![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
qavto |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 79 რეგისტრ.: 12-January 07 წევრი № 848 ![]() |
არქიმანდრიტ ეპიფანე თეოდოროპულოსის ცხოვრებასა და სწავლებანს ვკიტხულობდი და ასეთი ჩემთვის საინტერესო რამ ამოვიკითხე მისი ცხოვრებიდან:
ერთხელ ერთმა მეძველსტირემ თვითდაჯერებით და გაღიზიანებით უთხრა: " თქვენ ახალმესტილეები სამოთხეში ვერ შეხვალთ" "შევალთ"_ღიმილით უპასუხა ბერმა. "აბა თუ თქვენ შეხვალთ მე ასეთი სამოთხე არ მჭირდება" "უბედური ადამიანი ყოფილხარ"_უთხრა ბერმა. "რა შენი საქმეა ვინ ეყოლება ღმერთს სამოთხეში . მან თუნდაც სამოთხეში ნერონთან, კალიგულასთან და ჰიტლერთან ერთად მამყოფოს და მორჩილებად მათი ფეხსაცმლის წმენდა დამავალოს _ მე ეს სულაც არ შემაწუხებს, ოღონდ იქ წამიყვანოს და თუნდაც ყველაზე უკანასკნელი ვიყო" ამ სიტყვებმა ძალიან დამაფიქრა და თქვენი აზრიც მაინტერესებს თუ სურვილი გექნებათ. რამდენი რამის მორჩილად მიღება შეგვიძლია, ოღონდ სამოთხეში ვიყოთ? და ვაართ კი ნამდვილად იმდენისთვის მზად რამდენიც ჩვენ გვგონია? |
![]() ![]() |
iako |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ნონა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 ![]() |
ადამიანი ყოველთვის იმის იმედად უნდა იყოს რომ სამოთხეში მოხვდება, მაგრამ ღირსად კი არასოდეს არ უნდა ჩათვალოს თავი.
ეს უფლის უდიდესი წყალობაა. და არც ჩვენი გასასჯელია ის ვის ეკუთვნის სამოთხე და ვის არა. მორჩილებას მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა სწავლა. რამდენის ატანა შეგვიძლია? მართალია ლეონტი. უფალი არასოდეს ჩვენ შესაძლებლობის მეტს არ გვაკისრებს. უფლის სასოება თუ გვაქვს, მისი წყალობით და შემწეობით ჩვენთვის მოცემულ ჯვარს ვატარებთ. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი