ქრისტიანული ანთროპოლოგია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტიანული ანთროპოლოგია |
georgios |
Oct 9 2011, 01:36 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
ანთროპოლოგია არის რთული სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ადამიანს მისი არსების ყველანაირი გამოვლინებითა და ასპექტით ბუნებაში, საზოგადოებასა და კულტურაში.
მოკლედ რომ ვთქვათ, ქრისტიანული სწავლების თანახმად, ადამიანი შეიქმნა ღვთის ხატად და მსგავსად. თავდაპირველად ის სრულყოფილი იყო, მაგრამ შემდეგ დაეცა და მასში ცოდვა შევიდა. ამან კი გამოიწვია ცვლილებები ადამიანის ბუნებაში. მხოლოდ იესო ქრისტემ განუცალკევებლად გააერთიანა თავის თავში ღვთაებრივი და ადამიანური ისე, რომ არ შერეულიყო ეს ორი ერთმანეთთან, აღადგინა თავის თავში ადამიანის დაცემული ბუნება და მოგვცა საშუალება ვეზიაროთ მას, როგორც მხსნელს, მისი შემწეობით გარდავიქმნათ და გადავრჩეთ ცოდვაში დაღუპვისგან. ქრისტიანული ანთროპოლოგია ეხება ადამიანის ბუნების, მისი სხეულებრივი, მშვინვიერი და სულიერი მხარის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. ვისაუბროთ ამ თემაზე. საკმაოდ მნიშვნელოვანია. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 08:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი