![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
demeee |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 16-January 09 მდებარ.: Tbilisi-gori წევრი № 6,299 ![]() |
ჩვენ, ქართველები რითი ვამაყობთ და რა გვრცხვენია? როგორი იყო საქართველო, როგორია დღეს და როგორ ვფიქრობთ როგორი იქნება ხვალ? რას შევცვლიდით ან არ შევცვლიდით ჩვენს ქვეყანაში ? (და კიდევ ერთი : პოსტებს, რომელსაც ამ თემაზე დატოვებთ დავბეჭდავ საეკლესიო ჟურნალში, იმ შემთხვევაში თუ გულში ჩამწვდომი და ლამაზი იქნება)
გთხოვთ ვიაქტიუროთ -------------------- დემეეეეეეეე
|
![]() ![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
" მართლაც საკმარია მცირედით გადავხედოთ საქართველოს წარსულს, ისტორიას და გონებაში იშვება კითხვა: "რამ გადაგვარჩინა, რამ მოგვიყვანა აქამომდის?!".
თუ კიდევ უფრო ღრმად ჩავიხედავთ ერის ისტორიაში, დავინახავთ იმ მრავალ ფაქტორს, რამაც ჩვენი ერი დღესობამდის მოიყვანა. უპირველესად გამჩენის წყალობამ, "რომელსა, ყოველთა კაცთა ჰნებავს ცხონებაი"; "უფალს, რომ არ აეშენებინა სახლი (ერი), ამაოდ დაშვრებოდნენ მაშენებელნი; უფალს, რომ არ დაეცვა ქალაქი - ამაოდ იფხიზლებდნენ გუშაგნი"; ასე, რომ - "შეწევნა ჩვენი ღმრთისა მიერ ცხოველისა, რომელმან ქმნნა ცაი და ქუეყანა" ვეცადოთ თავი მოვუყაროთ ჩვენს გადამრჩენ "დებულებებს": დავიწყოთ, პირველი - ეს არის ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, ის ბუნებრივი პირობები, რომლითაც ქართველი ლაშქარი წარმატებულ სტრატეგიულ თავდასხმებს, მტრის შეტყუებებსა და თავდაცვით ღონისძიებებს ახორციელებდა. დიდი და გამაერთიანებელი ძალა იყო და არის - დედა ეკლესია, სარწმუნოება მართლმადიდებელი, რომელიც პირველად - ნაკლულევან ადამიანს აღავსებს / დაუბრუნებს ადამიანობას, შემდეგ უფალთან თანაზიარ ჰყოფს და მისგანვე ძლიერდება ხილულთა და უხილავ მტერთა ზედა, ყოველივე აქედან გამომდინარე კი, ეროვნული თვითშეგნება - რომელიც, მიუხედავად მრავალი დევნისა, შევიწროებისა და დამცირებისა მაინც შევინარჩუნეთ, ჩვენ გვქონდა (ახლაც გვაქვს, ის ჩვენი ბუნების სიღრმეშია) შინაგანი თვითგადარჩენის ძალა, რომელიც განსაცდელის ჟამს განამტკიცებდა და უბიძგებდა ქართველს ებრძოლა მისი და მისი ძმის წილი საქართველოსათვის; ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა (და აწცა უნდა ჰქონდეს) ქართველ დედაკაცს, ქართველ დედას - რომელიც შვილს შიგ გულში ღმრთის შიშს, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულს უნერგავდა, მათი გარჯით იყო, რომ ასეთი მებრძოლნი და პატრიოტი მეომარნი ეზრდებოდა საქართველოს. გადაგვარჩინა ქართველთა მრავალშვილიანობამ, ოჯახში ძის დაბადება ქვეყნის კიდევ ერთი დამცველის მოვლინებას ნიშნავდა; ასე, რომ - მამულისათვის სიკვდილი ქართველისათვის საამაყო და დიდი პატივი იყო. ჩვენ არ ვიყავით მონობის დამთმენნი, კისერზედ უსჯულოთა უღელს არ ვიდგამდით, არ ვიყავით მათი მორჩილნი, დაღათუ ვყოფილვართ უსჯულოთა ქვეშე, მაგრამ მცირედ რაიმე ხანს და უკანასკნელ - ყოველთვის, მსგავსად დაპრესილი ზამბარისა, ავიშვებდით და "განვხეთქავდით აპაურს" მტრისას. ჩვენ მებრძოლი სულის ერი ვართ, არ ვემორჩილებით კაცთა კანონებს, მაგრამ როგორც უკვე ითქვა ჩვენ ღმრთის მოშიშნი ვართ. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ჩვენი მეფეების ღვაწლი და ბრძნული პოლიტიკა; მეფე ქართველთა იყო თითოეული ადამიანის, მთლიანი ერის შინაგანობის თავმოყრა ერთ პიროვნებაში, მათით განიჭვრიტება ჩვენი შინაგანობა - თუ "ვინ ვიყავით, როგორები უნდა ვიყოთ და ვართ". მართალია ყველა მეფე ერთნაირად ბრძენი არ იყო, მაგრამ საერთოდ ქართველი მეფეები დახვეწილნი და გულისხმიერნი იყვნენ, აღმასრულებელნი რა მცნებისა: "არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!" გადამრჩენი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ჩვენს მშობლიურს ენას - ქართულს, რამაც ჯერ ადამიანური და შემდეგ ქართული ტრადიციული ღირებულებანი იტვირთა, შემოინახა და გადმოსცა, რომელზეცად უმდიდრესი ეროვნული - პატრიოტული ლიტერატურა შეიქმნა, და რომელიც ვერავინ წაგვართვა. მთლიანობაში კი ისღა დაგვრჩენია გულისხმავჰყოთ წინაპართა ბრძნული შეგონებანი და მივყვეთ წინაპართა გაკვალულ ბილიკს, რომელიც თუმცა ჟამთა ეკალ-ბარდებით გადაჰფარეს, ქართველთ შორის დღესაც დააბიჯებენ გზამკვლევნი, კაცნი - ვახტანგისა, დავითისა და თამარის გულისანი." |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 03:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი