IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> იოანე მახარობელი და მეორედ მოსვლა!, იოანე-ზოსიმეს წინასწარმეტყველება
ioanezosime
პოსტი Oct 14 2011, 10:46 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 7-September 10
წევრი № 9,426



როგორც გახსოვთ იოანე–ზოსიმეს წინასწარმეტყველებაში წერია, რომ მეორედ მოსვლა ქართული ენით დამოწმდებაო და სასწაულად ექნება ასო ,,წ", რაც ოთხ პერიოდს, ოთხ ათას წელს ნიშნავსო, ეს არის ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინების ერთგავრი სიმბოლო. გარდა ასო ,,წ"–სა, ქართული ენის აღდგენას სასწაულად აქვს აგრეთვე 94 წელიო. როგორც ცნობილია იოანე მახარობელი და ღვთისმეტყველი იყო იესოს საყავრელი მოსწავლე, რომელიც იყო ერთადერთი იესოს მოწაფეთაგან, რომელიც იესოს ჯვარცმას ესწრებოდა და არ შეუშინდა მოსალოდნელ სასჯელს. იგი იყო ერთადერთი იესოს მოწაფეთაგან, რომელიც თავისი სიკვდილით მოკვდა. იგი არასდროს დაბრკოლებულა იესოს რწმენაში და მან და მისმა ძმამ იაკობმა სთხოვეს იესოს, რომ მეორედ მოსვლისას მის მარჯვნივ დაესვა ისინი. იესომ უთხრა არც კი იცით რას მთხოვთ, ძალიგიძთ კი იმ სასმისის შესმა რომელსაც მე ვსვამო. იმათმა კი შესაძლოა არ ცოდნის გამო, მაინც არ თქვეს უარი თავის თხოვნაზე. მოკლედ იოანე არის ის ერთადერთი მოწაფე, რომელმაც იცხოვრა 94 წლამდე(იოანე –ზოსმიეს წინასწარმეტყველებაშიც 94 წელი წერია ). გარდა ამისა იოანე არის მეოთხე მოსწავლე ქრისტესი. ასო ,,წ"–ც ხომ მეოთხე ეტაპს მიუთითებს?! ასე რომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართული ენის გაბრწყინება რამენაირად შეიძლება დაკავშირებული იყოს იოანე მახარობელთან, მით უმეტეს, რომ ქრისეტეს მეორედ მოსვლა მორწმუნეთათვის სასიხარულო ამბავია და ვინ უნდა გვახაროს ის, თუ არა იოანე მახარობელმა, იესოს საყავრელმა მოსწავლემ?! ამას გარდა გავიხსენოთ, რომ იესომ იოანეს და მის ძმას აღუთქვა, რომ მეორედ მოსვლისას თქვენ ჩემს მარჯვნივ დაგსვავთო.
http://lib.ge/body_text.php?5106
იესო ერთგან ეუბნება თავის მოწაფეებს: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არიან თქვენში ზოგიერთები, რომლებიც არ იხილავენ სიკვდილს, სანამ ღვთის საუსფეველს არ იხილავენ.
იოანეს სახარება თავი 21–ე, აბზაცი 23: ,,და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე(იგულისხმება იოანე მახაროებელი) არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს არ უთქვამს მასზე, არ მოკვდებაო, არამედ: თუ მე მსურს, რომ დარჩეს, ჩემს მოსვლამდე, შენ რაო? (ეს იესომ უთხრა პეტრეს).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th July 2025 - 11:09 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი