ღვთის წმინდა ტაძარში მსახურება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთის წმინდა ტაძარში მსახურება |
George Leluashvili |
Apr 11 2011, 06:36 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ტაძრის მსახურები დღეს ყველა ტაძარს ყავს მსახურები:სტიქაროსნები, მედავითნეები, მგალობლები, მესანთლეები, დამლაგებლები და ა.შ. ვინც ტაძარში მსახურობენ,ალბათ უნდა იცოდნენ,რომ საპატიო მდგომარეობა უკავიათ და ამავდროულად საპასუხისმგებლოც.ტაძრის მსახურზე ბევრი რამაა დამოკიდებული.მაგ: ტაძარში პირველმოსულ ადამიანზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს,თუ როგორ მოექცევიან და როგორ გაესაუბრებიან მას.ამის შესაბამისად მას შემდგომში უფრო დიდი სურვილი უჩნდება კვლავ ტაძარში მისვლისა,ან რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს შეიძლება საპირისპიროც მოხდეს და ტაძრის მსახურების ქცევამ,ან მათმა მკაცრმა პასუხმა ის დააბრკოლოს.ამიტომ ტაძრის მსახურს უნდა ესმოდეს,რომ მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული და დიდი როლი აკისრია. ეკლესიის მსახურება მართლაც რომ დიდი პასუხისმგებლობაა.მსახურს უკვე ბევრი მოეთხოვება უფლის წინაშე,რადგან მას ემსახურება ხალხის წინაშე. ბევრი უყურებს თუ როგორ იქცევა იგი და ამის შესაბამისად გამოაქვთ ეკლესიურ ადამიანებზე დასკვნები.ამიტომ ის რაც შეიძლება თავდაჭერილი, კეთილი, ზრდილობიანი, ზნეობრივი და მოწესრიგებული უნდა იყოს და ამ ყოველივეს აღსრულების შემდეგ ხალხისგანაც პატივისცემას და სიყვარულს დაიმსახურებს.(ეს სწორად გამიგეთ) ამ თემის გახსნა კი იმიტომ გადავწყვიტე,რომ ეს ყოველივე გაითვალისწინონ ტაძრის მსახურებმა და უფრო ყურადღებით და დაკვირვებით მოეკიდონ თავიანთ საქმეს. ტაძრის მსახურებს განსაკუთრებით ვთხოვ გამომეხმაურონ და გავისაუბროთ ამის შესახებ. სიყვარულითა და პატივისცემით mociquli qristesi -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Oct 12 2011, 04:29 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა რა და აი, თუ დარჩა ბარძიმში ქრისტეს სისხლი და ხორცი, მღვდელი ვალდებულია თვითონ შეჭამოს დარჩენილი? მე გიორგის სიტყვას ოდნავ კიდევ განვარვცობ რადგან ინტერესიანი ხარ... ამ პროცესს ,,ბარძიმის მიღება"ეწოდება,ამ დროს მოძღვარი დგება სამკვეთლოსთან და ადუღებული წყლის დახმარებით (მდუღარება"პირწმინდად ასუფთავებს წმიდა ბარძიმს. მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც,მაგალითად თუ ტაძარში ერთი სასულიერო პირია და იგი ვერ მიიღებს ბარძიმს(თუ პირღებინება,სისხლდენა და.ა.შ.)აქვს,წნ სისხლი და ხორცი რომ არ შეიბილწოს შესაძლებელია ერისკაცს მისცეს კურთხევა და მან მიიღოს. ციტატა ან სულ რამდენი სტიქაროსანი უნდა ჰყავდეს მოძღვარს თანაშემწედ? ერთი ვიცი ფსალმუნებს კითხულობს, ერთი მოძღვარს გზას "უნათებს" ტაძრის საკმევლით კმევისას, ერთს სადგამი მოაქვს, სადაც მერე წმინდა სახარებას დაასვენებენ და მღვდელი კითხულობს ნაწყვეტებს... დანარჩენები? ანუ, სულ რამდენი სჭირდება დამხმარედ რაც შეეხება მსახურებას აქ როგორც ლელუაშვილმა აღნიშნა ყველაფერი მოძღვარზეა დამოკიდებული.შენ რომ თქვი სანთლით მიუძღვისო ეგ სიმბოლურად წ.იოანე ნათლისმცემლის განსახიერებაა,ხოლო თვითონ სტიქაროსანი ანგელოზის.წირვისას გარდა შენსმიერ ჩამოთვლილი მოვალეობებისა არის მოსახსენებლკის კითხვა,ნახშირის გაცხელება,მდუღარების მომზადება,სებისკვერის დაჭრა და.ა.შ. ყოფილა შემთხვევა,რომ ტაძარში მედავითნე და სტიქაროსანი მარტო ვყოფილვარ წირვისას და შწეძლებისდაგვარად შემისრულებია მოვალეობანი,აგრეთვე მიმსახურია დაახლოებით 30 სტიქაროსანთან ერთად საკურთხეველში. მაგრამ ჩემი აზრით 4 სტიქაროსანი ყველაზე კარგი გამოსავალია სიტუაციაში,ხომ იცი: ,,მეტი ადამიანი მეტი პრობლემაა..." -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 05:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი