![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
"და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა"
22. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა რაკა, თანა-მდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა. (მათე 5, 22) 21. მაშინ მოუჴდა მას პეტრე და ჰრქუა: უფალო, რაოდენ-გზის შემცოდოს ძმამან ჩემმან, და მიუტეო მას? ვიდრე შჳდ-გზისამდეა? 22. ჰრქუა მას იესუ: არ გეტყჳ შენ ვიდრე შჳდ-გზისამდე, არამედ ვიდრე სამეოც და ათ შჳდ-გზის. (მათე 18, 21–22) 23. უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს, 24. დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი. 25. იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან – მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე. 26. ამენ გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანაჲსკნელი კოდრატი. (მათე 5, 23–25) 32. მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მოგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე. 33. არა ჯერ-იყო შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე შენ შენ თანა მონაჲ იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე? 34. და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიჴადოს ყოველი იგი თანა-ნადები მისი. 35. ეგრეთცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ, უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა ყოვლითა გულითა თქუენითა ცთომანი მათნი. (მათე 18, 32–35) 26. გული გიწყრებოდენ, და ნუ სცოდავთ: მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა. (ეფ. 4,26) საუფლო ლოცვიდან და სახარების ამ მონაკვეთებიდან ჩანს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი გულით მიტევებას. თუ გულში მიუტევებ, აღარც განიკითხავ და განკითხვასაც აიცილებ თავიდან. ცხოვრებაში ალბათ გვიჭირს მთელი გულით მიტევება. როგორც მოციქული გვასწავლის მზე არ უნდა ჩავიდეს ისე, რომ არ დავაცხროთ მრისხანება და ვაპატიოთ. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
![]() ![]() |
ნაინა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
beso777
ციტატა სულ ხვეწნა ხვეწნით მუხლდაჩოქილი შეევედრება მაწყინარს იქით მაპატიე ყველაფერიო თავად რომ აპატიებს ხომ ხედმეტია ამაზე საუბარი. აღარ ვაპატიებ არავის არაფერს და არც მე ვითხოვ პატიებას ვინმესგან. მით უმეტეს ზუსტად ვიცი არავის არაფერს ვუშავებ საკუთარი თავის გარდა. ნურავინ შემეხება ნურც კარგად და ნურც ცუდად, ხოდა არც მე შევეხები არავის. წერტილი ყველას და ყველაფერს. ასე უკეთრსია. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
beso777 |
![]()
პოსტი
#3
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 984 რეგისტრ.: 8-December 10 წევრი № 10,059 ![]() |
beso777 აღარ ვაპატიებ არავის არაფერს და არც მე ვითხოვ პატიებას ვინმესგან. მით უმეტეს ზუსტად ვიცი არავის არაფერს ვუშავებ საკუთარი თავის გარდა. ნურავინ შემეხება ნურც კარგად და ნურც ცუდად, ხოდა არც მე შევეხები არავის. წერტილი ყველას და ყველაფერს. ასე უკეთრსია. ნელია და შეცდომაა ისე იცხოვრო რომ შენს ნაჭუჭში ჩაიკეტო,არავის მიმარტ გასცე და არც მიიღო,მით უფრო თუ ქრისტიანათ თვლის თავს ადამიანი.თავის თავზე მხოლოთ გარეული მხეცები ფიქრობენ,ჩვენ კი ადამიანები ვართ და უფრო მეტი მოგვეტხოვება,შეუმცდარი არავინაა,ვინ იცის იქნებ რაც ჩვენ გვეჩვენება უპატიებლათ ,გაცილებით ბევრათ უფრო უპატიებელი ცოდვები გვაქვს უფლის მიმართ,რატომგა ვლოცულობთ,ვთხოვთ მიტევებას თუ ჩვენ არ გვსურს თავათ იგივე გავაკეთოთ.რა საწყაულითაც მიუწყავ სხვას შენს იმ საწყაულით მოგეწყობაო.მე ამქვეყნათ წველაზე უღირს ადამიანსაც კი მივუტევებ წყენას თუ ყველაზე დიდ ტკივილსაც კი,თუ მისი სიმდაბლით და გულწრფელი სინანულით აღვსილი იქნება,რაც აღძრავს ჩემში ამ მიტევების გრძნობას,კაცთმოყვარეობას,იმი ს შეგრძნებას რომ ყველანი უფლის შვილები ვართ და არ უნდა გვემეტებოდეს მოყვასები ჯოჯოხეთი გასასტუმრებლათ.გვძულდეს მათი უღირსი ქცევები და არა თვით ადამიანები.მაგრამ თუ ეს ყოველივე ასე არ მოხდება ,გულიდან წამოსული სიყვარულით არ შეგვეძლება მივუტევოს ,ჩნდება მეორე უკიდურესობა,უფლისადმი მოშიშებით მაინც უნდა გავაკეთოთ ეს,რადგან არ არსებობს სხვა გზა მიტევების არმქონე ადამიანი,ულმობელი სასუფეველში შევიდეს.თუ ამასაც არ გავაკეთებთ გამოვა რომ ჩვენ თავათ ვაცხადებთ უარს სასუფეველზე ამპარტავნობის გამო,ამპარტავანი ხომ არასოდეს მოიდრეკს ქედს არავის წინაშე მიტევების სათხოვნელათ არც თავათ მიუტევებს,რამაც დაღუპა სწორეთ იუდა,უფლის გვერდით მყოფი ადამიანი. აი,შენ კი ნამდვილათ ვერ შეძლებ მაგ გადაწყვეტილების განხორციელებას როგორც არ უნდა მოიწადინო ცხელ გულზე,რა ბაჯაღლო გულიც გაქვს ისეთივედ დარჩება,რკინათ ვერ გადაკეთდება ![]() -------------------- ***დაიფასე თავი იმდენათ,რამდენადაც ღირსი ხარ,თორემ ოდნავადაც რომ გადააჭარბო,სულ მთლათ გაუფასურდები***
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 10:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი