენ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
იცოდე, სამოთხე რაფერი არი, ერთ კაც ეყოლივის შუიდასი ჰური,
ტკბილათ ცხოვრება და სეფა არი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
მაღალი არიან სელვი ფიდანზე, პირი ანათლებს ზეზე და თუარეზე,
ურუბა შეწყობილი მათ ლამაზ ტანზე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ამ დუნის ქალი გალამაზდება, შუიდასი ჰურის დიდი იქნება,
ზალიან კარგია იქ ცოლ-ქმარობა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ჯენნეთში ბეთი ზაათი არ არი, გალამაზდება, თუ არი აქ ნაჩარი,
ისტერ ქალი იყვეს და ისტერ ქმარი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
არ არი ჯენნეთში დარდი და ტყვილი, არცდა სიბერე, არცდა სიკდილი,
ახალგაზდაა ქალი და კაცი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ხანუმი’ნა იყვეს ამ დუნის ქალი, მას ემსახურებიან შუიდასი ჰური,
ჩამუადგება ბუკზე ლამაზი ნური, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
სამოთხეში არ არი ლოცვა, ნიეთლობა, არც ნამერამი, არცა დარიდება,
არის სიყუარული, სიკეთე, მორიდება, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
რაცხა რომ არიან ხისიმ-ახრაბა, ჯენნეთის ქოშკებზე ერთად მეიყრება,
ჰემაც იქ არი კაი ჯუმბუშობა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ერთ კუთხიდამ მოდის თაფლი და ჲაღი, ერთ კუთხიდამაც ზემზემის წყალი,
ალთუნი და შუშე იქ არი იბრეღი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ენა ვერ იტყვის ჯენნეთის სეფას, თელი არ მეითლება, მიხდი ამ დუნჲას,
სამოთხე უნდა მეგერ სულ ყუელას, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
მადლი ისაქმე შენ ამ დუნჲაში, ისე შემოხუალ იმ დუნის ჯენნეთში,
მუდამ გახსოვდეს ღმერთ-გამჩენელი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ლოცვაზე’ნა ქქონდეს კარგა ხულუსი, ილოცე ჰერჰალ, თუ გაქ გეჩმიში,
გულში სულ გქონდეს ღმერთიდამ შიში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ირზი, ნამუსი თუ გაქ დუნჲაზე, ჯენნეთში შეხუალ, ახუალ ქოშკებზე,
ნამუსიდამ’ნა იყვე დუნჲაზე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ირზი, ნამუსი არ გაქ დუნჲაში?... იმ დუნჲას შეხუალ ღორის სურეთში,
შენი ცოდვები გავა მეიდანში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ისე ამ დუნის მადლი და კარგობა, შენი ქეიფია, ნუ გინდა გონჯობა,
მადლით იქნება კაცის დიდობა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ასეა ამ ქუეყნად დუნის ჰესაბი, თავზე გადაქხდება თეელი ღეზაბი,
თუ ამ დუნჲას მეიგევ ბევრი ცოდვები, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
შენ თუ არ იცი არაბჩა, თურქჩა, ახლა ხომ გეიგონე ვაიზი გურჯიჯა,
ვერ იტყვი, ამ დუნჲას ვერ დევნახე ხოჯა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
აეთი ხედისის მაჰანა დავწერე, რაცხა რომ გეიგონე, თეელი დეიჯერე,
ილოცე, იკითხე, მადლი ჩეიწერე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ნეტაი შენ, რომ გაქ ენა ქართული, სხუაზე რათ გექცევა თუალი და გული,
შეინახე ენა, გულში ჩარგული, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
გახსოვდეს, ვინ ხარ, სიდან მოსული, ვისი სისხლი გაქ ტანში გართული,
იცოდე, რომ გაქ სისხლი ქართული, ქართულ ქოქზე ხარ ამომართული.
ქართული ენა გულში დამალე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
დიდ ბატონს უყუარს ყუელაი მილლეთი, ყუელა ენაზე ესმის სათქმელი,
ღმერთ შეეხუეწე, შეთხუე სამოთხე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ღმერთ შეეხუეწე ლამაზ ქართულით, ღმერთის ემანეთი ტკბილი გურჯულით,
ღმერთ ესმის ჩუენი გულში ფურჩულიც, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ტკბილი ქართულით, ტკბილი გურჯულით, ღმერთ ეხუეწება სულ ჩუენი გული,
იმ ქუეყნის ენა ჩუენი ქართული, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ზამანი მოვა და შეიყრება იმ ღერესეთის წარე მეიდანზე,
ამ ტყვილი ქუეყნის ყუელა მილლეთი ღმერთ ეხუეწება თავის ენაზე.
გამჩენელს ესმის ყუელას სათქმელი, ყუელას მოუსმენს ადრე თუ მალე,
უფალო, კალთა გადაგუაფარე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ღმერთო, სამოთხის ქოშქზე ამყოფნე, მწერავ-მკითხავი, დამყურებელი,
შენიდამ ველით ყუელა კარგობას, შენ ხარ მილლეთის დამპურებელი.
ქართული ენის დამბრუნებელი.
ღმერთო შენ გეგვიღე სამოთხის კარი, გურჯული ვაიზი ჰემაც ეს არი.
უფალო, კალთა გადაგუაფარე,ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე... ამინ!"


--------------------
ჩვენ მხოლოდ შენი ვართ, უფალო, როგორც გნებავს - ისე წარმართე ჩვენი ცხოვრება, მხოლოდ - შეგვიწყალე! დაგვსაჯე, როგორც გსურს, ოღონდ გვიხსენი!...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებისათვის   Feb 2 2010, 10:02 PM
KAIROS   ეს ამ თემას მოუხდე...   Feb 3 2010, 03:44 AM
damiane80   ეს ამ თემას მოუხდე...   Feb 3 2010, 10:40 AM
ნონა   კაიროს აღფროვანებ...   Feb 3 2010, 10:41 AM
damiane80   სინაზე არაფერ შუა...   Feb 3 2010, 10:56 AM
ნონა   ეჰ ჩემო დამიანე : ეტ...   Feb 3 2010, 11:02 AM
ქევანა   ნუთუ ჯანო კახიძის ...   Feb 3 2010, 01:31 PM
ნანინა   მე ეხლა ვნახე ეს თე...   Feb 3 2010, 02:06 PM
k@the   ეს ამ თემას მოუხდე...   Feb 3 2010, 03:16 PM
terra   ეს თუ იგივე ვიდეოა,...   Feb 3 2010, 04:13 PM
KAIROS   ნამდვილად და ესაა ...   Feb 3 2010, 08:25 PM
KAIROS   :D ნუ მაშინებ :D ახალ...   Feb 3 2010, 09:34 PM
ნანინა   KAIROS :wub: :wub: :wub: რა საინ...   Feb 3 2010, 09:41 PM
abo   KAIROS გაიხარე ძმაო. თე...   Feb 3 2010, 09:49 PM
Ligia   ახლა ხალხნო, ზოგს დ...   Feb 3 2010, 10:09 PM
Amuza   ოო, რა კარგი თემაა, ...   Feb 3 2010, 10:34 PM
abo   Amuza არ თქვა მე დავწე...   Feb 4 2010, 02:44 AM
Adam   აქედან გაქცეულს ვი...   Feb 4 2010, 09:48 AM
ნაინა   Adam რა იოლია სხვისი ...   Feb 4 2010, 10:38 AM
Adam   ნაინა ჩემი ახლობლ...   Feb 4 2010, 10:51 AM
KAIROS   ადამ, შენი პოსტები ...   Feb 4 2010, 12:57 PM
Adam   KAIROS აჰმ ცოტათი მართ...   Feb 4 2010, 01:08 PM
ბარბარე   მოგესალმებით ყველ...   Feb 5 2010, 08:09 PM
ნონა   ძალიან ბევრი არას...   Feb 6 2010, 02:29 PM
KAIROS   ეგ სამწუხარო რეალ...   Feb 6 2010, 12:06 AM
ქევანა   ეს მართლაც დიდი სა...   Feb 6 2010, 12:48 PM
სოფი   +1 Adam ჯერ წადი,იცხოვ...   Feb 6 2010, 05:01 PM
KAIROS   ქევან, არ გეკამათე...   Feb 7 2010, 05:33 AM
ქევანა   KAIROS ეგ მესმის. 12 წლი...   Feb 7 2010, 08:39 PM
ბარბარე   იცით,შეიძლება ცოტ...   Feb 8 2010, 08:49 PM
iako   ბავშობიდან არის რა...   Feb 8 2010, 08:55 PM
salome zhvania   ჩემო ადამ, შენ ეტყო...   Feb 15 2010, 11:28 PM
KAIROS   ველქამე ჟვანიას ქ...   Feb 16 2010, 03:45 AM
abo   აი რატომ არის ქართ...   Feb 18 2010, 08:41 PM
კანუდოსელი   უნდა იცოდნენ რომ მ...   Feb 19 2010, 10:23 AM
ბადრი   abo გაიხარე ძმაო! ა...   Feb 19 2010, 09:03 PM
KAIROS   მაინც ვფიქრობ მას...   Feb 19 2010, 11:10 PM
abo   კოსმოპოლიტიზმის ...   Feb 19 2010, 11:26 PM
კანუდოსელი   კოსმოპოლიტიზმის ...   Feb 22 2010, 12:03 AM
salome zhvania   ...სანამ საქართველო...   Feb 22 2010, 12:18 AM
KAIROS   ეგ ზედმეტია, არც არ...   Feb 22 2010, 04:47 AM
salome zhvania   განადგურებაში მე ი...   Feb 23 2010, 04:22 AM
KAIROS   ჩვენ საყვარელ ტუსტ...   Mar 4 2010, 03:59 AM
Ligia   ჰოდა მაშინ იმათ მა...   Mar 5 2010, 01:58 AM
k@the   KAIROS :მპუა:   Mar 4 2010, 07:27 PM
Ligia   ვაიმე კაიროსა :cray: :მ...   Mar 5 2010, 01:06 AM
ნანინა   KAIROS :( ეს ჩვენი რეალო...   Mar 5 2010, 01:34 AM
KAIROS   ჰო მე ვარ, მაგრამ ა...   Mar 5 2010, 05:00 AM
ნონა   გული შემეკუმშა... :( ...   Mar 5 2010, 09:41 AM
Ligia   იცით რა მიკვირს? რა...   Mar 5 2010, 06:18 PM
neo   მე უფრო მკაცრად შე...   Mar 5 2010, 06:33 PM
დედაკაცი   გამომდინარე იქედა...   Oct 5 2011, 03:10 AM
დედაკაცი   აქვე მინდა დავურთო...   Oct 5 2011, 03:26 AM
marine   "უსამშობლობამ ცო...   Dec 13 2019, 09:54 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 04:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი