IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ვინ არის ღმერთი?, სიბნელიდან სინათლემდე, უვიცობიდან გასხივოსნებამდე...
NINJA - ნინძა
პოსტი Sep 28 2011, 12:30 PM
პოსტი #1


Sidharta-Gautama-Buddha
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-June 11
მდებარ.: moscow
წევრი № 11,240



ვინ არის ღმერთი?

ღმერთი სულ სიყვარულია. ღმერთი სულ სინათლეა. ღმერთი სულ სილამაზეა. ღმერთი ყველაფერია: ჭეშმარიტება, სიმშვიდე, სინათლე, ნეტარება უსასრულო რაოდენობით. მას ფორმა აქვს; ის ფორმის არმქონეა. თუ თქვენ განიცდით ღმერთს როგორც სიმშვიდეს, მაშინ თქვენ იტყვით ღმერთი სიმშვიდეა. თუ თქვენ განიცდით ღმერთს როგორც სინათლეს, მაშინ თქვენ იტყვით, რომ ღმერთი სინათლეა. თუ თქვენ განიცდით ღმერთს როგორც სიყვალს, მაშინ თქვენ იტყვით, რომ ღმერთი სიყვარულია.

ვინაიდან ჩვენ ადამიანური არსებები ვართ, ჩვენი შეზღუდული გაგების თანახმად, ჩვენ ვამბობთ ღმერთი ეს არის, ღმერთი ის არის. მაგრამ ღმერთი ნამდვილად ყველაფერია. თუ ჩვენ გვსურს მისი განცდა, როგორ ფორმის არმქონე უსასრულო გაფორთოება, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. და კვლავ, თუ ჩვენ გვსურს მისი პირადულ ასპექტში განცდა, როგორც ყველაზე სხივოსანი არსება ჩვენს თვალწინ, მაშინ ის ასეთნაირად წარსდგება.

როდესაც თქვენ ეხებით ხეს-ღმერთს, თქვენ შეიძლება მიიღოთ სიმშვიდის გამოცდილება, იმ დროს როცა ვინმე სხვა მიიღებს ნეტარების გამოცდილებას. ასე რომ თქვენ იტყვით, რომ ღმერთი სულ სიმშვიდეა ის კი იტყვის, რომ ღმერთი სულ ნეტარებაა. მაგრამ ეს იგივე ღმერთია, იგივე მიზანი. მიზნის მიღწევის პროცესის დროს, ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ ის სხვადასხვანაირად, მაგრამ თუ ერთხელ ნამდვილად მივაღწევთ მას, ჩვენ შევძლებთ იმის დანახვას , რომ ის ყველაფერშია. მაშინ თუ ჩვენ მოგვიწევს მისი აღწერა, მისი განმარტება, ჩვენ აღვწერთ ხეს-ღმერთს იმ ასპექტში რომელიც ჩვენ უფრო მოგვწონს. ჩვენ შეგვიძლია გამოცდილებით შევიცნოთ ყველაფერი, მაგრამ ჩვენ აღწერაში, ჩვენს გამოცხადებაში, ჩვენ გამოვავლენთ იმ ასპექტს, რომელიც ყველაზე უფრო მოგვწონს.



ღმერთი და კაცობრიობა

ადამიანსაც და ღმერთსაც ერთმანეთი უზენაესად სჭირდებათ. ადამიანს სჭირდება ღმერთი მისი უმაღლესი ტრანსცენდენტალური რეალიზაციისათვის, ღმერთს კი სჭირდება ადამიანი აბსოლუტური მიწიერი გამოვლენისათვის. ადამიანს სჭირდება ღმერთი მისი უმაღლესი ჭეშმარიტების შეცნობისათვის, მისი უმაღლესი არსებობის შეცნობისათვის. ღმერთს სჭირდება ადამიანი მისი გამოვლენისათვის აქ, დედამიწაზე, სრულიად, ღვთიურად და უზენაესად.

ჩვენ ვგრძნბთ, რომ ღმერთი უფრო გვჭირდება, ვიდრე ჩვენ ღმერთს, მაგრამ ეს არასწორია. ღმერთს ერთნაირად ვჭირდებით, მეტიც კი. რატომ? მან იცის ჩვენი პოტენციალი და შესაძლებლობები უფრო მეტი, ვიდრე ჩვენ თვითონ ვიცით. ჩვენ საკუთარ თავზე ვფიქრობთ როგორც უვარგისზე, უიმედოზე, უმწეოზე, მაგრამ ღმერთის თვალში ჩვენ ნამდვილად მის ღვთიურ ინსტრუმენტებს წარმოვადგენეთ. მას ჩვენი გამოყენება უსასრულო გზებით სურს. ეს მისი ოცნებაა, რომლის რეალობად გარდაქმნა სურს. ღმერთს სურს, რომ ჩვენ ვიყოთ არა მხოლოდ უსასრულონი, არამედ მარადი და უკვდავნი. მან იცის, რომ ჩვენ ამის უნარი გვაქვს, რადგან მან მოგვცა უნარი. ეხლა მას სურს, რომ გამოვიყენოთ ჩვენ უნარი.



უვიცობა და გასხივოსნება

სულიერი სინათლის მთავარი დანიშნულებაა ჩვენი სიბნელის გასხივოსნება და გარდაქმნა. სულიერი სინათლე, შინაგანი სინათლე, ასხივოსნებს ჩვენს საუკუნოვან არასრულყოფილებებს და მიჯაჭვულობბებს.

გარე სინათლე ცოდნაა; შიდა სინათლე რეალიზაციაა. ჩვენი გარე სინათლით, ჩვენ გვსურს ვიაროთ ღმერთისკენ. ჩვენი შიდა სინათლით ჩვენ არ გვინდა ღმერთისკენ წასვლა, რადგან ჩვენ უკვე ვართ ღმერთში და ღმერთი უკვე ჩვენშია.; ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ღმერთი ჩვეენი უმაღლესი და ყველაზე გასხივოსნებული ნაწილია. ჩვენი გარე სინათლით ჩვენ ვგრძნობთ, რომ ღმერთი მიზანია, რომლიც უნდა შევიცნოთ. ჩვენი შიდა სინათლით ჩვენ ვგრძნობთ, რომ ღმერთი არა მხოლოდ ჩვენი საკუთარია, არამედ ჩვენი საკუთარი რეალობის არსი და დედააზრია.

სულიერ ცხოვრებაში სინათლის გარეშე ვერაფერი განხორციელდება. სინათლით ყველაფერი შეიძლება განხორციელდეს. სინათლეში ყველაფერი უკვე შესრულებულია.

თუმცა სინათლე ყველაზე საჭირო თვისებაა ჩვენი ცხოვრების გარდასაქმნელად, სამწუხაროდ, ადამიანებს ის ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ. ჩვენ ხშირად შევძახებთ სიხარულზე, სიმშვიდეზე ან ძალაზე, მაგრამ ძალიან იშვიათად მივისწრაფვით სინათლისაკენ. რატომ? რადგან გვეშინია, რომ სინათლე გამოიტანს ხალხის დასანახად ჩვენს სისუსტეებსა და არასრულყოფილებებს. მაგრამ შინაგანი სინათლე არ გამოგვააშკარავებს. პირიქით, შიდა სინათლე ღებულობს კაცობრიობას მთელი თავისი ნაკლით და ცდილობს გაასხივოსნოს ადამიანის უვიცობა, რათა ადამიანური ცხოვრება იქნას ამაღლებული ღვთაებრივ ცხოვრებმდე.

თუ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება გასხივოსნება, უნდა ვგრძნობდეთ, რომ ვიზრდებით მცირე სინათლისაგან უფრო დიდი სინათლისაკენ. თუ ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ, რომ ღრმად ჩავიძირეთ უვიცობის ზღვაში, მაშინ ჩვენ ვერასოდეს, ვერასოდეს გამოვაღწევთ უვიცობიდან, ვინაიდან უვიცობის ზღვა უსაზღვროაა. მაგრამ თუ ჩვენ ვგრძნობთ, რომ მივდივართ სინათლის წვეთიდან ყოვლიცმომცველი, უმაღლესი სინათლისაკენ, უზენაესის სინათლისაკენ, მაშინ ჩვენი გასხივოსნება უფრო ხელმისაწვდომი და სპონტანური გახდება.






პ.ს. მე შესაძლოა აქტიურად ვერ ჩავება თქვენთან საუბარში, პოლემიკაში, რადგან სამსახური არ მაძლევს საშუალებას, მაგრამ თქვენს აზრებს წავიკითხავ და მისაღებს მივიღებ ხოლმე.
madlioba.gif


--------------------
________________________________________________________________________
_
गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा
— გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას.

„ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა)






ომ - დიდსულოვნება

მა - ეთიკა

ნი - მოთმინება

პად - სიბეჯითე

მე - უარი

ჰუნგ - სიბრძნე
__________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
georgios
პოსტი Oct 5 2011, 10:07 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

თავი მეოთხე

იმის შესახებ, თუ რა არის ღმერთი; რომ მიუწვდომელია იგი

ამრიგად, ის, რომ არის ღმერთი, ცხადია, ხოლო თუ რა არის იგი არსებითა და ბუნებით, ეს სრულიად მიუწვდომელია და უცოდნელი. თუმცა, უსხეულო რომ არის იგი, ეს ცხადია, რადგან როგორ უნდა იყოს სხეული ის, რაც უსასრულოა, უსაზღვროა, დაუსახველია, შეუხებელია, უხილავია, მარტივია, შეუდგენელია, რამეთუ როგორ იქნება უცვლელი, თუკი შემოსაზღვრულია და ვნებადი? ანდა როგორ იქნება უვნებო ის, რაც სტიქიონებისგან შემდგარა და კვლავ მათდამი უნდა დაიშალოს? შედგენილობა ხომ წინააღმდეგობის სათავეა, წინააღმდეგობა - დაპირისპირებისა, ხოლო დაპირისპირება - დაშლისა, ღვთისათვის კი დაშლა სრულიად უცხოა, რადგან მაშინ როგორღა იქნებოდა შესაძლებელი ღვთისგან ყოველივეს განჭოლვა და აღვსება, როგორც ამას ამბობს წერილი. „ნუთუ მე არ ვავსებ ცას და მიწას, ამბობს უფალი“ (იერ. 23,24)? შეუძლებელია, რომ სხეულმა განჭოლოს სხეულები ისე, რომ არ გაჭრას და არ გაიჭრას, რომ არ შეეწნას და არ დაუპირისპირდეს, როგორც, მაგალითად, სითხეები, რომლებიც შეირევიან და თანაგანზავდებიან.

თუმცა ზოგიერთები ამბობენ უნივთო სხეულს (როგორც ელინ ბრძენთაგან თქმულა მეხუთე სხეული, რაც შეუძლებელია), მაგრამ ხომ უთუოდ მოძრავი უნდა იყოს იგი მსგავსად ცისა (რადგან სწორედ ცა თქვეს მეხუთე სხეულად)? ვინღა არის მისი მამოძრავებელი? ყოველი მოძრავი სხვისგან მოძრაობს, ის კიდევ ვინმესგან, და ასე უსასრულოდ, ვიდრე არ მივაღწევთ რამ უძრავს, რადგან პირველი მამოძრავებელი უძრავია, რაც არის ღმერთი როგორღა შეიძლება რომ ადგილით არ იყოს შემოწერილი ის, რაც მოძრავია?

ამრიგად, მხოლოდ ღვთაებაა უმოძრაო, რომელიც უმოძრაობის გზით ამოძრავებს ყოველივეს. ამიტომ, უსხეულოდ მიიჩნევა ღვთაება. მაგრამ არც ეს წარმოგვიჩენს მის არსებას, ისევე როგორც არც უშობელობა, დაუსაბამობა, გარდაუქმნელობა, უხრწნელება და სხვა დანარჩენი, რაც კი ღვთის ანდა ღვთის არსებობის შესახებ ითქმის. ესენი აღნიშნავს არა იმას, რა არის იგი, არამედ - რა არ არის, ხოლო ვისაც რაიმეს არსების გამოთქმა უნდა, მართებს ის თქვას, თუ რა არის იგი, არათუ - რა არ არის. მაგრამ ღვთის შესახებ შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა არის იგი არსებით. ამიტომ, უფრო შესაფერისია, რომ ყველაფრის ჩამოკლების გზით ითქვას მის შესახებ სიტყვა. არსთაგან არაფერია იგი, არათუ როგორც არაარსებული, არამედ როგორც ყველა არსზე უზემოესი და თვით არსებობაზეც კი ზე მყოფი. რადგან თუკი არსთა შესახებაა ცოდნა, ის, რაც ცოდნაზე უზემოესია, უთუოდ არსებაზე უზემოესიც იქნება და, პირიქით, არსებაზე უზემოესი ცოდნაზე უზემოესიც უნდა იყოს.

ამრიგად, უსასრულოა და უწვდომელია ღვთაება. მხოლოდღა ეს არის საწვდომი მასში - უსასრულობა და მიუწვდომლობა, ხოლო ყველაფერი ის რასაც მტკიცებითად ვამბობთ ღვთის შესახებ, გვიცხადებს არა ბუნებას არამედ მას, რაც ბუნების გარშემოა. თუნდაც კეთილი ეწოდოს მას, ანდა მართალი ან ბრძენი ან კიდევ სხვა რამ ამგვარი, არათუ ღვთის ბუნება გამოითქმის ამით, არამედ ის, რაც ბუნების გარშემოა. ამასთან, ზოგი რამ რაც ღვთის შესახებ მტკიცებითად ითქმის, ზეაღმატებითი უკუთქმის შინაარსს შეიცავს. მაგალითად, როდესაც ღვთის შესახებ ვამბობთ „სიბნელეს“, არათუ სიბნელეს ვგულისხმობთ, არამედ იმას, რომ ღმერთი არ არის სინათლე ანუ სინათლეზე უზემოესია იგი. ასევე, როდესაც მის შესახებ ვამბობთ „სინათლეს“, ვამბობთ იმ აზრით, რომ არ არის იგი სიბნელე.

თავი მეხუთე

დასაბუთება, რომ ერთია ღმერთი და არა მრავალი

ის, რომ არის ღმერთი და რომ მიუწვდომელია მისი არსება, საკმარისად დასაბუთდა. ისიც, რომ ერთია ღმერთი და არა მრავალი, უეჭველია მათთვის, რომლებიც ერწმუნებიან საღვთო წერილს. უფალი რჯულდების თავში ამბობსა: „მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმაც გამოგიყვანე შენ ეგვიპტის მიწიდან. არ იყოს შენთვის სხვა ღმერთები ჩემს გარდა“ (გამოსვ. 20,21). კიდევ: „ისმინე ისრაელ! უფალი ღმერთი შენი, უფალი ერთი არის“ (II სჯ. 6,1); აგრეთვე, ესაია წინასწარმეტყველის მიერ ამბობს იგი: „მე ვარ ღმერთი პირველი და მე ვარ ამათ შემდეგ და ჩემს გარდა არ არის ღმერთი. ჩემს უწინარეს არ ყოფილა სხვა ღმერთი და არ იქნება არც ჩემს შემდეგ და ჩემს გარდა არ არის“ (ეს. 43,10). ასევე, წმინდა სახარებებშიც ასე ამბობს უფალი მამის მიმართ: „ეს არის საუკუნო ცხოვრება, რომ შეგიცნონ შენ, მხოლო ჭეშმარიტი ღმერთი“ (იოან. 17,3). მაგრამ მათ, რომლებიც არ ერწმუნებიან საღვთო წერილს, ასე შევესიტყვებით:

ღვთაება სრულია და უნაკლულოა სიკეთის, სიბრძნის, ძალის მხრივ. დაუსაბამოა იგი, დაუსრულებელია, მარადიულია, გარეშეუწერელია ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ყოვლითურთ სრულია. ამიტომ, თუ მრავალ ღმერთს ვიტყვით, აუცილებელია, ამ მრავალში განსხვავება დავინახოთ, რადგან, თუ არაფერი განსხვავებაა მათში, უმალ ერთი ყოფილან და არა მრავალი, ხოლო თუ არის მათში განსხვავება, სადღაა სისრულე? რადგან, თუკი რაიმე მოკლებულია სისრულეს სიკეთის, ძალის, სიბრძნის, ჟამის თუ ადგილის მიხედვით, აღარ ყოფილა იგი ღმერთი. მეორე მხრივ, ყოველმხრიე იგივეობა უმალ ერთს ცხადყოფს და არა მრავალს. ამასთან, თუკი ჩავთვლით, რომ მრავალი ღმერთი არსებობს, როგორ შეუნარჩუნდებათ მათ გარეშეუწერელობა, რადგან სადაც ერთი მათგანი იქნება, არ იქნება იქ მეორე? ასევე, როგორ მოხდება, რომ მრავლისგან წარიმართოს სამყარო ისე, რომ არ დაირღვეს და არ განიხრწნეს იგი, რადგან არსებული განსხვავება დაპირისპირებას მოიტანს და წარმმართველთა შორის წინააღმდეგობა გამოავლენს თავს. თუ იტყვის ვინმე, რომ თითოეული მათგანი ამა თუ იმ ნაწილს უწინამძღვრებს, ვინ იქნება მათი განმაწესებელი და გამანაწილებელი? ღმერთი ხომ უმალ ის იქნებოდა!

ამიტომ, ერთი არის ღმერთი, - სრული, გარეშეუწერელი, ყოველივეს შემქმნელი, შემამტკიცებელი და წარმმართველი, ზესრული და პირველსრული.

ამასთან, ბუნებითი აუცილებლობითაც ერთება არის ორობის სათავე.



--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
NINJA - ნინძა   ვინ არის ღმერთი?   Sep 28 2011, 12:30 PM
A.V.M   მოიცა ჯერ წავიკით...   Sep 28 2011, 07:19 PM
georgios   NINJA - ნინძა ქრისტიან...   Sep 28 2011, 08:24 PM
georgios   A.V.M ეგ აზრი გაცილებ...   Sep 28 2011, 09:43 PM
A.V.M   რა თქმა უნდა. აღორძ...   Sep 28 2011, 09:49 PM
GIORGI LELUASHVILI   I იოანე 4, 8 იოანე 8, 12 ი...   Sep 29 2011, 06:25 PM
georgios   პანთეიზმის სუნი ს...   Sep 29 2011, 09:00 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios ბუდიზმია და არ ...   Sep 29 2011, 10:55 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI თუმცა პირვ...   Sep 29 2011, 11:23 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios რო წავიკითხე, უ...   Sep 29 2011, 11:25 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI რა იცი, იქნ...   Sep 29 2011, 11:26 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios პოსტს ეტყობა რ...   Sep 29 2011, 11:27 PM
Kanishtha-Adhikar   მაინტეესებს ბუდის...   Oct 3 2011, 11:17 AM
ქევანა   აქ აზრი ვერ გამოვი...   Oct 3 2011, 08:35 PM
GIORGI LELUASHVILI   ქევანა რა, ასე არ ა...   Oct 3 2011, 08:36 PM
ქევანა   GIORGI LELUASHVILI სიტვათა შეთ...   Oct 3 2011, 08:40 PM
GIORGI LELUASHVILI   ქევანა ანუ ყველაზ...   Oct 3 2011, 09:58 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI ქრისტიანუ...   Oct 4 2011, 10:39 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios რას ქვია არ გან...   Oct 4 2011, 10:41 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI სიტყვა საჭ...   Oct 4 2011, 10:42 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios კარგი რა, ნუ მსჯ...   Oct 4 2011, 10:47 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI სალიტერატ...   Oct 4 2011, 10:51 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios უმეტეს შემთხვე...   Oct 4 2011, 10:55 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI რომელი საკ...   Oct 4 2011, 10:59 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios ეს კი გასაგები...   Oct 4 2011, 11:02 PM
afxazi   GIORGI LELUASHVILI ეს არ არის ...   Oct 4 2011, 11:09 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI წარმოდგენ...   Oct 4 2011, 11:10 PM
afxazi   GIORGI LELUASHVILI რას ნიშნავ...   Oct 4 2011, 11:11 PM
GIORGI LELUASHVILI   afxazi ვიცი კაცო:D კითხ...   Oct 4 2011, 11:11 PM
afxazi   GIORGI LELUASHVILI კარგი მაში...   Oct 4 2011, 11:12 PM
GIORGI LELUASHVILI   afxazi ღმერთსა და ადამ...   Oct 4 2011, 11:16 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI წარმოდგენ...   Oct 4 2011, 11:18 PM
afxazi   GIORGI LELUASHVILI მაშინ არც ...   Oct 4 2011, 11:21 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios ჰოდა ეგ სიტყვა ...   Oct 4 2011, 11:23 PM
afxazi   ერთ-ერთი ციტატა: ...   Oct 4 2011, 11:25 PM
GIORGI LELUASHVILI   afxazi თქვენ მე ვერ გამ...   Oct 4 2011, 11:29 PM
afxazi   GIORGI LELUASHVILI რამე ცვლილ...   Oct 4 2011, 11:32 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI ძალიან უცნ...   Oct 4 2011, 11:35 PM
afxazi   georgios საინტერესოა ყ...   Oct 4 2011, 11:39 PM
georgios   წმინდა იოანე დამას...   Oct 5 2011, 10:07 AM
GIORGI LELUASHVILI   afxazi არა რათქმაუნდა....   Oct 5 2011, 05:01 PM
ქევანა   GIORGI LELUASHVILI ჩემო გიორგ...   Oct 5 2011, 07:45 PM
GIORGI LELUASHVILI   ქევანა აუ რა "გამ...   Oct 5 2011, 07:52 PM
ქევანა   GIORGI LELUASHVILI :D :D ვცდილობ დ...   Oct 5 2011, 07:54 PM
afxazi   GIORGI LELUASHVILI აქ საჭიროე...   Oct 5 2011, 08:06 PM
GIORGI LELUASHVILI   ქევანა და მასეთი გ...   Oct 5 2011, 09:20 PM
NINJA - ნინძა   Kanishtha-Adhikar ბუდას მოვლი...   Oct 7 2011, 01:36 PM
GIORGI LELUASHVILI   NINJA - ნინძა მე არაფერ...   Oct 7 2011, 02:50 PM
zanneti   მამაჩემი ესენი კი...   Nov 21 2011, 11:23 PM
GIORGI LELUASHVILI   მამაჩემი ესენი კი ...   Nov 24 2011, 10:58 PM
zanneti   GIORGI LELUASHVILI არაფერი უბრ...   Nov 26 2011, 05:28 PM
GIORGI LELUASHVILI   zanneti კარგი, კარგი, მო...   Nov 26 2011, 07:23 PM
zanneti   GIORGI LELUASHVILI მათში რაც ტ...   Nov 26 2011, 09:55 PM
GIORGI LELUASHVILI   zanneti ჩემი დაბნელებუ...   Nov 26 2011, 10:32 PM
zanneti   GIORGI LELUASHVILI ღმერთმა ადა...   Nov 26 2011, 10:47 PM
GIORGI LELUASHVILI   zanneti მისმინე... მე არ ვ...   Nov 26 2011, 10:59 PM
zanneti   GIORGI LELUASHVILI და ვინ თქვა ...   Nov 26 2011, 11:22 PM
GIORGI LELUASHVILI   zanneti რა არის ეშმაკის...   Nov 26 2011, 11:25 PM
A.V.M   მეც დამაინტერესა......   Nov 27 2011, 12:16 AM
zanneti   გიპასუხებთ რა შუაშ...   Nov 27 2011, 01:36 AM
sopo...   როცა გაიცნობ უფა...   Nov 27 2011, 03:06 AM
A.V.M   ძანეტი დაანებე თავ...   Nov 27 2011, 01:43 AM
zanneti   A.V.M მე ვლაპარაკობ იმ...   Nov 27 2011, 04:01 PM
sopo...   A.V.M მე ვლაპარაკობ ი...   Nov 28 2011, 01:29 AM
mevar   ყველა რელიგიაში დე...   Nov 27 2011, 04:15 PM
GIORGI LELUASHVILI   zanneti მოდი რა, ასე ზოგ...   Nov 27 2011, 04:39 PM
A.V.M   ამაზე ნაწილობრივ ...   Nov 27 2011, 05:12 PM
zanneti   GIORGI LELUASHVILI უკიდურესობ...   Nov 27 2011, 07:50 PM
A.V.M   მგონი ვერ გაიგე რა ...   Nov 27 2011, 08:00 PM
GIORGI LELUASHVILI   zanneti ჯიგარო ქართული ...   Nov 27 2011, 09:06 PM
zanneti   GIORGI LELUASHVILI შენ არ წყვე...   Nov 27 2011, 09:42 PM
GIORGI LELUASHVILI   zanneti მე კი არა, ეს შენ ...   Nov 27 2011, 09:59 PM
zanneti   GIORGI LELUASHVILI ჯერ იყო მით...   Nov 28 2011, 01:06 PM
sopo...   sopo... ეტყობა არ შენ კ...   Nov 28 2011, 08:08 PM
GIORGI LELUASHVILI   zanneti ნუ მოგაქ თავი უ...   Nov 28 2011, 04:15 PM
A.V.M   გეხვეწები ძანეტი ...   Nov 28 2011, 06:06 PM
GIORGI LELUASHVILI   no problem :D :D სახილიდანვ...   Nov 28 2011, 06:35 PM
A.V.M   თან ორივე ორ მეტრა...   Nov 28 2011, 06:47 PM
GIORGI LELUASHVILI   თან ორივე ორ მეტრა...   Nov 28 2011, 06:50 PM
A.V.M   რაშიც უნდა იმაში დ...   Nov 28 2011, 06:54 PM
A.V.M   სამი,ოთხი...იიიი სოფ...   Nov 28 2011, 08:22 PM
sopo...   :hehe: :ოპა: :cocxali: (ეს მოძ...   Nov 28 2011, 08:35 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ნახე ბიჭო? დავიწ...   Nov 28 2011, 08:57 PM
zanneti   GIORGI LELUASHVILI A.V.M კარგით რა...   Nov 28 2011, 09:30 PM
sopo...   შენ ვერ იცელვებ ა...   Nov 28 2011, 10:21 PM
GIORGI LELUASHVILI   zanneti აჰა, მე ველოდებ...   Nov 28 2011, 09:41 PM
A.V.M   მაშინ მე დავითის მ...   Nov 28 2011, 09:44 PM
zanneti   იცინეთ მერე მე ეს მ...   Nov 28 2011, 11:10 PM
sopo...   იცინეთ მერე მე ეს მ...   Nov 29 2011, 12:06 AM
A.V.M   უჰ შენ შემოგევლე მ...   Nov 28 2011, 11:22 PM
A.V.M   ხოოო :D ორი რაღაც გა...   Nov 28 2011, 11:49 PM
sopo...   ხოოო :D ორი რაღაც გა...   Nov 29 2011, 12:21 AM
GIORGI LELUASHVILI   zanneti არაა საკმარისი ...   Nov 29 2011, 04:07 PM
zanneti   "სიცოცხლის სიტყვ...   Nov 30 2011, 01:13 AM
GIORGI LELUASHVILI   zanneti იმედია მიხვდი რ...   Nov 30 2011, 04:26 PM
NINJA - ნინძა   ქრისტიანებს როგორ...   Dec 1 2011, 07:37 PM
A.V.M   ღმერთი არის:ყოვლა...   Dec 1 2011, 08:05 PM
NINJA - ნინძა   A.V.M გამომდინარე იქე...   Dec 1 2011, 08:22 PM
NINJA - ნინძა   კარგი, დაველოდოთ ა...   Dec 1 2011, 08:50 PM
A.V.M   ვახო აქ შეისეირნე: h...   Dec 2 2011, 12:57 AM
2 გვერდი V  1 2 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th February 2026 - 05:18 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი